ღმერთი

ღმერთი

понедельник, 31 марта 2014 г.

იელოუსტოუნის ეროვნული პარკი.

იელოსტოუნის ეროვნული პარკი, რომელიც 1872 წლის პირველ მარტს დაარსდა, მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, კერძოდ, აშშ-ში. მისი დიდი ნაწილი განთავსებულია ვაიომინგის შტატში, თუმცა პარკი ასევე ვრცელდება სხვა 2 შტატის -მონტანასა და აიდაჰოს – ტერიტორიაზე. „ელოუსტოუნის“ ფართობია 8980 კვ.კმ. ის მსოფლიოს პირველი ეროვნული პარკია, რომელიც განთქმულია თავისი ველური ბუნებითა და გეოთერმული წყლებით, ამ უკანასკნელიდან კი ყველაზე ცნობილია გეიზერი „Old Faithful“. ის პარკის ერთერთი პოპულარული ადგილია.

ეროვნული პარკი შედგება ტბების, კანიონების, მდინარეებისა და მთებისაგან. აქ უამრავი ტიპის ეკოსისტემაა წარმოდგენილი, მაგრამ დომინანტია სუბალპური ტყე. პარკში შევხვდებით ძუძუმწოვრების, ფრინველების, თევზებისა და ქვეწარმავლების ასობით სახეობას, მათ შორის ზოგიერთი გადაშენების პირასაა. აქ ცხოვრობს გრიზლი, მგელი, ბიზონი… აქ მდებარე „ელოუსტოუნის ტბა“ ჩრდელოეთ ამერიკის ტბებს შორის ყველაზე მაღლა მდებარეობს ზღვის დონიდან.

„ელოუსტოუნის“ ეროვნული პარკი ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.


http://geoground.wordpress.com/2012/07/09/იელოუსტოუნის-ეროვნული-პა/


Комментариев нет:

Отправить комментарий