ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

რუსეთი თანამედროვე მასონობის გეგმებში.(48)

რუსეთმა და კომუნიზმმა უკვე შეასრულეს საფრთხობელას როლი და ახლა უკვე შესაძლებელი გახდა მათგან თავის დაღწევა. რუსეთის, ანუ მტრის წინაშე გაერთიანდნენ დასავლეთის ერები და ისეთი ორგანიზაციები ჩამოაყალიბეს, როგორიცაა გაერო და NATO. მათი დადგენილებები ეროვნულ კანონმდებლობაზე უფრო პრიორიტეტულია. ყვეალფერი ბრწყინვალედ გამოვიდა! ახლა დადგა დრო ოფიციალურად გაერთიანდნენ აშშ და სსრკ, თუმცა კაპიტალისა და შეიარაღებული წარმოებისგან უარის თქმა არასდროს არის ადვილი.

US (United States) და SU (Soviet Union) - ხედავთ მსგავსებას? არის კი ეს შემთხვევითობა? შესაძლოა ისიც შემთხვევითი იყოს, რომ როგორც შტატებს, ასევე საბჭოთა კავშირს ოფიციალურ სახელმწიფო სიმბოლოდ გამოყენებული აქვს პენტაგრამა (ხუთქიმიანი ვარსკვლავი) არა მარტო შეიარაღებაზე, არამედ სახელმწიფო გერბსა და დროშაზე (წითელი ვარსკვლავი, პენტაგონი).

და აი, სცენაზე კვლავ გამოდის უფროსი ძმა, რომელმაც რაღაც სპექტაკლი უნდა წარმოადგინოს. ბოლოს და ბოლოს გაერო მსოფლიო არმიის შექმნას გეგმავს.

1996 წელს ნავთობის ფასების კატასტროფული ზრდა, საბჭოების გეგმიური ეკონომიკისთვის სერიოზულ დარტყმას წარმოადგენდა. 1970 წლიდან ნავთობის ექსპორტი დასავლეთში კრემლისთვის უცხოური მყარი ვალუტის ყველაზე შემოსავლიანი წყარო იყო. შემოსავალმა შემცირება იწყო სწორედ იმ დროს, როდესაც გორბაჩოვი ხალხს იმაზე მეტს ჰპირდებოდა, ვიდრე ეს რეალურად იყო შესაძლებელი. თავსდატეხილმა უბედურებამ რუსეთი იქამდე მიიყვანა, რომ მოსკოვში უარი თქვეს აღმოსავლეთ ევროპის სატელიტებთან კავშირებზე. სსრკ-ში საბჭოთა ეკონომიკის აღდგენის საქმეში მრავალი გერმანიას განიხილავდა, როგორც ღირსეულ პარტნიორს.


Комментариев нет:

Отправить комментарий