მასობრივ საინფორმაციო საშუალებათა მეტ ნაკლებად დიდი სააგენტოები რეკლამის ხარჯზე არსებობენ. შეიძლება თუ არა მათგან ველოდოთ იმ ადამიანთა ან ორგანიზაციათა კრიტიკას, ვინც მათ ასაზრდოებს? და საერთოდ, შეიძლება თუ არა დავიჯეროთ, რომ ყოველივე, რასაც ისინი ამბობენ და აჩვენებენ სიმართლეა? 2003 წლის 1 თებერვალს ამერიკის შტატ ფლორიდას სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობს არნაირი კანონი, რომელიც ტელეარხს ან გაზეთს პუბლიკის მოტყუებას აუკრძალავდა. თუ დავფიქრდებით, ასეთი კანონი რაღაც თვალსაზრისით უსამართლოც კი იქნებოდა: მთავრობისთვის შეიძლება და პრესისთვის არა?!...
ალერნატიულ თეორიებს მრავალი არ ენდობა. ერთნი მათ "საკმაოდ დაუჯერებლად მიიჩნევენ, რათა სიმართლედ აღიქვან", სხვები მიიჩნევენ, რომ ადრე თუ გვიან "ყოველივე დაფარული ოფიციალურად გაცხადდება", და ა. შ. თანაც შემჩნეულია, რომ პატარა ტყუილების აღმოჩენა უფრო ადვილია, ვიდრე დიდი ტყუილებისა, რადგან არავის უნდა დაიჯეროს, რომ ვიღაცეებს ძალუძთ ამ დონეზე მოტყუება. სხვა სიტყვებით, - ტყუილი სიმართლედ რომ მიიღონ, დიდი ტყუილები უნდა თქვა, და არა პატარა.
ვალებში ჩავარდნილი ადამიანი, მხოლოდ პირობითაა თავისუფალი. მის ცხოვრებაში მრავალი რამ კრედიტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ვალებშია ჩაფლული, თანაც კერძო ბანკების ვალებში. სახელმწიფოს ფინანსირებაც კაპიტალდაბანდებაა, რაც კრედიტორს უფლებას აძლევს მოვალე სახელმწიფოს მართვის პროცესებში ჩარევისა. იბადება კითხვა, შეიძლება თუ არა ქვეყანა დემოკრატიული იყოს, თუ ის თავის შინაგან თავისუფლებაში გარეთა კრედიტორების ინტერესებით იქნება შეზღუდული?
ადამიანი გასაოცარი ცხოველია. მას იმდენი ხანი უჩიჩინეს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრობო, რომ ბოლოს და ბოლოს დაიჯერა! ამერიკაში იმდენად დაიჯერეს, რომ ორჯერ აირჩიეს პრეზიდენტად ერთი და იგივე იდიოტი!
სოლიდური და სტაბილური შემოსავლები ნებისმერ ბიზნესში მხოლოდ მუდმივი და მზარდი კლიენტურის პირობებშია შესაძლებელი. თუ კომპანია აწარმოებს წამლებს, მომგებიანია თუ არა მისთვის ეფექტური წამლების გამოშვება? მაგალითად ისეთის, რომ როგორც კი წამალს დალევ დაავადებაც მყის გაქრება. ცხადია, არა! ამგვარი ტაბლეტების გამოშვებით ფირმა გაკოტრდება კიდევაც. რენტაბელობისთვის ტაბლეტების ფაბრიკას ჯანმრთელები კი არა ავადმყოფები სჭირდება. თანაც, ეკონომიკური ზრდის ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველია, ავადმყოფების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობდეს.
სხვა მაგალითი. ფირმა წლების განმავლობაში უშვებს რაღაც პროდუქციას, სასარგებლოს და მოთხოვნადს, მაგრამ უეცრად იმავე ბაზარზე გამოჩნდა სხვა, ანალოგიური პროდუქტი, უფრო იაფი და ხარისხიანი. კატასტროფაა არა? ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ ფირმები ერთიანდებიან ნაციონალურ და ტრანსნაციონალურ კორპორაციებში, და ფხიზლად ადევნებენ თვალყურს რათა მოგების სტაბილურობა არ დაარღვიოს რაიმე ახალმა ტექნოლოგიამ.
ახლა წარმოვიდგინოთ მეცნიერი, რომელმაც წლები მოანდომა რაღაც თეორიის შემუშავებას, შემდეგ კი, როგორც ამ თეორიის სპეციალისტმა, საერთაშორისო ავტორიტეტიც მოიხვეჭა, და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა, რომ თეორია საფუძველშივე მცდარია. მოიპოვება კი რომელიმე მეცნიერი, რომელიც მსგავს სიტუაციაში ადგება და პატიოსნად აღიარებს თავის შეცდომას, რითაც ბოლოს მოუღებს როგორც თავის წარმატებულ კარიერას, ასევე სამეცნიერო ავტორიტეტსაც?
ზემოთნათქვამის შუქზე კონკრეტული შეკითხვები საერთოდ რიტორიკადაც კი მოგეჩვენებათ.
წარმოიდგინეთ, რომ ჯერ კიდევ ასი წლის წინათ ვინმე მეცნიერმა (მაგალითად, ნიკოლა ტესლამ) სრულიად უფასო ენერგიის ამოუწურავი და ეკოლოგიური თვალსაზრისით იდეალური წყარო აღმოაჩინა. და რატომ ვომობთ დღემდე ნავთობის გამო და ატომური ელექტროსადგურებით რატომ ვიფუჭებთ ჯანმრთელობას?
წარმოიდგინეთ, რომ 1980-იან წლებში სხვა მეცნიერმა (მაგ.: საფრანგეთში მოღვაწე სერბმა მიკრო ბელიანსკიმ) აღმოაჩინა კიბოს საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება (RLB - Remonte Leucocytes Beljanski, ანუ "ბელიანსკის ლეიკოციტების აღმდგენელი"). მაშ რატომაა, რომ ნაცვლად იმისა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინონ, ამ აღმოჩენამ თვით მეცნიერს სიცოცხლე მოუწამლა?
წარმოიდგინეთ, რომ ერთი ან რამოდენიმე ახალი სამეცნიერო აღმოჩენა ააშკარავებს ზოგიერთი პოლიტიკურად და ეკონომიკურად მომგებიანი თეორიის უსუსურობას (მაგალითად, თეორია იმის შესახებ, რომ გლობალური დათბობა ჩვენი ბრალია). ნუთუ სამეცნიერო მონაცემების ფალსიფიცირება გაეროს სპეციალური კომისიის წევრთათვის უფრო ღირსეული საქმეა, ვიდრე კაცობრიობის გადარჩენა თუნდაც გამოგონილი კატასტროფისგან?
აი, კიდევ ერთი ანბანური ჭეშმარიტება: ადამიანი რაც უფრო ნაკლებად ფიქრობს, მით უფრო ადვილია მისი მართვა.
თანამედროვე საზოგადოებაში მართვის მიზანი ყოველი ადამიანის მომხმარებლად გადაქცევაა. ვინც გონიერი და დაკვირვებულია, ხედავს სისტემის მიერ დაგებულ ხაფანგებს, რომლებითაც მანიპულირება ძალზედ ძნელია. ამგვარი ადამიანები ყიდულობენ იმას, რაც სჭირდებათ, და არა იმას, რასაც სისტემას ურჩევს. სისტემას ასეთები არ უყვარს, ამიტომაც, ებრძვის მათ გამუდმებით, ახდენს ზეწოლას და აიძულებს კაპიტულაციას. მან გამოიყვანა ახალი ჯიშის ინტელიგენცია: უმეცარი-ენციკლოპედისტები, რომლებიც იმით ამაყობენ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი იციან... რაც სისტემას სურს რომ იცოდნენ.
დეზინფორმაციის ოქროს წესია: ინფორმაციის სიჭარბე უკეთესად მოქმედებს, ვიდრე მისი უკმარისობა. რისთვის არის უკეთესი? ინფორმაციის დეზინფორმაციად გადაქცევისთვის. რათა ყოველი ყიდულობდეს არა იმას, რისი ყიდვაც მას სურს, არამედ იმას, რასაც სტანდარტული "ცოდნით" აღჭურვილი უმრავლესობა ყიდულობს. ყიდვაში კი მარტო ნივთების ყიდვა როდი იგულისხმება. ფართო ასორტიმენტში იყიდება პრეფორმატიული იდეები, "მოდური" მიმდინარეობები, კულტურული და თვით სულიერი "ღირებულებებიც" კი.
ყველაფერი ცუდი როდია რასაც სისტემა გვთავაზობს, და არც ყველა ალტერნატიული თეორია და იდეაა აუცილებლად დადებითი, ოღონდ ამაში ადამიანი თვითონ, საკუთარი გონებით უნდა გაერკვეს, ამისთვის კი საჭიროა არ დაგვავიწყდეს გონების ჯეროვანი გამოყენება.
simartlee.ucoz.com

Комментариев нет:
Отправить комментарий