1. რკინა და ქვა შობს ცეცხლს, ხოლო მრავლისმეტყველება და განცხრომა - ტყუილს.
2. ტყუილი სიყვარულს რყვნის. ის ცრუ ფიცის მშობელია, რაც თავის მხრივ ღვთის უარყოფას ნიშნავს.
3. ვისაც გონება აქვს, არავის ეგონოს, თითქოს ტყუილი პატარა ცოდვა იყოს. ტყუილთან დაკავშირებით სულიწმიდამ საშინელი სიტყვები წარმოთქვა დავით წინასწარმეტყველის პირით: "რომელი იტყჳნ სიცრუვესა, არა წარემართოს წინაშე თუალთა ჩემთა".
4. თუ დავით წინასწარმეტყველი ღმერთზე ამბობს: "წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუვესა" (ფსალმ. 5. 7), მაშინ, რაღა დაემართებათ იმათ, რომლებიც ტყუილს ფიცთან ერთად თხზავენ?!
5. მინახავს ადამიანები, ტყუილით რომ ხარობდნენ, მხიარული და ამაო საუბრით სიცილს იწვევდნენ და მგლოვიარეთა წესს რყვნიდნენ.
6. როცა ეშმაკები შეამჩნევენ, რომ სიცილსა და ხუმრობაში მყოფთაგან ვინმე შეკრებილთა გაცლას დააპირებს, ასეთს ცდუნების მიზნით მზაკვრულად ორ აზრს ჩააგონებენ: პირველი - “არ შეაწუხო მოსაუბრე!” და მეორე - "არ გაამჟღავნო, სხვებზე მეტად რომ გიყვარს ღმერთი!”
7. არ დააყოვნო და გაიქეცი ასეთებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოცვის დროს სიცილისა და განცხრომის მომგვრელი აზრები მოგივა და დაგაბნელებს.
8. არათუ გაიქეცი, არამედ, თუ შეგიძლია, ჩაშალე კიდეც ბოროტი საუბარი და შეკრებილებს სიკვდილი და განკითხვის დღე შეახსენე. უმჯობესია, მცირეოდენი სიამაყე შეგეპკუროს, ოღონდაც სარგებელი მოუტანო საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
9. ორგულობა ტყუილის დედაა და ხელობა, ვინაიდან ორგულობა სხვა არაფერია, თუ არა ტყუილში გაწვრთნა და ცრუ ფიცი.
10. ვინც ღვთის შიში მოიპოვა, მისთვის უცხოა ტყუილი, რადგან მას საკუთარი შინაგანი და მიუკერძოებელი მსაჯული ჰყავს - სინდისი.
11. როგორც თითოეულ ვნებას განსხვავებული სასჯელი შეესაბამება, ისე ტყუილსაც. სხვაა სასჯელი ტანჯვის შიშით ნათქვამი სიცრუისთვის და სხვაა სასჯელი ტყუილისთვის, საჭიროების გარეშე, ღვთის შიშის არქონის შედეგად რომ ითქმება.
12. ერთმა საზრდოს გამო იცრუა, მეორემ - ავხორცობისთვის, სხვამ - გარშემომყოფთა გასაცინებლად, სხვამ - ძმისთვის რომ ბოროტება გაეკეთებინა.
13. მეთაურთაგან მიყენებული ტანჯვით ტყუილი აილაგმება, ხოლო ცრემლთა სიმრავლე სრულიად სპობს და ანადგურებს მას.
14. ტყუილის მთქმელი კეთილგონიერებას იმიზეზებს და სულის წარწყმედას სიმართლედ მიიჩნევს.
15. მატყუარა კაცი იჩემებს, თითქოს საქმით რააბ ნეძვს ჰბაძავდეს და საკუთარი წარწყმედით სხვების ხსნაზე მსჯელობს.
16. თუ ტყუილისგან სრულიად განვიწმინდებით, შემდგომში რამე განსაცდელიც რომ შეგვემთხვას და სიცრუის თქმა მოვინდომოთ, ტყუილი მაინც გაიქცევა ჩვენგან.
17. ჩვილმა ბავშვმა არ იცის ტყუილი! არც ბოროტებისგან განშორებულმა სულმა!..
18. კაცის გულს როცა ღვინო ეამება, ძალაუნებურად სიმართლეს ამბობს. ლმობიერების ცრემლებით აღვსებულთათვისაც უცხოა ტყუილი, რადგან ისინი გამუდმებით უფალს ადიდებენ, რომლისა არს დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

Комментариев нет:
Отправить комментарий