ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

მეორე მსოფლიო ომი.(26) გერმანიას სურს კაპიტულაცია.(27)

მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიაზე დაიწერა ასობით წიგნი, მხოლოდ მცირერიცხოვანმა ადამიანებმა იციან იმის შესახებ, რაც უშუალოდ იყო ჩადებული ამ ყველაზე სასტიკ და ძვირადღირებული ომის საფუძვლებში.

ომის ისტორიას, როგორც ის წარმოდგენილია გერმანიის, აშშ-ს, ინგლისისა და იაპონიის ოფიციალურ სახელმძღვანელოებში, ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო ამ ომის ნამდვილ მიზეზებსა და მიზნებთან. ის, რასაც ჰყვებიან, უდავოდ სინამდვილეა, მაგრამ სიმართლის უმეტესი ნაწილი ამავე დროს დაფარულია.

კონტროლქვეშ მყოფი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მუშაკებმა, "სახეების შექმნის სპეციალისტებმა", თავის მხრივ ყოველი ღონე იხმარეს იმისთვის, რათა ყველასთვის თვალში ნაცარი შეეყარათ. მათ ლომის წვლილი უდევთ საზოგადოების აზრის დამუშავებაში მეორე მსოფლიო ომთან (და არა მარტო მასთან) დაკავშირებით.

სადღეისოდ სიმართლეს ნელ-ნელა ეფინება ნათელი და გვეძლევა გარკვეული სურათი იმისა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. რაც ვიცით ამ ომის შესახებ, ეხება თარიღებს და პიროვნებებს - ვინ, სად, როდის და ა. შ... ამავე დროს, არსად მოიპოვება იმ ადამიანთა სახელები, ვისაც სინამდვილეში ეპყრა მეორე მსოფლიო ომის სადავეები.

სტალინ-ჰიტლერის პაქტის თანახმად, პოლონეთი ორ ნაწილად უნდა გაყოფილიყო. რაც ჰიტლერმა 1939 წლის 9 იანვარს განახორციელა. 20 წლის წინათ ხელმოწერილ შეთანხმებაში (ილუმინატების სულისკვეთებით) ინგლისი და საფრანგეთი ვალდებულები იყვნენ დაუყოვნებლივ გამოსულიყვნენ პოლონეთის დასახმარებლად (დასაცავად). უცნაური ომის დასრულების შემდეგ, ჩემბერლენი, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც ლაჩარს, შეცვალეს ჩერჩილით, რომელიც ყოფილი სიონისტი და მოქმედი თავისუფალი კალატოზი, ანუ მასონი იყო. მან დაუყოვნებლივ მოამზადა საჰაერო თავდასხმა გერმანიაზე, რადგან გერმანელები შესაძლებლად არ თვლიდნენ ინგლისელთა მხრიდან თავდასხმას, ისინი ამისთვის არც ემზადებოდნენ. გერმანია რომ ინგლისთან ომის თავიდან აცილებას ყოველმხრივ ცდილობდა, ჩანს მომდევნო მოვლენებიდან.

1933 წელს ჰიტლერის ერთ-ერთ სიტყვაში ნათქვამია, რომ კომუნიზმი მთელი თავისი ძალით შეიძლება განვითარდეს ბრიტანეთის იმპერიაშიც. ამ შემთხვევაში, ამბობს ჰიტლერი, მას შუძლია დაიცვას ბრიტანეთი, თუკი საშველად გერმანიას დაუძახებს.

გარდა ამისა, 1940 წლის 10 მაისს გერმანელების ჯარმა შესაძლებლობა მისცა ინგლისს დიუნკერკის სანაპიროდან 335000 ჯარისკაცის ევაკუირებისა. გარდა ამისა, ინგლისში გადაფრენის დროს ჰესი ამ ორი უძლიერესი ერის გაერთიანების გზებს ეძიებდა. მაგრამ უინსტონ ჩერჩილი კარგად იცნობდა ბერნარდ ბარუხს, რომელმაც თავის დროზე პრეზიდენტის სავარძელში ჩასვა როგორც ვუდრო ვილსონი, ასევე რუზველტიც. ბარუხი იყო სწორედ ის პიროვნება, რომელმაც ჩერჩილის დარწმუნებაც შესძლო მხარი დაეჭირა ისრაელის სახელმწიფოს შექმნის განხორციელებაში. ამის გამო ჩერჩილმა 1939 წლის 23 მაისს კოლონიების საქმეთა მინისტრს ლოიდს უბრძანა პალესტინიდან გაეყვანათ ჯარები, ასევე შეეიარაღებინათ ებრაელები და დახმარებოდნენ თავდაცვის საკუთარი რაზმების შექმნაში.

ამერიკელების უმეტეს ნაწილს აღარ სუდა ჩაბმულიყო რომელიმე ომში, მაგრამ ილუმინატები სხვაგვარად ფიქრობდნენ. აშშ-ს 32-ე პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი თავისუფალ კალატოზტა გროსმაისტერი, CFR-ის წევრი, დელანოების ოჯახის ნათესავი და "კომიტეტ 300"-ის წევრი იყო. მისი ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი იგივე ბერნარდ ბარუხი გახლდათ. გარდა ამისა, დაახლოებით 8 წლის განმავლობაში მას ჰქონდა მჭიდრო კონტაქტები პოლკოვნიკ ჰაუსთან. ძალზედ ადვილია იმის დანახვა, რომ ილუმინატებმა უკვე დასვეს საკუთარი კაცი საჭირო ადგილზე, რომელმაც მადლობა თავის პატრონებს იმით გადაუხადა,რომ გამოსცა ანტიკონსტიტუციური კანონი, რომლის მიხედვითაც 1933 წლის აპრილის ბოლომდე ბანკში უნდა ჩაებარებინათ კერძო საკუთრებაში არსებული ოქრო (წინააღმდეგ შემთხვევაში დაწესებული იყო ჯარიმა 10000 $ ან 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ან ერთიც და მეორეც). ოქროს ღირებულება განისაზღვრებოდა შემდეგნაირად: ერთი უნცია ოქრო 20.67 დოლარად ფასდებოდა. მას შემდეგ, რაც ოქროს უმეტესი ნაწილი ამოღებულ იქნა, ფასი მასზე გაიზარდა 35 დოლარამდე. ხელდასხმულებს თავისი ოქრო საზღვარგარეთის ბანკებში ჰქონდათ ჩადებული და, რასაკვირველია, გაყიდეს ის ყველაზე მაღალ ფასებში.

პრეზიდენტმა რუზველტმა იაპონელები აიძულა ჩაბმულიყვნენ ომში შემდეგი გზით: 1941 წლის 26 ნოემბერს მან იაპონიას სამხედრო ულტიმატუმი წაუყენა, რომელშიც მოითხოვდა გამოეყვანათ ჯარი ინდოეთიდან (მანჯურიიდან). ეს ისტორიული ფაქტი მკაცრად საიდუმლოდ ინახებოდა, რუზველტის ეს ულტიმატუმი მიზანდასახულად დაუმალეს ამერიკის კონგრესს მანამ, სანამ არ განხორციელდა იაპონელთა შეტევა პერლ-ჰარბორზე. ყველა იმ აზრისა იყო, რომ იაპონელებს სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდათ ომში ჩაბმის გარდა. თვით იაპონელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა ამერიკასთან ომი თავიდან აეცილებინათ. იაპონიის ელჩი ამერიკასი პრინცი კენოიე არაერთგზის მიმართავდა თხოვნით ამერიკას, ნება დაერთოთ ჩასულიყო ვაშინგტონში ან ჰონოლულუში, რათა პირადად შეხვედროდა პრეზიდენტ რუზველტს და მასთან ერთად ეცადა საკითხის ალტერნატული გადაწყვეტა. მოგვიანებით ის იმისთვისაც მზად იყო, შეესრულებინა ამერიკის ყველა მოთხოვნა, რათა თავიდან აეცილებინა ომის საშიშროება, მაგრამ რუზველტი თავს არიდებდა მის თხოვნას პირად მოლაპარაკებებზე, რადგანაც იაპონიასთან, ისევე როგორც გერმანიასთან, ბევრად ადრე იყო დაგეგმილი.

ამასთან ერთად, რუზველტმა ამერიკელ ხალხს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "მივმართავ თქვენს მშობლებს, დედებსა და მამებს, მსურს დაგარწმუნოთ იმაში, რასაც ადრეც გეუბნებოდით და მზად ვარ კვლავ გავიმეორო: თქვენი შვილები არ იბრძოლებენ არანაირ ომში, რომელიც აშშ-ს ფარგლებს გარეთ მიმდინარეობს". ხალხის ამგვარი მოტყუების შესაფასებლად სიტყვებიც არ მყოფნის. ის, რომ იაპონელები პირველ რიგში პერლ ჰარბორზე შეტევას აპირებდნენ ამერიკელებმა, სხვადასხვა წყაროებიდან, წინდაწინვე იცოდნენ.

1. ამერიკის ელჩი ტოკიოში ჯოზეფ გრუ 1941 წლის 27 მაისის წერილში რუზველტს ატყობინებდა, რომ იაპონიასა და ამერიკას შორის ომის შემთხვევაში პერლ ჰარბორი გახდება იაპონელების შეტევის პირველი სამიზნე.

2. კონგრეს "დიესის" წევრმა პრეზიდენტ რუზველტს 1941 წლის აგვისტოში წარუდგინა არა მარტო შეტევის მიზანი - პერლ ჰარბორი, არამედ შეტევის სტრატეგიული გეგმაც, რომელსაც თან ერთვოდა რუქა.

3. ამას დაემატა ისიც, რომ ამერიკის საიდუმლო სამსახურებმა 1941 წელს შესძლეს გარკვეულიყვნენ იაპონიის დიპლომატიურ და სამხედრო შიფრებში. რუზველტმა და მისმა მრჩეველებმა წინასწარ იცოდნენ დრო, რიცხვი და შეტევის მიზანი.

ალან ბელეკი, "ფილადელფიის ექსპერიმენტის" ორ მონაწილეთაგან ერთ-ერთი, რომელიც გადარჩა, ჰყვებოდა, რომ ამ დროს ისიც პერლ-ჰარბორში იმყოფებოდა სამუშაოდ. შეტევამდე ერთი კვირით ადრე ის იქიდან გამოიწვიეს, რადგან შემდეგ მას "ფილადელფიის ექსპერიმენტზე" მუშაობა მოუწევდა. მას ისიც აცნობეს, რომ გამოწვეულია იაპონელების მოსალოდნელი შეტევის გამო. ამდენად, ის იმდენად მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, რომ არ დაუშვეს იმის დაღუპვა.

თვით პერლ-ჰარბორს შეტევის შესახებ ორი საათით ადრე შეატყობინეს. ის უმოწყალოდ დაანგრიეს. ეს იყო სწორედ ის, რასაც რუზველტისგან მოითხოვდნენ, ახლა იაპონელები "ცბიერი ღორები" იყვნენ ამერიკისა და მსოფლიოს თვალში. ამერიკა ვალდებული იყო ამ დარტყმაზე შეტევით ეპასუხა.

მას, ვინც დღემდე ვერ გაიგო, რომ პრეზიდენტად გახდომა ან ფედერალური კანცლერობა მოითხოვს რაღაც უფრო მეტს, ვიდრე დიდ ტალანტს პოლიტიკოსისა, ამ მაგალითის წაკითხვის შემდეგ შესაძლებლობა ეძლევა ფართოდ გაახილოს თვალი და მოვლენებს საღი აზროვნებით შეხედოს. მე აქ ამერიკის შემდგომ პრეზიდენტზე დუაიტ ეიზენჰაუერზეც ვლაპარაკობ.

თავიანთი სამარცხვინო ღონისძიების წარმატებით გატარებისთვის ილუმინატებს ევროპაში მოკავშირეთა გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე უნდა დაესვათ თავიანთი ვასალი. ასეთი პიროვნება, ვისთვისაც შეიძლებოდა მიენდოთ ეს ფუნქცია, პოლკოვნიკი დუაიტ ეიზენჰაუერი იყო. აშშ-ს არმიაში მისი კარიერა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ის გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს სრულიად ჩვეულებრივი ჯარისკაცის ბედი, თუ მას მხარში უდგანან "წესიერი" ადამიანები. უფრო კონკრეტულად - ეიზენჰაუერი იმავე ბერნარდ ბარუხის მეგობარი იყო.

1941 წლის მარტში ის დააწინაურეს და პოლკოვნიკის წოდება მიანიჭეს. სამი თვის შემდეგ ეიზენჰაუერი მე-3 ამერიკული არმიის სარდალი გახდა, ხოლო სამი თვის შემდეგ ბრიგად-გენერალი. იმავე წლის 12 დეკემბერს იგი კოოპტირებულ იქნა ვაშინგტონში სამხედრო დაგეგმარების უმაღლეს დონემდე. 1942 წლის 16 თებერვალს ის "სამხედრო დაგეგმარების განყოფილების" შტაბის სრულუფლებიან უფროსად დანიშნეს. მაგრამ ორი თვეც არ გასულიყო და "სამხედრო საქმეების ევროპული თეატრის" მეთაური გახდა. ერთი თვის შემდეგ ის უკვე გენერალ-ლეიტენანტამდე ასწიეს, ხოლო ექვსი თვის შემდეგ "ხუთვარსკვლავიანი გენერლის" წოდებამდე. 24 დეკემბერს, ის საბოლოოდ გახდა ევროპის უმაღლესი მთავარსარდალი.

იმის შემდეგ, რაც გენერალურმა არმიამ რომიდან დაიხია, გენერალ მარკ კლარკის ამერიკული არმია შეაჩერეს, თუმცა იმ დროს მას ადვილად შეეძლო მსვლელობით შესულიყო იუგოსლავიაში, ვენაში, ბუდაპეშტსა და პრაღაში.

ამის ნაცვლად, ჯარის ნაწილი გადასროლილი იყო ნორმანდიაში, რასაც მოჰყვა დაახლოებით 10000 ადამიანის ამოწყვეტა და აღმოსავლეთ ევროპის ომისშემდგომი იერის ტრაგიკული ცვლილებები. რატომ? 1943 წელს კვებეკში მოკავშირეთა კონფერენციაზე გენერალ ჯორჯს ს. მარშალის ზეწოლით, მიღებულ იქნა შეთანხმება სახელწოდებით "რუსეთის მდგომარეობა". იქ კერძოდ ითქვა, რომ "რუსეთის მდგომარეობას ომის შემდეგ უნდა ჰქონდეს დომინირებული ხასიათი"...

ის ადამიანები, რომლებიც აიძულებდნენ ამერიკას მუდმივად გამოსულიყო საკუთარი საზღვრების გარეთ - რუზველტი, მარშალი, ეიზენჰაუერი, - უზუსტეს მითითებებს ღებულობდნენ თავიანთი მბრძანებლებისგან, რაც კარგად ჩანს შემდეგი მაგალითიდან: თავის დასკვნით ფაზაში ომი იმგვარად უნდა წარმართულიყო, რომ რაც შეიძლება მთლიანად შესრულებულიყო ილუმინატების მიზნები "სიონელ ბრძენთა ოქმების" მიხედვით.

ამის შემდეგ რუსეთის არმიას მიცემული ჰქონდა საკმარისი დრო მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის გასაფართოვებლად.


გერმანია სურს კაპიტულაცია



კომანდორ ჯორჯ ერლის ისტორიის დღის სინათლეზე გამოსვლას პრეზიდენტ რუზველტის შვილობილს, კურტის ვ. დალის უნდა ვუმადლოდეთ. ერლი იმ დროს იყო პენსილვანიის ყოფილი გუბერნატორი, ამერიკის ელჩი ავსტრიასა (1935-1939) და ბულგარეთში (1940-1942). შემდეგ ის გახდა რუზველტის პირადი საზღვაო ატაშე ისტანბულში. სწორედ ამ დროს, 1943 წლის გაზაფხულზე მას ეწვია გერმანიის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი, ადმირალი ვილჰელმ კანარისი, რომელმაც თქვა, რომ უპირობო კაპიტულაცია, რომელსაც დაჟინებით მოითხოვენ ამერიკა და ინგლისი, მიუღებელია გერმანული გენერალიტეტისთვის. მაგრამ თუ ამერიკის პრეზიდენტი გარკვევით აგრძნობინებს, რომ ის ჩაიბარებს გერმანულ არმიას, მაშინ შესაძლებელი იყო კაპიტულაციაც მოეწყოთ. გერმანული არმია ამ შემთხვევაში გადაყვანილი იქნებოდა აღმოსავლეთის ფრონტზე, რათა იერიშზე გადმოსული წითელი არმიის წინააღმდეგ ებრძოლა.

ამ შეხვედრის შემდეგ ერლის მეორე, უფრო ხანგრძლივი შეხვედრა ჰქონდა გერმანიის ელჩ ფრიც ფონ პაპენთან, რომელმაც იგივე შესთავაზა. ერლი დასაწყისში ეჭვობდა, ზუსტად გაიგო თუ არა ყველაფერი, მაგრამ შემდეგ გააცნობიერა, რომ მასთან მოსაუბრე ადამიანებმა ნამდვილად იცოდნენ რას ამბობდნენ და სასაწრაფოთ გაუგზავნა დაწვრილებითი ანგარიში რუზველტს. ამას არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია. მაშინ მან განმეორებითი შეტყობინება გააგზავნა, მაგრამ პასუხი ვერც ახლა მიიღო. როდესაც რამოდენიმე დღის შემდეგ კანარისი მოვიდა, რათა გაეგო რუზველტის პასუხი, არც ერლის და არც კანარისს შეუძლებელი იყო ცოდნოდათ, რომ გერმანიის კაპიტულაცია სინამდვილეში სულაც არ სურდათ. რუზველტმა კომანდორ ერლის 1945 წლის 24 მარტის პირად წერილში აუკრძალა რაიმე მოეთხრო ყოველივე იმის შესახებ, რაც მოხდა.



Комментариев нет:

Отправить комментарий