ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

ახალგაზრდული ორგანიზაციები და მასონობა.(41)


მუსიკის გარდა თავისუფალი კალატოზები ქმინიან და ეხმარებიან სახვადასხვა ახალგაზრდულ მოძრაობებს. ამასთან, მიზანი ერთია: აზროვნებაზე კონტროლი და ახალგზრდების აღზრდა იმ სულისკვეთებით, რომელიც შეესებამება მასონობის მიზანს.

როგორც ჰელზინგი მოგვითხრობს: "ინგლისელ თავგადაპარსულთა ჯგუფის "Skrewdrive"-ს ("სახრახნისი") ხელმძღვანელი იან სტიუარტი თანამშრომლობდა ისეთ მემარჯვენე ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან, როგორიცაა - "ბრიტანეთის ნაციონალური ფრონტი". 1995 წლამდე ისინი ეკუთვნოდნენ "თეთრი ხმაურის კლუბს", სადაც იკრიბებოდნენ რასისტულად განწყობილი თავგადაპარსულები. 1985 წ. იან სტიუარტმა დააარსა მოძრაობა "სისხლი და ღირსება", რომლის დახმარებითაც ის ორგანიზებულად ავრცელებდა კუ-კლუქს-კლანის "თეთრი ძალაუფლების" იდეოლოგიას. მაგრამ ამ კადრებს არა მართო თავგადაპარსულები მიეკუთვნებიან. მაგალითად, ჯგუფ "KISS"-ს (მეფეები სატანის სამსახურში) მუდმივი კონტაქტი ჰქონდა ანტონ ლავეისთან და მის "სატანის ეკლესიასთან", რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სატანისტური ორგანიზაციაა. "სატანის ეკლესიამ" უკვე წარსულშივე დაამყარა მჭიდრო ურთიერთობა მრავალ ინგლისურ და ამერიკულ როკ-ჯგუფთან.

ნეონაცისტების წინამძღოლი და სატანისტი მაიკლ აკინო სატანისტური სექტის "სეტის ტაძრის" ხელმძღვანელია, რომელიც გამოეყო "სატანის ეკლესიას". 60-70-იან წლებში აკინო იყო ოფიცერი, რომელიც ეწეოდა ფსიქოლოგიურ-სამხედრო მოქმედებას აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში, ამავე დროს ის გახლდათ ფილოსოფოსი და "სატანის ეკლესიის" მემატიანე. 1981 წელს პოდპოლკოვნიკი აკინო ამერიკის გენერალურ შტაბთან არსებული ევროპელი მრჩეველის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. მისთვის ხელმისაწვდომი იყო უმაღლესი დონის საიდუმლო მასალებს. იმავე აკინომ ჩაატარა სატანური ცერემონია გერმანიაში, "ველსბურგის კოშკში", სადაც SS-ის ფიურერმა ჰაინრიხ ჰიმლერმა თავის დროზე ადგილი მოამზადა შავი მესის ჩასატარებლად.

იმ მიზნით, რომ ჰქონოდა შესაძლებლობა გამოეყენებინა თავისი ამჟამინდელი ხარისხი სატანისტისა და მემარჯვენე რადიკალისა აშშ-ს არმიაში, აკინომ ახალი, უფრო ძლიერი მაკონტროლებელი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც გამოვიდოდა "სატანის ეკლესიის" რიგებიდან, - ეს იყო "სეტის ტაძარი". აკინო (რომელიც მხილებული იყო პედოფილიასა და ბავშვების სატანიზმში ჩათრევაში), ნეონაცისტი ჰერი რექს ლაუკი, ასევე მემარჯვენე რადიკალური მღვდელი - სატანისტი ანტონ შანდორ ლავეი, მჭიდრო კონტაქტში არიან დღევანდელ "კუ-კლუქს-კლანის დიადი დრაკონის რაინდების" წარმომადგენელ დენის მეიჰონთან, უფრო ადრე კი ურთიერთობა ჰქონდათ მაიკლ კუნენთან (ყველა ზემოთჩამოთვლილი პიროვნება ჰომოსექსუალიზმშია შემჩნეული).

აკინოს მეშვეობით ყველანი დაკავშირებულნი იყვნენ ჩვენს მიერ ადრე მოხსენიებულ ტევისტკოკის ინსტიტუტთან, რომელიც ფსიქოლოგიური ომისა და ცნობიერების კონტროლის მეთოდებს ამუშავებს.


Комментариев нет:

Отправить комментарий