ღმერთი

ღმერთი

понедельник, 28 апреля 2014 г.

მანანა კობახიძე: აბსოლუტურად გასაგებია პატრიარქის წუხილი

ავტორი: ალა გრიგალაშვილი
28 აპრილი, 2014.


„აბსოლუტურად გასაგებია ის წუხილი, რასაც პატრიარქი გამოთქვამს ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუმცა, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით არ ხდება რამე ახალი უფლებების მინიჭება ადამიანებისთვის", - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ.

მისი თქმით, კანონი შესაძლებლობას მისცეს საზოგადოებას, უფრო ტოლერანტული იყოს, რასაც თავისთავად ეკლესიაც ქადაგებს.

„აქ არ შეიძლება საუბარი იყოს რაიმეს პროპაგანდასა და წახალისებაზე, რადგან ეს არის კანონი იმის შესახებ, რომ არ იყოს ამ ქვეყანაში ადამიანის ჩაგვრა და ადამიანებზე ძალადობა იმის გამო, რომ ისინი არიან განსხვავებულები. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და გვსურს დავდგეთ ისეთი ქვეყნების გვერდით, სადაც ადამიანებს არ ჩაგრავენ თავიანთი განსხვავებულობის გამო. ეს კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ, რადგან საზოგადოება მეტად ტოლერანტული იყოს. ამას ამბობს ეკლესიაც, ამიტომ ჩვენ რამე განსხვავებულს არ ვთავაზობთ საზოგადოებას. სავარაუდოდ, პარლამენტი მიიღებს ამ კანონს იმ ფორმით, რაც მეორე მოსმენით იქნება შემოთავაზებული", - აცხადებს მანანა კობახიძე.

დღეს პატრიარქის განცხადება გავრცელდა, სადაც ილია მეორე პარლამენტს სთხოვს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტის განხილვა გადაიდოს.


http://reportiori.ge/?menuid=2&id=24647


Комментариев нет:

Отправить комментарий