ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

საქმის ვითარება გერმანიაში.(52)


როდესაც ჰელზინგი თანამედროვე გერმანიაში მასონების მოქმედებაზე საუბრობს, აღნიშნავს: "1989 წლის ნოემბერში მოხდა ისე, რომ გდრ-ს გამოეცალა საბჭოთა საყრდენები, და ისიც სულ რაღაც რამდენიმე კვირის განმვალობაში დაინგრა. ილუმინატები, მოჩვენებით ზეიმთან ერთად, რომელიც გამოწვეული იყო კომუნისტური რეჟიმის დრამატული დასასრულით, სერიოზული შიშით უყურებდნენ აღმოსავლეთ ევროპაში სახალხო განმათავისუფლებელი რევოლუციის წარმატებით სვლას. გარდა ამისა, მათ აწუხებდათ ის გარემოება, რომ გერმანიაში შეიძლებოდა განვითარებულიყო აშშ-ს ეკონომიკური პოლიტიკის ალტერნატივა. ამის გამო, ანგლო-ამერიკულმა საინფორმაციო საშუალებებმა მაშინვე შემოაბრუნეს საფრთხობელა "მეოთხე რეიხის" სახით.

ლონდონისა და ვაშინგტონის პოლიტიკური სტრატეგები სრულიად ნათლად ხედავდნენ გაერთიანებული გერმანიის ზემოქმედების ხანგრძლივ პერსპექტივებს. გერმანიას ამგვარად შეეძლო კვლავ გადაქცეულიყო მძლავრ და დამოუკიდებელ ქვეყნად. ილუმინატებს ესმოდათ, რომ იდგნენ უდიდესი საფრთხის წინაშე; რომ "პროექტი გერმანია", 85 მილიონიანი ადამიანის ძალითა და რწმენით, - ილუმინატების სურვილის მიუხედავად, - შესაძლო იყო არა მარტო საპნის ბუშტივით გამქრალიყო, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც კი ქცეულიყო გამოფხიზლებისა და მობილიზების ფაქტორად.

1990 წლის ზაფხულში ტეტჩერის მთავრობამ, ლონდონიდან მიღებული ცნობების შესაბამისად, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებს უბრძანა მნიშვნელოვნად გაეძლიერებინათ აქტიურობა გერმანიის ტერიტორიაზე. ამ მიზნით, დაზვერვის ჩარჩოებში ჩამოყალიბდა სპეციალური ქვეგანყოფილება. ასევე ბუშის მთავრობამ გადადგა მიშვნელოვანი ნაბიჯები გერმანიის პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად. სახელმწიფოების პოზიტიური და დამოუკიდებელი განვითარება არ წარმოადგენს ილუმინატების გეგმის ნაწილს.

ამიტომაც მოჰკლეს დაქირავებულმა პროფესიონალმა მკვლელებმა 1989 წლის 30 ნოემბერს გერმანიის ბანკის სპიკერი და ბილდერბერთა კლუბის წევრი, ალფრედ ჰერჰაუზენი; ის მოკლეს მოკლეს პროფესიონალმა მკვლელებმა (და არა ტერორისტულმა ორგანიზაციამ). ჰერჰაუზენი იყო კოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მრჩეველი. ამ შემთხვევამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, მან "უოლ სტრიტ ჯორნალისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა აღმოსავლეთ გერმანიის აღორძინების გეგმებზე. სულ რაღაც ერთი ათეული წლის განმავლობაში ევროპაში უნდა გაეტარებინათ პროგრესული ინდუსტრიალიზაცია. ის ასევე საუბრობდა მესამე სამყაროს განმანათლებლურ პროგრამაზე. ჰერჰაუზენი აშკარად დაუპირისპირდა "ისტებლიშმენტის" სისტემას, რაც მან მკაფიოდ გამოხატა 1988 წელს ბილდერბერგთა კონფერენციაზე და "ამერიკის კომერციული პალატის" კრებაზე. მოგვიანებით მოჰკლეს "ტროიჰანდის" კომპანიის დირექტორი დელევ როვერდერიც. გფრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ ვოლფგანგ შოიბლზე თავდასხმამ მიზანს ვერ მიაღწია. ყველა ეს თავდასხმები მჭიდროდაა დაკავშირებული აღმოსავლეთ გერმანიის სწრაფი აღორძინების პროგრამასთან.



Комментариев нет:

Отправить комментарий