ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

CFR-ის განმტკიცება.(32)

ამიერიდან ახალ ამერიკაში CFR-მა შეიძინა საკმაოდ სერიოზული ზეგავლენა. ძველი დამოუკიდებელი მთავრობები იცვლებოდა ახლით, საერთაშორისოთი, ანუ გაერო-თი, რომელიც CFR-დან განვითარდა. მოგვიანებით აქედანვე წარმოიქმნა "წყნარი ოკეანის აუზის" (IPR) და "საგარეო პოლიტიკის ასოციაცია" (FPA)

IPR-ის მიზანი იყო ჯორჯ მარშალის დახმარებით ჩინეთი გადაეცათ კომუნისტებისთვის. საბჭოთა კავშირზე კონტროლი ილუმინატებმა ომის დროს საგრძნობლად გააძლიერეს. კავშირების გაძლიერებას ხელს უწყობდა ისეთი პროექტები, როგორიცაა "ლენდ-ლიზი" და იალტის შეთანხმება სტალინს, რუზველტსა და ჩერჩილს შორის. ამას მოჰყვა ბრწყინვალედ ინსცენირებული "ცივი ომი" საბჭოთა იმპერიასა და დასავლეთს შორის, რამაც გააძლიერა ილუმინატების პოზიციები მსოფლიოში. კორეისა და ვიეტნამის ომები დაგეგმილი იყო იმგვარად, რომ რუსები და ამერიკელები უშუალოდ არ აღმოჩენილიყვნენ ჩართულნი საომარ მოქმედებებში. ამასთან ამ უკანასკნელებმა თვიანთი "ნაციონალური უსაფრთხოება" საკმაოდ გააძლიერეს. "ნაციონალურ უსაფრთხოებაში კი ცსს-ს (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო - რედ.) და ნუს-ი (ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო) იგულისხმეთ.

ცსს-ს საიდუმლო ოპერაციები დაიწყო 50-იანი წლების დასაწყისიდან; ისინი მთავრობის დამხობისკენ იყვნენ მიმართულნი იმ ქვეყნებში, რომლებსაც ილუმინატები ვერ აკონტროლებდნენ და ცვლიდნენ მათ ხელდასხმული, ე. ი. მართვადი ადამიანებით. ისევე როგორც, მაგალითად, სენატორმა მაკკარტიმ, ცალკეულმა სენატორებმაც იგრძნეს "დამწვრის სუნი" და უკვირდათ მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები; უკვირდათ, რატომ ხვდებოდა აშშ-ს უმაღლეს მმართველ პოსტებზე ამდენი კომუნისტი.

მაკკარტიმ ჩამოაყალიბა "ანტიამერიკულ მოღვაწეობასთან დაკავშირებული საკითხების მოსმენის პალატა" და შესძლო რამდენიმე საკითხის გახსნა იმ ღონისძიებებიდან, რომელსაც კომუნისტები ახორციელებდნენ, მაგრამ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებმა მისი მუშაობის შედეგები გააუფასურეს და ხალხში უნდობლობა დაუთესეს. სწორედ ეს არის ყველაზე საიმედო და ყველაზე შედეგიანი საშუალება გზიდან მოიცილო "მშვიდობის დამრღვევი". მოგვიანებით მაკკარტიმ ძიება დაიწყო ცსს-შიც. მას რომ შესძლებოდა უფრო ღრმად წვდომა, შესაძლოა თავიდან აეცილებინა ჯ. ფ. კენედიზე თავდასხმაც.

"კომიტეტი 300" ნერვული დაძაბულობის ზღვარზე იყო, როდესაც მაკკარტიმ გადაწყვიტა თავის საგამომძიებლო კომისიაში დაკითხვისათვის მოემზადებინა უილიამ ბანდი. დაკითხვაზე მისმა გამოძახებამ ცხადჰყო კარგი კონტაქტების არსებობა სცც-სა და ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურებს შორის. მაკკარტის, როგორც ხელისშემშლელი პირის ჩამოსაშორებლად RIIA-მ ამოირჩია ალენ დალესი. მან მისცა შესაბამისი დავალება რიჩარდ ჰელმსს და პატრიკ ლიმანს, რომლებმაც დაიწყეს მაკკარტის წინააღმდეგ მუშაობა. ეიზანჰაუერმაც ამგვარი განკარგულება მისცა გენერალ მარკ კლარკს, CFR-ს წევრს, რომელსაც ცსს-სგან უნდა ჩამოეშორებინა მაკკარტი. მან მაკკარტის გააცნო სპეციალურად გამოცემული აკრძალვა ცსს-ს მოღვაწეობის შესწავლის აკრძალვაზე და მისი საქმიანობის ზედამხედველობაზე.

ამგვარად, მაკკარტიმ შეაჩერა თავისი გამოკვლევები. მაკკარტი, რომელიც ცნობილი გახდა კუდიანებზე ნადირობით, აგრეთვე იყო ნიუ-იორკის მრავალრიცხოვანი მაფიოზური ოჯახების მრჩეველი, ის ძალზედ ახლოს მეგობრობდა FBI-ის შეფთან, ჰომოსექსუალისტ ჯ. ედგარ გუვერთან, რომლისთვისაც ის აწყობდა საღამოებს ნიუ-იორკის სასტუმროებში, სადაც მიწვეულები იყვნენ ტრანსვესტიტები (ადამიანები, რომლებსაც ქირურგიული ჩარევით შეცვლილი აქვთ სქესი - ავტ. შენიშვნა). რიჩარდ ჰელმსი და ალენ დალესი მოგვიანებით გახდნენ ცსს-ის ხელმძღვანელები.



Комментариев нет:

Отправить комментарий