ღმერთი

ღმერთი

понедельник, 31 марта 2014 г.

„ნაციონალური მოძრაობა“: ზვიად გამსახურდიას ღვაწლი შეუფასებელია

31 მარტი, 2014.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოქალაქეებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს ულოცავს და ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

„დღეს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს აღვნიშნავთ. მას 75 წელი შეუსრულდებოდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რთულ გზაზე ზვიად გამსახურდიას ღვაწლი შეუფასებელია – მან ქვეყნის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. იგი იყო ღირსეული მამულიშვილი და თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი – ეს არის ქართველი ხალხის ერთსულოვნებისა და ურყევი ნების გამოხატულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ.

გვინდა, ამ დღეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა, სითბო გამოვხატოთ და ყველა ჩვენს თანამოქალაქეს გულითადად მივულოცოთ ეს ისტორიული დღე“,
- აღნიშნულია განცხადებაში.


(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


/re

Комментариев нет:

Отправить комментарий