ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

მასონური სიმბოლიკა.(18)

ახლა მცირედით გადავუხვიოთ თემას და მისი უკვეთ გაგებისთვის შევჩერდეთ მასონურ სიმბოლოებზე. პრაქტიკულად მთელი ბოლშევიკური სიმბოლიკა აღებულია კაბალიდან - სიონისტების საიდუმლო მისტიკური სწავლებიდან. ხუთქიმიანი ვარსკვლავი წითელი არმიის დამაარსებელმა ლეიბა ტროცკიმ დაამკვიდრა. პოპულარული მასონური ლექსიკონის მიხედვით, ხუთქიმიანი ვარსკვლავი მიეკუთვნება მასონობის საყოველთაოდ მიღებულ სიმბოლოებს და კავშირი აქვს კაბალის ტრადიციებთან. აი რას წერს ამ სიმბოლოს შესახებ მასონობის მართლმადიდებელი მკვლევარი მ. ივანოვი: "1917 წელს დამარცხებული რუსეთის ემბლემა გახდა ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომელსაც უნდა დაემხო ქრისტეს ჯვარი, ჩაექრო მართლმადიდებლური ქრისტეანული რწმენა და "გაენათლებინა" რუსი ხალხი მასონური სწავლების "ჭეშმარიტი" ნათლით. მისტიკური ინტერპრეტაციით ის ცნობილია "მოელვარე ვარსკვლავის" სახელწოდებით და თვით ლუციფერს აღნიშნავს, რომელიც ანტიქრისტეს საშუალო ბეჭედს წარმოადგენს.

ს. ნილუსი ერთ ცნობილ კაბალისტზე დაყრდნობით წერს, რომ "მაგიის ყველა საიდუმლო, გნოსტიციზმის სიმბოლოები, ოკულტიზმის ფიგურები, კაბალის ყველა გასაღები მიმართული წინასწარმეტყველებისკენ არის პენტაგრამის ნიშანი, იგი ყველაზე დიდი ნიშანია და ყველაზე ძლიერი სხვა ნიშანთა შორის". ასევე მაგიური ნიშნებია ნამგალი და ურო.

ნამგალი - სიკვდილის, მკვლელობის, გარდაუვალი დაღუპვის ნიშანია. სურათებზე შემთხვევით როდია გამოხატული სიკვდილი ნამგლით ხელში ან ცელით, მახვილით და ა. შ., რომლებითაც ის თავის მსხვერპლს იმკის.

ურო (ან ჩაქუჩი) მასონების კლასიკური სიმბოლოა. ის გამოხატავს ძალაუფლებას ქვაზე (ქვა - ადამიანის სიმბოლოა), ე. ი. ადამიანებზე, რომლებიც უნდა "გამოთალო", მისცე მათ აზრის საჭირო სახე და ფორმა.

ყელსახვევი (ან ჰალსტუხი) ასევე პოპულარული სიმბოლოა რევოლუციის შემდგომ ინტელიგენციაში. თავისი მისტიკური მნიშვნელობით ყელსახვევი (ან ჰალსტუხი) სატანის სახრჩობელის სიმბოლოა, რომელიც ადამიანის ყელზეა მორგებული. იგი ადამიანებს საქონლის მსგავსად სასაკლაოზე მიერეკება. მისი ფორმა და ფერი მასონური ხელდასხმის ხარისხს აღნიშნავს.

ახლა გავიხსენოთ, რომ 20-იან წლებში ბავშვებს ნათლობის ნაცვლად ავარსკვლავიანებდნენ, ე. ი. ატარებდნენ ვარსკვლავის გარშემო, ადებდნენ მას სახვევს; გავიხსენოთ ოქტომბრელები ვარსკვლავებით მკერდზე, პიონერთა ყელსახვევები სამკუთხედით ზურგზე, რომლის წვერი ქვემოთ იყო მიმართული და სატანის მცირე ბეჭედს წარმოადგენს. გავიხსენოთ კომკავშირლები წითელი ვარსკვლავებით, მართლმადიდებლური ძლევამოსილების დამანგრეველის გამოსახულებით.

ინტერესმოკლებული არ იქნება აღვნიშნოთ, რომ YMCA-მ (ახალგაზრდობის ქრისტეანული კავშირი) თავის სიმბოლოდ აირჩია ქვემოთ გადმობრუნებული წითელი სამკუთხედი. ეს მასონების სიმბოლოა, რომელიც კაბალიდან არის აღებული, წარმოადგენს მასონების მცირე ბეჭედს და მიღებულია მონათესავე ორგანიზაცებს შორის. როზენკრეიცერები ამ სამკუთხედში ათავსებენ ჯვარს და საკუთარ სიმბოლოდ იყენებენ.

შენობა, სადაც იკრიბებიან "ძმები კალატოზები", ლოჟებად იწოდება. სიმბოლო, რომელიც ლოჟას აღნიშნავს - მოგრძო სამკუთხედია; მასონების განმარტებით ამ ნიშნით აღნიშნავდნენ სამყაროს დასახლებას პტოლომეოსამდე. მასონები თავიანთ ლოჟწებს "სოლომონის ტაძარსაც" უწოდებენ. ყველგან, სადაც კი ლოჟის თავმჯდომარე დაბრძანდება ან სკამის ოსტატი, ყველგან, სკამის თავზე გამოსახული უნდა იყოს მანათობელი დელტა, რომლის შუაში ებრაული ასოებით წარწერილია სახელი "იეღოვა".

აღმოსავლეთად - მასონებთან უმაღლესი ხელმძღვანელობა იწოდება, ვინაიდან "აღმოსავლეთი - რჩეულთა მხარეა", საიდანაც შორეული წარსულიდან მოედინებოდა "უმაღლესი სიბრძნე".

მუშაობას - მასონები ხელდასხმას და რიტუალებს უწოდებენ.

კონსტიტუცია - დამფუძნებელი სიგელია, რომელსაც უმაღლესი მართვის ლოჯები ან აღმოსავლეთი გასცემს.

სახაზავი და შვეული - წოდების თანასწორობის სიმბოლოა.

კუთხის საზომი - სამართლიანობის სიმბოლო.

ფარგალი - საზოგადოებრიობის სიმბოლო.

კუთხედი (გონიო) - ველურობა, ქაოსი.

კუბის ფორმის ქვა - ზნეობრიობა, დამუშავებული მასონების მიერ.

აკაციის რტო - უკვდავებას აღნიშნავს.

კუბო, თავის ქალა და ძვლები - სიკვდილის არად ჩაგდება, სევდა ჭეშმარიტების გაუჩინარებაზე.

მრგვალი შლაპა - თავისუფლების სიმბოლო.

მახვილი - დამსჯელი კანონი (მოღალატის დასჯა).

ხანჯალი - სიკვდილი სჯობს დამარცხებას.

"იყავ მზად!"
- მასონური დევიზი.  



Комментариев нет:

Отправить комментарий