ღმერთი

ღმერთი

суббота, 29 марта 2014 г.

Google — გუგლი






Google (ზოგჯერ ქართული ასოებით — გუგლი) — ამერიკული კორპორაციის Google Inc, მისი ვებ-გვერდისა და საძიებო სისტემის სახელი. დაარსდა 1996 წელს ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ. დღეს გუგლი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნის სისტემა მთელ მსოფლიოში. გუგლის თავდაპირველი ვერსია ინგლისურენოვანი იყო. დღეს სისტემა ნათარგმნია თითქმის ყველა ენაზე(მათ შორის ქართულადაც). მისი შექმნა ენდი ბეჩტოლშეიმს 100 000 ამერიკული დოლარი დაუჯდა, შეიქმნა სან მაიკროსისტემსისის მიერ.


http://wikipedia.org

**


ლარი ფეიჯი - Google-ის დამაარსებელი

ლაურენს „ლარი“ ფეიჯი 1973 წლის 26 მარტს, ლანსინგში, მიჩიგანის შტატში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. მამა, კარლ ვიქტორ ფეიჯი მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროფსორია. დედა, გლორია ფეიჯი პროგრამირების პედაგოგი იმავე უნიევრსიტეტში.

დაამთავრა ლანსინგის საშუალო სკოლა. მიიღო მიჩიგანის უნიევრსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის დიპლომი და სტენფორიდ უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი.

სტენფორდში სწავლისას ფეიჯმა ასპირანტი მათემატიკოსი სერგეი ბრინი გაიცნო. მასთან ერთად ინტერნეტ-კომპანია Google შექმნა, რომელიც 1998 წელს ამოქმედდა.

2011 წლის 4 აპრილიდან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია, ამ თანამდებობაზე ერიკ შმიდტი ჩაანაცვლა. რომელიც Google-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2001 წლიდან იკავებდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ერიკი კომპანიიდან სამუდამოდ წავიდა, მან დირექტორთა საბჭოში განაგრძო მუშაობა. ასევე, ლარისა და სერგეის მრჩეველია.

2010 წელს კომპანიის შემოსავალი 2,54 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

ფეიჯი პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაშია. „ფორბსის“ 2011 წლის მონაცემებით ფეიჯი აშშ-ში მეთერთმეტე, მსოფლიოში კი 24-ე მდიდარი ადამიანია.

2012 წლის მონაცემებით, ლარი ფეიჯი 18,7 მილიარდი დოლარის მფლობელია. უკანასკნელი გამოკითხვებით კი ირკვევა, რომ მან პოპულარობით „ფეისბუქის“ დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგსაც გაუსწრო და რეიტინგების მაჩვენებელში პირველი პოზიცია დაიკავა.

დაქორწინებულია მეცნიერ ლუსინდა საუსვორსზე. წყვილის ქორწინება 2007 წელს კარიბის კუნძულებზე შედგა. ჰყავთ ერთი შვილი.


abezara.com


Google-ის შექმნის ისტორია და სერვისები


აღწერა: ალბათ ყველას გაუგია სიტყვა Google-ი თუნდაც ერთხელ სანამ პირველად კომპიუტერს მიუჯდებოდა და ეზიარებოდა მის უსაზღვროებას შესაძლებლობებში, საზღვრების ვირტუალურ წაშლას ქვეყნებს შორის და უმრავი ინფორმაციის მიღების წყაროს დროის რეალურ მომენტში, ხშირად დაგვჭირვებია კონკრეტული სახის ინფორმაცია ხოლო მის მოსაძებნად ვირტუალურ სამყაროში არსებობს სხვადასხვა სახის საძიებო სისტემები. მათ შორის ერთერთი ყველაზე პოპულარული არის ე.წ Google-ი, რომელსაც არსებული ბაზრის ნიშის 60 % უჭირავს და აფიქსირებს 8 მილიარდ ვებ-გვერდზე მეტს. Google-ში შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება 191 ენაზე (2009 წლიდან) და ამუშავებს თვეში დაახლოებით 40 მილიარდ კითხვას, რაც მსოფლიოს არსებული ბაზრის დაახლოებით 62.4 %- ია

საძიებო სისტემა Google შეიქმნა სასწავლო პროექტის ფარგლებში, სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტების ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინას მიერ ისინი 1996 წელს მუშაობდნენ საძიებო სისტემაზე BackRub-ზე რის საფუძველზეც 1998 წელს შეიქმნა დღეს არსებული ერთერთი ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა Google.com. თავად კომპანიის დარსების თარიღად ითვლება 1998 წლის 4 სექტემბერი ხოლო თავად დომენი Google.com დარეგისტრირდა 1997 წლის 15 სექტემბერს. ალბათ ბევრმა არ იცის რომ ცნობილი ვიდეო პორტალი Youtoube.com 2006 წლის 9 ოქტომბერს 1.65$ მილიარდ შეიძინა Google-მა და ახლა უკვე ძველი კონკურენტები ერთი კომპანიის ფარგლებში მუშაობენ. თავად Google –ის მოხმარება კი ძალიან მარტივია შედიხართ მის ვებ-გვერდზე Google.com/ge/ru და ა.შ რომელ ენაზეც გსურთ ან რომელი ქვეყნის სერვერზე ინფორმაციის მოძიება ჩაწერთ შესაბამის ველში თქვენთვის საჭირო ინფორმაციის შემცვლელ წინადადებას ან სიტყვას და რამდენიმე წამში პროგრამა გამოგიტანთ ეკრანზე საიტებისა თუ დოკუმენტების ანაც ვიდეოსა და სურათების მისამართებს რეიტინგის მიხედვით რომელიც უფრო შესაბამება თქვენს მიერ მითითებულ დავალებას.

Google-ის ფუნქციები არ განისაზღვრება მხოლოდ ინფორმაციის მოძიებით მას აქვს უამრავი დამატებით ფუნქცია თუ პროდუქტი : Google video - საიდანაც შეგიძლიათ ატვირთოთ და გადმოტვირთოთ თქვენთვის სასურველი ვიდეოეები , Google chrom- ერთერთი უსწრაფესი ბრაუზერი, Google maps-ერთერთი პოპულარული პროდუქტი Google-ის პროდუქციებს შორის რომლის საშუალებითაც ეცნობით ცვლილებებს მსოფლიო რელიეფის სხვადასხვა ცვლილებებს რეალურ დროში , Google Gmail- უფასო ელექტრონული ფოსტა, Google groups- გართობა და სხვადასხვა პროფესიის და ინტერესების მქონე ადამიანთა ვირტუალური ჯგუფები სადაც თავადვე შეგიძლიათ შექმნათ ე.წ ჯგუფი და ა.შ. ამ ფუნქციების დეტალურ შესაძლებლობებსა და ისტორიას შემოგთავაზებთ მოგვიანებით.


Комментариев нет:

Отправить комментарий