ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

სსრკ-ს დაშლის მიზეზები.(49)

ახლა მოდით, ყურადღებით შევჩერდეთ სსრკ-ის დაშლის მიზეზებზე. ეს რღვევა დაიწყო მ. გორბაჩოვმა.

ვინ არის მ. გორბაჩოვი და როგორ შესძლო მან ასე მოკლე ხანში კომუნისტების მიერ მყარი ბურჯის დანგრევა? ამაზე პასუხს მასონური დასავლეთის მასთან დამოკიდებულებაში ვიპოვით. ქალბატონ ტეტჩერის აუხსნელი სიყვარული, განუწყვეტელი მეგობრობა ამერიკის პრეზიდენტებთან (რა თქმა უნდა, ისინი მასონური ლოჟების წევრები იყვნენ), მთლიანად პრომასონური პრესის მსოფლიო მხარდაჭერა, უცნაური შეხვედრა მალტის კუნძულზე, რომელიც არის მასონობის მისტიკური ცენტრი. სწორედ აქ, მალტაში შეხვდა ერთმანეთს სამი პრეზიდენტი - ამერიკის, საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირისა, თანაც ერთნაირი სიმბოლიკის მქონე სამოსითა და ჰალსტუხებით მორთულებმა ერთმანეთში ღიმილის გაცვლითა და ურთიერთ ხელის ჩამორთმევით, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს რუსეთის მომავალი ბედი. თვით გორბაჩოვმა განაცხადა, რომ ის არის მასონური ლოჟის წევრი.

1992 წლის თებერვლის დასაწყისში, ტელევიზიის I არხის გადაცემაში "პირდაპირი ხაზი", მან აღიარა, რომ არის წევრი კლუბისა, რომლის წარმომადგენლებიც არიან ტეტჩერი, მიტერანი, ბუში და სხვა. ამ კლუბის დასახელება ეჭვს არ იწვევს.

თანამედროვე მასონობის მკვლევარი ი. კასატონოვი წერს: "როგორ დავუშვით "მეხუთე კოლონის" არსებობა ქვეყანაში, მისი მბრძანებლობა და აშკარა თავდასხმა ჩვენი მამულის უსაფრთხოებასა და არსებობაზეც კი? მაგრამ როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, მათი მეთაურები ხომ ამ კოლონიდან გამოსულები არიან, უფრო ზუსტად, ისინი არიან პარტიულ ფუნქციონერთა და უმაღლეს სახელმწიფო-პარტიულ მრჩეველთა რიგებიდან აკადემიური და სხვა ჩინებით.

ამ კოლონამ დიდი 25-30 წლის წინ დაიწყო ჩამოყალიბება. მრავალი წლის განმავლობაში მიისწრაფვოდა ხელისუფლების საკვანძო რგოლებისკენ. "პერესტროიკის" (გარდაქმნის) გამოცხადებით მისი წარმომადგენლები პოლიტიკური ცხოვრების ავანსცენაზე გამოვიდნენ. მათ თავიანთ თავს უწოდეს "ავანგარდები", "პრარაბები", "არქიტექტორები" და "პერესტროიკის ძვირფასი ძაღლები". მათი საქმიანობის არსი კი ქვეყნის დაშლა იყო, მისი გაძარცვისა და დასავლეთისადმი დამონების მიზნით".

მათ ჯერ კიდევ მაშინ დააპროგრამეს ყოველივე ის, რაც დღეს ხდება: ქვეყნის დაყოფა, ხალხების ერთმანეთზე მისევა, რესპუბლიკების გამოყოფა, ფინანსურად ხელმისაწვდომი ექიმების არარსებობა, დაწყებითი განათლების რღვევა, ჩვენი ხალხის გონებრივი და ბიოლოგიური ძალების დასუსტება. საბჭოთა პოლიტოლოგებმა მასონების გეგმა ერთხმად მიიღეს.

ამ აზრს იზიარებს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი პროფ. ვ. დოლგოვი, რომელმაც რსფსრ-ს ცკ-ს პლენუმზე თქვა: "არასწორია ჯერ კიდევ არსებული აზრი, რომ თითქოს, პერესტროიკის დაწყებისას, მის ორგანიზატორებს არ გააჩნდათ გატარებული ცვლილებების კონცეფცია. მოვლენათა თანამიმდევრობა გვიჩვენებს მათს ლოგიკას და პრეზიდენტის მიზანსწრაფულობას "ახალი" აზროვნებისკენ. სხვა საქმეა რომ ეს კონცეფცია და მკაფიო გეგმა, რა თქმა უნდა, არ იყო გამოქვეყნებული. ბუნებრივია, რომ ის დამუშავებული იყო პარტიის ზურგს უკან რომ არაფერი ვთქვათ ხალხზე...

"ახალი აზროვნება" - ეს ხელმძღვანელების მიერ უკვე დასახული მიზნებისა და მიღებული გადაწყვეტილებების ჩვენთვის ტიპიური "მეცნიერული დასაბუთებაა". მაგრამ თვით ეს მიზნები და პრიორიტეტები "სპეციალისტების" მიერ იქნა ჩადებული ხელმძღვანელთა თავებში, რაც თავის მხრივ მიიღეს ამერიკული პოლიტოლოგიისა და პოლიტიკის არსენალიდან".

მასონობის სხვა მკვლევარი, გ. კრასნოვი წერს ძლიერ პროდასავლურ ლომებზე, რომელთაც დღის სინათლეზე მეთაურობენ: იაკოვლევი, - რომელმაც მრავალწლიანი სტაჟირება დასავლეთში გაიარა; არბატოვი, შევარდნაძე და სხვები, - "პერესტროიკის" მალტის ორდენის რაინდები. მათ მოკლე დროში ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება და ახლა დაწყებულის საქმის დასაგვირგვინებლად სრულიად შეგნებულად და თანმიმდევრულად ქვეყნის თავდაცვის ყველა ხაზის ნგრევას მიჰყვეს ხელი. წარმოებდა სახელმწიფოს ყველა მთავარი ნერვული ცენტრის პარალიზება - ჯერ კულტურისა და პოლიტიკურის, შემდეგ კი ფინანსურ-ეკონომიკურის და ბოლოს სამხედროსიც".

ამასთან ერთად, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ ე. წ. "რკინის ფარდის" მოხსნის შემდეგ სსრკ-ში ყალიბდება კოსმოპოლიტიზირებული სამეცნიერო-პოლიტიკური ელიტა, რომელიც დასავლეთთან თანამშრომლობისთვის რეალურ პირად გამორჩენას იღებდა. ის საბჭოთა მოქალაქეებზე იწყებს ზემოქმედებას თავისებური ბინარული (იდეოლოგიური) იარაღით. ერთის მხრივ, ხალხს უნერგავენ თუ რა საშინელება შეიძლება მოჰყვეს დასავლეთთნ კონფრონტაციას; მეორეს მხრივ კი ჰყვებიან დასავლეთისა და იაპონიის უპირატესობაზე. ამგვარად, ხალხი თანდათანობით მზადდებოდა "პერესტროიკის" ახალი იდეალების მისაღებად.

დასახული მიზნის მისაღწევად საბჭოთა მასონებმა გამოიყენეს ყოველგვარი საშუალებანი. საგულისხმოა, რომ ე. წ. "პუტჩი" სხვა არაფერი იყო თუ არა წინასწარ კარგად დადგმული და კარგად დაგეგმილი აქცია, მიმართული ახალი საკავშირო ხელშეკრულების შექმნისკენ, ანუ სსრკ-ს დანაწევრებისკენ. აქციის მსვლელობის დროს დაინგრა უკანასკნელი სახელმწიფო სტრუქტურები, მოიხსნა მათი ხელმძღვანელობის ეშელონები და ფაქტიურად დაადანაშაულეს შეთქმულებაში. ამასთან განადგურდა საპარლამენტო ოპოზიცია.

მასონური პერესტროიკის შედეგად ბუშმა მშვიდად განაცხადა: "ახლა ჩვენ ვხედავთ თუ როგორ იკვეთება ახალი სამყაროს კონტურები... არსებობს რეალური პერსპექტივა ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისა... და ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენ, ამერიკელები!".

რაც შეეხება მასონურ ლოჟებში საბჭოთა ხელმძღვანელების უმაღლესი ეშელონების მონაწილეობას, ამას სიტყვაკაზმულად ადასტურებს 1976 წელს სტამბულში გამოსული წიგნი - "მასონობა მსოფლიოსა და თურქეთში". მასში საბჭოთა მასონების სიაში მოხსენიებულნი არიან სსრკ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე და ცკ კომუნისტური პარტიის წევრი ნ. ბაიბაკოვი.

თავის წიგნში ვ. ჰელზინგი წერს: " რუსული გადატრიალებაც ასევე წარმატებით განხორციელდა. ბორის ელცინმა დაიკავა გორბაჩოვის ადგილი. ე. წ. სსრკ დათხოვნა (დაშლა) - ეს მხოლოდ ფირნიშის შეცვლაა. როდესაც დსთ-სა და აშშ-ს არმია გაერთიანდება გაეროს ჯარებში, ხალხი დაიჯერებს, რომ ეს ორი უდიდესი სუპერსახელმწიფო გაერთიანდა, მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში მტრები იყვნენ (პრაქტიკულად ისინი არასოდეს ყოფილან მტრები). დანარჩენი ერებიც ნებით შეუერთდებიან მათ ან ძალდატანებით გაერთიანდებიან ამ მომავალ მსოფლიო არმიაში.

საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და სუკის გენერალ-მაიორი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც გარეული იყო ადამიანების წამებასა და პოლიტიკურ რეპრესიებში, მალე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯორჯ ბეიკერის უახლოესი მეგობარი გახდა. ისეთმა მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა, როგრიცაა ნიუ-იორკ ტაიმსი, შევარდნაძე გაეროს გენერალური მდოვნის პოსტზეც კი წამოაყენა (თუმცა ეს იდეა ჩაიფუშა).

ამავდროულად თანამეგობრობის ქვეყნების ადგილობრივ ეკონომიკაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი სულ უფრო მზარდი ტემპებით იკავებს დომინირებულ ადგილს. მისი ხელმძღვანელობით 1992 წლის აპრილში ბენზინის ფასმა 4 მანეთიდან 30 მანეთამდე აიწია. სსფ-ს მიერ წამოყენებული მოთხოვნების წინააღმდეგ რუსეთის სახალხო დეპუტატთა ყრილობა ბუნტს აპირებდა, რადგან რუსეთი ისედაც კატასტროფულ მდგომარეობაში იყო.



Комментариев нет:

Отправить комментарий