ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

შავფაროსნები.

ხევში ნისლს ჩასძინებია,
თვლემენ ბებერი კლდეები,
თითქოს მშვიდობა ეწყინათ
დათვალეს მისი დღეები.

მტერს თვალში ბინდი გაჰკვრია,
გული კი კვდომას უგრძნობსო,
მთიელნი მთებზედ დაჰქრიან
უშიშნი ვითარც უხორცო !

წესი აქვს მთაში აღზრდასაც
- ომისთვის უნდა იცოცხლო !
მტერი სალხენად არ დაგსვამს,
არ უნდა შადრკე, დაჰხოცო !

ასე გეტყვიან ფხოველნი,
მთიელთა სიბრძნეს პაპითა -
„არწივნო გლიჯეთ ძერები
სიბრძნით, სიმართლით, ძალითა !

შავფაროსანო ვაჟებო,
შავი იმოსეთ ტანზედა,
ქართული ღამე იფარეთ,
ასნი მოვიდნენ ცალზედა.

აბჯარს არ ირგებს მთიელი,
აბჯარი ვაჟის გულია,
მტერს შააკავებს მკლავ მგელი,
სიკვდილიც საამურია.

მთიელთა მტერი შემუსრეს,
წესი დაიცვეს მამათა,
მათი გმირობა ცას უწევს,
დღემაც ლამაზად ინათა

დილით კლდის ზურგი გათბება,
სხივებით, ზეცის მნათობის,
ლუდი ლივლივებს კათხებში,
მთაში დრო დგება ლაღობის !








Комментариев нет:

Отправить комментарий