ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

მაინც რა შეემთხვათ სერბებს?(53)

სერბების საკითხი

1991 წელს სერბების მიერ დაპყრობითი ომის მომზადება შეუძლებელი იყო მოსკოვისა და ბუშის ადმინისტარციის მხარდაჭერის გარეშე. მაშინდელმა სრულუფლებიანმა საგარეო მინისტრმა და ფირმა "კისინჯერის ასოციაციის" გამოჩენილმა პარტნიორმა ლოურენს იგლბერგერმა, კისინჯერის ასოციაციის მეორე პარტნიორთან, "ლორდ ქერიტნგტონთან" ერთად, ბოლოს და ბოლოს საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ბელგრადმა ეთნიკური წმენდისა და ხალხის მასობრივი განადგურების განუსაზღვრელი უფლება მიიღო. ამავე დროს მიმდინარეობდა ამ ომის მექანიზმების დაფინანსება ბელგრადში მასობრივად და არალეგალურად შემომავალი ფულით, რათა შესძლებოდა დაეფარა თვისი დანახარჯები იარაღის იმპორტზე, ნავთობსა და სხვა პროდუქტებზე.

ბოლო წლების განმავლობაში ბელგრადის კერძო ბანკებმა ყველა განაცვიფრა თავისი ფინანსური მაქინაციებით და წლიური ინფლაციის სახით დინარებში შეტანილ 200%-იანი ანაბრების მოთხოვნით, რამაც სულ 25 000%-ს მიაღწია. მძიმე უმუშევრობისა და დიდი რაოდენობით უშემოსავლო ხალხის ფონზე ასეთი პროცენტიანი განაკვეთი წარმოადგენდა პოლიტიკურ ტრიუკს, რომელიც მიმართული იყო ეკონომიკური სირთულეების მქონე მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილების დასაშოშმინებლად. ამის შესახებ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა აღნიშნა: "აქ ვიღაცა სოციალური უზრუნველყოფის ფარულ სისტემას აფინანსებსო".

მალე გამოაშკარავდა ამ პრაქტიკის ერთ-ერთი ასპექტი, თანაც იმის შემეგ, რაც 1993 წლის მარტში ბელგარადელი ბანკირი "ეოდომირ ვასილევიჩი", "იუგო-სკანდივ ბანკის" დირექტორი, ისრაელში გადასახლდა. პრესის განცადებით ამ ბანკში იყო 4 მილიონი ანგარიშის სავალუტო ანაბარი. საერთო თანხა პრაქტკკულად 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს წამოადგენდა. საიდან გაჩნდა ამდენი ფული? ომამდე იუგოსლავიაში ჰყვაოდა ტურისტული ბიზნესი და შეიარაღების ინდუსტრია, რომელიც ძირითადად საექსპერტო მსუბუქ იარაღებს აწარმოებდა. მაგრამ 14 მილიარდი ამერიკული დოლარის დავალიანების ზუსტი დაბრუნების შემდეგ, ქვეყანაში არც თუ ისე ბევრი დარჩა. ტურიზმი იმ დროისთვის მოუძლურდა, ხოლო იარაღის წარმოებამ ორიენტაცია შეიცვალა. იგი უკვე ომს ემსახურებოდა.

ამასთან ერთად, სერბეთის მთავრობა უეჭველად შემოსავალს იღებდა დაპყრობილი ტერიტორიის სამხედრო ნადავლიდან. მაგრამ ეს, მოთხოვნებთან შედარებით, სრულიად უმმნიშვნელო იყო. რუსეთიდან იარაღისა და ნავთობის მიღება, როგორც წესი, დამყარებული იყო დაუყოვნებლივ გადახდაზე. დასავლეთის ნავთობი, მაგალითად, ბერძნულ ქალაქ თესალონიკში, არსებული "მობილ-ოილ-რაფინერიდან" ქვეყანაში შემოდის შავი ბაზრის ფასებით, რაც ხანდახან ამეტებს საბაზრო ფასებს 400%-ით.

ბელგრადი მონაწილეობს ნარკოტიკების ვაჭრობაში, რომელიც ბალკანეთით შემოდის, ამის გამო მან მიაღწია ფულის გათეთრების ოფშორულ სისტემაში მონაწილეობას. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ საახსრების შოვნის სათავეც. გარდა ამისა, ფინანსური შემოსავლის წყაროს წარმოადგენს დასავლეთ ევროპაში მოქმედი "სერბეთის მაფია", რომელსაც ბელგრადიდან ხელმძღვანელობენ. ბელგრდაში არსებობს ე. წ. ბინის ქრუდების სკოლა, რომელსაც სერბეთის სადაზვერვო სამსახური მფარვლობს. ამ სკოლის კურსადმთავრებულები ნაწილდებიან მთელს ევროპაში. მათი დახმარებით ნაქურდალი გადადის დამფარავთა კარგად ორგანიზებულ ქსელში. მიუხედავად ამისა, ძნელი წარმოსადგენია ფულის შოვნის ამგვარი წყარო შეიძლება საკმარისი იყოს სერბების მიერ ომში გაღებული ხარჯების დასაფარად. იქნებ გავიხსენოთ, რომ დასავლეთ ევროპის ნარკოტიკების ბაზარზე სერბთა მაფია თანდათან მზარდ მნიშნელობას იძენს.

კომენტატორები სხვადასხვაგვარად აფასებდნენ "იუგოსკანდიკისა" და მისი მთავარი კონკურეტნის, "ბანკ ლაფონტენის" მოქმედებას მრავალგვარი ინვესტიციური თაღლითობებით, რის გამოც, ჩვეულებრივ, მაღალი პროცენტების დაპირებისას, ხალხს უფრო მეტის გადახდა უწევდა უძრავ და სხვა საკუთრებაზე.

საერთაშორისო კაპიტალის მხურვალე ფინანსურ ბაზარზე პატარა სერბეთმა მსხვილი მოთამაშეები კუთხეში მიამწყვდია. მაგრამ ამ ფულის ნაკადს სერბეთი თვით კი არ განგებს, არამედ მისით მხოლოდ სარგებლობს. ასე რომ, მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს პროცედურები ან აფშორული არხები, რომლის საშუალებითაც ბანკირები ქვეყნის შიგნით, ბელგრადში, სათანადო გადასახადისგან თვისუფლდებიან, რათა ნაწილობრივ მაინც გაათეთრონ ნარკოტიკების საერთაშორისო ვაჭრობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი. ამისთვის ბელგრადი ძალზე მოხერხებულია. სტანდარტული პრცენტული გადასახადი ფულის გათეთრებაზე მერყეობს 3-დან 7%-მდე. მაგრამ იმ გიგანტური თანხების შემთხვევაში, რომელიც მსოფლიო ნარკოტიკულ ბაზრზე ტრიალებს, ვაჭრებს სავსებით შეუძლიათ, ყოველგვარი წუხილის გარეშე, დაკარგონ 30%.

ბელგრადში "დაფიმენტ ბანკის" აქციონერია "ისრაილ კელმანი" თელავივიდან, რომელიც აქციების 25% ფლობს, ვასილევიჩი "იუგოსკანდიკიდან" თელავივში გადასახლდა, რაც ამტკიცებს იმას, რომ სწორედ მას შეუძლია შეასრულოს მთავარი როლი ომის დაფინანსების ტექნიკაში, რომელიც ინგლისელებმა და ამერიკელებმა დაამუშავეს.

თვის დროზე ამგვარადვე იხსნეს თავი გაკოტრებისგან ამერიკის ბანკებმა ლათინოამერიკული დავალიანებისას. 1982 წელს ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მათ დიდძალი შემოსავლები მიიღეს. ყოველივე ამას არაფერი აკავშირებს თავისუფალ საბაზრო ეკონომიკასთან. გერმანული პოლიციის მონაცემების მიხედვით, გერმანიის ტერიტორიაზე სერბი მაფიოზების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციებით გამოირკვა, რომ ბელგრადი პოლიციასთან არ თანამშროლოლბს და შვეიცფარიაზე უფრო მოსახრხებელ ადგილს წარმოადგენს ფულის გასათეთრებლად. კვიპროსი, როგორც საბანკო აქტიურობის მაღალგანვითარებული ოფშორული ცენტრი, ყველაზე მნიშვნელოვანი საოპერაციო ბაზაა ბელგრადელი ბანკირებისთვის.

სამხედრო დაფინანსების აშკარა წარმატაბა, რომელის სქემაც დამუშვებული იყო იმ საფინანსო წარმომადგენელების ინტერესების გათავლისწინებთ, რომლებიც "იგლბერგერისა" და "ქარინგტონის" (კომიტეტი 300) ზურგს უკან იდგნენ, შედეგია არა მკაცრი გასაიდუმლოებისა, არამედ დასავლეთის უმოქმედობისა. მას შემდეგ, რაც ბელგრადის ბანკები განიცდიდნენ დაკვირვებას წელიწადნახევრის განმავლობაში, ყველასთვის, მათ შორის დიპლომატებისთვისაც ნათელი გახდა, რომ იქ რაღაც ისე არ იყო, როგორც საჭიროა. კვიპროსის ბანკების წარმომადგენლების შესახებაც ცნობილი იყო, მაგრამ არააფერი არ კეთდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სანქციები ვერცლდებოდა სერბეთისკენ მიმავალ ფინანსურ გზავნილებზეც. გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ სამედიცინო და ჰუმანიტერული მიზნის გზავნილები. მხოლოდ 1993 წლის აპრილში დათანმხდა გაეროს სანქციების კომიტეტი დაეშვათ კვპროსის მთავრობის მოთხოვნები კონსულტაციებზე, რომლებიც სერბეთის საბანკო კავშირებს ეხებოდა. წარმოდგენილი იქნა "უმწირესი კონკრეტული ინფორმაცია".

ბანკირმა ვასილევიჩმა საზღვარგარეთ, სავარაუდოდ, ავსტრალიაში, 15-20 წელი იცხოვრა. იგი ცნობილი იყო თავისი გარიგებებით შორეული აღმოსავლეთის ომებთან შეხების მქონე რეგიონებში. შესაძლებელია სწორედ ის იყოს "თეოდორ შეკლის" კიდევ ერთი ძველი მეგობარი.



Комментариев нет:

Отправить комментарий