ღმერთი

ღმერთი

понедельник, 29 мая 2017 г.

თუ შენი ქვეყანა უბედურია, შენ კი - ბედნიერი, სადღაც არ ყოფილხარ პატიოსანი

თუ შენი ქვეყანა უბედურია, შენ კი - ბედნიერი, სადღაც არ ყოფილხარ პატიოსანიდავით გურამიშვილი შვილია იმ ეპოქისა, როცა ჩვენი ქვეყანა ისტორიულ გზაჯვარედინზე იდგა, ქართველი ხალხის ბედ-იღბალი ბეწვზე ეკიდა. მისი განსაცდელებით აღსავსე ცხოვრება და ტრაგიკული ბედი ორგანულად შეერწყა "ქართლის ჭირს". ლევან გოთუა წერდა: თუ შენი ქვეყანა უბედურია, შენ კი - ბედნიერი, სადღაც არ ყოფილხარ პატიოსანიო. 

"დავითიანი" XVIII საუკუნის მხატვრულ მატიანეს წარმოადგენს. დავით გურამიშვილი ერთგული მემკვიდრეა ისტორიის ქრისტიანული გაგებისა, რომლის თანახმადაც უზენაესი მსაჯულის რისხვა კაცობრიობის მიერ არჩეული მრუდე გზის შედეგია. საქართველოში დატრიალებული ცოდვის კითხვაც "საღმრთო საქმეთა" ღალატმა გამოიწვია. 

"უფალთან შეორგულება" ცოდვაა
დავით გურამიშვილი ჩამოთვლის ერის დაცემის მიზეზებს. 

ქართველი ერის ცოდვიანი მისწრაფებების შედეგად წარმოშობილ უსამართლობას, ძალადობას, ბიწიერებას დაუნდობლად კიცხავს პოეტი. ამ ბოროტებას ურჩობა, ღვთისგან განშორება, ღვთის დავიწყება ჰქვია. გურამიშვილი ქართლის კატასტროფის დასაწყისს ადამის ცოდვას უკავშირებს. ადამის ურჩობა კვლავ მეორდება მის მოდგმაში:

ქართველები გაორგულდნენ, აღარ ემსახურებიან აღარც უფალს და აღარც მის მიერ დანიშნულ მეფეს. მეფობა ღვთისგანაა და მისი მორჩილება აღიქმება უფლის მორჩილებად. გულმანკიერმა ქართველებმა კი ეს დაივიწყეს, რადგანაც "შეუხდათ ეშმაკის მანქანებანი" - მლიქვნელობამ, ფარისევლობამ მოიკიდა ფეხი: "ბაგით პატივ-სცეს, აჩვენეს გული მტყუარი ზაკვისა" (სახარებისეული პერიფრაზია). ყურად არ იღეს, არ ირწმუნეს ღვთისმშობლის გაფრთხილება და სინანულისკენ მოწოდება:

"დაყრუვდნენ, ბრმანი შეიქმნენ,
საქმე ქნეს გასაშტერები".

სულიერმა სიბრმავემ და სიყრუემ მოიცვა ერი. 

პოეტი ბრალს სდებს, დაუნდობლად ამხელს ყველას: შინაურსაYთუ გარეულს, ერსა თუ ბერს, დიდსა თუ პატარას, იმის მიხედვით, თუ ვის რა წილი მიუძღვის საქვეყნო საქმის წახდენაში. სასულიერო პირებსაც დაუტოვებიათ სიმართლე და ჭეშმარიტება:

"თუმც იყვნენ ხუცეს-ბერები,
მათაც კარგი ქმნეს ვერები".

თვალწინ იშლება მძიმე, გულისმომწყვლელი სურათი საქართველოს მკვიდრთა სულიერი ცხოვრების დაძაბუნებისა. სიმამაცე, გამბედაობა დაიკარგა. მამაკაცები "დაჯაბნდნენ". აღარც მიჯნურთათვის თავმოსაწონებლად, აღარც სატრფოს გადასარჩენად აღარ გამოიღებდნენ ხელს. 

უფლის საიდუმლოებებს აბუჩად იგდებენ და ცოდვის მორევში თავაწყვეტით ეშვებიან:

"გვირგვინის ცოლი გაუშვეს,
ხარჭათა შექმნეს რბოლანი".


გურამიშვილის მიერ შთამბეჭდავი მხატვრული ხერხებითაა დახატული და წარმოდგენილი მთელი ეპოქის ხასიათი, სულიერი კარდიოგრამა:

"შეიქმნა დიდი მტერობა,
თქმა ერთმანეთის ძვირისა,
ამპარტავნობა და შური,
ურცხვად გატეხა პირისა, 
ავაზაკობა, ქურდობა,
გზებზე დასხდომა მზირისა,
ტყვეობა, მოკვლა, ტაცება -
ქვრივთა, ობოლთა, მწირისა". 


ჩამოთვლილმა ცოდვებმა ერი დაიმონეს და ქვეყანა დაღუპვის პირამდე მიიყვანეს. 

სასჯელი - "საწყაულის მოწყვა ღვთისგან"
სწორედ უჩინო მტრის ძალისხმევით ჩადენილ ცოდვათა გამო ატყდება თავს განსაცდელი "ცოდვის სამეფოს" - საქართველოს. უსჯულოების გამრავლების გამო უფალი გულისწყრომას მოუვლენს:

"მან ბრძენთა ბრძენმან რა ეს სცნა,
ბრძანა აღება ხელისა,
რისხვით გაშვება მის თემთა,
გარდახდა საფარველისა.
მიუგო: რჯულთა გამრყვნელნო
ახალისა და ძველისა!
თქვენცა იხილოთ ამიერ
მოსპოლვა საფუძველისა".


მიწისძვრა, სტიქიური უბედურებები, მოუსავლიანობა, შიმშილი, განადგურება ქართველთა ბიწიერ ცხოვრებას უკავშირდება:

"მათ ღმერთსა სცოდეს, ღმერთმან მათ
პასუხი უყო ცოდვისა". 


იმის მაგივრად, რომ გამოიჩინონ სულიერი მღვიძარება, გულისხმაყონ სასჯელი, შეინანონ ცოდვები, დაუბრუნდნენ "ვიწრო გზას სიცოცხლისაკენ" და დაინახონ საუკუნო ცხოვრების შესაძლებლობა, ქართველები ამ ურთულეს გამოცდას ვერ აბარებენ.

სასჯელი კიდევ უფრო გამრავლდა. უცხო და უწყალო ეპიდემიებმა მოიცვა საქართველო, გამძაფრდა პოლიტიკური, საერთაშორისო ვითარება. რამდენიმე დიდი ქვეყანა ეცილებოდა ერთმანეთს დასუსტებული სამეფოების ხელში ჩაგდებას. თავი აიშვეს დაღესტნელმა აბრაგებმა, რომლებიც მკალივით მოედვნენ ქართლ-კახეთის სანახებს:

"თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი,
ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი,
სრულად ქართლის მტერნი იყვნენ,
ყველამ წაჰკრა თითო ქიშტი!"


კიდევ უფრო გახშირდა ძმათა სისხლისმღვრელი ომები. დასუსტებული ხელისუფლება უძლური იყო, აელაგმა განუწყვეტელი კინკლაობა დიდგვაროვანთა შორის. აღზევების მოსურნე ფეოდალები ცალ-ცალკე უკავშირდებოდნენ უცხო ძალებს და სთავაზობდნენ სამსახურს საკუთარი ქვეყნის დასათრგუნად:

"მერმე შინათ აიშალნენ,
ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი;
თავის თავსა ხმალი იცეს,
გულსა მოიხვედრეს ხიშტი".


ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის დაუსრულებელ შეტაკებებს პოეტი ადარებს მამლების ძიძგილაობას, რითაც მარჯვედ სარგებლობდა კარს მომდგარი ათასი ჯურის მტერი და გადამთიელი. 

გურამიშვილის მიერ წუთისოფლის ამაოებრივ-ფილოსოფიური ხედვა ქრისტიანული მრწამსით არის ნაკარნახევი:

"ფუ შენ, ცრუო საწუთროო, 
რად არ მძულდი, რად მიყვარდი?!"


მართლის თქმის პრინციპი
გურამიშვილი საოცარი სიზუსტითა და ობიექტურობით აღწერს "ქართლის ჭირის" შემზარავ ეპიზოდებს და მისი შეფასება გაჯერებულია წმინდა წერილის სულით.

ქვეყნის მძიმე ხვედრზე დაფიქრებული პოეტი-მემატიანე კეთილისა და ბოროტის პირუთვნელი მსაჯულიც არის და მისივე ხალხის "წყლულების მოზარე" ჭირისუფალიც:

"მოვიტიროთ ჩვენ სამკვიდრო
თავში ხელის შემოკრებით,
ვით დავკარგეთ ჩვენ ქვეყანა
ჩვენდა გარეშემო მტრებით". 


განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გურამიშვილის ალღო ისტორიის მიმართ. ისტორიულ მოვლენათა სწორი კვალიფიკაციით, ანალიზითა და განზოგადების ძალით "დავითიანი" ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოებია. 

გურამიშვილი ჟამთააღმწერლის პრინციპის გამგრძელებელია - "ისტორია ჭეშმარიტების მეტყველება არს და არ თვალახმა ვისთვისმე". ესეც "შინაგანი სიმართლის" ხმითა და პატიოსნების ღრმა გრძნობით არის ნაკარნახევი. თუმცა სიმართლის აღიარება საშიშია და გაბედულებას მოითხოვს, 

"მაგრამ ფარვა სიავისა
ქვეყანას არ მოუხდების".


ღმერთისთვის ისედაც ყველაფერი კარგადაა ცნობილი, ამიტომ ავის კარგად გასაღება გამორიცხულია. მხილებას აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს.

პოეტის გულისტკივილი თავისი ერის სიყვარულით არის გაჯერებული:

"მე კი ვფარავ, მაგრამ ჩემი
სატკივარი არა ჰფარავს,
მეტად მწარედ გული მტკივა,
მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს". 


საქართველო უკუღმართად გადახნულ მინდორს დაემსგავსა. პოეტის მიერ ქართლის ჭირის ობიექტური წარმოჩენა ემსახურება ადამიანებში იმ შეგნების ჩამოყალიბებას, რომ ღვთის განგება უცდომელია, იგი ჩვენი დამსახურებისამებრ მოგვიზღავს. გურამიშვილი ადამიანთა ფიქრს წარმართავს ისტორიის მისტიკური არსის ამოცნობისკენ - ისტორიაში არსებობს ღვთაებრივი ლოგიკა და შემთხვევითი ფაქტების ქაოსურ სამყაროში უნდა დავინახოთ უმთავრესი, დაფარული სულიერი აზრი, მიზეზშედეგობრივი კავშირები; ის წესრიგი და საბოლოო მიზანი, რომელსაც უფლის ხელი მართავს. 

პოეტი მხატვრული შთამბეჭდაობის ძალით ღრმა ფილოსოფიური დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა:

"უკუღმართად ხვნამ და ფარცხვამ
ეს ნაყოფი გამოიღო:
მოგვითხარა ქართლ-კახეთი,
ძირ-ფესვიან ამოიღო". 


ეს ნაწარმოები საქართველოს ცხოვრების ბევრად უფრო ფართო სივრცეებს სწვდება. ჩვენი ხალხის სულიერი ავ-კარგის წარმოჩენა მიმართულია იმისკენ, რომ ღვთის რისხვა არ უნდა აღვიქვათ ბოროტებად, არამედ მხსნელ და გამომსწორებელ, განმაკურნებელ სიკეთედ. გურამიშვილის აზრით, ომები, ავადმყოფობები, უბედურებები ღმერთმა მოუვლინა საქართველოს, რათა საბოლოოდ ამით უზრუნველყოს ქართველი ხალხის ცოდვებისგან გამოხსნა და კვლავ ღმერთთან დაბრუნება. უნდა გავაცნობიეროთ ღვთის მზრუნველობა ჩვენი ერის მიმართ, დავფიქრდეთ ცალკეული ფაქტის სულიერ მიზეზებზე და შედეგები გამოვიყენოთ ცხოვრების გზის მაჩვენებლად: ეკლესიისა და ქრისტიანობის განსადიდებლად.

გია ნიკოლაძე - გამოდით





воскресенье, 28 мая 2017 г.

„ქურდული“ იდეოლოგია ქრისტიანული თვალთახედვით

„ქურდული“ იდეოლოგია თავისი სახელწოდებით, არსით, ტრადიციებით, ცხოვრების წესით არის სრულიად ანტიქრისტიანული.

„ქურდული“ იდეოლოგიისთვის მისაღებია ადამიანის მოკვლა შურისძიების მიზნით.

ქრისტიანობა კი გვასწავლის – „არა კაც-კლა“.

„ქურდული“ იდეოლოგიისთვის მისაღებია მრუშობა და მამათმავლობა.

ქრისტიანობა კი გვასწავლის – „არა იმრუშო“.

„ქურდული“ იდეოლოგიისთვის მისაღებია მოპარვა.

ქრისტიანობა კი გვასწავლის – „არა იპარო“.

„ქურდული“ იდეოლოგიისთვის მისაღებია შურისძიება, დაჩაგვრა, დაშინება.

ქრისტიანობა კი გვასწავლის მიტევებას, თავმდაბლობას, მტრების სიყვარულს.

„ქურდული“ იდეოლოგიისთვის მიუღებელია შრომა.

ქრისტიანობა კი გვასწავლის – „ვისაც შრომა არ სურს, ნურც ჭამს“.

როდესაც ადამიანი ამბობს: „მე ვარ ქურდული იდეოლოგიის მიმდევარი“, ეს ნიშნავს, რომ მისთვის მისაღებია ყველა ის ცოდვა, რომელიც დაშვებულია „ქურდული“ იდეოლოგიის მიერ. ე.ი. ის არის „ქურდული“ იდეოლოგიის მიმდევართა საზოგადოების წევრი, ამიტომ ის ვერ იქნება ქრისტიანი, თუნდაც რომ საქმით არ ჩადიოდეს ამ ცოდვებს. სიტყვიერ აღიარებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ განისაზღვროს, ქრისტიანია თუ არა ადამიანი. ღვთის სწავლების, ღვთის მცნებების სიტყვიერი უარყოფა ღვთის უარყოფაა; ქრისტიანობის საწინააღმდეგო იდეოლოგიის აღიარება, ან მის მიმდევართა საზოგადოებასთან თავის მიკუთვნება ღვთის უარყოფაა; „ქურდული“ იდეოლოგიის აღიარება, მხოლოდ მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, უკვე ღვთის უარყოფაა.

ეკლესია ზიარებას უკრძალავს ღვთის უარმყოფელს, ასევე ნებისმიერ მძიმე ცოდვაში მყოფ ადამიანს, ვიდრე ის არ განეშორება ამ ცოდვას სიტყვითაც და საქმითაც.

ეკლესიის სწავლებიდან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც თავს „ქურდული“ იდეოლოგიის მიმდევრად აცხადებს, თუნდაც ამტკიცებდეს, რომ არც ერთ მძიმე ცოდვას არ ჩადის, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოინათლოს ან ეზიაროს, თუ დაგმობს ამ იდეოლოგიას და უარს იტყვის მის მიმდევრობაზე, რადგან ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას დადებული აღთქმა: „განვეშორები ეშმაკისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან...“ ეხება „ქურდულ“ იდეოლოგიასაც, რომლის მიმდევრები წარმოადგენენ კაცთა შორის ეშმაკის საქმეებისა და საეშმაკო ცხოვრების წესის დამნერგველ მოძალადე სექტას, რომელიც ინიღბება სამართლიანობით და ვაჟკაცობით, მაგრამ სინამდვილეში მას საფუძვლად ანტიქრისტიანული პრინციპები უდევს: ამპარტავნება, ჩაგვრა, მოპარვა, შურისძიება, სხვისი ნაშრომის მიტაცება.

მღვდელი ბასილ იაშაღაშვილი



თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში „ქურდული“ იდეოლოგია და „ქურდული“ საზოგადოება, კარგად ჩანს მისი ყოფილი წარმომადგენლის, რეზო ხარძიანის წერილში, რომელიც მან მოძღვრის კურთხევით დაწერა.   



ქურდული იდეოლოგია და მართლმადიდებლობა

იმის წარმოსაჩენად, თუ სინამდვილეში რა არის ქურდული იდეოლოგია და რამდენად ეწინააღმდეგება იგი მართლმადიდებლურ მოძღვრებასა და სახელმწიფოს კეთილდღეობას, აღვნიშნავ იმ აკრძალვებსა და ვალდებულებებს, რომელთაც ქურდული იდეოლოგია განუსაზღვრავს თავის მიმდევრებს და რომელთა შესრულებაც არის ერთგვარი ინდიკატორი ქურდული იდეოლოგიისადმი ერთგულებისა.

გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი აკრძალვები და ვალდებულებები არის ძალიან ბევრი, რის გამოც მათი სრულად ჩამოთვლა ამ შემთხვევაში ფაქტიურად შეუძლებელია, ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ რამდენიმე მათგანზე.

ქურდული იდეოლოგიის მიმდევარს უფლება არ აქვს: მონაწილეობა მიიღოს ომში; იმსახუროს სავალდებულო სამხედრო სამსახურში; თავისი ქმედებით ან საქმიანობით რაიმე სარგებელი მოუტანოს სახელმწიფოს; დაემორჩილოს იმ კანონებს, რომელთაც სახელმწიფო უდგენს თავის მოქალაქეებს; ქურდულ იდეოლოგიასა და მის ინტერესებზე წინ დააყენოს ვინმე ან რამე, თუნდაც ეს იყოს სარწმუნოება, ოჯახი, ახლობელი ან მეგობარი. ასევე, უფლება არ აქვს ანაზღაურების სანაცვლოდ ეწეოდეს რაიმე საქმიანობას, ანუ თავისი შრომით შემოსავლის მიღება მისთვის არის შეუძლებელი. ერთადერთი, რითაც მას შემოსავლის მიღება შეუძლია, არის მოპარვა ან სხვა ისეთი სახის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ქურდული იდეოლოგიის პრინციპებსა და ღირებულებებს.

რაც შეეხება ვალდებულებებს, ქურდული იდეოლოგიის მიმდევარი ვალდებულია მოიპაროს. ასევე, სძულდეს ყველა ის პროფესია, რომელიც გულისხმობს კრიმინალთან ბრძოლას და მართლმსაჯულების აღსრულებას. აქედან გამომდინარე კი, იძულებულია სძულდეს ყველა ასეთი პროფესიის ადამიანიც და ვალდებულია მათ მიმართ იყოს მაქსიმალურად მკაცრი და დაუნდობელი. სიმკაცრე და დაუნდობლობა ევალება იმ ადამიანების მიმართაც, ვინც თავისი აზროვნებითა და ცხოვრების წესით ეწინააღმდეგება ან თავისი ქმედებით შეურაცხყოფს და ზიანს აყენებს ქურდულ იდეოლოგიას. კიდევ ერთი ვალდებულება, რომელსაც ეს დანაშაულებრივ-მკრეხელური მოძღვრება ითხოვს თავისი მიმდევრისაგან, არის იმ ადამიანის მოკვლა, ვინც რაიმე სახით მონაწილეობას მიიღებს ქურდული იდეოლოგიის იერარქიის მიხედვით უმაღლესი სტატუსის მქონე ე.წ. ქურდის მკვლელობაში და ვის მიმართაც ე.წ. ქურდული სამყაროს ლიდერების (ე.წ. ქურდების) მიერ გამოტანილი იქნება სასიკვდილო განაჩენი, თუნდაც ეს ადამიანი იყოს მისი ახლობელი ან მეგობარი.

ვფიქრობ, რომ ჩამოთვლილი აკრძალვებისა და ვალდებულებების გარდა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, თუ რას არ უკრძალავს ეს დანაშულებრივ-მკრეხელური მოძღვრება თავის მიმდევრებს.

ქურდული იდეოლოგია თავის მიმდევრებს არ უკრძალავს: მართლმადიდებლური მოძღვრების საწინააღმდეგო წესით ცხოვრებას; ტყუილსა და ღალატს, თუ ეს ზიანს არ აყენებს ქურდულ ინტერესებს; ყველა სახის ნარკოტიკის მიღებას; ბილწსიტყვაობას; სიძვასა და მრუშობას; მამათმავლობას (ოღონდ მხოლოდ მამაკაცის პოზიციიდან); აზარტულ თამაშებს; კაცის კვლას, თუ ეს არ აზიანებს ქურდულ ინტერესებს და ა.შ. სხვა მრავალი ისეთი სახის ცოდვასა და ბოროტებას, რომელიც არ ეწინააღმდეგება ქურდული იდეოლოგიის პრინციპებს, ღირებულებებს და ასევე, მის მთავარ მიზანს.

ყოველივე ზემოთაღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან მწირი განმარტება იმის შესახებ, თუ სინამდვილეში რა არის ქურდული იდეოლოგია, სავსებით საკმარისია იმის სათქმელად, რომ ქურდული იდეოლოგია თავისი პრინციპებითა და ღირებულებებით, თავისი არსითა და მიზნით არის ანტიმართლმადიდებლური, ანტისახელმწიფოებრივი, ეწინააღმდეგება ადამიანურ ღირებულებებს და პირდაპირ ემსახურება ბოროტებას.

მიუხედავად ამისა, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში, განსაკუთრებით პატიმრებში, ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც აქტიური მიმდევარია ქურდული იდეოლოგიის და თავისი აზროვნებით და ცხოვრების წესით ემსახურება ამ დანაშაულებრივ-მკრეხელურ მოძღვრებას, რაც, მე ვფიქრობ, შეშფოთების საგანი უნდა გახდეს ყველასთვის, რადგან ეს ადამიანები იმყოფებიან ბოროტების ტყვეობაში და თუ დროულად არ მოხდა მათი გამოხსნა ამ ტყვეობიდან, რაც შეუძლია მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას, ისინი განწირულნი არიან ჯოჯოხეთისთვის.

მსჯავრდებული რეზო ხარძიანი


martlmadidebloba.ge

суббота, 27 мая 2017 г.

ბაბუა დობრი – ღარიბი ქველმოქმედი

სოფიაში, ალექსანდრე ნეველის ტაძართან ხშირად დგას 101 წლის, ღარიბი, ზამთარ–ზაფხულ დაკონკილ ტანსაცმელში გამოწყობილი ბაბუა დობრი. ის ბულგარეთის სოფელ ბაილოვოში ცხოვრობს. ყოველ დილით ადრე დგება და 10 კილომეტრს გადის სოფელიდან დედაქალაქამდე.
მას ასკეტს, განდეგილს, ანგელოზს, პილიგრიმს (მწირი) წარსულიდან და ღარიბს უწოდებენ.  ბევრია ისეთი ადამიანები, ვისაც წარმოდგენაც კი არ აქვთ მისი ღვაწლის ჭეშმარიტ სიწმინდეზე.

babua-dobri-gharibi-qvelmoqmedi

2015 წელის 20 ივლისს მას 101 წელი შეუსრულდა და ის კვლავ აგრძელებს მთელი გულით ადამიანთათვის თავისი უდიდესი განძის – სიკეთისა და ადამიანობის გაცემას. მიუხედავად მისი ასაკისა, ხშირად შეხვდებით დედაქალაქის ქუჩებში მოხეტიალეს გულუხვი ხალხის ძიებაში, რათა აღსრულდეს უფლის კეთილი ნება. ათეულობით წლების განმავლობაში ბაბუა დობრი აგროვებს ფულს ბულგარეთის ტაძრების აღდგენისათვის. სიცივე და ცუდი ამინდი მისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს, არც შიმშილი აშინებს. ის არ უბრაზდება აპათიურ ადამიანებს. გამოირჩევა სიკეთითა და სიმშვიდით.
ღიმილით აკოცებს ბავშვის ხელს, რომელიც მას ფულს გადასცემს, ადამიანებს მადლობას უხდის დახმარებისთვის, გამვლელებს უფალზე ესაუბრება. ბაბუა დობრი არ არის ღარიბი. თავად მას სურს უცნობთა სულების გადარჩენა. წარმოუდგენელია, ღარიბი უწოდო მსგავს ადამიანს, რომელმაც დაუტევა ყოველი მიწიერი სურვილი, აგროვებს თანხას დიადი საქმეებისთვის და ერთგულად ემსახურება უფალს.



რამდენიმე წლის წინ ალექსანდრე ნეველის ტაძრის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებისას ჟურნალისტმა საოცარი ფაქტი აღმოაჩინა, ყველაზე გულუხვი შესაწირი, რომელიც ტაძარს შესწირეს – 40 000 ევრო, მოხუცი, ღარიბი ბაბუა დობრის მიერ იყო გაღებული. აწ უკვე 101 წლის წმინდანი ქუჩაში მიღებული მოწყალებიდან ცენტსაც არ ხარჯავს თავისი კეთილდღეობისთვის. ის მხოლოდ პენსიით ცხოვრობს, რომელიც 100 ვეროს არ აღემატება, ასევე ხილით და პურით, რომელსაც შესაწირის სახით უწყალობებენ. ბაბუა დობრი სხვებსაც ეხმარება – მან გადაიხადა ბავშვთა სახლის კომუნალური გადასახადები, როდესაც დენისა და გათბობის გათიშვის ზღვარზე აღმოჩნდა. ის უსახლკაროებსაც ეხმარება. მის ყველა სათნო საქმეზე ჩვენ სრულად ვერ გავიგებთ, რადგან ის მათზე არასდროს საუბრობს.
მას 4 შვილი ჰყავს. ქალიშვილებიდან ერთ–ერთი მასზე ზრუნავს. ისიც სოფიაში მარტო ცხოვრობს. ბაბუა დობრიმ, ომის დროს, ჭურვის მიერ მიყენებული ჭრილობის შედეგად სმენა დაკარგა. რამ უბიძგა დობრის უფლის მწირი გამხდარიყო? ამ კითხვაზეც ის დუმილს არ არღვევს. შესაძლებელია, დიდი როლი ითამაშა იმ გარემოებამ, რომ ბაილოვოში არ ცხოვრობენ მდიდარი ადამიანები. თვით ელინ პელინი წერს, რომ ბაილოვო ძალიან ლამაზია, მაგრამ ძალზედ ღარიბი. მოხუცმა მიაღწია იმას, რომ მისი მშობლიური სოფელი სულიერად მდიდარი გახდა. საუკუნის დასაწყისიდან ახსოვს ხალხს მონასტრებსა თუ ტაძრებში მოსიარულე ბაბუა დობრი, რომელიც კრებს და ეხმარება. გლეხები ყოველდღე ხედავენ მას და დარწმუნებულნი არიან, რომ თითოეულ ცენტს ის ქისაში აგროვებს და თავისთვის არაფერს იტოვებს.

dobri dobrev-ის სურათის შედეგი

მიუხედავად იმისა, რომ მას საწოლი აქვს, ურჩევნია იატაკზე დაიძინოს, რადგა არ სურს თანამედროვეცივილიზაციის კომფორტითა და კეთილდღეობით სარგებლობა. მის უბრალო ოთახში პურის ნაჭერსა და პომიდორს ნახავთ, რომელიც მისთვის საკმარისია მთელი დღის განმავლობაში.



შალის ტანსაცმელში, ქალამნებში, თეთრი თმით და წვერით, ბაბუა დობრი წარსულიდან მოსულ ადამიანს ჰგავს. ყველაზე მეტად ბულგარეთის ტაძრის წმიდა ასკეტ მამას – ივანე რილსკის ჰგავს და არა უზნეო და კორუმპირებულ თანამედროვეებს. თითქოს ის წარსულიდან დაბრუნდა, როდესაც გულმოწყალებასა და რწმენას ჯანსაღი საფუძველი ჰქონდა.
ტაძარში მომუშავე ხალხმა მადლიერების ნიშნად ბაბუას მისთვის აუცილებელი ავეჯი უყიდა, ბაილოვოში მყუდრო ოთახისთვის, მაგრამ მან უარი განაცხადა.



ამჟამად ბაბუ დომრის მიზანია შეაგროვოს 10 000 ლევი მშობლიური ბაილოვოს ტაძრის აღსადგენად.
ეს ადამიანი დაუღალავად აგროვებს საუკუნო ცხოვრების ნაყოფებს. საჩუქრებით ის თოვლის ბაბუას ჰგავს. ადამიანებს ის აძლევს მაგალითს, გასცემს იმედს, რომელიც მათ გარდაქმნის და სულიერად ზრდის.



ვისაც არ სჯერა თოვლის ბაბუის არსებობის, შეუძლია დაიჯეროს ბაბუა დობრის. ეს ნიშნავს გჯეროდეს სიკეთის.


სპეციალურად გვერდისთვის თარგმნა: მარიამ მებონიამ
kenozisi.ge

პეტრე მამონოვი – ცხოვრების არსზე

rok-musikosi-da-msaxiobi-petreცხოვრების გზაზე შემხვედრი ყველა ადამიანი ის ანგელოზია, რომელიც შემწედ გამოგიგზავნა განგებამ.
მას ან უყვარხარ, ან- გცდის.
ახალგაზრდობაში ასეთი რამ გადამხდა თავს: მეგობართან გვიანობამდე ვსვამდი.მერე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
დილით მოვიკითხე. მაინტერესებდა, როგორ მივიდა შინ. მიპასუხეს: ,,ელექტრიჩკამ” გაიტანა და ფეხების ამპუტაცია დასჭირდაო.
საშინელებაა, ხომ?
საავადმყოფოში მივაკითხე. დამინახა თუ არა, ეს მითხრა: აი, შენთან ყველაფერი რიგზეა, მე კი…
საბანი რომ გადაიხადა, გავშრი.
საერთოდ, ამაყი ადამიანი იყო.
ამ ამბავმა შეცვალა, უფრო მოკრძალებული და მხიარული გახადა.
ცოლს, ოთხი შვილის დედას, საბავშვო მწერალს, მიუხედავად ამ უბედურებისა, ძალიან უკვირდა და უხაროდა ქმრის ხასიათის ასე გამოცვლა.
აი, როგორ განკურნავს უფალი ჩვენს სულს ფიზიკური ტკივილებით.
ეს რომ არ შემთხვეოდა ჩემს მეგობარს, სიამაყე ძველი პურის ყუასავით გამოფიტავდა.
რთული და ძნელადასატანი, მაგრამ მოკლე გზა ერგება ზოგს სულის განწმენდისთვის.
ყოველი წუთი ფიქრისთვის, სწავლებისთვისაა – რა როგორ ვთქვათ.
ცხოვრებისეული შემოტევები წამალივითაა – გვკურნავს.
ვისჯებით მხოლოდ იმისათვის, რომ სული გადავირჩინოთ.
ღმერთი მზრუნველი მამაა და ასე გვწვრთნის. პატარა ბავშვივით კუთხეში გვაყენებს, რომ მეორედ არ გავიმეოროთ დანაშაული.
პატარებს არ უყვართ, როცა მშობელი ხელჩაკიდებულს ატარებს. მამა კი, სანამ სამშვიდობოს არ დაიგულებს, ხელს არ უშვებს შვილს.
ღმერთიც ასეა.
მისგან მოვლენილი განსაცდელები (რომლის მიზეზიც ჩვენშივეა) – ერთგვარი გამოცდაა.
გამოცდა კი იმისთვისაა გამოგონილი, რომ ჩააბარო, რომ გაიზარდო.
სწორედ მათი მეშვეობით იწმინდება ჩვენი სული.
ოქროც ხომ ცეცხლში იწრთობა?!
ყველა ტკივილი დრტვინვის გარეშე უნდა ავიტანოთ.
კითხვა ,,რატომ?” (დრტვინვის თვალსაზრისით) – აბსოლუტურად ზედმეტია.
რასაც გავდივართ, ეს ჩვენი გზაა.
ცხოვრების აზრი კი სიყვარულშია.
დიდხანს გვერდს ვუვლიდი, გავურბოდი კითხვას – რისთვის ვცოცხლობთ?.
ვსვამდი, ვეწეოდი, არც ნარკოტიკებზე ვამბობდი უარს, ვჩხუბობდი, პირველობას ვჩემობდი.
მერე მივხვდი, რომ ცხოვრების ჭეშმარიტება- სიყვარულშია.
გიყვარდეს – ნიშნავს მსხვერპლი გაიღო, შეეწირო.
თითქოს უმარტივესია და მაინც…
არაა საკმარისი მხოლოდ ტაძარში იარო, სანთლები დაანთო და ილოცო.
2002 წელს, ჩეჩნეთში, რვა ჯარისკაცს შორის ერთ-ერთმა, დაუფიქრებლად ხელყუმბარა დააზიანა. ყველას სიკვდილი ემუქრებოდა. 55 წლის პოდპოლკოვნიკმა, რომელსაც ეკლესიაში არასდროს ულოცია, არცერთი ღერი სანთელი არ დაუნთია და კომუნისტი იყო, თავი გასწირა იქ მყოფთათვის- ხელყუმბარას გადაეფარა და ნაფლეთებად იქცა. თვითონ მოკვდა, მაგრამ სხვები გადაარჩინა.
იმაზე დიდი, რომ საკუთარი სიცოცხლე გაიღო მოყვასისთვის, არაფერია.
რატომღაც გვგონია, რომ კეთილი საქმე ხვალაც გაკეთდება, ზეგაც…
მაგრამ თუკი ამაღამ მოგაკითხავს სიკვდილი?!
როგორ შეასრულებ ხუთშაბათისთვის დაგეგმილ საქმეებს, თუკი ოთხშაბათს გარდაიცვლები?
თითქოს გუშინ იყო, ოლეგ იანკოვსკი რომ მეჯდა გვერდით და ვსაუბრობდით.
დღეს აქაა მისი ქურთუკი, სხვა ნივთები. ის კი აღარაა.
ჩვენ ფილმ ,,მეფის” გადაღებისას დავმეგობრდით. ბევრს ვსაუბრობდით ცხოვრების არსზე. მე ახლაც ვესაუბრები მას. ვლოცულობ: ღმერთო, შეიწყალე და იხსენი მისი სული!
მხოლოდ ლოცვა აღწევს იმ სამყაროში. ამიტომ, როცა აღვესრულები, არაფერში გამომადგება ძვირადღირებული მუხის სასახლე და ყვავილები.
ერთს გთხოვთ მხოლოდ: ილოცოთ ჩემთვის.
მხოლოდ ლოცვა შემეწევა, რადგან მე ყველანაირი ცხოვრებით ვიცხოვრე…
ლოცვა ცოცხლებსაც სჭირდება. უფლისადმი მადლიერებით წარმოთქმული ყოველი სიტყვა- ლოცვაა.
როცა სათვალეს ვერ ვპოულობ, ღმერთს ვთხოვ: ,,დამეხმარე, უფალო!” და ასეც ხდება.
ზეციურ მამას ყველა ვუყვარვართ. ყოველთვის შეგვიძლია, მას თხოვნით მივმართოთ.
ნუ გგონიათ, რომ ის ღრუბლებზე შემომჯდარი ბრაზიანი და ბოროტი ძიაა, რომელიც ჩვენს ქცევებს აღნუსხავს.
ღმერთს დედაზე მეტადაც ვუყვარვართ და თუკი მწუხარებას გვიგზავნის, ეს, ალბათ, ჩვენვე გვჭირდება.
ყველაზე მძიმე წუთების გახსენება ერთგვარი ადრენალინია! ერთგვარი ,,კაიფი”!
სიყვარული – დაბინძურებული ჭურჭლის საკუთარი ნებით დაუზარებელი რეცხვაა.
ამასთან ერთად აუცილებელია, კარგის შემჩნევა და აღიარება შეგეძლოს.
ეს ერთადერთი შედეგიანი გზაა.
შეიძლება ვინმემ ბევრი რამ შექმნას არა ამ გზის გავლით, მაგრამ მის ქმედებაში რაღაც კარგი მაინც იქნება. ჩვენც სწორედ იმ სიკარგეს უნდა ჩავეჭიდოთ, ცუდსა და უვარგისზე არ უნდა გადავიტანოთ მთელი ყურადღება.
სიყვარული გრძნობა კი არა – ქმედებაა.
ნუ გაცხარდებით იმ მოხუცზე, ვისაც იძულებული ხართ, მეტროში ადგილი დაუთმოთ. ეს საქციელიც სიყვარულის გამოვლინებაა.
საკუთარი თავი იხსენი და ესეც საკმარისია.
გახსოვდეს, სანამ ანანასს არ დააგემოვნებ, ნუ ისაუბრებ მასზე.
ნურც ქრისტიანობას შეეხები, თუკი არ იცი, რასთან გაქვს საქმე.
დაურეკე, შეურიგდი შენს ლუდას, ვისაც უკვე ხუთი წელია დაშორდი და დააჯერე, რომ არასწორი იყავით შენც და ისიც… მერე კინოში წასვლა შესთავაზე.
სიკეთე ასწილად დაგიბრუნდება, მაგრამ არა ნივთიერი სახით, არამედ სულიერი მდგომარეობის გათვალისწინებით.
სწორედ ესაა დაუსრულებელი ბედნიერება!
მაგრამ ამის მისაღწევად ფიქრია საჭირო. ყოველ წუთს გააზრება იმისა, სად რა ვთქვათ, როგორ მოვიქცეთ.
თუკი გარშემო მიმოიხედავ, ბევრ კარგ ადამიანს დაინახავ, სუფთა მზერით, კეთილი, მხიარული გამომეტყველებით.
თუკი სილამაზის წილ მხოლოდ სიმახინჯე შეამჩნიე, გამოდის, რომ ეს სიმახინჯე შენშია.
მსგავსი მსგავსს ეძებს.
სხვას ნუ განიკითხავ, საკუთარი თავით დაიწყე. უპირველესად ეს გევალება.
დააბრუნე შენში ღმერთი.
ეცადე მხოლოდ გარეგნულზე არ იზრუნო. ღრმად წვდომა აიძულე საკუთარ თავს.
როცა შენი თავის სიყვარულს ისწავლი, ეს გრძნობა მოყვასის სიყვარულად გარდაქმენი.
რატომღაც ყველაფერი უკუღმა გამოგვდის- იმის ნაცვლად რომ კეთილები ვიყოთ, სიხარბეს ვერ ველევით. 10 000 დოლარი რომ მისცე ვინმეს და მერე ინანო, ნეტა 5 000 მიმეცაო, ჩათვალე, რომ სიკეთე არ გაგიკეთებია.
აი, ამ ერთმა დღემაც ჩაიარა. რამე სარგებელი მოუტანა ამან ჩემს მოყვასს?
ყოველი ღამე ამაზე ფიქრით უნდა იწყებოდეს.
მე ცნობილი მსახიობი ვარ, ვმღერი კიდეც, ლექსებსაც ვწერ, როკ-ენ-როლსაც ვცეკვავ. შემიძლია ქედი მოგახრევინოთ ჩემს წინაშე, მაგრამ რაში გამომადგება ეს? რა ხეირს ვნახავ აქედან? მხოლოდ ეშმაკის სახელი- ,,მწვალებელი” იქნება ჩემთვის ზედგამოჭრილი.
შინაგანი მაცდური ხმა ჩამძახის: მართალი ხარ, მოხუცო, მიდი, ყველას შენებურად დაუარე!
მე კი ვცდილობ, ასე არ მოვიქცე. ჩემს სულიერ საქმეებს ვეწირები ყოველდღე.
არ მსურს რაიმეთი ვიამაყო: არც ფილმ ,,კუნძულის” როლით, არც საკუთარი ლექსებითა და სიმღერებით. ამ ყველაფერს სხვისი თვალით ვუყურებ და ვაფასებ.
ჩემთვის ყოველი დღე საოცრებაა. ყოველი დღე განსხვავებულია. ბედნიერებაა, ამის შემჩნევა რომ შემიძლია.
მენანება, იმდენი რამ გამოვტოვე…
ხშირად ვტირი ამის გამო, შინაგანად, რა თქმა უნდა.
შეიძლებოდა ყველაფერი ბევრად უკეთ, უფრო სუფთად ყოფილიყო.
ერთმა ადამიანმა მითხრა: ასეთი სიმღერები სასმელის ზეგავლენით დაწერეო.
მე კი მგონია, რომ განსაცდელებმა დამაწერინეს.
60 წლის გადასახედიდან ვამბობ: არცერთი წუთი არაა დასაკარგი ცხოვრებაში. ისედაც მცირე დროითა ვართ წუთისოფელში.
დაკარგულ დროს კი, ვინ იცის, რამდენი ლამაზი წუთი გადაყვა.
როცა უგუნებოდ ვიღვიძებ, პორტვეინს კი არ ვსვამ, ვამბობ: ღმერთო, ცუდად ვგრძნობ თავს. მეიმედები. შენი წყალობის გარეშე არაფერი გამომივა”.
აი, ასე ქმედებაა მთავარი და აუცილებელი…


როკ-მუსიკოსი და მსახიობი პეტრე მამონოვი
თარგმნა: ხათუნა როგავამ

kenozisi.ge

четверг, 25 мая 2017 г.

მაცხოვრის ამაღლება


ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა

ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.



მაცხოვრის ამაღლება


აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.

აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს.

საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა. შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად მოსილნი რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 11), მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს.

მაცხოვრის ამაღლების მნიშვნელობა რამდენიმე კუთხით შეიძლება განვიხილოთ.

პირველი - მოვლენის ონტოლოგიური მხარეა: ძე ღვთისამ მიიღო ადამიანური ბუნება, რომელიც ზეცად აამაღლა და საღმრთო დიდებას აზიარა. იოანე ოქროპირის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი ანგელოზს მიამსგავსა, ადამიანი შეერთო უხორცოთა დასს, იგი მიწისთვისაც კი უღირსი - ზეცაში დამკვიდრდა. კაცთა ბუნება, რომლისაგანაც ქერუბიმები სამოთხეს იცავნდნენ, თვით ქერუბინებზე აღმატებული გახდა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებით მოხდა ცისა და მიწის შეერთება, ზეციურისა და მიწიერის შერიგება. ამაღლებით რეალურად განცხადდა ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველება: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა“ (ფს. 46, 5); ამაღლების შემდგომ, პავლე მოციქულის თქმით, „ჩუენი მოქალაქეობაი ცათა შინ არს“ (ფილ. 3, 20).

უფლის ამაღლებას აქვს ესქატოლოგიური მნიშვნელობაც, რადგან სწორედ ამაღლება იყო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასასრული, ხოლო მისი მეორედ მოსვლა კაცობრიობის მიწიერი მყოფობის დასასრული იქნება. ამაღლებას ზნეობრივი მნიშნვნელობაც გააჩნია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ მიწას, არამედ ზეცასაც ვეკუთვნით, რომ ჩვენ ვეკუთვნით დროსაც და მარადისობასაც, მატერიასაც და სულსაც და მიწიერი ცხოვრების დროს ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველივე მიწიერზე და მდაბალზე.

სარწმუნოების სიმბოლოში (მრწამსში) ვკითხულობთ: „და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღვთისა და მამისა“. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ღმერთი ხომ დროისა და სივრცის მიღმიერია? როგორ უნდა გავიგოთ ეს ანთროპომორფისტული მეტაფორა? როდესაც იმპერატორი თანამმართველს ირჩევდა, ან მისი ვაჟი სრულწლოვანი ხდებოდა - მაშინ განსაკუთრებული რიტუალი - ინტრონიზაცია ტარდებოდა. სასახლის დარბაზში ორ ტახტს დგამდნენ. ერთზე ჯდებოდა იმპერატორი, მეორეზე, მარჯვენა მხარეს თანამმართველი. მარჯვნივ ჯდომა იმპერატორის მსგავს ღირსებასა და ძალაუფლებას ნიშნავდა. ამდენად, აღნიშნული სიტყვები მამა ღმერთისა და ძე ღმერთის თანაბარ ძალაუფლებაზე მიუთითებს. ეს სახე-სიმბოლო  კიდევ უფრო წარმოაჩენს ამაღლების აქსიოლოგიურ მნიშვნელობას: ღმერთკაცის სახით მთელ კაცობრიობას დაუსრულებელი სულიერი აღმასვლის შესაძლებლობა მიეცა.

ქრისტე გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად. ელეონის მთასთან მდგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ. სიყვარულითა და იმედით აღსავსე ეს ეპიზოდი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ კურთხევა ღვთისა მუდამ ჰგიებს ეკლესიაში.

ზურაბ ეკალაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 21 (72), 2000 წ.



გილოცავთ.


среда, 24 мая 2017 г.

ფონეტიკა.მორფოლოგია.სინტაქსი.

ქართული ენის გრამატიკის ალბომი.

ფონეტიკა.

ბგერა.

წინადადება სიტყვის ან სიტყვებისაგან  და სიტყვა ბგერებისაგან შედგება. ქართულ ენაში 33 ბგერაა. ბგერები ორ ჯგუფად იყოფა: ხმოვნებად და თანხმოვნებად.

თანხმოვანთა ჯგუფები წარმოქმნის ადგილის მიხედვით.

თანხმოვანთა წარმოქმნა ხდება ბაგეებთან , კბილებთან, წინა და უკანა ნუნებთან, ხახასთან, უკანა სასასთან , ხორხში,. ამის მიხედვით გვაქვს ბგერები:

ბაგისმიერი: ბ, პ, ფ, მ.
კბილისმიერი: დ, თ, ტ.
კბილ-ბაგისმიერი: ვ.
წინანუნისმიერი: ძ, ც, წ, ზ, ს,(სისინა)ნ ,რ, ლ, (ნარნარა).
უკანანუნისმიერი: ჟ, ც, ჭ, ჟ, შ.(შიშინა).
უკანასასისმიერი: გ ,ქ, კ, ღ, ხ.
ხახისმიერი: ყ.
ხორხისმიერი: ჰ.


მორფოლოგია.

მეტყველების ნაწილები.

ქართულში ათი მეტყველების ნაწილია:

არსებითი სახელი: სახლი, ბავშვი, ბაღი, სინათლე.....
ზედსართავი სახელი: მაღალი,  წითელი, ქვიანი, საქუდე...
რიცხვითი სახელი: ორი ,ოცი, მესამე, ოცდამეერთე, ნახევარი,მეხუთედი...
ნაცვალსახელი: მე, შენ, ის, ეს, ჩემი, შენი, ვინ, რა.....
ზმნა: ვხატავ, დაწერა, წევს, დგას....
ზმნიზედა: აქ , გუშინ, ისე ამიტომ, იმისთვის...
თანდებული: ვით, თან, კენ, თვის, გან...
კავშირი: და, რომ, თუ, როცა, რომელიც...
ნაწილაკი: არ, ვერ, კი, ვე, ღა, ცა...
შორისდებული: ვიშ! ვაშა! აჰ!....


არსებითი სახელების ჯგუფები შინაარსის მიხედვით.

შინაარსის მიხედვით არსებით სახელებში გამოიყოფა:

სულიერთა და უსულოთა სახელები: ბავშვი, ძროხა... ხე, ქვა...
ვინ ჯგუფისა  და რა ჯგუფის სახელები: მოსწავლე , მფრინავი.... მაგიდა, ცა....
კონკრეტული და აბსტრაქტული სახელები: ფანქარი, წიგნი.... ძმობა, ბედნიერება....
საკუთარი და საზოგადო სახელები: ლია, მცხეთა, მტკვარი.... გოგონა, ქალაქი, მდინარე....
კრებითი სახელები: ჯოგი, ფარა, გუნდი, ხალხი...
ნივთიერებათა სახელები: ოქრო, გოგირდი, წყალი....
მოქმედების სახელები: სწავლა, ხატვა, წრა, სიმღერა....


სინტაქსი.

წინადადება შინაარსის მიხედვით.

შინაარსის მიხედვით წინადადებები ხუთ ჯგუფს ქმნიან. ესენია:

თხრობითი.
კითხვითი.
ძახილისა.
კითხვით-ძახილისა.
ბრძანებითი.

თხრობითი წინადადება ისეთ რასმე მოგვითხრობს, რომელიც ხდება ახლა, მოხდა , ან მომავალში მოხდება. იგი არ შეიცავს კითხვას, გაკვირვებას, ან ბრაძანება-მოწოდებას.

მაგ:
ილევა ბინდი ღამისა. ცაზე ვარსკვლავნი ქრებიან.
       სულკალმახს ნადირობაში შემოაღამდა.
       ინათებს კიდეც და სოფელსაც გაეღვიძება.

კითხვითი წინადადება გამოხატავს კითხვას. იგი ორი სახისაა: კითხვისიტყვიანი და წინადადება რომელიც კითხვით სიტყვას არ შეიცავს.

მაგ:
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები?
გურამმა ტყეში დათვი ნახა?

ძახილის წინადადება დიდ გრძნობას გამოხატავს: ვიშ, რა ლამაზად იღვიძებს მიძინებული ბუნება!

კითხვა-ძახილის წინადადება ერთდროულად გამოხატავს კითხვასა და გაკვირვებას: რად გიკვირთ, როცა ჩვენს მფარველს ცხარე ცრემლითა ვტირითა?!

ბრძანებითი წინადადება გამოხატავს  ან ბრძანებას, ან მოწოდებას.

მაგ:
 ,, კარში გამოდი, ჯოყოლავ!''
,,მეგობრებო, წინ, წინ, გასწით!"




вторник, 16 мая 2017 г.

გლობალური ჯიჰადი: აღმოსავლეთის ფრონტი

ჯიჰადი
გასულ კვირას “საქართველო და მსოფლიომ” მიმოიხილა გართულებული სიტუაციაავღანეთშიწერილში აღნიშნული იყორომ ამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშიცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების საზღვრებთან, “ისლამურისახელმწიფოს” ბოევიკების ჭარბი კონცენტრაცია შეინიშნებარა საფრთხეებსუკავშირდება ეს რეგიონისთვის და მოხერხდება თუ არა მათი განეიტრალება?
საბჭოთა პერიოდში შუა აზიის რესპუბლიკები ისლამურ სამყაროში განვითარებული პროცესებისგან მნიშვნელოვანწილად იზოლირებულნი იყვნენ. მათ უფრო სწრაფად გაიარეს მოდერნიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის გზა, მაგრამ სსრკ-ის დაშლისა და კომუნისტური იდეოლოგიის უარყოფის შემდეგ იდეოლოგიურ ვაკუუმში აღმოჩნდენ და ამ ქვეყნებში დაიწყო იმ რელიგიურ-პოლიტიკური დოქტრინების გავრცელება, რომლებიც ისლამურ სამყაროში განვლილ ათწლეულებში შემუშავდა. მიუხედავად იმისარომ აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისმმართველები რადიკალური ისლამისტური იდეების გავრცელებას ერთერთ მთავარსაფრთხედ განიხილავენმათი გავლენის სრულ ნეიტრალიზებას ვერ ახერხებენმნიშვნელოვან პრობლემას მათთვის ამ ეტაპზე სალაფიტური იდეების გავრცელებაწარმოადგენსგანსაკუთრებით იმ შემთხვევაშითუ მას ხელს უწყობენ უცხოსახელმწიფოები.
სიტყვა “სალაფია” არაბულად “წინაპრებს” (წინამორბედებს) ნიშნავს. შესაბამისი მოძღვრების მთავარ იდეას წარმოადგენს ორიენტაცია “პირვანდელ ისლამზე” და მისი მოდერნისტული ინტერპრეტაციების უარყოფა. ზოგიერთი ექსპერტი იმისთვის, რომ სალაფიზმის არსი უკეთ ახსნას, სალაფიტებს პროტესტანტებს, უფრო ზუსტად კი პურიტანებს ადარებს და ახასიათებს მათ, როგორც თანმიმდევრულ ფუნდამენტალისტებს.
მედიაში სალაფიზმსა და ვაჰაბიზმს ხშირად სინონიმებად განიხილავენ, რაც არასწორია. ვაჰაბიზმი სალაფიტური ტრადიციის მხოლოდ ერთ-ერთი განშტოებაა, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ნაკლებ ჩართულობას ითვალისწინებს. შესაძლოა, სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ საუდის არაბეთის მმართველმა დინასტიამ ვაჰაბიზმი სახელმწიფო იდეოლოგიად აქცია. სხვა სალაფიტურ მიმდინარეობებში იდეალად მიჩნეულია ისლამური სახელმწიფოს, გლობალური ჰალიფატის შექმნა და ეს ბუნებრივად წარმოშობს კონფლიქტს საერო ხელისუფლებებსა და რადიკალ სალაფიტებს შორის, რომელთაგან ყველაზე თანმიმდევრულნი ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას სავსებით დასაშვებად მიიჩნევენ.
საუდის არაბეთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი სუნიტური სახელმწიფოა; მის ტერიტორიაზე მდებარეობს მუსლიმებისთვის წმინდა ადგილები _ მექა და მედინა. რელიგია მის საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. საუდის არაბეთი ყოველთვის ხელს უწყობდა ვაჰაბიზმის გავრცელებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ხოლო თავის კონკურენტებად განიხილავდა არა მხოლოდ შიიტ სასულიერო ლიდერებს, რომელთაც ზურგს ირანი უმაგრებს, არამედ სხვა სუნიტური მომდინარეობების წარმომადგენლებსაც. ამ შემთხვევაში საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი ვაჰაბიტებისა და სხვა სალაფიტების ინტერესები ერთმანეთს ემთხევეოდა, რადგან, როგორც უკვე ითქვა, ისინი ერთ იდეოლოგიურ ბაზისს ეყრდნობიან.
რაღაც მომენტში საუდის არაბეთის ხელისუფლება მივიდა დასკვნამდერომ მან უნდაგანახორციელოს არა მხოლოდ ვაჰაბიზმისარამედ სხვახშირ შემთხვევაში გაცილებითაგრესიული სალაფიტური დოქტრინების ექსპორტირადგან ამ გზითერთი მხრივშეამცირებს სალაფიტების გავლენას საუდის არაბეთის საშინაო საქმეებზე დამეორემხრივმათი მეშვეობით არამეგობრული რეჟიმების დესტაბილიზაციას მოახდენსამგადაწყვეტილებამ გლობალური ტერორისტული ჯიჰადის დაწყებაში ერთერთიმთავარი როლი შეასრულა.
საუდის არაბეთმა მალევე დაკარგა კონტროლი მთელ რიგ რადიკალ ისლამისტებზე, რომელთა მხარდაჭერაზე დიდძალი ფული დახარჯა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ძველ სტრატეგიაზე უარის თქმას არ აპირებს, კვლავინდებურად აფინანსებს მუსლიმური საზოგადოების “სალაფიზაციას” სხვა ქვეყნებში და გამონაკლისს ამ მხრივ არც ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები წარმოადგენენ.
იქაურმა ლიდერებმა საკმაოდ სასტიკი მეთოდების გამოყენებით მინიმუმამდე შეამცირეს რადიკალური დაჯგუფებების რაოდენობა, მაგრამ თითქმის ვერაფერი დაუპირისპირეს “რბილ ძალას”, რომლის მთავარ მიზანს სასულიერო ლიდერების ეტაპობრივი “სალაფიზაცია” წარმოადგენს. ამ კონტექსტში ხდება სასულიერო სასწავლებლების სტუდენტების დაფინანსება და მათი კარიერული წინსვლის მხარდაჭერა, სხვადასხვა რელიგიურ-საქველმოქმედო ცენტრების შექმნა, მედიაპროექტების რეალიზება და ა.შ.
რადიკალური სალაფიზმი გამორიცხავს თანამშრომლობას საერო სახელმწიფოსთან, მაგრამ ცენტრალური აზიის შემთხვევაში მისი სპონსორები გარკვეულ ტაქტიკურ დათმობაზე წავიდნენ და, ადგილობრივ მთავრობებთან მკვეთრი დაპირისპირების ნაცვლად, აქცენტი ლობისტური სტრუქტურების შექმნასა და ჩინოვნიკების გადაბირებაზე გადაიტანეს. დღეს ცენტრალურიაზიაერთის შეხედვითსტაბილურიამაგრამ ნამდვილად საგანგაშოა ისრომ მისსაზღვრებზეავღანეთის ჩრდილოეთითშეიარაღებული რადიკალები იკრიბებიან დამათ დეკლარირებულ მიზანს ცენტრალურ აზიაში ისლამური სახელმწიფოს შექმნაწარმოადგენსხოლო “ზურგში” ადგილობრივ მმართველებს თითქოსდა “ზომიერი” სალაფიტები ჰყავთრომლებიც დირექტივებს იღებენ საუდის არაბეთიდან დაგანუხრელად აფართოებენ გავლენის სფეროს.
“არაბული გაზაფხულის” დაწყების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ის იყო, რომ კორუმპირებულ და უსამართლო რეჟიმებს საზოგადოების, უპირველესად კი, ახალგაზრდების გაზრდილ მოთხოვნებზე ადეკვატური პასუხის გაცემა არ შეეძლო, მაგრამ რეგიონში დემოკრატიული ტრადიციების სისუსტისა და რიგი სხვა გარემოებების გამო, რევოლუციონერებმა უკეთესი ხელისუფლება ვერ მიიღეს, პირიქით, მათ ქვეყნებში მკვეთრად გაიზარდა რადიკალი ისლამისტების გავლენა და ისეთი ქაოსი დაიწყო, რომ ბევრმა საუკეთესო გამოსავლად ისევ ძველი ტიპის ავტორიტარული რეჟიმების აღდგენა ჩათვალა. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ეგვიპტეა, თუმცა ჯინის დაბრუნება ბოთლში ყველგან როდი გამოდის და ამას ადასტურებს სირიისა და ლიბიის გამოცდილება.
არაერთი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ძველი რეჟიმებისგან ცენტრალური აზიის მოსახლეობაც დაიღალა და მას მეტი სამართლიანობა და კეთილდღეობა სურს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ დესტაბილიზაცია აქაც, დიდი ალბათობით, ქაოსით, რადიკალური ისლამიზმის გავრცელებითა და ომით დასრულდება. ადგილობრივი მთავრობები ჯერჯერობით ახერხებენ უკმაყოფილოთა შეკავებას, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამოქმედდება ორი დამატებითი ფაქტორი _ ჩრდილოეთი ავღანეთიდან ისლამისტი “ბოევიკების” შემოდინება დაიწყება და ამავე დროს “ზომიერი სალაფიტები” დაიწყებენ მუშაობას ქვეყნის დესტაბილიზაციაზე “შიგნიდან”?
საუდის არაბეთი, მისი სიმდიდრის მიუხედავად, გეოპოლიტიკური თამაშების “პირველ ლიგაში” ასპარეზობს და პროცესებს სრულად ვერ აკონტროლებს. ალბათ, მიზანშეწონილია, გავარკვიოთ, რა ხდება “უმაღლეს ლიგაში”.
ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების დესტაბილიზაცია რუსეთსა და ჩინეთს უდიდეს პრობლემებს შეუქმნის. მეორე შემთხვევაში საქმე მხოლოდ ის როდია, რომ ისლამისტებს პრეტენზია აქვთ ჩინეთის მუსლიმი უიგურებით დასახლებულ ოლქებზე. ქაოსი ცენტრალურ აზიაში მკვეთრად შეამცირებს მისი, როგორც ენერგომატარებლების რეზერვუარის, მნიშვნელობას ჩინეთის ეკონომიკისთვის, აგრეთვე, დაბლოკავს სტრატეგიული სარკინიგზო და საავტომობილო პროექტებს. თუ შეერთებული შტატები მოინდომებდა მცირე დანახარჯებით ძლიერი იერიშის მიტანას ერთდროულად ორ გლობალურ კონკურენტზე, ჩინეთსა და რუსეთზე, ცენტრალური აზიის დესტაბილიზაცია ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სცენარია. თანაც, ყველაფერი შეიძლება წარმოჩინდეს ისე, თითქოს აშშ საერთოდ არაფერ შუაშია, ისე, როგორც ეს “არაბული გაზაფხულის” საწყის ეტაპზე ხდებოდა. ბევრი რამ შეიძლება საუდიტების ამბიციებსა და უმართავ სალაფიტებს დაბრალდეს. ამასთანავე, სამხედრო მოქმედებების გავრცელება ჩრდილოეთის მიმართულებით შეამცირებს წნეხს ამერიკელების მიერ კონტროლირებად ავღანურ მთავრობაზე და შესაძლებლობას მისცემს ვაშინგტონს, კონფლიქტის მიმდინარეობა გაცილებით ეფექტურად მართოს. რეგიონის მასშტაბის გათვალისწინებით ეს იქნება სირია “კვადრატში”, თუ არა _ “კუბში”.
ბევრი რამ ამ სიტუაციაში დამოკიდებულია არა მხოლოდ მოსკოვსა და პეკინზე, არამედ ადგილობრივი მთავრობების კეთილგონიერებაზე. კარგი იქნება, თუ ისინი გააცნობიერებენ, რომ ძალისმიერი მეთოდებით ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია და საზოგადოებას ახალ სოციალურ პროგრამებსა და გონივრულ რეფორმებს შესთავაზებენ. ამასთანავე, მათ მოუწევთ დაფიქრება იმაზე, თუ როგორ მოახდინონ “ზომიერი სალაფიტების” პროპაგანდისა და მათი ლობისტური ძალისხმევის ნეიტრალიზება. უხეში რეპრესიები, განსაკუთრებით სასულიერო პირების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში კარგს არაფერს მოიტანს. ის, რომ ასეთ დროს საზოგადოების უდიდესი ნაწილი რელიგიურ ლიდერებს გულშემატკივრობს, კარგად აჩვენა 1978-79 წლების მოვლენებმა ირანში. ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა ადგილობრივი მთავრობებისთვის იდეოლოგიური და საინფორმაციო ომის მოგებაა, რომელიც, მხარეთა პოტენციალის გათვალისწინებით, ურთულეს ამოცანას წარმოადგენს.
დესტაბილიზაცია რეგიონში ხაზს გადაუსვამს პროექტებსრომლებიც ითვალისწინებსენერგომატარებლების ტრანზიტს დასავლეთში სამხრეთ კავკასიის გავლითეს კინეგატიურად აისახება საქართველოს სატრანზიტო როლზე. ის უდიდეს ზიანს მიაყენებს ოფიციალური პეკინის სტრატეგიის “ერთი სარტყელი _ ერთი გზა” სახმელეთო კომპონენტს, მათ შორის იმ ნაწილში, რომელიც სამხრეთ კავკასიას და, შესაბამისად, საქართველოს, ეხება. ამასთანავე, კიდევ ერთი, ამჯერად ლამის კონტინენტური მასშტაბის “უბედურების ზონის” გაჩენა, სადაც შეიარაღებული რადიკალი ისლამისტები ითარეშებენ, უარყოფითად აისახება ყველა მომიჯნავე რეგიონზე და საქართველო ამ შემთხვევაშიც დაზარალებულთა შორის იქნება. ამგვარად, ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მიერ სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებში შედის.
ლუკა ნემსაძე
geworld.ge

понедельник, 15 мая 2017 г.

300 არაგველი


"ვერხვის ფოთოლთა..."


გაზაფხული შემოსულა ლენ


ჰიპოკრატეს ფიცი.

ჰიპოკრატეს ფიცი, როგორც ეთიკური ვალდებულება.

ჰიგია ჯანმრთელობის, სისუფთავისა და ჰიგიენის ქალღმერთია ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში. ის მედიცინის ღმერთის ასკლეპიუსის და ეპიონეს ქალიშვილია.
ჰიგია მამამისის კულტში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. როდესაც მამამისი იყოს პირდაპირ ასოცირებული მკურნალობასთან, ჰიგია იყო ასოცირებული დაავადების პრევენციასა და კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებაში. მისი სახელიდან მოდის ტერმინი “ჰიგიენა”.
"ჰიგიას თასი" ფარმაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლოა. ეს სიმბოლო წარმოადგენს თასზე შემოხვეულ გველს.
მედიცინის მამად წოდებული ჰიპოკრატე თავის ფიცში, ფიცს დებს სწორედ ჯანმრთელობის ღმერთების წინაშე, კერძოდ აპოლო - მკურნალის, ასკლეპიუსი - ქირურგის, ჰიგია - ჯანმრთელობის, სისუფთავისა და ჰიგიენის ქალღმერთისა, და პანაცეას - ჰიგიას დის, უნივერსალური სამკურნალო საშუალებების ქალღმერთის წინაშე.
ენციკლოპედია ბრიტანიკა, ჰიპოკრატეს ფიცს აღწერს, როგორც სამედიცინო ეთიკის კოდს, რომელიც სამედიცინო სფეროში მიღებულია, როგორც მედიცინის სტუდენტების, მასწავლებლების და ზოგადად სამედიცინო პერსონალის ეთიკური ვალდებულება მათი პროფესიის წინაშე.
ფიცის დადების ცერემონია შენარჩუნებულია მრავალი სამედიცინო სასწავლებლის, 
სწავლის დასრულების ცერემონიაში. ფიცმა საუკუნეების განმავლობაში მრავალჯერ შეიცვალა სახე, რომ მორგებოდა თანამედროვეობას, თუმცა მისი ძირეული აზრი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400 წლით ადრე დაწერა ჰიპოკრატემ მაინც არ შეცვლილა.
ქვემოთ მოყვანილია ფიცის საწყისი ვერსიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი თარგმანები, ორიგინალ ბერძნულთან ერთად.
თუ როგორ სასტიკად ირღვევა დღევანდელ მედიცინაში ეს ფიცი, რომელიც არამარტო სამედიცინო პერსონალისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის უმაღლეს ეთიკის ნორმად უნდა ითვლებოდეს და რომელსაც თითქმის ყველა სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებული დებს, მკუთხველისთვის მოგვინდვია.
ყველა ექიმს ვუსურვებთ, მეტი ყურადღებით მოჰკიდებოდნენ თავიანთ პროფესიას და შესძლებოდეთ ამ უმაღლესი ეთიკური პასუხისმგებლობის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.

ჰიპოკრატეს ფიცი:
“ვფიცავ აპოლო მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიასა და პანაცეას და მოწმედ ვიხმობ ყველა ღმერთსა და ქალღმერთს, რომჩემი ძალ-ღონის და მიხვედრილობის შესაბამისად, კეთილსინდისიერად შევასრულო ქვემოთ დადებული ფიცი:
პატივი ვსცე ჩემს მასწავლებელს, ვინც მასწავლა (მკურნალობის) ხელოვნება. ჩემი მშობლების თანასწორად მივიჩნიო ის, ვიზრუნო მასზე და ძმებად მივიჩნიო მისი შვილები. ვასწავლო მათაც ეს ხელოვნება უანგაროდ და უპირობოდ; და გავუნაწილო ყველა მონაგები, ინსტრუქციები და რაც კი ვიცი მათ, ისევე როგორც გავუნაწილებდი ჩემს შვილებს; და ასევე ჩემს მოსწავლეებს, ვინც დადებს პროფესიულ ფიცს, მაგრამ არა სხვებს.
ავადმყოფების მკურნალობასთან დაკავშირებით, ვურჩიო და დავუწესო საუკეთესო დიეტა, ჩემი შეხედულების შესაბამისად და მოვუარო მათ, რომ არ მიიღონ ზიანი და არ იწვალონ.
არ მივცე არც-ერთ მთხოვნელს მომაკვდინებელი საშუალება და არც ვურჩიო არც-ერთ ადამიანს ამისი გაკეთება. უფრო მეტიც, არ მივცე არანაირი წამალი ორსულ ქალს, რომელმაც შეიძლება მოუშალოს მუცელი.
დამატებით, გამოვიყენო ჩემი ცოდნა და შესაძლებლობები ღვთისმოსაობით.
რომელ სახლშიც შევიდე, ჩემი ვიზიტი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ავადმყოფის სასიკეთოდ და არ მქონდეს ცუდი ან არასწორი განზრახვა, ამორალური ბუნებიდან გამომდინარე. არ მქონდეს ეს ზრახვები იმ ადამიანების წინაშე, ვინც ჩემგან კურნებას ელოდება.
მკურნალობის დროს რასაც ვნახავ ან მოვისმენ (თუნდაც ყურ-მოკვრით), რასაც ვიხილავ ან გავიგებ, თუ არ იქნება სწორი და სამართლიანი მისი გამეორება, შევინახო ეს ინფორმაცია წმინდად და საიდუმლოდ ჩემს გულში.
თუ ამ ფიცს კეთილსინდისიერად და ერთგულად დავიცავ, მომეცეს განვითარება და წარმატება ჩემს პროფესიასა და ქონებაში და ვიცხოვრო შთამომავლობისგან დაფასებულად; ან თუ გავტეხ ამ ფიცს, მომეზღოს ყველაფერი საპირისპიროდ”.

higia.ge

пятница, 12 мая 2017 г.

ვაი შენ, ბაბილონო და აზიავ, ვაი შენ, ეგვიპტევ და სირიავ!

მესამე ეზრა

თავი მეთექვსმეტე


1. ვაი შენ, ბაბილონო და აზიავ, ვაი შენ, ეგვიპტევ და სირიავ!

2. შეიმოსეთ ჯვალო და ფლასი, იტირეთ თქვენი შვილები და იმწუხარეთ, რადგან მოახლოვდა თქვენი აღსასრული.

3. მოვლენილია თქვენზე მახვილი და ვინ იქნება, რომ აგაცდინოთ იგი?

4. მოვლენილა თქვენზე ცეცხლი და ვინ იქნება, რომ ჩააქროს იგი?

5. მოვლენილია თქვენზე უბედურებანი და ვინ იქნება, რომ უკუაქციოს ისინი?

6. ნუთუ ტყიდან გამოსული მშიერი ლომი უკუაქცევს? ნუთუ ჩააქრობს ბზეში ახლადაბრიალებულ ცეცხლს?

7. ნუთუ უკუაქცევს ვინმე ისარს, გატყორცნილს ძლიერი მშვილდოსნის მიერ?

8. ყოველშემძლე უფალი გზავნის უბედურებებს და ვინ იქნება, რომ უკუაქციოს ისინი?

9. გამოვა ცეცხლი მისი რისხვისაგან და ვინ იქნება, რომ ჩააქროს იგი?

10. იელვებს და ვის არ შეეშინდება, დასჭექს და ვინ არ შეკრთება?

11. უფალი დაიმუქრება და ვინ არ შეირყევა ერთიანად მის წინაშე?

12. იძვრის მიწა და მისი საფუძველნი, ზღვა ღელავს ღურღუმელიდან, ბობოქრობენ მისი ტალღები და მისი თევზები უფლის პირისა და მისი ძალის დიდების წინაშე.

13. რადგან ძლიერია მისი მარჯვენა, მშვილდის მომზიდველი; წვერმახია მის მიერ გასროლილი ისრები და მიზანს არ სცდება, როცა ისვრის მათ ქვეყნის კიდეებისკენ.

14. აჰა, მოვლენილია უბედურებანი და არ შეიქცევიან უკან, ვიდრე არ მოაღწევენ დედამიწას.

15. დანთებულია ცეცხლი და არ ჩაქრება, ვიდრე არ შთანთქავს დედამიწის საფუძვლებს.

16. როგორც არ გაბრუნდება უკან ისარი, მაგარი მშვილდოსნის ხელით გატყორცნილი, ასევე არ უკუიქცევა დედამიწაზე მოვლენილი უბედურებები.

17. ვაი მე, ვაი მე, ვინ მიხსნის იმ დღეებში?

18. ტანჯვათა დასაბამი და მრავალი გოდება, შიმშილის დასაბამი და მრავალთა დაღუპვა! ომების დასაბამი და მძლეთა შეშინება, უბედურებათა დასაბამი და ყველას თავზარდაცემა!

19. მე რა ვქნა მაშინ, უბედურებები რომ მოგვადგება?

20. აჰა, შიმშილი და ჭირი, ტანჯვა და წვალება, მოვლენილია როგორც შოლტები ადამიანთა მოსარჯულებლად.

21. და მაინც არ მოიქცევიან უკეთურებათაგან და არც მუდამ ეხსომებათ შოლტები.

22. აჰა, იქნება ყოველწლიური სიიაფე დედამიწაზე, ეგონებათ, ჭეშმარიტი მშვიდობა დადგაო, მაგრამ სწორედ მაშინ წარმოიშობა დედამიწაზე უბედურება, მახვილი, შიმშილი და დიდი აღრეულობა.

23. შიმშილით გაწყდება დედამიწის მკვიდრთა უმრავლესობა და მახვილი მოსპობს დანარჩენთ, ვინც გადაურჩება შიმშილს.

24. ნეხვივით დახვავდება გვამები და არვინ იქნება მათი დამტირებელი, რადგან გაუკაცრიელდება დედამიწა და მისი ქალაქები დაემხობა.

25. აღარავინ დარჩება, რომ მოხნას მიწა და დათესოს თესლი.

26. ხე მოისხამს ნაყოფს, მაგრამ ვინ იქნება მისი მკრეფელი?

27. ყურძენი დამწიფდება, მაგრამ ვინ იქნება მისი დამწურავი? რადგან დიდ უდაბნოდ გადაიქცევა სანახები.

28. კაცს მოენატრება კაცის ხილვა ან მისი ხმის გაგონება,

29. რადგან შემორჩება ქალაქიდან ათიოდე და სოფლებიდან ორიოდე კაცი, ვინც შეაფარებს თავს უღრანებს და კლდეთა ნაპრალებს.

30. როგორც ზეთისხილის ბაღში აქა-იქ ხეებს შერჩება სამი თუ ოთხი ნაყოფი,

31. ან როგორც გაკრეფილ ვენახში იპოვის თითოოროლა მტევანს ბეჯითი მძებნელი,

32. ასე გადაურჩება იმ დღეებში სამი ან ოთხი სახლი იმათ, ვინც მახვილით ხელში მათ გასაჩხრეკად წამოვა,

33. და დარჩება უდაბური მიწა, გაყამირდება მისი ყანები და მის გზებზე და ბილიკებზე ნარ-ეკალი ამოვა, რომ ადამიანმა ვერ გაიაროს.

34. ატირდებიან უქორწინებელი ქალწულნი, ატირდებიან უქმროდ დარჩენილი ქალები, ატირდებიან უმწეოდ დარჩენილი მათი ასულები.

35. საქმროები ომში დაეხოცებათ და ქმრები შიმშილით გაუწყდებათ.

36. მაშ, ისმინეთ ეს და შეიგნეთ, უფლის მორჩილნო.

37. აჰა, უფლის სიტყვა, მიიღეთ იგი; ნუ გჯერათ ღმერთებისა, რომლებზედაც გელაპარაკათ უფალი.

38. აჰა, ახლოვდება უბედურება, არ დაყოვნდება,

39. როგორც ფეხმძიმეს, მეცხრე თვეში მყოფს, მოუწევს მშობიარობის ჟამი და ორი ან სამი საათით ადრე ტკივილები დაუვლის მუცელში, ერთი წუთითაც არ დააყოვნებს ბავშვის გამოსვლა საშოდან,

40. ასევე არ დაიგვიანებს უბედურებები მოვლინებას დედამიწაზე; კვნესა აღმოხდება წუთისოფელს და ტკივილები მოიცავს მას.

41. გაიგონე სიტყვა, ჩემო ხალხო, გაემზადეთ ბრძოლისათვის და ისე იყავით გასაჭირში, როგორც მოსულნი უცხო ქვეყანაში.

42. კაცი ყიდდეს და გასაქცევად ემზადებოდვს; ყიდულობდეს და კარგავდეს;

43. ვაჭრობდეს და სარგებელს ვერ პოულობდეს; აშენებდეს და ვერ სახლდებოდეს;

44. თესავდეს და ვერ იმკიდეს; ვაზს სხლავდეს და ვერ ისთვლიდეს;

45. ქორწინობდეს და შვილებს არ აჩენდეს; ვინც არ ქორწინობდეს, ქვრივივით იყოს.

46. ვინც რისთვის იღვწოდეს, ფუჭად იღვწოდეს.

47. მათ ნაყოფს უცხოტომი მოიმკის და დაიტაცებენ მათ დოვლათს, დაამხობენ მათ სახლებს და მათ შვილებს ტყვედ წაასხამენ; რადგან ეყვეობასა და შიმშილში შობენ თავიანთ ნაშიერთ.

48. ვინც ძარცვა-გლეჯას ეწევიან, რაც მეტ ხანს შეამკობენ თავიანთ ქალაქებსა და სახლებს, თავიანთ საბადებელს და საკუთარ თავს,

49. მით უფრო მოვიძულებ მათ მათი ცოდვებისთვის, ამბობს უფალი.

50. როგორც ბოზსა სძულს ღირსეული და სათნოებით აღსავსე ქალი,

51. ასე მოიძულებს მართლმსაჯულება უკეთურებას, როცა თავს იმკობს იგი, და პირისპირ დასდებს მას ბრალს, როცა მოვა ის, ვინც დაიცავს ყველა ცოდვის გამომჩხრეკელს დედამიწის ზურგზე.

52. ამიტომ ნურც მას მიბაძავთ და ნურც მის საქმეებს.

53. რადგან ცოტაც და, აღიგავება უკეთურება მიწის პირიდან და სამართალი გამეფდება თქვენში.

54. ვერ იტყვის მაშინ ცოდვილი, არ შემიცოდავსო, რადგან აგიზგიზებულ მუგუზლებს დაწვავს უფალი იმის თავზე, ვინც ამბობს: არ შემიცოდავსო უფალი ღმერთისა და მისი დიდების წინაშე.

55. აჰა, უფალმა უწყის ადამიანთა ყოველი საქმე, მათი განზრახვები და მათი ფიქრები და მათი გულები.

56. მან თქვა: იყოს მიწა და იქმნა მიწა; იყოს ცა და იქმნა ცა.

57. მისი სიტყვით დაფუძნდა ვარსკვლავები და მან უწყის ვარსკვლავთა რიცხვი.

58. მან გამოიძია ქვესკნელი და მისი საგანძურები, მან გაზომა ზღვა და მისი წიაღი.

59. მან მოამწყვდია ზღვა წყალთა შუა და წყლებს ზემოთ დაჰკიდა დედამიწა თავისი სიტყვით.

60. მან კამარასავით გადაფინა ცა, წყლებზე დააფუძნა იგი.

61. მან დასხა უდაბნოში წყაროს თვალნი და ტბები მთათა მწვერვალებზე, რათა იდინონ მდინარეებმა მაღალი კლდეებიდან მიწის მოსარწყავად.

62. მან გამოსახა კაცი და ჩაუდო გული მკერდში და და მოუვლინა მას სული, სიცოცხლე და გონება,

63. და სუნთქვა ყოვლისშემძლე ღმერთისა; მან შექმნა ყველაფერი და გამოიძია ყოველივე დამალული მიწის სამალავებში.

64. მან უწყის თქვენი განზრახვები და რასაც გულში ფიქრობთ ცოდვილნი, მსურველნი ცოდვათა დაფარვისა.

65. ამის გამო გამოწვლილვით გამოიძიებს უფალი ყველა თქვენს საქმეს და ყველას სააშკარაოზე გამოგიყვანთ.

66. და შერცხვებით, როცა გამოჩნდება თქვენი ცოდვები ადამიანთა წინაშე და ბრალმდებლებად თქვენი უკეთურებანი იმ დღეს.

67. რას იზამთ? ან როგორ დამალავთ თქვენს ცოდვებს ღვთისა და მისი ანგელოზების წინაშე?

68. აჰა, მსაჯულია, ღმერთი, გეშინოდეთ მისი. გაერიდეთ თქვენს ცოდვებს და დაივიწყეთ თქვენი უკეთურებებანი, განუწყვეტლივ რომ სჩადიხართ, და ღმერთიც გაგიძღვებათ თქვენ და გიხსნით ყოველი სატანჯველისგან.

69. აჰა, გიზგიზებს თქვენთვის ურიცხვი ურდოების რისხვა, გაიტაცებენ ვინმეს თქვენგან და გამოგკვებავენ კერპების ნამსხვერპლით.

70. თუ დაჰყვნენ მათ, მათი სამასხარაო, მათი გასაკიცხი და გასათელი შეიქნებიან.

71. რადგან გახშირდება სხვადასხვა ადგილებში და მეზობელ ქალაქებში თავდასხმანი უფლისმოშიშთა წინააღმდეგ.

72. შეშლილებივით იქნებიან და არავის დაინდობენ, ვინც ჯერ კიდევ უფლისმოშიშნი არიან.

73. გაანადგურებენ და დაიტაცებენ მათ დოვლათს და სახლებიდან გამოყრიან მათ.

74. მაშინ გამოიცდებიან ჩემი რჩეულები, როგორც ოქრო იცდება ცეცხლით.

75. ისმინეთ, ჩემო საყვარელნო, ამბობს უფალი, აჰა, მოაწია განსაცდელის დღეებმა და მე დაგიხსნით მათგან.

76. ნუ გეშინიათ და ნუ მერყეობთ, რადგან ღმერთია თქვენი წინამძღოლი.

77. თუ დაიცავთ ჩემს ბრძანებებს და მცნებებს, ამბობს უფალი ღმერთი, არ გადაგწონით თქვენი ცოდვები, არ დაგძლევთ თქვენი უკეთურებანი.

78. ვაი მას, ვინც მოშთობილია თავისი ცოდვებით და დაფარულია თავისი უკეთურებებით, როგორც ღვარძლით მოშთობილი ყანა და ნარ-ეკლით დაფარული ბილიკი, სადაც ადამიანი ვერ გაივლის. გაიხვეტება იგი და ცეცხლს მიეცემა შთასანთქმელად.

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/3ezra/3ezra-16.htm