ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

დაცვა.(19)

როგორც ჰელზინგის ნაშრომებიდან ვიგებთ, "ბოლშევიკურ რევოლუციას მხოლოდ აშშ და გერმანია არ ეხმარებოდნენ. დაცვა, რომელიც შეიქმნა უკანასკნელი მეფეების დროს, როგორც საიდუმლო სამსახური აპარატი, შედგებოდა მნიშვნელოვანი რაოდნებოსი საიდუმლო ორგანიზაციებისგან, რომლებიც ასრულებდნენ ყველა ჩვეულ მოვალეობას, რაც დაკისრებული ჰქონდათ აგენტებს, მათ (საიდუმლო) აგენტებს, აგენტ-ორეულებს, საიდუმლო პოლიციასა და კარის გაღების ოსტატებს. დაცვა იყო უკიდურესად გარყვნილი და კრიმინალური გაერთიანება. ეს კი ილუმინატებს ძალზედ უადვილებდა მოქმედებას.

დიდძალი თანხა მიედინებოდა საერთაშორისო ბანკირებისგან, მათ შორის ალფრედ მილერისგან, რომელიც შემდგომ ხელმძღვანელობდა "მრგვალი მაგიდის" დაცვას, რომელსაც უკვე მაშინ უჭერდა მხარს ბოლშევიკური მოძრაობა. დაცვის აგენტები იჭრებოდნენ ბოლშევიკური მოძრაობა. დაცვის აგენტები იჭრებოდნენ ბოლშევიკური პარტიის ყველაზე ღრმა სტრუქტურებში და მართავდნენ მისი მოღვაწეობის მნიშვნელოვან ნაწილს. ეს ინფილტრაცია იმდენად ძლიერი იყო, რომ 1908 წელს ბოლშევიკური პარტიის პეტერბურგის კომიტეტის ხუთი წევრიდან ოთხი დაცვის აგენტი იყო.

საერთაშორისო ბანკირებისგან მიღებულ ფულს ისინი ანაწილებდნენ ბოლშევიკთა შორის, რათა მათ შეძლებოდათ გაესრისათ თავისი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეები, მენშევიკები და სოციალისტური პარტია. დაცვის ორი აგენტი მუშაობდა როგორც პრავდის გამომცემელი და დირექტორ-კომერსანტი.

როგორც ამბობენ, დაცვის წევრი იყო იოსებ სტალინიც, რამდენადაც ის იყო მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი მეფის პოლიციასა და ბოლშევიკებს შორის.

1917 წლს, მეფის ჩამოგდების შემდეგ, დაცვა ოფიციალურად დაითხოვეს, მაგრამ 1918 წელს ის შეცვალეს სხვა სამსახურით, რომელსაც ЧЕКА (საგანგებო კომისია) უწოდეს და, რომელშიც ათჯერ უფრო მეტი თანამშრომელი ირიცხებოდა , ვიდრე წინანდელ დაცვაში. 1920 წელს მას დაერქვა ГПУ (შინსახკომი), ხოლო 1934 წელს - НКВД.

საკონცენტრაციო ბანაკების რუსული სისტემა ლენინის დროს შეიქმნა, ხოლო გაფურჩქვნის პერიოდს სტალინის დროს მიაღწია და ექვემდებარებოდა НКВД-ს. ბანაკები საბჭოთა ეკონომიკის ნაწილი იყო; მოპოვებული ოქროსა და ქრომის თითქმის ნახევარი მიიღებოდა ბანაკის ბინადართა იძულებითი შრომის გამოყენებით.

1950 წლისთვის საკონცენტრაციო ბანაკებში ოთხმა მილიონმა ადამიანმა გაატარა ცხოვრება. პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა დაახლოებით ოთხი მილიონი რუსი ჯარისკაცი; სამოქალაქო დანაკარგზე ისტორია დუმს. კომუნისტურმა სისტემამ კი 1950 წლის სააღრიცხვო სიებში შეიტანა დაახლოებით 40 მილიონი მიცვალებული. დაღუპულ ადამიანთა ეს რაოდენობა უტოლდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოსახლეობას თავის ძველ საზღვრებში. ეს ციფრები სავსებით დაუფარავია და ხელმისაწვდომი.

და ბოლოს, НКВД-დან აღმოცენდა საყოველთაოდ ცნობილი КГБ, რომელსაც ჰყავდა 90 000 შტაბის ოფიცერი და დაახლოებით 175 000 ჯარისკაცი. ისინი სასაზღვრო ჯარებში მუშაობდნენ. КГБ იმდროისთვისაც და ათი წლის შემდეგაც, წარმოადგენდა მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვან სამსახურს.

"სახბანკი", ანუ რუსული ნაციონალური ბანკი, იმავე პრინციპებით ფუნქციონირებდა, როგორითაც "ფედერალური სარეზერვო ბანკი". ისიც ასევე ხვეტდა ფულს "არსაიდან" და წარმოადგენდა კაპიტალისტ-ფინანსისტის ოცნებას. სახბანკი უფრო მტკიცედ აკონტროლებდა საბჭოთ ფინანსურ საქმეებს, ვიდრე დასავლეთის ცენტრალური ბანკები, ვინაიდან საბჭოთა საწარმოების ანგარისწორება მხოლოდ სახბანკის საშუალებით ხდებოდა. ამრიგად, სახბანკს შეეძლო თვალყური ედევნებინა ყოველგვარი ფულადი გაანგარიშებისთვის, რომლებსაც საბჭოთა საწარმოები აწარმოებდნენ.

ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ "სტანდარტ ოილ"-მა (როკფელერი) რუსებისგან შეისყიდა კავკასიის 50 უმდიდრესი ნავთობსაბადო. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ისინი გატარებული იყო ნაციონალიზაციის პროცედურით.

1927 წელს "სტანდარტ ოილმა" რუსეთში თვისი პირველი ნავთობგამწმენდი ქარხანა ააშენა, ამავე დროს რუსებთან დადო ხელშეკრულება, რომ ნავთობი გაიყიდებოდა ევროპაში და ამრიგად შესაძლებლობა მისცა ბოლშევიკებს მიეღოთ 75 მილიონი ამერიკული დოლარი.


Комментариев нет:

Отправить комментарий