ღმერთი

ღმერთი

среда, 23 апреля 2014 г.

რუსეთის დუმამ სოციალური ქსელების მომხმარებელთათვის მკაცრი შეზღუდვები დაამტკიცა


რუსეთის დუმის დეპუტატებმა მესამე მოსმენით მიიღეს ახალი "ანტიტერორისტული პაკეტი", რომელიც ელექტრონული შეტყობინებების გადამცემ კომპანიებს, მათ შორის, Google-ის მსგავს უცხოურ კორპორაციებს ავალდებულებს, რეგისტრაცია რუსეთის კომუნიკაციის სახელმწიფო უწყებაში გაიარონ. ახალი კანონის მიხედვით, ამ კომპანიებმა მათი ვებ-გვერდების მეშვეობით გადაცემული ყველა შეტყობინების შესახებ ინფორმაცია ექვსი თვის განმავლობაში უნდა შეინახონ სერვერზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული.

ამავე კანონის თანახმად, ოფიციალურ უწყებებს საკუთარი ვინაობა და ელექტრონული მისამართი უნდა შეატყობინონ იმ ბლოგერებმა, რომელთა პირად საიტებზე ან სოციალურ ქსელში გახსნილ გვერდებზე დღეში 3 000 ან მეტი მნახველი დაფიქსირდება, ამასთან, ბლოგერები უნდა დაემორჩილონ კანონებს, რომლებიც ეხება მასმედიას, ასევე ცილისწამების, ექსტრემიზმის ან გამოქვეყნებული ინფორმაციის ნამდვილობის საკითხებს.

ამ წესების დარღვევის პირველი შემთხვევისთვის დაწესებული ჯარიმის რაოდენობა დაახლოებით 1000 ამერიკული დოლარია.

თეო ტაბატაძე
23 აპრილი, 2014.

reportiori.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий