ღმერთი

ღმერთი

среда, 23 апреля 2014 г.

ტიბეტელი "იმპერატორი" 10 მილიონად გაიყიდა

ჩინეთის პროვინცია ხაბეიში აუქციონზე ტიბეტური მასტიფის ჯიშის ძაღლი, სახელად იმპერატორი, რეკორდულ ფასად – 10 მილიონ იუანად გაიყიდა. ეს გახლდათ ათასი ძაღლიდან ერთ–ერთი, რომელიც აუქციონზე იქნა გაყვანილი. გასაყიდი ძაღლების საწყისი ფასი მილიონი იუანიდან იწყებოდა.

იმპერატორის სიმაღლე 80 სანტიმეტრია და 90 კილოგრამს იწონის. როგორც მისი პატრონი ჟურნალისტებთან აცხადებს, ძაღლის გაყიდვა ძალიან გაუჭირდა, რადგან უზომოდ უყვარდა.

ტიბეტური მასტიფი ერთ–ერთი უძველესი და უძვირფასესი ჯიშის ძაღლია. ისინი უძველესი დროიდან დარაჯობდნენ ტიბეტელი ბერების მონასტრებს და მომთაბარე ხალხს ჰიმალაის მთების გადალახვაში ეხმარებოდნენ.

აქამდე ყველაზე ძვირადღირებული მასტიფი სახელად ბიგ სფლეში იყო, რომელიც შარშან მარტში 1,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.


sana.ge





Комментариев нет:

Отправить комментарий