ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

ენერგია როგორც იარაღი.(43)

მოდი ახლა კვლავ დავუბრუნდეთ პოლიტიკურ საკითხებს, რომელიც ჰელზინგის წიგნშია გაშუქებული სათაურით - "ენერგია, რგოროც იარაღი". ავტორი წერს: "გერმანია, ისევე როგორც დანარჩენი დასავლური სამყარო, პირისპირ აღმოჩნდა ე. წ. ენერგეტიკულ კრიზისთან, რომელსაც საერთაშორისო ბანკირები აწყობენ.

მაგალითად, 1974 წელს ნავთობის ფასი გაიზარდა ოპეკ-ის (The Organization of the Petroleum Exporting Countries; შემოკლებით "ოპეკ"-ი, ინგლ.: OPEC) მიერ ნავთობზე ემბერგოს დადებით. საერთაშორისო ბანკირებმა კულისებს მიღმა მოითათბირეს ოპეკ-ის არაბ ლიდერებთან და მიიღეს შესაბამისი შეთანხმება. მისი პრინციპი სრულიად მარტივია - არაბები პასუხს აგებენ ნავთობის ფასის ზრდაზე. მძღოლი, ანუ მყიდველი იხდის, ხოლო ნავთობის კონცერნები ფულს იჯიბავენ. ისეთი ნავთობკონცერნები, როგორიცაა "არკო", "შელი", "მობაილი", "ეკსონი" და ა. შ. დაკავშირებულნი არიან "ჩეიზ მანჰეტენ ბანკთან" (როკფელერი). თავის მხრივ "ჩეიზ მანჰეტენმა" ოპეკ-ის ლიდერთან დადო შეთანმხება. ამ შეთანხმებაში გათვალისწინებულია ნავთობის გაძვირება, როგორც ეს 1974 წელს მოხდა. მონაგები ამ გაძვირებიდან უნდა შეეტანათ "ჩეიზ მანჰეტენში" 30 წლით და 7 პროცენტიანი შემოსავლით.

სწორედ ამის საფუძველზე მიეცა გიგანტური სესხი მესამე სამყაროს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: მექსიკა, ბრაზილია და არგენტინა. მათ ძვირად დაუჯდათ ამ სესხის არნახულად მაღალი პროცენტების გადახდა. რადგან დაწესებული პროცენტის გადახდის უნარი არ გააჩნდათ, ხსენებული ქვეყნები ბანკირების გავლენის ქვეშ მოექცნენ და მისცეს მათ საშუალება უფრო მეტი მონაწილეობა მიეღოთ თავიანთ ეკონომიკასა და პოლიტიკაში. ამ ქვეყნების ცალკეული ხელმძღვანეელბი იძულებულები გახდნენ საერთაშორისო ბანკირების კურსისთვის მხარი დაეჭირათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სხვა ფიგურებით ცვლიდნენ.

როგორც ხედავთ, საერთაშორისო ბანკირები ემბარგოდან ისეთ შემოსავალს იღებენ, რომელიც მრავალჯერ ამეტებს დანაკარგს. თავდაპირველად არსებობდა შეთანხმება ოპეკ-ის ქვეყჰნებთან, ამას ემატებოდა შემოსავალი ნათვობკონცერნებისგან, რომლებიც ბანკებს ექვემდებარებოდნენ, სესხის პროცენტული შემოსავალი, მიღებული ე. წ. მესამე სამყაროს ქვეყნებიდან და საბოლოოდ მიღწეული გავლენა, რომელიც მათი ვალის გამო წარმოიშვა.

რასაკვირველია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყველაფერში ბორტ არაბებს ადანაშაულებენ და არსად, არასოდეს იხსენიებენ ნამდვილ დამნაშავეებს, საერთაშორისო ბანკირებს, რომლებმაც დადეს ხელშეკრულება ნავთობის მწარმოებელ არაბულ ქვეყნებთან.

საბედნიეროდ, ცალკეული, დამოუკიდებელი გაზეთები, მაგალითად: "პროჟექტორი" (აშშ) და "ახალი სოლიდარობა" (გერმანია),სხვებთან შედარებით მეტს წერენ ილუმინატებზე და უფრო ობიექტურად აშუქებენ ამ საკითხებს.



Комментариев нет:

Отправить комментарий