ღმერთი

ღმერთი

четверг, 28 сентября 2017 г.

„შაჰ-აბასს არაფერში დასჭირდებოდა 10 წლით უფროსი ქეთევან დედოფლის ჰარამხანაში ყოფნა“

ქეთევან დეოფლის წმინდა ნაწილების ჩამოსვენების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება კონსტანტინე გამსახურდია:
„ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების გადმოსვენებას ჩვენში აჟიოტაჟი მაინც მოჰყვა. მოდით, გადავინაცვლოთ ისტორიაში და ვნახოთ, რამ გამოიწვია ეს ამბავი, რამაც შეძრა არამარტო საქართველო, არამედ მაშინდელი ევროპული განათლებული საზოგადოებაც, ასევე რაშია მისი აქტუალურობა დღესაც.
შაჰ-აბას პირველი, ირანის ისტორიის რაღაცნაირი "დავით აღმაშენებელი": ბრიტანელების სტრატეგიული პარტნიორი, რომლის არმიასაც ბრიტანელი ინტრუქტორები წვრთნიან. მისი ამბიციური პროექტია კავკასიის შემომტკიცება, იქიდან ოსმალეთის გაძევება, კახეთის და ქართლის შემოერთება და იქ მოსახლეობის დემოგრაფიული ბალანსის შეცვლა დიდი გადასახლებებით. (რისი შედეგიცაა თუნდაც ფერეიდნის ქართველობა დღეს)
ქეთევანი თავის შვილიშვილებთან ერთად მძევლად იმყოფება შირაზში. მისი ვაჟი თეიმურაზი პარტიზანული ბრძოლის რეჟიმშია. წარმოვიდგინოთ მდგომარეობა შირაზში, სადაც წლებია ცხოვრობს ქეთევანი: ქართველებს უპყრიათ ძალიან მაღალი პოზიციები ყველა დონეზე: ალავერდი-ხანი უნდილაძე, ფაქტობრივად სამეფოს მეორე პირი -ქართველი; ყულარ-აღასის, ანუ სამეფო გვარდიის უფროსი - ქართველი; დიდი ქალაქების ტარუღები ( მერები) ქართველები; საშუალო დონის თანამდებობებზეც უამრავი კადრი გურჯია. ყველა მათგანი გამუსლიმებული და გადასული ირანული ცხოვრების სტილზე. ქეთევანი დგას გასაოცარი სიმტკიცით, იგი მაგალითია ქრისტიანობის და ეროვნული სახის შენარჩუნებისა ყველასთვის, ვისაც ამის შენახვა სწადია სეფიანური იმპერიის მაშინდელი სტანდარტებით კომფორტულ ჯოჯოხეთში.
როგორც ირკვევა, შაჰ-აბასს ყვარებია ქეიფი და დროსტარება ქართველებთან. როდესაც ეკითხებოდა: "თქვენ ჩემი უერთგულესი მსახურები ხართ, საუკეთესო ირანელები და საუკეთესო მუსლიმები, თქვენზე დგას ჩვენი სამეფო, მაგრამ ეს თქვენი დედები რატომ რჩებიან ქრისტიანები?" ამაზე ქართველებს უპასუხიათ, თქვენი ერთგულნი არიან, თუმცა ქეთევანთან მეგობრობენ და ხათრს ვერ უტეხავენ, თორემ დიდი ხანია ისლამზე გადმოვიდოდნენო.
ასეთი ქართული არაადამიანობის და არაკაცობის ერთი ფურცელთაგანი.
ამის შემდეგ შაჰ-აბასი დაინტერესებული იქნებოდა ქეთევანიც გადაეყვანა ისლამზე და ფორმალურად მაინც გამოეცხადებინა თავის ერთ-ერთ ცოლად. მან ხომ იცოდა, რამხელა ძალა აქვს პირად მაგალითს. ფორმალურად, რადგან ცოლები მას ცხადია არ აკლდა - მის ჰარამხანაში 500 ქალი მაინც იყო და მას არაფერში დასჭირდებოდა 10 წლით უფროსი ქეთევანის იქ ყოფნა. მაგრამ ამ ყველაფერს ქონდა მორალურ-პოლიტიკური განზომილება.
თავის მხრივ ქეთევანისთვისაც, თუკი დიპლომატიურ გზას აირჩევდა, არაფერი იქნებოდა ფორმალურად ისლამის მიღება და შაჰის ასევე ფორმალური ცოლობა. სიტუაცია შეიცვლებოდა, იგი ადრე თუ გვიან მაინც დაბრუნდებოდა კახეთში, (რომლის მოსახლეობის დიდი უმრავლესობაც ალბათ ყიზილბაშური ტომები იქნებოდნენ) იგი კვლავ გადმოვიდოდა ქრისტიანობაზე ან დარჩებოდა ბოლოსდაბოლოს ისლამზე. ამაზევე ევედრებოდა მას ალავერდი-ხანი შეხვედრაზე და წინასწარ ეუბნებოდა რა საშინელება ელოდა უარის შემთხვევაში, მაგრამ ქეთევანმა სხვა არჩევანი გააკეთა.
მისმა არჩევანმა და ყოველივე ამის შედეგმა თვალი აუხილა ქართველობას საკუთარ უბადრუკ და აჩრდილისებრ ყოფაზე, მათ მიერ არჩეული გზის დამღუპველობაზე.
მისმა მსხვერპლმა გააერთიანა ქართველობა მარტყოფისა და მარაბდის ველებზე. მან დაწერა ჰეროიკული ისტორია, რომლითაც ნამდვილად შეიძლება იამაყო.
მისმა მსხვერპლმა უჩვენა ევროპას, თავისუფლების, როგორც ანტიკური, ისე ძველ- და ახალაღთქმისეულ იდეალებზე აღმოცენებულ კონტინენტს სიმცდარე ევრაზიულ სივრცეში აღზევებულ მონსტრებთან და ტირანებთან სტრატეგიული პარტნიორობისა, თუნდაც ეს ეკონომიკურად მიმზიდველი ჩანდეს.
ესაა უმთავრესი, რაზეც დაფიქრებაა საჭირო, ვიდრე წმინდა ნაწილების თაყვანისაცემად მივალთ.“
http://alia.ge/news/7869

среда, 27 сентября 2017 г.

Раввины Израиля просят Путина и Трампа помочь построить Третий Храм

19.11.2016


Группа ведущих раввинов в Израиле призывает президента России Путина и недавно избранного президента США Трампа помочь еврейскому народу в восстановлении Храма в Иерусалиме.

Храм, по всей вероятности, будет построен на Храмовой Горе, которая считается одним из самых “политически заряженных” в мире кусков недвижимости, могущих вызвать взрыв конфликтов. Христиане верят, что Храмовая гора станет центральным местом последних событий, предшествующих Второму пришествию Христа.

“Политическая ситуация сегодня, когда два президента двух сверхдержав поддерживают право евреев на Иерусалим как их духовное наследие, является исторически беспрецедентной”, – сказал профессор Рабби Хиллел Уейс в интервью для “Israel National News”.

Рабби Уейсс является представителем “Sanhedrin” – инициативной группы, занимающейся вопросом построения (восстановления) Третьего Храма.

Эта группа направила письма к Трампу и Путину с призывом поддержать их проект, который, как они считают, принесет благо всему человечеству.

Впрочем, утверждает Уейсс, Израиль “готов восстановить Храм” с их помощью или без их помощи.

Ислам учит, что Аллах вознесся на небеса с Храмовой горы после того, как сотворил все сущее. На этой же горе находится третья по важности святыня ислама Мечеть аль-Акса.

Иудаизм учит, что Авраам, являя послушание Богу, был готов на этой горе принести в жертву своего единственного сына Исаака, но Бог в последний момент послал «заместительное» животное – запутавшегося в чаще барана. Позже царь Давид купил гумно на этом скалистом холме, на котором затем был построен Первый Храм.

“Библия предсказывает, что однажды Третий Храм будет построен, – отмечают Дон Стюарт и Чак Мисслер в своей книге “Грядущий Храм” (The Coming Temple). – Это приведет к ряду драматичных событий, кульминацией которых станет второе пришествие Иисуса Христа на землю”.

“Этот священный кусок недвижимости станет центром будущих событий на нашей планете”.


http://ieshua.org/ravviny-izrailya-prosyat-putina-i-trampa-pomoch-postroit-tretij-hram.htm


ქრისტეს მტრები პუტინს და ტრამპს მესამე ტაძრის აშენებას სთხოვენ.

30.11.2016.

აღორძინების გზაზე მდგომარე სინედრიონი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრაპმს გააერთიანონ ძალისხმევა და შეასრულონ თავიანთი ბიბლიურად დაკისრებული როლები იერუსალიმში ებრაელთა მესამე ტაძრის ასაშენებლად.


სინედრიონის პრეს-მდივანმა, რაბი გინელ ვაისმა, განაცხადა, რომ ტრამპის არჩევამ, რომელმაც დადო პირობა, რომ იერუსალემს ისრაელის დედაქალაქად აღიარებდა, პუტინთან ერთად, რომელმაც ასევე ტაძრის აღდგენის სურვილი გამოთქვა, ებრაულ სასამართლოს აღუძრა მიემართა მათთვის წერილობითი წინადადებით გამოსულიყვნენ თანამედროვე კიროსების, ანუ არაებრაელ მეფეთა როლში, რომლებიც აღიარებენ ისრაელისა და ტაძრის მნიშვნელობას. 

სპარსეთის მეფემ, კიროს დიდმა, VI ს.-ში ჩვ. წ.-მდე თავისი მმართველობის პირველ წელიწადს გამოაცხადა, რომ ღმერთმა მას შესთავაზე მიეღო დადგენილება, რათა აღდგენილ ყოფილიყო ტაძარი იერუსალემში.

კიროსმა ებრაელები კვლავ ისრაელში დააბრუნა და თან საკმაო თანხებიც გაატანა სოლომონის ტაძრის აღსადგენად. სინედრიონი გეგმავს მოუწოდოს ორ მსოფლიო ლიდერს მათაც მიიღონ ეს ძველბიბლიური განკარგულება და მხარი დაუჭირონ ებრაელ ერს მათი წმიდა მისიის აღსასრულებლად.

რაბინმა ვაისმა განმარტა, რომ აშშ-ში ჩატარებულმა არჩევნებმა მარადიული ებრაული ოცნება რეალური გახადა. "ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ტაძარი. დღეისთვის არსებული პოლიტიკური ვითარება, როდესაც მსოფლიოში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ლიდერი მხარს უჭერს ებრელთა უფლებებს იერუსალიმზე, როგორც მათ სულიერ მემკვიდრეობაზე, ისტორიულად უპრეცედენტო პირობას წარმოადგენს სოლომონის მესამე ტაძრის აღსადგენად", - განაცხადა ვაისმა Breaking Israel News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სინედრიონის წერილში აღნიშნულია, რომ ტრამპის გამარჯვება მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მხარს უჭერს იერუსალიმს, და შეახსენებს ტრამპს მის წინასაარჩევნო დაპირებას აშშ-ს საელჩო თელ-ავივიდან გადაიტანოს იერუსალიმში და ფაქტობრივად ის ისრაელის დედაქალაქად აღიაროს. კანონი იერუსალიმის ელჩობის შესახებ, რომელიც კონგრესმა მიიღო 1995 წელს, ხელს უწყობს საელჩოს გადატანას, მაგრამ მას ვეტო დაადეს. სინედრიონი მოუწოდებს ტრამპს გააუქმოს ეს ვეტო, როგორც კი თავის საპრეზიდენტო უფლებებში შევა.

სინედრიონმა თავის წერილში პუტინსაც შეახსენა თავისი კავშირი ტაძართან. 2012 წელს იერუსალიმში მესამე ოფიციალური ვიზიტის დროს პუტინი ღამით გოდების კედელს ეწვია (დასავლეთის კედელი). როდესაც რუსეთის ლიდერი წმიდა ადგილს მიუახლოვდა, რამოდენიმე წუთით დადუმდა, ილოცა და წაიკითხა ფსალმუნი რუსულ-ივრითული ლოცვანიდან.




ერთმა ებრაელმა რუსულად შესძახა: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, პრეზიდენტო პუტინ". პუტინი მივიდა მამაკაცთან, რომელმაც აუხსნა მას ტაძრის მთისა და ებრაელთა ტაძრის მნიშვნელობა. როგორც ებრაული მართლმადიდებლური საინფორმაციო საიტი Chadrei Charedim-ი იუწყება, პუტინს უპასუხია: "მე აქ სწორედ იმიტომ მოვედი, რათა ვილოცო ტაძრისთვის, რომ ის კვლავ აშენდეს".____________

რედ. შენიშვნა: 
მოცემული ვიდეოს ნახვისას (იხ. ქვემოთ) პუტინისგან ასეთი სიტყვები არ ფიქსირდება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თვით ებრაული გოდების კედლის მონახულება და მასთან სატანისტ ხასიდებთან ერთად ლოცვის წაკითხვა უკვე მრავლისმეტყველი ფაქტია. მართლმადიდებელი ქრისტეანი არასოდეს იმეგობრებს ქრისტეს მტრებთან და მითუმეტეს არ მიიღებს მონაწილეობას მათ რიტუალურ ეშმაკეულობაში.____________

ამ ღირსშესანიშნავი შემთხვევის შემდეგ, სინედრიონმა პუტინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოუწოდებს შეასრულოს თავისი დანაპირები, რომელიც ლოცვისას წარმოთქვა. თავის დროს პრეზიდენტმა პუტინმა არაფერი უპასუხა სინედრიონს, მაგრამ ახლა, როდესაც აშშ-ს ახალი პრეზიდენტი - პოტენციური მოკავშირეა პროექტში, სინედრიონი მიიჩნევს, რომ დადგა დრო პუტინმაც აქტიური მონაწილეობა მიიღოს ტაძრის აღდგენაში.

ტაძართან დაკავშირებული თხოვნის შემდეგ, სინედრიონი პუტინს და ტრამპს დამატებით მოუწოდებს აღადგინონ სან-რემოს 1920 წლის რეზოლუციის მოქმედება, რომელიც ცნობილია სან-რემოს ხელშეკრულების სახელით და რომელმაც ოსმალეთის იმპერიის დაყოფის გზით, არსებითად დასაბამი მისცა ებრაული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ის მოიცავს ბალფურის დეკლარაციასაც, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა გამოსცა 1917 წელს, და მხარი დაუჭირა ისრაელის სახელმწიფოს შექმნას.

1925 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა კალვინ კულიჯმა მოახდინა სან-რემოს შეთანხმების რატიფიცირება, ასე რომ, ამით მან ებრაული სახელმწიფოს აღიარება აშშ-სთვის კანონიერად სავალდებულო გახადა. სინედრიონი ხაზს უსვამს, რომ ამ დროს, როდესაც პალესტინის ადმინისტრაცია ცდილობს მსოფლიო ისტორიის გადაწერას და ატარებს ბალფურის დეკლარაციის საწინააღმდეგო კამპანიას, უკიდურესად მნიშვნელოვანია შეთანხმების განახლების გზით გაძლიერდეს ისრეალის სახელმწიფოსადმი ამერიკის ისტორიული მხარდაჭერა.

რაბინი ვაისი ხაზს უსვამს, რომ იერუსალიმზე ებრაული პრეტენზიების მხარდაჭერა რუსეთსაც მოუტანს სარგებლობას და ამერიკასაც, ასევე მთელს მსოფლიოსაც.

რაბინმა ვაისმა განმარტა, რომ "ტაძრის აშენებით რუსეთისა და ამერიკის ლიდერებს შეუძლიათ მსოფლიო ერები მიიყვანონ გლობალურ მშვიდობასთან. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს მოახდინონ იუნესკო-ს სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც ტერორისა და ძალადობის გაზრდის მიზეზი გახლავთ".

გასულ თვეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში (იუნესკო) მიიღო ორი რეზოლუცია, რომლითაც უარყოფს რაიმე კავშირს იერუსალიმსა და ებრაელ ერს შორის, რითაც რელიგიურ მონოპოლიას უთმობს ისლამს იუდაიზმის მრავალ წმიდა ადგილზე...


მესამე ტაძრის მაკეტი უკვე მზადაა...
წყარო: http://maxpark.com/community/5862/content/5572235



ლილიტი.(მითოლოგია) . ვინ არის ლილიტი და რას გვასწავლის ეკლესია მის შესახებ?

ლილიტი (შავი მთვარე)

უძველეს ასტროლოგიაში “ლილიტს” უწოდებდნენ “ასტრალურ პლანეტას”, რომლის დედამიწის გარშემო ბრუნვის პერიოდი 126 წელიწადს მოიცავდა. სწორედ ამ პლანეტას მიაწერდნენ ტყუილს, ცდუნებას და სხვა ბოროტ გავლენას. ახლა ასტროლოგიაში ცნება “შავი მთვარე” აღნიშნავს მთვარის ორბიტის აპოგეას, რომლის ბრუნვის სრული ციკლი (მთვარის ორბიტის გარშემო) დაახლოებით 9 წელს შეადგენს.




თუმცა, შავ მთვარეს აქვს სხვა სახელიც – ლილიტი.

ლილიტი ბიბლიური ადამის პირველი, უცნაურად გაუჩინარებული ცოლის სახელი იყო.
უძველესი ბიბლიური პირველწყაროების მიხედვით, ღმერთმა ქალი და მამაკაცი ერთდროულად, სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს შექმნა. ამ პირველ ადამიანებს ადამი და ლილიტი ერქვათ. ენოქის პირველ წიგნში, რომელიც ჩვ წ.-აღ-ის პირველ საუკუნეს ეკუთვნის, არსებობს ლილიტის დაწვრილებითი აღწერა, ხოლო ენოქის წიგნიდან გადაწერილ კაბალაში (6-7 საუკუნეები) ლილიტი რატომღაც აღარ არის მოხსენიებული.

ასეა თუ ისე, თევზების ეპოქაში ლილიტი აშკარად “რეპრესირებული” იქნა.
შეგახსენებთ, რომ ძველი აღთქმისეული ადამისგან განსხვავებით, ლილიტმა შეინარჩუნა თავისი ღვთაებრივი საწყისი, მას შეუძლია იცვალოს იერი, თავისუფალი, ძალიან ჭკვიანი, ერთობ ნაყოფიერია და რაც მთავარია: მოკვდავად არ იქცა.
ღმერთმა ლილიტი დასაჯა თვითნებობისთვის, მაგრამ არა – ისე, როგორც ადამი და ევა.
ჯერ ერთი, ლილიტს აეკრძალა ადამიანებს შორის ცხოვრება. მისი სახლი შორეულ და პარტახ ადგილებში უნდა მდებარეობდეს.

გარდა ამისა, ყოველდღიურად უნდა დაიღუპოს მისი ასი შვილი.

თავისუფლებისმოყვარე ლილიტის შთამომავლობა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ – დღემოკლე.

ლილიტის შესახებ ცნობები მოიპოვება კაბალაში, ზეპირ თორაში, ოკულტიზმსა და ბიბლიაშიც კი.

კაბალას (პაპიუსის)მიხედვით, ლილიტი მართლა იყო ადამის პირველი ცოლი. თუმცა, შემდეგ უღალატა, რის გამოც ჯოჯოხეთში დაინთქა, სადაც სამოელს (სატანას) გაჰყვა ცოლად. ლილიტი ასახიერებს პროსტიტუციას, შიმშილს და შავ ჭირს.
ერთ-ერთ მაგიურ პენტაგრამაზე (პენტაგრამა გადმოტრიალებული პენტაკლი – წრეში ჩახატული ხუთქიმიანი ვარსკვლავია) გამოსახულნი არიან ლილიტი და სამოელი.


ლილიტი -მითოლოგია


ლილიტი (ებრ. לילית) — ებრაულ მითოლოგიაში ადამის პირველი ცოლი. ნახსენებია მკვდარი ზღვის ხელნაწერებში, ბენ-სირას ანბანში, ზოჰარში.

ლეგენდის თანახმად როდესაც ლილიტი დაშორდა ადამს, ის ეშმაკი გახდა, ახლადდაბადებულებს კლავდა (მსგავსი პერსონაჟი არსებობს არაბულ მითებშიც). მესოპოტამიურ მითოლოგიაში მოხსენებულია ასევე ღამის ეშმაკი, რომელიც ახლადდაბადებულებს კლავს, მას ლილუ ჰქვია.

უძველეს ასტროლოგიაში “ლილიტს” უწოდებდნენ “ასტრალურ პლანეტას”, რომლის დედამიწის გარშემო ბრუნვის პერიოდი 126 წელიწადს მოიცავდა. სწორედ ამ პლანეტას მიაწერდნენ ტყუილს, ცდუნებას და სხვა ბოროტ გავლენას. ახლა ასტროლოგიაში ცნება “შავი მთვარე” აღნიშნავს მთვარის ორბიტის აპოგეას, რომლის ბრუნვის სრული ციკლი (მთვარის ორბიტის გარშემო) დაახლოებით 9 წელს შეადგენს.

თუმცა, შავ მთვარეს აქვს სხვა სახელიც – ლილიტი.

ლილიტი ბიბლიური ადამის პირველი, უცნაურად გაუჩინარებული ცოლის სახელი იყო.

უძველესი ბიბლიური პირველწყაროების მიხედვით, ღმერთმა ქალი და მამაკაცი ერთდროულად, სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს შექმნა. ამ პირველ ადამიანებს ადამი და ლილიტი ერქვათ. ენოქის პირველ წიგნში, რომელიც ჩვ წ.-აღ-ის პირველ საუკუნეს ეკუთვნის, არსებობს ლილიტის დაწვრილებითი აღწერა, ხოლო ენოქის წიგნიდან გადაწერილ კაბალაში (6-7 საუკუნეები) ლილიტი რატომღაც აღარ არის მოხსენიებული.

შეგახსენებთ, რომ ძველი აღთქმისეული ადამისგან განსხვავებით, ლილიტმა შეინარჩუნა თავისი ღვთაებრივი საწყისი, მას შეუძლია იცვალოს იერი, თავისუფალი, ძალიან ჭკვიანი, ერთობ ნაყოფიერია და რაც მთავარია: მოკვდავად არ იქცა.

ღმერთმა ლილიტი დასაჯა თვითნებობისთვის, მაგრამ არა – ისე, როგორც ადამი და ევა.

ჯერ ერთი, ლილიტს აეკრძალა ადამიანებს შორის ცხოვრება. მისი სახლი შორეულ და პარტახ ადგილებში უნდა მდებარეობდეს.

გარდა ამისა, ყოველდღიურად უნდა დაიღუპოს მისი ასი შვილი. თავისუფლებისმოყვარე ლილიტის შთამომავლობა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ – დღემოკლე.

ლილიტის შესახებ ცნობები მოიპოვება კაბალაში, ზეპირ თორაში, ოკულტიზმსა და ბიბლიაშიც კი.

კაბალას (პაპიუსის)მიხედვით, ლილიტი მართლა იყო ადამის პირველი ცოლი. თუმცა, შემდეგ უღალატა, რის გამოც ჯოჯოხეთში დაინთქა, სადაც სამოელს (სატანას) გაჰყვა ცოლად. ლილიტი ასახიერებს პროსტიტუციას, შიმშილს და შავ ჭირს.

ერთ-ერთ მაგიურ პენტაგრამაზე (პენტაგრამა გადმოტრიალებული პენტაკლი – წრეში ჩახატული ხუთქიმიანი ვარსკვლავია) გამოსახულნი არიან ლილიტი და სამოელი.

იუდეურ დემონოლოგიაში ლილიტი მდედრობითი სქესის ავი სულია. მისი სახელი წარმოდგება შუმერული დემონების – ლილუს, ლილიტუსა და არდატ ლილის სახელებისგან. ტრადიციით, ლილიტი ძალადობს მამაკაცებზე იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება, მეტი შვილი გააჩინოს. ამიტომ თალმუდი აფრთხილებს მამაკაცებს, სახლში ღამე მარტომყოფებმა არ გაათიონ.

ევროპული რენესანსის ხანაში, თქმულება ლილიტზე, როგორც ადამის პირველ ცოლზე, ევროპულ ლიტერატურაში შევიდა.

ებრაულ გადმოცემებში უამრავი დემონი, ანუ შედიმია და ლილიტი ერთ-ერთი მათგანია. ესაა ღამის ქალი-დემონი (ივრითულ ენაზე ”ლაილა” დემონს ნიშნავს), რომელიც ღმერთმა ადამთან ერთად მის თანასწორად შექმნა და ლილიტმაც არ მოისურვა ადამის მორჩილი ყოფილიყო. მან წარმოთქვა ღვთის სახელი, რომლის წარმოთქმაც აკრძალული გახლდათ და იქცა ბოროტ დემონად.

ღმერთმა დაინახა, რომ ადამი იტანჯებოდა და მის სანუგეშოდ შექმნა ევა. ლილიტი პირველად იხსენიება ბაბილონურ ეპოპეაში – “გილგამეში”, რომლის პროლოგშიც ვკითხულობთ, რომ ქალღმერთმა ინანამ, რომელიც 10 წლის განმავლობაში ახარებდა ხე ჰულუპუს, რათა მისგან თავისთვის ტახტი და საწოლი დაემზადებინა, ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ ხეზე “უცხოები” დასახლდნენ. დაუპატიჟებელ სტუმართა შორის იყო ლილიტიც – ძალიან ლამაზი ქალი ბუს ფეხებით…



ლილიტი მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის ლეგენდებსა და თქმულებებში მოიხსენიება.

სხვათა შორის, ლილიტი ედემში მუდამ ცნობიერების ხის ნაყოფს მიირთმევდა, რამაც მას ადამიანებისთვის უცნობი სიბრძნე შესძინა.

ერთადერთი ადგილი ბიბლიაში, სადაც შემორჩენილია ლილიტის სახელი, ესაიას წიგნია.

მოკლედ, შექმნა ღმერთმა დედამიწა და დაიწყო მისი დასახლება. შექმნა თანაბარუფლებიანი ქალი და კაცი – ადამი და ლილიტი. ლილიტის ღვთაებრივი საწყისი თავგზას უბნევდა ადამს, მისი სურნელი აგიჟებდა, მისი ხმა ჭკუიდან შლიდა, მისი სხეულის სიახლოვე ყველაფერს ავიწყებდა და არ დარჩა მის სულში ადგილი ღმერთისთვის. მხოლოდ ლილიტს ეთაყვანებოდა.

არ შეიქმნა თავისა შენისა კერპი!” – შეეცადა ადამის გონზე მოყვანას ღმერთი.

“მერე რა მეშველება?” – არ თმობდა ადამი.

მაშინ ღმერთმა უთხრა, რომ ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს.

გადასცა ღმერთის სიტყვები ადამმა ლილიტს. ლილიტი არ დაეთანხმა. დაიწყო გაუთავებელი დავა-კამათი. ერთ-ერთი ასეთი ჩხუბი აღწერილია “ბენ-სირის ანბანში”:

“- მე არ დავწვები შენს ქვემოთ, – თქვა ლილიტმა.

- არც მე, – მიუგო ადამმა, – მხოლოდ ზემოდან დავწვები. იმიტომ, რომ შენზე აღმატებული ვარ

- ჩვენ თანასწორი ვართ, – შეედავა ლილიტი, – არ დაგემორჩილები!

- შენ არავინ არა ხარ! – გაბრაზდა ადამი, – ჩემს დამხმარედ ხარ შექმნილი და ასეც იქნება.”

ასე არ მოხდა. განრისხებულმა ლილიტმა წარმოთქვა ღმერთის სახელი, რომლის წარმოთქმაც იკრძალებოდა, დასწყევლა ადამი და გაფრინდა წითელი ზღვისკენ.

ღმერთმა ანგელოზები დაადევნა, უკან დაბრუნდიო, შეუთვალა, თორემ ყოველდღიურად შენი 100 შვილი მოკვდებაო. ლილიტმა დაბრუნება არ ისურვა. მას აღარ უყვარდა ადამი.

უფრო მეტიც, ეზიზღებოდა მისი სისუსტის, ყოყოჩობისა და ღალატისთვის (იგულისხმება ღმერთის გამო). იმდენად სძულდა, რომ შურისძიება დაიწყო:

ბავშვებს და მშობიარეებს კლავდა და მათ სისხლს წოვდა. რაც გასაკვირი არაა, თუ გავიხსენებთ, რომ ყოველდღე მისი 100 შვილი იღუპება იმის გამო, რომ ლილიტმა თავისუფლება არჩია საძულველ გარემოში ცხოვრებას…


და ბოლოს:

იერარქია ჯოჯოხეთში (მოკლედ)

ჯოჯოხეთის შვიდი უფლისწული:

1. ბაალ-ბერითი _ რიტუალებისა და ხელშეკრულებების მბრძანებელი 2. დუმა _ გეენას დემონების სარდალი 3. მერირიმი _ ჰაერის უფლისწული 4. სარიელი _ მთვარის უფლისწული 5. რაჰაბი _ ოკეანეების პრინცი 6. მეფისტოფელი _ მთავარი გამანადგურებელი 7. ლუციფერი _ ყველა ზემოთჩამოთვლილის ლიდერი და საგანძურის მმართველი

სხვა მთავარი დემონები:

არდამალეკი _ ცეცხლის უფლისწული 2. კარნივუ _ მფლობელობის დემონი (Demon of Possession) 3. პითონი _ მატყუარა სულების უფლისწული 4. მამონი _ მაცდურების, ძუნწებისა და ხარბების მბრძანებელი 5. რიმონი _ ქარიშხლებისა და ჭექა-ქუხილის უფლისწული

მთავარი ქალი დემონები:

1. ლევიათანი _ ქაოსის მბრძანებელი 2. ბარბელო _ ზუსტი დანიშნულება უცნობია, 3. პროზერპინა _ გამანადგურებელი 4. ასტარტე _ გარდაცვლილთა სულების დედოფალი 5. აგრა-ბათ-მალატი _ სატანის ერთ-ერთი ცოლი და კახპების დედოფალი 6. აშეთ ზენუნიმი _ ესეც იგივე 7. ლილითი _ სატანის უსაყვარლესი ცოლი 8. ნაამა _ ცდუნებების დემონი.

**********************************




ვინ არის ლილიტი და რას გვასწავლის ეკლესია მის შესახებ?




მღვდელმონაზონი იობი (გუმეროვი)

ლილიტი არ იხსენიება არც ერთ ბიბლიურ წიგნში. ესაიას წინასწარმეტყველების ებრაულ ტექსტში (ეს. 34:14) ლაპარაკია საღმრთო სამსჯავროს შემდეგ იდუმეის გაპარტახებაზე: "და აღმოსცენდენ ქალაქთა შინა მათთა საეკლენი ხენი და სიმაგრეთა შორის მისთა. და იყოს საყოფელ სირინოსთა, და ეზოებ სირაქლემთა, და შეემთხჳნენ ეშმაკნი ვირკენტავროსთა, და ჴმობდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ. მუნ განისუენებდენ ვირკენტავროსნი (lilith), რამეთუ პოვეს თავთა თჳსთა განსუენებაჲ" (ეს. 34:13-14) (რუსულ თარგმანში: " И зарастут дворцы ее колючими растениями, крапивою и репейником – твердыни ее; и будет она жилищем шакалов, пристанищем страусов. И звери пустыни будут встречаться с дикими кошками, и лешие будут перекликаться один с другим; там будет отдыхать ночное привидение (lilith) и находить себе покой").

ტექსტიდან ცხადი ხდება, რომ ლაპარაკია ცხოველზე, და არა სულზე, რომელიც მოსვენებას არ საჭირეობს. ეს დასტურდება სეპტუაგინტის ტექსტითაც. ძველი აღთქმის ტექსტის ბერძნულ ენაზე მთარგმნელებად იუდეველთა მღვდელმთავარმა წარაგზავნა იუდეველნი, რომლებიც ღრმად განსწავლულნი იყვნენ წმიდა წერილში და გაცნობილნი იყვნენ ტრადიციას. ბერძნულ ტექსტში მათ დასვეს არა lilith (საკუთარი სახელი უნდა შენარჩუნებულიყო), არამედ onokentavros (ნახევრად კაცი, ნახევრად ვირი) (ანუ როგორც ძველქართულ თარგმანშია: ვირკენტავროსი). სლავურ ბიბლიაში ეს სიტყვა მოცემულია თარგმანის გარეშე: "ту почиют онокентаври , обретшее себе покоища". რუსულ ბიბლიაში lilith განიხილება როგორც ზედსართავი "ღამის" სიტყვიდან lail (ღამე). ამიტომაც მთარგმნელებმა დასვეს სიტყვა: ღამის მოჩვენება, რადგან მხედველობაში ჰქონდათ ცხოველი, რომელიც ღამით ბინადრობს და ძრწოლას ჰგვრის ადამიანს.

თალმუდის ზოგიერთ ტრაქტატში (შაბათი, ერუბინი, ნიდა, ბაბა ბათრა) ლილიტი მოიხსენიება როგორც საშინელი ქალი-დემონი, მაგრამ მის შესახებ არაფერია ნათქვამი როგორც პირველქმნილ დედაკაცზე, რომელიც ადამის ცოლი იყო. ეს მითი გაჩნდა შუასაუკუნეებში იუდეველებში ანტიქრისტეანული ოკულტიზმის საფუძველზე. ამ მითის ყველაზე ადრინდელი წერილობითი ფიქსაცია მოცემული ებრაულ თხზულებაში "ბენ-სირის ალფავიტი" (VIII-X სს. ქრ. შ.-დან). სამწუხაროდ, იძულებულნი ვართ მოვახდინოთ სისაძაგლის ციტირება, მაგრამ ეს არის ყველაზე კარგი მეთოდი ვაჩვენოთ "პირველწყაროს" სულიერი და ინტელექტუალური დონე, რომელიც შეიცავს ამ ზღაპარს, და რომლის წმიდა წერილის დამატებად გამოყენებასაც ცდილობენ: "მან მტვრისგან ასევე ჰქმნა დედაკაცი და უწოდა მას ლილიტი. ისინი (ადამი და ლილიტი - რედ.) იმწამსვე წაიჩხუბნენ. ლილიტმა თქვა: "მე ქვემოთ არასოდეს გაგიწვები! ადამმა უთხრა: მე არასოდეს დავწვები შენს ქვემოთ, არამედ მხოლოდ შენს ზემოდან. შენ უნდა იწვე ჩემს ქვემოთ, მე კი შენს ზემოთ". ლილიტმა უპასუხა: "ჩვენ ორივენი თანასწორნი ვართ, რადგან, ორივენი მტვრისგან შეგვქმნეს". და არც ერთი არ უსმენდა მეორეს. როდესაც ლილიტი მიხვდა, რა მოხდებოდა, წარმოთქვა ღმრთის გამოუთქმელი სახელი და გაფრინდა" (23ა). "ბენ-სირის ალფავიტი" არავითარი კანონიკური ავტორიტეტით არ სარგებლობს. ის განეკუთვნება არა წმიდა, არამედ სფარიმ ხიცონიმის ("გარეშე წიგნები") კატეგორიას, ასეთ თხზულებებს კი არ გააჩნიათ რელიგიური ღირებულება.

ეს მითი განსაკუთრებით შეუთავსებელია წმიდა წერილთან. ამ არაკის უმთავრესი აზრი (ადამიანის გადაქცემა ბოროტ სულად) ბიბლიური ღვთისმეტყველების თვალსაზრისით სრულიად უწიგნური და აბსურდული იდეაა. ბოროტი სულები არიან დაცემული ანგელოზები. ადამიანი შეუძლებელია იქცეს დემონად. წმიდა წერილი სხვაგვარი გააზრების არანაირ შესაძლებლობას არ იძლევა: "პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა" (1 ტიმ. 2:13). აზრი იმის შესახებ, რომ დაბადების წიგნში მოცემული ორი სხვადასხვა ამბავი პირველწინაპართა შექმნის შესახებ, სრულიად ზედაპირული და თვითნებურია. პირველ თავში ზოგადად არის ნათქვამი სამყაროს შექმნაზე. ადამიანის შექმნაზე ლაპარაკია ლაკონურად "შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი" (დაბ. 1:27). შესაქმის აღმწერელის მიზანია აჩვენოს ადამიანის განსაკუთრებულობა (რომელიც შეიქმნა ღმრთის ხატად) და მისი ადგილი სამყაროში.

მეორე თავში, უკვე შეუდგება რა ცოდვით დაცემისა და ჩვენი ცხოვნების საღმრთო განგებულების აღწერას, წინასწარმეტყველი მოსე იმეორებს თხრობას ადამიანის შექმნის შესახებ და ბიბლიური ანთროპოლოგიის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვან დეტალებს უმატებს: "გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად" (დაბ. 2:7).

დედაკაცის შექმნას ადამის ნეკნიდან პრინციპული მნიშვნელობა გააჩნია ქმრისა და ცოლის ბუნებათა ერთობისა და კაცთა მთელი მოდგმის ფიზიკური ერთიანობის სამტკიცებულად. ამიტომაც არის ნათქვამი: "ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი" (საქმე 17:26).

პრიმიტიული არაკი ლილიტის შესახებ მრავალი ადამიანის გონებას აშფოთებს, მათ შორის ბევრია ისეთი, ვისაც თავი ინტელექტუალი ჰგონია. ამ არაკის გაზიარების საფუძველს წარმოადგენს მასობრივი ურწმუნოება. რადგან "რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას, ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან" (2 ტიმ. 4:3-5).

evpatori.ge

вторник, 26 сентября 2017 г.

« ის, რომ ქრისტიანთა რწმენა უსიცოცხლოა, ქრისტეს კი არა, თავად მათი ბრალია, ვინც თავს ქრისტეს მიმდევრად მიიჩნევს, მაგრამ მას, როგორც მოძღვარს, თავი არ მიანდო »


ჩვენი პატრიარქი ხშირად ახსენებს ამ წმინდა ადამიანს - ინდოელ ქრისტიანს, სუნდარ სინგხს და მის ცხოვრებას. ვისაც თუნდ ერთხელ უხილავს, არასოდეს დაავიწყდება მადლით, სიმშვიდითა და სიწმინდით ცხებული მისი სახება, რომელშიც უცხადესად ჩანდა ადამიანი არაამსოფლისა - უფლის მოყვარე და მოციქულთა სწორი...

"როდესაც გავქრისტიანდი და წმინდა კაცთა ცხოვრებანი ვნახე, მეგონა, ევროპაში ვპოვებდი ქრისტიანებს ცოცხალი რწმენით, მაგრამ იქ ჩასვლამ იმედი გამიცრუა, რადგან სულ სხვა რამ დამხვდა. უეჭველია, მათ შორისაც არიან ღვთის ჭეშმარიტი მსახურნი, თუმცა ერთეულნი. ყოველი მათგანი ქრისტიანი როდია, ვინც თავს ასეთად მიიჩნევს.

უნებლიეთ ქრისტიანული და წარმართული ქვეყნების მოსახლეობის შედარება ვიწყე. წარმართები ხელით ქმნულ კერპთ მსახურებენ, თუმცა ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ ქვეყნებში მე კერპთაყვანისმცემლობის უარეს ფორმებს წავაწყდი - ადამიანები აქ საკუთარ თავს ეთაყვანებიან, საერთოდ აღარ ლოცულობენ, ტაძარში სიარულის ნაცვლად გასართობად დადიან, ლოთობენ და უამრავ ცოდვას ეძლევიან. და მაშინ მივხვდი, რომ ევროპულ სახელმწიფოებს არ შეიძლება ქრისტიანული ქვეყნები უწოდო, რადგან იქ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ერთეულთ თუ ნახავთ.

უწინ ვფიქრობდი: რა უბედური ვარ, რომ წარმართულ ქვეყანაში დავიბადე და რა ბედნიერნი არიან ისინი, ვინც ქრისტეს სჯულს ყრმობიდანვე ეზიარა-მეთქი. მაგრამ უცხო ქვეყნების ხილვის შემდგომ აზრი შემეცვალა. ახლა უფალს ვმადლობ და ვადიდებ წარმართულ ქვეყანაში დაბადებისთვის, რადგან ასე მუდამ რელიგიური დაუკმაყოფილებლობის განცდა მქონდა და ჭეშმარიტების ძიებამ ქრისტე მაპოვნინა. ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ ქვეყნებში კი ადამიანებს ეს დაბადებიდანვე აქვთ და ამიტომ უფალს არც ეძიებენ.

ის, რომ "ქრისტიანთა" რწმენა უსიცოცხლოა, ქრისტეს კი არა, თავად მათი ბრალია, ვინც თავს ქრისტეს მიმდევრად მიიჩნევს, მაგრამ მას, როგორც მოძღვარს, თავი არ მიანდო.



33 წელი იცხოვრა უფალმა პალესტინაში, მაგრამ განა პალესტინა გაქრისტიანდა?! მხოლოდ ერთეულნი გაჰყვნენ მის მაცხოვნებელ მოწოდებას და მოწამებრივი ღვაწლი იტვირთეს. სწორედ ასე გრძელდება დღემდე.

ერთხელ ჰიმალაებში მდინარის პირას ვიჯექი. წყლიდან ლამაზი მრგვალი კენჭი ამოვიღე და გავტეხე... შიგნით სრულიად მშრალი იყო. ის დიდხანს იდო წყალში, მაგრამ ტენმა შიგ მაინც ვერ შეაღწია.

სწორედ ასეა სარწმუნოების თვალსაზრისით ევროპა - აქ ქრისტიანობას ასწლეულების წინ ეზიარნენ, უფალი მათზე მადლს და წყალობას იღებს, მაგრამ, სინამდვილეში, ქრისტიანობა მათ გულს არ ეხება და ცოცხალი რწმენისგან ძალზე შორს არიან. მატერიალიზმმა და ინტელექტუალიზმმა მათ გული გამოუფიტა, ამიტომ აღარ მიკვირს, რომ აქაურებს ქრისტესი არ ესმით. მათ უმრავლესობას თეთრი პირისახე აქვს, გული კი - შავი და წყვდიადით მოცული...

წარმართულ ქვეყნებში ადამიანები ტაძრებში გულმოდგინედ დადიან, უფლის შიშიც აქვთ, ევროპაში კი ოდენ სიამესა და გართობას ეძებენ. წარმართულ ქვეყნებში ადამიანები მშვიდობას და სიწმინდეს ეტრფიან, ამ დროს კი ევროპელნი მარტოოდენ ყოფით სიკეთეებს ეთაყვანებიან. იმის გამო, რომ ეგრეთ წოდებული ქრისტიანული ქვეყნები ქრისტეს დაშორდნენ და გულში უარყვეს მაცხოვარი, ქრისტემ თავი წარმართულ ქვეყნებს გამოუცხადა, სადაც მას იღებენ და ადიდებენ. სწორედ ასე აღესრულება სიტყვა ღვთისა: "ესრეთ იყვნენ წინანი უკანა და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ..." (მათე 20,16).

გახსოვდეთ, რომ "ქრისტიანული ქვეყნების" მკვიდრთ საყოველთაო აღდგომისას მეტი მოეკითხებათ და უფრო მკაცრადაც განისჯებიან, რადგანაც მეტი მიეცათ, ისმინეს წმინდა სახარება, თუმც კი გულში უფალი უარყვეს...

ერთხელ ერთი ევროპელი ქალბატონი დამეკითხა: მუდამ ლოცვისკენ მოგვიწოდებთ, მაგრამ რაღად გვჭირდება ლოცვა, თუკი უკვე ქრისტიანნი ვართო. ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მომაგონდა: ერთხელ, ხომალდით მგზავრობისას, გემბანზე ვიდექი და წყალს გავყურებდი. ვხედავდი, როგორ ხტოდნენ დროდადრო წყლის სიღრმიდან თევზები სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად, თუმც კი სუნთქვა წყალშიც ძალედვათ. ადამიანს, რომელიც ამაოებაში ჰგიებს, სულისთვის თუნდაც დროდადრო სუფთა ჰაერი - ლოცვა სჭირდება... ლოცვა ხომ გულის სუნთქვაა, რომელიც უფალთან გვაახლოებს და სიხარულს გვანიჭებს. შეუძლებელია ამ სიხარულის სიტყვით აღმოთქმა... მაგალითად, ძალზე გამიჭირდა სამხრეთელი ინდოელისთვის იმის ახსნა, რომ ჩრდილოეთში, ტიბეტში წყალი იმგვარად იყინება, რომ მასზე სიარული შესაძლებელია. კი მისმენდა, მაგრამ ვერ იჯერებდა... მსგავსად ამისა, წარმოუდგენელია, აუხსნა ქრისტეს ნათელი ადამიანებს, რომელთაც გულში ქრისტეს მშვიდობა და სიხარული არ განუცდიათ.

როგორ შეიძლება ლოცვის უარყოფა, რომელიც ზეცას სწვდება? ოკეანეში რომ მივცურავდით, ძლიერი სიცხისგან წყალი აორთქლდა, ნისლი წარმოქმნა და წვიმად წამოვიდა. მის წვეთებს ხელი შევუშვირე და გემო გავუსინჯე. მტკნარი იყო - მზის მცხუნვარებამ მარილი არ მიიღო და სუფთა წყალი მიითავისა... ამან ჩემთვის ცხადი გახადა, რომ უფალი ჩვენს ლოცვებს იღებს და მათ ამაოების მიწიერი მტვრისაგან განწმენდს, რომელიც ჩვენი დაცემული ბუნების გამო უნებლიეთ ეკვრის.

შესაძლოა, ზოგი ფიქრობს, რომ უბრალოდ ცუდი განწყობა შევიქმენი ევროპელებზე და უსამართლოდ ვდებ ბრალს, რაც სწორი არ არის - მე მხოლოდ სინდისს ვემორჩილები...

"მოახლოებულ არს ჟამი", ოდეს უფალი მოვიდეს და "...ვაი თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაი თქუენი. ვაი თქუენდა, გამაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაი თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით. ვაი თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუ-წინასწარმეტყველთა მამანი მათნი" (ლუკა 6,25-26).

დღეს საშუალება გვეძლევა, არა მარტო სახარება ვიქადაგოთ, საკუთარი ცხოვრებითაც დავამოწმოთ, რომ ქრისტეს მიერ ვართ გამოხსნილნი. ისეც ბევრი რამ უწყით ქრისტეს შესახებ, ამიტომ სახარების ქადაგებას აღარ საჭიროებთ, არამედ ცოცხალ მოწმობას უფლის შესახებ იმათგან, ვინც უკვე ეზიარა ჭეშმარიტებას და მან გაათავისუფლა ისინი.

ქრისტეს შესახებ ოდენ ცოდნა საკმარისი როდია - იგი საკუთარ გულში უნდა პოვო და შეიმეცნო, მთელი არსებით განიცადო მისი სიყვარული და გააცნობიერო, რაოდენ უსაზღვრო უნდა იყოს ადამიანთა მიმართ მისი სიყვარული, რომელმაც ჩვენს გამოსახსნელად და საცხოვნებლად ზეცით გარდამოსვლისა და ჯვარცმისკენ უბიძგა".

სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა


წყარო:  karibche.ambebi.ge

« უსჯულოების საიდუმლო - ნეფილიმთა კვალდაკვალ. 2

ატლანტიდა ანუ წარღვნამდელი ცივილიზაცია?!...


წარღვნამდელი ღმრთისმბრძოლი სისტემის პირამიდებისა და სხვა ობიექტების მშენებლები, როგორც ჩანს ნეფილიმები იყვნენ, - რომლებიც ამ პროექტში ჩაითრიეს დაცემულმა ანგელოზებმა სატანის მეთაურობით.

პირამიდები მსოფლიო წარღვნამდე არიან აშენებულნი, სადღეისოდ ჩვენ მხოლოდ ამ დანგრეული სისტემის (რომელიც პირამიდებსაც მოიცავდა) მხოლოდ ნაწილსღა ვხედავთ; კიდევ მრავალი ობიექტი წყალქვეშ, ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე მდებარეობს. ეგვიპტის გარდა, გიგანტური პირამიდული ნაგებობები ნაპოვნია მექსიკაშ, სამხრეთ ამერიკაში, ჩინეთში, ინდოეთში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, ბოსნიაში, ყირიმში, ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე, იაპონიის ზღვაში... წარღვნამდელი ცივილიზაციის ამ ნიმუშებიდან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვებიან არა მარტო პირამიდები, არამედ სხვა იდუმალი ობიექტებიც: უზარმაზარი ქვის სტატუები პასექის კუნძულებზე, სტოუნჰენდჯი (თუმცა სტოუნჰენდჯზე არსებობს ცნობები, რომ ის არის ჩვენი საუკუნის აფიორა. ამასთან დაკავშირებით იხ. სტ.: "სტოუნჰენდჯი - MADE IN 1954 ?" - რედ.), მრავალრიცხოვანი მონუმენტები, ობელისკები, მეგალითები და სხვა ნაგებობანი, ასევე გაუშიფრავი დამწერლობანი, ძველი რუქები, გიგანტური მიწისზედა ფიგურები, ნახატები და ნახაზები (მაგალითად, პერუში, ნასკას უდაბნოში), ასევე სხვა გასაოცარი გამოსახულებები და საგნები.

როდესაც გრანდიოზულ ნაგებობათა ნანგრევებსა და წარღვნამდელი ცივილიზაციის სხვა ნაკვალევს პოულობენ და იწყებენ მათ გამოკვლევას, ყოველთვის აყენებენ ვარაუდებს და ვერსიებს: "აი ამ ადგილას არსებობდა ატლანტიდა!", "ეს ობიექტები უცხოპლანეტელებმა ააშენეს", და ა. შ. არადა, ეს არც ატლანტიდელები არიან და არც უცხოპლანეტელები, ეს წარღვნამდელი ცივილიზაციაა. და თუ მაინცა და მაინც სიტყვა "ატლანტიდას" გამოვიყენებთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ "ატლანტების, იგივე ბუმბერაზების, ანუ გიგანტების ცივილიზაცია" ატლანტიკის ოკეანის ფსკერში ჩაძირულ კუნძულზე კი არ მდებარეობდა ან პლანეტის რომელიმე კონკრეტულ რეგიონში, არამედ მთელს დედამიწაზე იყო განფენილი, ანუ, როგორც იტყვიან, გლობალური ცივილიზაცია გახლდათ.

პრაქტიკულად ყოველ კულტურაში არსებობს ლეგენდა ჩაძირულ ქალაქებსა და კონტინენტებზე, ძველ, განვითრებულ ცივილიზაციებზე, იდუმალებით მოცულ ზეადამიანებზე, "ღმერთების ქალაქებზე", გლობალურ კატასტროფაზე, რომელიც ჩვენმა პლანეტამ რამოდენიმე ათასი წლის წინათ განიცადა (5). სინამდვილეში, ეს ლეგენდები (მითები, გადმოცემები და ზღაპრები) ერთი, წარღვნამდელი ცივილიზაციის შესახებ მოგვითხრობენ. მის შესახებ მეტყველებს "ატლანტოლოგთა" უამრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, თეორია და ვარაუდი; ამასევე მეტყველებს ე. წ. ლემურიის, ჰიპერბორეის, პაციფიდას, მუ-სა და სხვა ლეგენდარული "პარაცივილიზაციების" მაძიებელთა მონაპოვრები. ატლანტიდის ერთ კონკრეტულ ადგილზე ფიქსირება იმიტომაც ვერ დაგვირგვინდა წარმატებით, რომ "ძველ, მაღალგანვითარებული ცივილიზაციას" გააჩნდა არა რეგიონალური, არამედ პლანეტარული მასშტაბი.

"თეოსოფიური საზოგადოების" დამაარსებელი ე. პ. ბლავატსკაია თავის "საიდუმლო დოქტრინაში" წერდა იმის შესახებ, რომ მხოლოდ ოკულტურ სწავლებათა ადეპტებშიღა შემორჩაო ის რელიგია, რომელიც რამოდენიმე ათასი წლის წინ ატლანტებს ჰქონდათ. თეოსოფები ატლანტიდას კაცობრიობის აკვნად მიიჩნევენ, ხოლო თანამედროვე ცივილიზაციას ატლანტების ძველ ცივილიზაციასთან შედარებით, დეგრადირებულად თვლიან. მიიჩნევენ რა საკუთარ თავს დაღუპული ატლანტიდის მემკვიდრეებად, თეოსოფები აღიარებენ, რომ ის გრანდიოზული კატასტროფის შედეგად დაიღუპა, მაგრამ ამავე დროს დუმან, რომ ატლანტიდის დაღუპვა მისმა ღმრთითმბრძოლობამ და სატანურმა ხასიათმა გამოიწვია, ანუ ატლანტიდის დაღუპვა ღმრთის სასჯელი იყო, რომელიც წარღვნამდელ ადამიანებს გარყვნილებისა და ოკულტიზმისთვის, უფრო სწორედ დემონიზმისთვის დაატყდათ თავს. სწორედ ეს დემონიზმი იყო ატლანტთა "უძველესი რელიგია" (საინტერესო აღინიშნოს, რომ თვით ბლავატსკაია თავის წერილებში საკუთარი მისტიფიკაციების შესახებ წერს, რომ გაკვირვებულია "ადამიანების, ამ კაცუნების" მიმდობლობით: "მათი უგუნურება ენით აუწერელ სიამოვნებას მანიჭებს"-ო, წერდა ბლავატსკაია).

წარღვნისშემდგომ ისტორიულ პერიოდში ამ რელიგიის სატანური არსი იმალება, ინიღბება და ამიტომაც იწოდება ოკულტიზმად (ლათინურად occultus ნიშნავს - საიდუმლოს, დაფარულს) იწოდება. აქედან მომდინარეობს სპეციფიკური ოკულტური ტერმინები, როგორიცაა "საიდუმლო ცოდნა", "საიდუმლო დოქტრინა", "დაფარული სიბრძნე", "განდობა" და სხვა. ნათქვამი ეხება აღმოსავლურ ეზოთერულ (ანუ საიდუმლო) დოქტრინებსაც, რომელთა მიმდევრები ბლავატსკაიას "მსოფლიოს უდიდეს განდობილად" მიიჩნევენ, ხოლო მის "საიდუმლო დოქტრინაზე" ამბობენ, რომ ამ წიგნში უხვად მოიპოვება უძველეს ცივილიზაციათა მრავალი საიდუმლო.

თანამედროვე მკვლევართა გარკვეული რაოდენობა გადაჭრით უარყოფს "ოფიციალურ" ვერსიას იმის შესახებ, რომ თითქოსდა ძველი პირამიდები ააშენეს ეგვიპტელებმა, ინდიელებმა, ჩინელებმა და ა. შ. ეს მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პირამიდები რომელიღაც მაღალგანვითარებულმა ცივილიზაციამ შექმნა; და მათ სულაც არ გააჩნიათ დამკრძალავი ფუნქცია, არამედ წარმოადგენენ გარკვეულ ენერგოინფორმაციულ სტრუქტურას, რომელიც საერთო ჯამში მთლიან გლობალურ ქსელს, სისტემას ან კომპლექსს წარმოადგენს.

მთელი რიგი მკვლევარების რწმენით, პირამიდები განკუთვნილი იყო "კოსმოსთან" დასაკავშირებლად. ეგვიპტური სფინქსის თავზე მკვლევარებმა აღმოაჩინეს ე. წ. "მესამე თვალი", რომელიც მიმართულია "კოსმოსისკენ". ხეოფსის პირამიდაში აღმოჩენილია ოთხი ვიწრო გრძელი საკანი (გვირაბები), რომლებიც, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, "ვარსკვლავებისკენ" მიემართებიან.

ეს დასკვნა ეფუძნება პირამიდების შიდა კედლების მოხატულობასა და მოხაზულობას, უძველეს იეროგლიფურ ტექსტებს, რომლებიც 1870 წელს აღმოაჩინეს და სადღეისოდ "პირამიდების ტექსტის" სახელწოდებითაა ცნობილი. ამ ტექსტებს მთლიანობაში გააჩნიათ მაგიური ხასიათი, შეიცავენ შეფუცვებს და აღწერენ სულთა მოგზაურობას. მათ შორისაა, მაგალითად, ასეთი ტექსტიც (დამოწმებულია რ. ბიუველისა და ე. ჯილბერტის წიგნში "პირამიდების საიდუმლო"): "ო ფარაონო, ზეცა მიგიღებს ორიონად, ცისკრის ვარსკვლავის ნათელი წარგიტაცებს ორიონთან ერთად... შენ რეგულარულად აღიტაცები ორიონთან ერთად ცის აღმოსავლეთ კიდეში, რეგულარულად ჩამოდიხარ ორიონთან ერთად ცის დასავლეთ კიდეში... თქვენ თან გახლავან სოტისი...". ბიუველი და ჯილბერტი ამტკიცებენ, რომ გიზას სამი პირამიდა ორიონის სარტყლის სამი ვარსკვლავის მდებარეობას მიანიშნებენ" (2) როგორც ვიცით, "ცისკრის ვარსკვლავს" (მთიებს) წმიდა წერილი უწოდებს ერთ-ერთ უმაღლეს ანგელოზს, ლუციფერს, მანამ ის თავისი ღმრთისგან განვარდებოდა და ამპარტავნებით დაეცემოდა. ზოგიერთის აზრით, გიგანტი-მონადირე ორიონი ბერძნულ მითოლოგიაში (სხვა ცნობილი მითის მიხედვით ორიონი ზევსმა თანავარსკვლავედად გადააქცია) - არის ნიმროდი, წარღვნისშემდგომი პირამიდის - ბაბილონის გოდოლის მშენებელი; ყოველ შემთხვევაში, ორიონი - ეს არის "ბუმბერაზი", რაც ბიბლიურ "ბუმბერაზებს", ატლანტებს და სხვა მათ მსგავს მოდგმას მოგვაგონებს. პირამიდების მიერ წარმოქმნილი არხის მიხედვით სულები თუ ვარსკვლავებისკენ მიდიოდნენ, მაშინ იბადება ვარაუდი: ხომ არ იყო ეს არხი ასტრალური (ანუ "ასტრალში" გასასვლელი არხი?) სიტყვა "ასტრალური" ხომ ბერძნულიდან - ვარსკვლავურს ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ოკულტურ სწავლებებში გამოიყოფა ყოფიერების სამი ძირითადი ეტაპი: ფიზიკური, ასტრალური და მენტალურ-სულიერი. აგნი-იოგაში, მაგალითად, ეს არის: "მკვრივი სამყარო", "სიფრიფანა სამყარო" და "ცეცხლოვანი სამყარო". სხვათა შორის, აგნი-იოგას სწავლებით, სამყაროს სულიერი საფუძველი, რომლის წყალობითაც მიმდინარეობს სრულყოფა, წარმოადგენს ერთგვარ იერარქიას "ნათლისა, ძმობისა, უზენაესი სულებისა, რომლებიც გაერთიანებულნი არიან საერთო კეთილდღეობისთვის". როგორც ჩანს, ამ მაცთური და მომატყუებელი სახელწოდებების უკან სხვა არავინ იმალება, თუ არა დაცემული ანგელოზები, რომლებმაც ადამიანებს ასწავლეს ყოველგვარი უკეთურება და სულისწარმწყმედელი "სრულყოფილება", გზა "პროგრესისკენ" თავიანთი ბოროტი მიზნის აღსასრულებლად...
________

შენიშვნა 2: ისინი (ორიონის სარტყლის ვარსკვლავები, განლაგებულნი არიან სამხრეთ-დასავლეთის დახრილობით ირმის ნახტომთან (ცის იკანკლედის, რუს. Млечный Путь) მიმართებაში, მაშინ როდესაც პირამიდებიც ნილოსის ღერძთან მიმართებაში დახრილნი არიან სამხერთ-დასავლეთი მიმართულებით. ყურადღებით თუ დავაკვირდებით, უღრუბლო ღამეს შეიძლება დავინახოთ, რომ სამიდან უმცირესი ვარსკვლავი, რომელიც პირამიდებს დაჰყურებს და რომელსაც არაბები მინტაკას ეძახიან, სწორი ხაზიდან, რომელზეც კიდევ ორი ვარსკვლავი მდებარეობს, ცოტათი დახრილია აღმოსავლეთისკენ. ეს სურათი ასახულია დედამიწაზე, სადაც მენკაურის პირამიდა პირდაპირი ხაზიდან გადახრილია აღმოსავლეთით, რომელსაც ხარფას (შუა ვარსკვლავის, ან-ნილამის ანალოგი) და დიდი პირამიდა (ვარსკვლავ ალ-ნიტაკის ანალოგი) ქმნიან. სრულიად ცხადია, რომ სამი მონუმენტი განლაგებულია ერთიანი გეგმით, რომელიც უმაღლესი სიზუსტით ასახავს ამ ციური მნათობების განლაგებას... ამგვარად, გიზაში, დედამიწაზე ორიონის სარტყელია გამოსახული" (ბიუველი).
________

 "ბუმბერაზები იწოდებიან დაცემულ სულებად..."


ენოქის წიგნის თანახმად, თვით უფალმა მას უთხრა: "ისმინე! ნუ შეშინდები, ენოქ, შენ ხარ კაცი მართალი და აღმწერელი სიმართლისა, ამიტომაც, ისმინე ჩემი სიტყვა! წადი და ცის დარაჯთ ამცნე, რომელმაც გამოგაგზავნეს ჩემთან სათხოვრად: თქვენ უნდა შუამდგომლობდეთ კაცთ და არა კაცნი თქვენ. რატომ დატოვეთ ზეციერი, წმიდა, მარადიული ზეცა და დაწექით დედაკაცებთან, შეიბილწეთ კაცთა ასულებთან, იქორწინეთ მათზე, ვითარც მიწის მკვიდრნი და ბუმბერაზები გააჩინეთ? იყავით სულიერნი და წმიდანი, ტკბებოდით მარადიული ცხოვრებით თქვენ კი ქალებთან შეიბილწეთ, ხორციელი სისხლით დაჰბადეთ შვილები, ისურვეთ კაცთა სისხლი და წარმოქმენით ხორცი და სისხლი, როგორც ისინი წარმოქმნიან, არიან მოკვდავნი და ხრწნადნი. სწორედ ამიტომ მივეცი მათ ცოლები, რათა გაენაყოფიერებინათ ისინი და მათი მეშვეობით ემრავლებინათ შთამომავლობა, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება დედამიწაზე. თქვენკი უპირველეს ყოვლისა იყავით სულიერნი და მოწოდებულნი მარადიული ნეტარებისთვის, უკვდავი ცხოვრებისთვის სამყაროს ყველა მოდგმაში. ამიტომაც არ შეგიქმენით ცოლები, რადგან სულიერთა სამკვიდრო ცაშია.

ამიერიდან ბუმბერაზები, რომლებიც სისხლისა და ხორცისგან იშვნენ, დედამიწაზე ბოროტ სულებად იწოდებიან და მიწაზევე იქნება მათი სამკვიდრებელი. ბოროტი არსებები გამოდიან მათი სხეულებიდან; რადგან უზენაესისგან იყვნენ შექმნილნი და მათი დასაბამი წმიდა იყო, დარაჯები (ანგელოზები) მიწაზე ბოროტი სულებად იქცევიან და ეს იქნება მათი სახელი. ზეციურ სულთა სამკვიდრებელი ზეცაშია, ხოლო იმ სულთა სამკვიდრებელი, ვინც დედამიწაზე დაიბადა, მიწაზე იქნება; და იმ ბუმბერაზთა სულები, რომლებიც ღრუბლებში აიჭრებიან, დაიღუპებიან, და გადმოგდებულ იქნებიან ციდან (იქნებ სიტყვა "ნეფილიმ" სწორედ "გადმოგდებულს" ნიშნავს?); ისინი იძალადებენ ადამიანებსა და დედამიწაზე და ათასგვარ უბედურებას მოაწევენ მათ; ბოროტ სულებს არ დასჭირდებათ საკვები, არ მოსწყურდებთ, და კაცთათვის უხილავნი იქნებიან.

იმ დღეს, როდესაც დაისჯებიან და წარწყმდებიან ბუმბერაზები, მხოლოდ მათი სულები გამოვლენ სხეულებიდან, მათი ხორცი კი სამსჯავროს გარეშე მიეცემა ხრწნილებას; ასე იქნება მანამ, სანამ დიადი სამსჯავრო არ დადგება და ღმრთის სამართალი არ მოიწევს დარაჯებსა და ადამიანებზე.

წადი და უთხარი დარაჯთ, რომლებიც ადრე ცაში ცხოვრობდნენ და რომლებმაც ჩემთან გამოგაგზავნეს შუამდგომელად, უთხარი მათ: "ცაში ცხოვრობდით და თუმც დაფარულ საგანთაგან მრავალი რამ ჯერაც არ გაგცხადებოდათ, უმცირესიღა შეიმეცნეთ და ისიც თქვენს გულქვა ცოლებს აუწყეთ; ამ საიდუმლოს მეშვეობით კი ცოლებმა უამრავი ბოროტება მიაყენეს თავიანთ ქმრებს". უთხარი მათ: "არ არსებობს თქვენთვის მშვიდობა".

ამგვარად, ენოქის წიგნს თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ ახლა დედამიწაზე (ისევე როგორც კაცობრიობის წარღვნისშემდგომ ისტორიაში) ბინადრობენ და ბოროტმოქმედებენ უხილავი ბოროტი სულები (დემონები), - გამოდის, რომ სწორედ ისინი ყოფილან წარღვნამდელ ბუმბერაზთა სულები. იქნებ სწორედ მათ უწოდებს მოციქული პავლე "ცისქვეშეთის ბორტ სულებს" (ეფეს. 6:12)? წარმართთა ღმერთებიც ხომ (მაგალითად ტიტანები ბერძნული მითოლოგიიდან), ბუმბერაზი კაცები იყვნენ, რომელთაც წარმართები აღმერთებდნენ (კერპთაყვანისმცემლობა), სინამდვილეში კი დაცემული ანგელოზები, დემონები არიან.

ყოველივე აქედან გამოდის ვარაუდი, რომელსაც სამყაროს აღსასრულის წინ აქტუალურად განიცდის კაცობრიობა: იქნებ სწორედ ამ დაცემულ სულებს უნდათ დღეს ჩვენს სამყაროში შემოსვლა, რომლებიც ხან უცხოპლანეტელთა, ხან კიდევ უმაღლესი რასის სახელით მოდიან ვითომცდა პარალელური სამყაროებიდან?

საერთოდ, ენოქის წიგნის ვერსიას თუ მივიღებთ, უფრო გასაგები ხდება ძველი მითებისა და ლეგენდების საერთო საფუძველი, რომლებიც ზეციდან ღმერთების გადმოვარდნაზე, ღმერთებს შორის ბრძოლასა (მაგ. ტიტანების ბრძოლა ოლიმპიელ ღმერთთა წინააღმდეგ ბერძნ. მითოლოგიაში), ღმრთის შვილებზე (გიგანტებსა და ციკლოპებზე (3), ცის შვილებზე, ღმრთის წინააღმდეგ მებრძოლ სულებსა და ადამიან გიგანტებზე მოგვითხროებენ, რომლებსაც ძველად გასაოცარი ნაგებობების აშენებე შეეძლოთ (პირამიდები და სხვა) (4).

ასევე უფრო გასაგები ხდება "არამიწიერ ცივილიზაციებთან", "პარალელურ სამყაროებთან" კონტაქტის მრავალრიცხოვანი თანამედროვე ვერსიისა და შეტყობინების საერთო საფუძველი. მხედველობაში თუ მივიღებთ ენოქის წიგნის ცნობას იმის შესახებ, რომ ბუმბერაზები დედამიწაზე ბოროტ სულებად იქნებიან წოდებულნი, მაშინ შესაძლოა ახლებურად, ანუ უფრო გასაგებად წავიკითხოთ ქვემოთ მოტანილი ცნობის მსგავსი შეტყობინებები:

___________

შენიშვნა 3: "ზოგიერთი მეცნიერი იზიარებს იმ შეხედულებას, რომ ციკლოპი, რომელსაც ჰომეროსი ახსენებს ოდისევსის თავგადასავალში, შესაძლოა რეალურად არსებულიყო. უცხოეთის პრესაში გაჩნდა ცნობა, რომ წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე 1989 წელს აღმოაჩინეს გიგანტური თავის ქალა თვალის ერთი ბუდით" (Энциклопедия чудес, загадок и тайн» / Под ред. М. Голубева))

შენიშვნა 4: "ადამიანთა და ანგელოზთა, ანუ ტიტანთა დაცემაზე, ასევე გიგანტების ბრძოლაზე ღმერთების წინააღმდეგ გვხვდება ყველა მითოლოგიაში... პლუტარქე... ეგვიპტის ღმერთებში ხედავს დემონთა და არა ადამიანთა გაღმერთებას" (ლუი მენარი. "ჰერმეტიკული წიგნების წარმომავლობა").

___________

"NASA-ს მრჩეველი: უცხოპლანეტელები - ბოროტი სულები ანუ დემონები არიან": კოსმიური ტექნოლოგიის სფეროში მომუშავე მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ უცხოპლანეტელები არასოდეს მოფრენილან დედამიწაზე, - იუწყება ასოციაცია "ემმანუელის" პრეს-ცენტრზე დაყრნდნობით ქრისტეანული მეგაპორტალი invictory.org.

"ბიბლიაში ნათლად წერია, რომ არსებობენ ბოროტი სულები, ანუ დემონები, რომლებიც ეცხადებიან ადამიანებს, და ამ უკანასკნელთაც სწორედ მათთან ჰქონდათ საქმე და არა უცხოპლანეტელებთან", - განაცხადა NASA-ს ტექნიკურმა და მეცნიერ-მრჩეველმა ელსვორტ გერელზმა (Ellsworth E. Gerrels) თავისი ლექციის დროს, რომელიც მოეწყო ასოციაციაში "ემმანუელი".

წინამდებარე სტატიის დასაწყისში დასმული იყო კითხვა: "არიან თუ არა ნეფილიმები - უცხოპლანეტელები?" ახლა, თუ ყოველივე ზემოთთქმულს დავეყრდნობით, იქნებ შესაძლოა ამ კითხვას მიეცეს შემდეგი სახე: ნეფილიმები სულაც არ არიან უცხოპლანეტელები, არამედ, ე. წ. "უცხოპლანტელები" სინამდვილეში არიან ნეფილიმები (ანუ ბოროტი სულები)?

ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნათელია: "უცხოპლანეტელები" - ესენი არიან დაცემული ანგელოზები, ბოროტი სულები, დემონები...


ეშმაკის ყველაზე უდიდესი ხრიკი



ბოლო ათწლეულებში უცხოპლანეტელ-თადმი რწმენა თითქმის რელიგიური აღტყინებით აღენთო. იმოწმებენ მრავალ ფაქტსა და შემთხვევას, როდესაც ადამიანები ამტკიცებენ, რომ თითქოსდა ისინი უცხოპლანეტელებმა მოიტაცეს. აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმებს - მაგალითად, უცხოპლანეტელის გვამის გაკვეთის კადრებს, რომელიც ვითომცდა "მფრინავი თეფშის" კატასტროფის დროს დაიღუპა. ბუნდოვანმა კადრებმა საყოველთაო ყურადღება მიიპყრო, კადრები უფოლოგთა საერთაშორისო კონგრესზეც განიხილებოდა. ამას მოჰყვა შესაბამისი (ცხადია, ძირითადად ჰოლივუდური) მხატვრული ფილმები - უცხოპლანეტელთა შემოსევის შესახებ და ა. შ.

ამასწინათ გავრცელდა ცნობები, რომ "თეთრი სახლის საიტზე გაჩნდა პეტიცია, რომელიც შუამდგომლობდა აშშ-ს პრეზიდენტის წინაშე, რათა ოფიციალურად გამოცხადებულ ყოფილიყო ჩვენს პლანეტაზე არამიწიერ ცივილიზაციათა წარმომადგენლების არსებობა და გაეხსნათ ინფორმაცია ამის შესახებ". გამოკითხვის მიხედვით, ამო-სი დღეს მრავალს სჯერა. არამიწიერ ცივილიზაციებთან დაკავშირებული "საიდუმლო ინფორმაციის" გააშკარავების დღეს მიმდინარე პროცესი და ამ "ფაქტის" არიარება წამყვანი პოლიტიკოსებისა და ავტორიტეტული მეცნიერების მიერ კიდევ უფრო ამრავლებს მორწმუნეებს არამიწიერი ცივილიზაციებისადმი, - რასაც ესწრაფვიან კიდევაც სატანის მომხრეები.

დღეს, მსოფლიო მასმედიაში ყოველთვიურად მატულობს შეტყობინებები და პუბლიკაციები, რომლებიც ასახავენ უცხოპლანეტელთა ვიზიებს ჩვენს პლანეტაზე. ეს თემა უკვე დიდი ხანია გამოვიდა ბლოგებიდან და წამყვანი ქვეყნების ტელეარხებზე გადაინაცვლა (იუთუბი ხომ პირდაპირ გადატენილია ვიდეოებით ამო-ს შესახებ). უეჭველია, რომ დედამიწის მოსახლეობას "უცხოპლანეტელთა ცივილიზაციებთან", ანუ დემონებთან შესახვედრად ამზადებენ. შესაძლოა მალე კაცობრიობაზე უცხოპლანეტელთა თავდასხმის ისტერია დაიწყოს.

მართლაც, დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს უცხოპლანეტელთა შემოსევის პროექტის ინსცენირება. კაცობრიობას დაჟინებით შთააგონებენ, რომ მის წინააღმდეგ ძალიან მალე შესაძლოა დაიწყოს უცხოპლანეტელთა აგრესია. მაგალითად: "კვლევითი ცენტრის SETI-ის მეცნიერებმა, რომლებიც არამიწიერი ცივილიზაციების ძებნით არიან დასაქმებულები, (თითქოსდა) აღმოაჩინეს, რომ დედამიწას უახლოვდება სამი გიგანტური უცხოპლანეტური ხომალდი... ამერიკულმა პრესამ უკვე დაიწყო დედამიწელთა მორალური მზადება უცხოთა შემოსევისთვი... ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Guardian-მა გამოაქვეყნა სენსაციური სტატია სათაურით "უცხოპლანეტელებმა შესაძლოა კაცობრიობა გაანადგურონ" (http://news.mail.ru). მაშასადამე, მალე "სხვა სამყაროებიდან" "უცხოპლანეტელთა" არმადა (სინამდვილეში კი დაცემული ანგელოზები და ბოროტი სულები) და "კაცობრიობის მხსნელიც" გამოჩნდებიან...

მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ საშიშროების ან რაიმე ხსნის მოლოდინი კოსმოსიდან ანტიქრისტეს და მის ერთგულ მსახურთა ხრიკია. ეს დაცემული ანგელოზის ყველაზე უდიდესი ეშმაკობა იქნება: კაცობრიობა ხსნას მოითხოვს უცხოპლანეტელთაგან, და არ ეცოდინება, რომ ეს "უცხოპლანეტელები" ისევ და ისევ დაცემული ანგელოზები, ანუ დემონები არიან.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამის შესახებ გვაფრთხილებდნენ ძველი წმიდა მამებიც, მაგალითად, ღირ. ეფრემ ასურელი, რომელიც თავის ჰომილიაში "ანტიქრისტეს, სამყაროს აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის შესახებ" ბრძანებს: "დიდი იქნება განსაცდელი იმ ჟამს, საყვარელნო, განსაკუთრებით კი მართალთათვის, როდესაც გველი უდიდესი ძალმოსილებით აღასრულებს ნიშთა და სასწაულთ ცაში; როდესაც საშინელ მოჩვენებებში გამოაჩენს თავს საჰაერო სივრცეში და ღმერთს მიამსგავსებს თავს; უმეტესი დამაჯერებლობისთვის ჰაერშიაც კი გაივლის და დემონები, ანგელოზთა მსგავსად, ჰაერშივე ამაღლდებიან მტარვალის წინაშე... მაშინ, ძმანო, ნეტარი იქნება ის, ვინც ურყევი ჩვენი უფლის, იესუ ქრისტესადმი ურყევი სიყვარულითა და რწმენით იქნება გარემოცული. მის სულს მიეცემა მხოლოდ ერთი ნიშანი - წმიდა მობრძანება მხოლოდშობილისა ღმრთის ძისა, და ღმრთისა ჩვენისა იესუ ქრისტესი".

სახარებაში, როდესაც ამა სოფლის აღსასრულზე ბრძანებდა, ჩვენი უფალი იესუ ქრისტე გვაფრთხილებდა: "ფხიზლად იყავით, რათა არ შეცდეთ; ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარ; და: მოახლოვდა ჟამი; ნუ შეუდგებით მათ კვალს... აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ - შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით... და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა. შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლით მომავალს დიადი ძალითა და დიდებით" (ლუკა თ. 21).

"რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ" (ეფეს. 6:12). წმიდა მოციქული პავლე იმავე ეპისტოლეში ლაპარაკობს "ჰაერის ძალთა მთავარზე", ანუ ეშმაკზე - იმ სულზე "ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი" (ეფეს. 2:2).

საჰაერო სივრცეს იუდეველები უწოდებდნენ სფეროს, სადაც დაცემულ სულებს მოქმედების უფლება ჰქონდათ მიცემული (სიტყვა "ჰაერი" მათ უხილავობაზე უთითებდა). მოციქული პავლე ისე მსჯელობს, როგორც ეს იმდროინდელ იუდეველთათვი იყო დამახასიათებელი: მესამე ცაში ის გულისხმობდა ზეცას, სადაც იმყოფებიან უფალი და წმიდა ანგელოზები, ხოლო პირველ ცაში - ის ადგილი, რომელსაც ჩვენ საჰაერო სივრცეს ვუწოდებთ. ბიბლიის ერთ-ერთ კომენტარში ნათქვამია, რომ ბოროტი ანგელოზები იმყოფებიან "საჰაერო სივრცეებში" (ეფეს. 1:20 შეად. 3:10; ფლპ. 2:10) ან ჰაერში (ეფეს. 2:2), მიწასა და ღმრთის სასუფეველს შორის, და ნაწილობრივ "სამყაროს ნივთიერ საწყისებთან" (გალატ. 4:3) იყო გაიგივებული.

ძველი გადმოცემების მიხედვით ჰაერის თავადნი მართავდნენ ცის მნათობებს და მათი მეშვეობით მთელს სამყაროს. როგორც ზოგიერთი კომენტატორი მიუთითებს, სიტყვებს "ამ ბნელი საწუთროს მპყრობელნი", რომელიც მოციქულმა პავლემ ბოროტ სულთა არსების აღსანიშნად გამოიყენა, ძველად ასტროლოგიაში განაკუთვნებდნენ პლანეტებს, რომლებიც ასტროლოგთა შეხედულებით ზემოქმედებას ახდენდნენ ადამიანის ბედსა და მომავალზე. წმიდა წერილის ერთ-ერთ ინგლისურ თარგმანში მოცემული ადგილი ასე იკითხება: "cosmic powers of this dark age" ("ამ ბნელი საწუთროს კოსმიური ძალები").

აი, სინამდვილეში, რომელი "კოსმოსიდან" ელიან დღეს გაუთვითცნობიერებელი ადამიანები ხსნას და კაცობრიობის მომავალ "განვითარებას"...

 evpatori.ge


« უსჯულოების საიდუმლო - ნეფილიმთა კვალდაკვალ. 1

« უსჯულოების საიდუმლო - ნეფილიმთა კვალდაკვალ » 1

შინაარსი:

უცხოპლანეტელები თუ ნეფილიმები?


"... და წინასწარმეტყველებდა ენოქი, მეშვიდე ადამითგან..."

"და ასწავლა აზაზელმა ადამიანებს..."

ატლანდიტა თუ წარღვნამდელი ცივილიზაცია?

"ბუმბერაზები იწოდებიან დაცემულ სულებად..."

ეშმაკის ყველაზე უდიდესი ხრიკი.



ბიბლიის ერთ-ერთ ყველაზე ძნელად გასაგებ ადგილად ითვლება დაბადების წიგნში გადმოცემული ამბავი "ღვთისშვილებსა" და "კაცთა ასულებს" შორის არსებულ ინტიმურ კავშირთა შესახებ, რომლის შემდეგაც ბიბლია დედამიწაზე ბუმბერაზების გამოჩენაზე, კაცობრიობის უკიდურეს გარყვნილებასა და მსოფლიო წარღვნით მის განადგურებაზე მსჯელობს, რომლისგანაც მხოლოდ კიდობანში შესული ნოე და მისი ოჯახიღა გადარჩა.

არქიმ. ნიკიფორეს "ბიბლიურ ენციკლოპედიაში" (1891 წ.) ბუმბერაზთა შესახებ ნათქვამია, რომ ისინი "ჩაგრავდნენ და იმონებდნენ თავიანთ ძმებს და ცხოვრების საკუთარი წესით უკეთურებასა და გარყვნილებას ავრცელებდნენ ისე, რომ გაირყვნა თვით შთის მოდგმაც კი. ამიტომაც ღმერთმა წარღვნით დასაჯა ნოეს დროინდელი კაცობრიობა. როგორც წმიდა წერილიდან ჩანს (მეორე სჯლ. 3:11; რიცხვ. 13:34; 1 მეფ. 13:4), გიგანტური ზომის ადამიანები წარღვნის შემდეგაც ცხოვრობდნენ, რასაც არქეოლოგიური გათხრებიც ადასტურებენ, რადგან მრავალგან არის აღმოჩენილი უზარმაზარი ჩონჩხები და ძვლები, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანის ზომას ბევრჯერ აღემატებიან".

ბუმბერაზები, გიგანტები, ციკლოპები, გოლიათები, ტიტანები, ატლანტები... ყველა ესენი თითქმის სინონიმური ტერმინებია. მრავალი ხალხის მითები გვიყვებიან ძველ გოლიათებზე, რომლებიც მეგალითური მშენებლობის გასაოცარ ტექნოლოგიებს ფლობდნენ. ბერძნულ მითოლოგიაში მიიჩნევა, რომ სიტყვა "ატლანდიტა" წარმოსდგება - პრომეთეს ძმის, ერთ-ერთი ტიტანის სახელწოდებიდან. ტიტანები (გვიანდელ მითებში მათ გიგანტებში ურევენ) არიან ბუმბერაზები, რომლებიც მიწის ქალღმერთ გეამ შვა ცის ღმერთ ურანის სისხლის წვეთებისგან; ისინი ღმერთებისა და ადამიანების მეფეს ზევსსა და ოლიმპიური პანთეონის სხვა ღმერთებს აუმხედრდნენ, მაგრამ დამარცხდნენ და ქვესკნელში გადმოცვივდნენ.


 წმიდა წერილის ებრაულ ტექსტში ბუმბერაზებს ნეფილიმები (nephilim) ეწოდებათ. თუმცა, წმიდა წერილში ეს ტერმინი ზოგჯერ გოლიათებს ანუ გიგანტებსაც მიეკუთვნება (რიცხვ. 13:33-34). ამ სიტყვის ძირითადი დანიშნულებაა "გამანადგურებელი, დამამხობელი", ასევე ის, ვინც სხვას რყვნის და დაცემას აიძულებს; სხვა თარგმანით - "დაცემული ადამიანები". ამიტომაც წარღვნამდელი ნეფილიმები არა მარტო გიგანტები, არამედ ღმერთს ამხედრებული და ღმრთის საწინააღმდეგო სატანური პროექტის ის მონაწილენი არიან, რომელიც მიმართულია კაცობრიობის შესაცდენად და სატანის თაყვანისცემისკენ მის წარსამართად, რაც საბოლოო ჯამში სულიერ სიკვდილს და სამუდამო წარწყმედას გამოიწვევს.

სიტყვა "დაცემული" (როგორც სიტყვა nephilim-ის შესაძლო თარგმანი) უპირველეს ყოვლისა დაცემულ ანგელოზებზე, დემონებზე მიგვანიშნებს. შესაძლოა ამის დასტური იყოს ციტატა ვ. ი. შერბაკოვის წიგნიდან "Все об Атлантиде": "პაპუასების რწმენით, უდიდესი უბედურება (მსოფლიო წარღვნა (2) ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც დედამიწაზე ცხოვრობდნენ არა ადამიანები, არამედ ჯადოქრული თვისებების მქონე გონიერი არსებები, რომლებიც არაჩვეულებრივად ძლიერნი და გონიერნი იყვნენ. ეს ქმნილებები ("ღვთისშვილები"? ნეფილიმები? - რედ.) მითებში იწოდებიან "დემებად" - ეს სიტყვა განა ძალზედ ახლოს არ არის "დემონთა" ევროპულ გაგებასთან? (საინტერესოა აღინიშნოს რომ ქართულ ფოლკლორშიც გიგანტურ არსებას "დევი" ან "დემი" (მეგრ.) ეწოდება - რედ.).

მსოფლიო წარღვნის აღწერამდე დაბადების წიგნში (სინოდალური თარგმანი ებრაული ტექსტიდან) წერია: "როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა ("ბენ ელოხიმ" - არამ.), რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. ბუმბერაზები (nephilim) იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად, განსაკუთრებით კი მას მერე (სხვა თარგმანით "მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან"), როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი"(დაბ. 6:1-4).

სეპტუაგინტას (ანუ ბერძნული ტექსტის) მიხედვით, უფლის სიტყვებს ("არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ...") აქვს ასეთი სახე: "არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი" (დაბ. 6:3). მაგრამ, ებრაულ ტექსტში (რომელსაც მთარგმნელები ამ ადგილას ბუნდოვნად მიიჩნევენ) ეს ფრაზა ბუკვალურად ასე იწყება: "არ აღშფოთდეს (არ იბრძოდეს) ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ...". სადღეისოდ, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას რა გვეხსნება წარღვნამდელ კაცობრიობაზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ღმრთის ეს სიტყვები მიუთითებს ერთგვარ ამბოხზე, წარღვნამდელი კაცობრიობის ჯანყზე ღმერთ-შემოქმედის წინააღმდეგ; კაცობრიობისა, რომელიც რომელიღაც სატანურ პროექტსა თუ განზრახვაში მონაწილეობდა. ბიბლიის ამ ადგილის ამგვარი გაგების დამატებით მტკიცებულებად შეიძლება გამოდგეს ის, რომ, ამ სიტყვების შემდეგ ბიბლია მოგვითხრობს ნეფილიმებზე. ხოლო ნეფილიმებზე მსჯელობის შემდეგ ბიბლია გვამცნობს დაცემული კაცობრიობის წარღვნით მოსპობაზე: "დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა. ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა. თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე" (დაბ. 6:5-7).

ხოლო სიტყვებს "იყოს მისი ხანი ასოცი წელი" (დაბ. 6:3) ზოგიერთი კომენტატორი ასეთ განმარტებას აძლევს: სული, რომელიც ღმერთმა შთაჰბერა ადამიანს, ამიერიდან უფრო ადრე დატოვებს მას, ვიდრე უწინ იყო, კერძოდ, დაბადებიდან 120 წლის შემდეგ; და ამ დროიდან ადამიანის ეს წლოვანება მაქსიმალურ ხანგრძლივობად მიიჩნევა. სხვა კომენტატორთა აზრით კი, შეუძლებელია ეს სიტყვები ადამიანური სიცოცხლის ხანგრძლივობის 120 წლამდე ჩამოწევად გავიგოთ (როგორც ფიქრობდა ამას, მაგალითად, იოსებ ფლაბიოსი, "სიძველენი" 1,3,2), რადგან ზუსტად ცნობილია, რომ წარღვნის შემდეგ ადამიანები ჯერაც 120 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ და ზოჯგერ 500 და მეტ ხანსაც აღწევდნენ; მაშასადამე, ამ ვადაში (120 წელი) უნდა ვიგულისხმოთ ღმრთის მიერ კაცობრიობის სინანულისა და გამოსწორებისთვის დაწესებული დრო, რომლის პერიოდშიც ქადაგებდა ნოე მოსალოდნელი წარღვნის შესახებ და ადამიანებს სინანულისკენ მოუწოდებდა (1 პეტ. 3:20) («Толковая Библия» под ред. А. П. Лопухина). ნოე კიდობანს აშენებდა ხმელეთზე, ზღვიდან მოშორებით, რასაც უეჭველია ყველა ადამიანი ხედავდა მაგრამ სინანულით არავინ შეინანა...

რაც შეეხება ნეფილიმთა წარმოშობის იდეას, არსებობს რამოდენიმე ვერსია: ყველაზე გავრცელებული თვალსაზრისის მიხედვით "ღმრთის შვილები", რომლებიც შედიოდნენ "ადამიანთა ასულებთან", დაცემული ანგელოზები იყვნენ, ხოლო "ნეფილიმი" ამგვარი შეუღლების შედეგია. ამგვარი გაგების მომხრეები ერყდნობიან იობის წიგნს, სადაც რამოდენიმე ადგილას ტერმინ "ღვთის შვილებში" აშკარად იგულისხმებიან ანგელოზები (იხ. მაგ.: იობი 2:1): "ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინშე წარსადგომად სატანაც მივიდა მათ შორის უფლის წინშე წარსადგომად" (იობი 2:1). სეპტუაგინტას თარგმანში "ღვთის შვილების" ნაცვლად პირდაპირ ასევე წერია: "ღმრთის ანგელოზნი".

მოცემული თვალსაზრისის მოწინააღმდეგეები სრულიად გამორიცხავენ ანგელოზებისა და კაცთა ასულების თანაცხოვრებას, და უთითებენ იესუ ქრისტეს გამონათქვამს იმის შესახებ, რომ მკვდართა აღდგომის შემდეგ ადამიანები "არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში" (მარკ. 12:25). მაგრამ უფალი აქ მაინც წმიდა ანგელოზთა ზეციურ ცხოვრებაზე მსჯელობს და არა დაცემულ ანგელოზთა მიწიერ "მოღვაწეობაზე".

ზოგიერთი თანამედროვე ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ დაცემულ ანგელოზებს დედამიწაზე შეუძლიათ ისარგებლონ დაცემულ ადამიანთა სხეულებით, რათა შვან ვნებიანი და გარყვნილი შთამომავლობა (როგორც არის ეს ნათქვამი დაბადების წიგნის 6-ე თავში: "დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა" (დაბ. 6:5).

არსებობს ახალმოდური, "უფოლოგიური" ჰიპოთეზაც: როგორც "ნეფილიმები", ასევე "ღვთისშილები", რომლებიც დაბადების 6-ე თავში არიან მოხსენიებულნი, არიან უცხოპლანეტელები, რომლებიც მრავალი საუკუნის წინათ ჩამოვიდნენ დედამიწაზე და კაცობრიობას პირამიდების აშენება და სხვადასხავ მეცნიერებანი ასწავლეს. ეს ჰიპოთეზა ეყრდნობა ე. წ. პალეოკონტაქტის თეორიას, რომლის მიხედვითაც კაცობრიობის უძველესი ცივილიზაციის ძეგლებში დარჩა კოსმიური სტუმრების ჩამოსვლის ნაკვალევი. ამ თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ თითქოსდა უცხოპლანეტელებმა პირამიდებსა და სხვა თავის ქმნილებებში დაშიფრეს ერთგვარი საიდუმლო ინფორმაცია.

საერთოდ ფანტაზიები ამ თემაზე უხვად მოიპოვება. ერთ-ერთი ვერსიით, უცხოპლანეტელები ჯერ მოფრინდნენ დედამიწაზე, ააშენეს პირამიდები და სხვა იდუმალი ობიექტები, შემდეგ კი სასწრაფოდ გაფრინდნენ, ან ისინი თვით დედამიწელებმა გაანადგურეს. მაგრამ არსებობს ასეთი ვარიაციაც: უცხოპლანეტელებმა გაანადგურეს დედამიწელთა ცივილიზაცია, რომლებმაც ააშენეს პირამიდები, და რომ დღევანდელი კაცობრიობა იმ უცხოპლანეტელთა შთამომავლობას წარმოადგენს (საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ ვერსიებს, განსაკუთრებით ამ უკანასკნელს, მისდევენ ილუმინატები. მათი აზრით დედამიწაზე სიცოცხლე უცხოპლანეტელებმა ჩამოიტანეს. საკმაოდ მკაფიოდ არის ეს ნაჩვენები რიდლი სკოტის ფილმში "პრომეთე" - რედ.).

საეკლესიო მოძღვრები და მართლმადიდებელი ავტორები "უფოლოგიურ" განმარტებებთან დაკავშირებით გვაფრთხილებენ, რომ "არამიწიერი ცივილიზაციებისა" და "პარალელური სამყაროების" წარმოგზავნილები, რომლებიც წარმოუდგებოდნენ ადამიანებს სხვა არავინაა თუ არა დაცემული ანგელოზები, დემონები ანუ ეშმაკნი. ეს თემა კარგად არის განმარტებული მღვდელმონაზონ სერაფიმ როუზის წიგნში "მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია".

"კონტაქტები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან, - წერს სერაფიმ როუზი, - სხვა არაფერია, თუ არა ოკულტური ფენომენების თანამედროვე ფორმა, რომელიც მრავალი საუკუნეა რაც არსებობს. ადამიანები განუდგნენ ქრისტეანობას და "მაცხოვარს" უკვე კოსმოსიდან ელიან; სწორედ ამიტომაც იძლევა ეს ფენომენი უცხოპლანეტელთა ხომალდებისა და უცხოპლანეტელების სახეებს. მაგრამ რას წარმოადგენს თვით ფენომენი? ვინ და რა მიზნით მუშაობს ამ სპექტაკლების დადგმაში?


ზოგიერთების შეტყობინება ამო-ს შესახებ ან ფალსიფიკაციაა, ან კიდევ ჰალუცინაციის შედეგი; მაგრამ ყველაფრის უკუგდებაც არ შეიძლება, რადგან არსებობს მრავალი ათასი ნამდვილი შეტყობინება. თანამედროვე მედიუმთა და სპირიტისტულ ფენომენთა უმეტესობაც თაღლითობაა, მაგრამ თვით მედიუმური სპირიტიზმი, გაუყალბებელი სახით, უეჭველად იწვევს რეალურ "პარანორმალურ" მოვლენებს დემონთა ზეგავლენით. ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა ფენომენსაც იგივე წარმომავლობა აქვს, რაც ამ "პარანორმალურ" მოვლენებს და არა ნაკლებად რეალურია ვიდრე თვით სპირიტული სეანსები...

დემონებსაც გააჩნიათ "ფიზიკური სხეულები", ოღონდ მათი "მატერია" იმდენად სიფრიფანაა, რომ უხილავნი არიან კაცთათვის, თუ ამ უკანასკნელთ მათი სულიერი ღვაწლის შედეგად ღმერთი არ გაუხნის სულიერ მხედველობას და ამ დემონების ჭეშმარიტ არსს არ დაანახებს. ასეთი ჭვრეტისა და ხედვის მადლი ჰქონდათ მეუდაბნოვე წმიდა მამებს.

მართლმადიდებლური ლიტერატურა დემონთა გამოცხადების მრავალ მაგალითს გვაძლევს, რომელიც ზუსტად თავსდება ამო-ს სქემაში: "სხეულებრივი" და "შეგრძნებადი" არსებების დანახვა (ეს იქნებიან თვით დემონები თუ ილუზორული წარმოსახვები), რომლებიც მყისიერ ღებულობენ "მატერიალურ" სახეს და ასევე მყისიერ უჩინარდებიან, ყოველთვის იქმან ამას ადამიანთა დასაშინებლად და წარსაწყმედად. IV საუკუნის წმიდა მამის, ანტონი დიდისა და III საუკუნის წმიდა მამის, ყოფილი მოგვისა და ჯადოქრის, კვიპრიანეს ცხოვრებანი აღსავსეა მსგავსი შემთხვევებით...

ნათელია, რომ დღეს გამოჩენილი "მფრინავი თეფშები" სრულიად თავსდებიან დემონური "ტექნიკის" ჩარჩოებში; და მართლაც, ამ მოვლენებს უკეთესი ახსნა არც გააჩნიათ... "ამოუცნობ" ობიექტთა მიზანი ამგვარ კონტაქტებში სრულიად ნათელია: თვითმხილველში აღძრან "იდუმალი მოვლენისადმი" შიში და ძრწოლა და წარუდგინონ მას "არამიწიერ ცივილიზაციათა არსებობის" "უდავო მტკიცებულებები" და ამგვარი სახით უზრუნველჰყონ ის იდეოლოგია, რომლის გადმოცემასაც აპირებენ უსჯულოების ძეთა მეშვეობით...

ცხადია, ადამიანს არ შეუძლია ყოველმხრივ ახსნას ანგელოზთა და დემონთა უხილავი სამყარო; მაგრამ ჩვენ მოგვეცა საკმარისი ქრისტეანული ცოდნა, რათა გავიგოთ როგორ მოქმედებენ ეს არსებები ჩვენს გარშემო და როგორ უნდა ვუპასუხოთ მათ ქმედებებს, განსაკუთრებით კი როგორ უნდა დავაღწიოთ თავი მათ მზაკვრობებს".


"... და წინასწარმეტყველებდა ენოქი, მეშვიდე ადამითგან..."


განმარტება, რომლის მიხედვითაც, დაბადების 6-ე თავში მოხსენიებული "ღმრთის შვილები" ანგელოზები არიან, ფართოდ იყო მიღებული ქრისტეანული ეპოქის პირველ საუკუნეებში. ასეთი გაგება მიღებული იყო როგორც იუდეველი კომენტატორების (ფილონი), ასევე ეკლესიის ისეთი ადრინდელი მამების მიერაც, როგორებიც იყვნენ: წმ. იუსტინე ფილოსოფოსი, ნეტ. ირინეოსი, ათენაგორა, ტერტულიანე, კლიმენტ ალექსანდრიელი, წმ. ამბროსი მედიოლანელი.

მაგრამ IV საუკუნიდან საეკლესიო ლიტერატურაში გავრცელდა ბიბლიის ამ იდუმალებით მოცული ადგილის სხვაგვარი გაგება: "ღმრთის შვილები" - არიან ადამისა და ევას მესამე შვილის, ღვთისმოსავი შეთის, ენოქისა და ნოეს წინაპრის შთამომავლები. ხოლო "ადამიანთა ასულები" - ადამისა და ევას პირველი შვილის, ძმისმკვლელი კაენის ცოდვილი შთამომავლები. ასე განმარტავენ ამ ადგილს წმ. იოანე ოქროპირი, ეფრემ ასურელი, ნეტ. თეოდორიტე, კირილე იერუსალიმელი, ნეტ. იერონიმე და ნეტ. ავგუსტინე.

ადრინდელ ქრისტეანებში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა ენოქის წიგნი, რომელიც ახლა აპოკრიფად ითვლება. ამ წიგნიდან ჩანს, რომ "ღვთის შვილები" იყვნენ "ანგელოზები, რომლებიც ციდან დედამიწაზე ჩამოვიდნენ და ადამიანთა შვილებს ასწავლეს ის, რაც დაფარული იყო მათთვის, და ცოდვათა ჩასადენად წააქეზეს ადამიანთა შვილები" (ენოქი 10:64). ანგელოზები (რომლებიც ენოქის წიგნსი "ცის დარაჯებად" იწოდებიან) დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ მათ მიერ ცთუნებულ ადამიანთა ასულებთან და ასწავლეს მათ ჯადოქრობა (მაგია), ასტროლოგია, შეფუცვები, ათასგვარი "ანგელოზური საიდუმლონი" და "დემონური ძალმოსილებანი" (სხვა თარგმანის მიხედვით - გამოგონებანი), რის შედეგადაც დედამიწაზე "გაჩნდა უდიდესი უკეთურება" (ენოქი 2:15).

ვ. პ. ვიხლიანცევის "ბიბლიურ ლექსიკონში" მითითებულია, რომ მართალი ენოქი, რომელიც "მეშვიდე იყო ადამითგან, ამხელდა მის თანამედროვე მსოფლიოს და მომავალი სამსჯავროს შესახებ აფრთხილებდა. ენოქი ღმერთმა აიყვანა ცაში ისე, რომ მას სიკვდილი არ განუცდია. ძველი მწერლები მას პირველ მეცნიერად მიიჩნევდნენ, რომელმაც გამოიგონა დამწერლობა, ანგარიში, და დასაბამი მისცა ასტრონომიას. ქრისტეს შობამდე II საუკუნედან ქრისტეს შობის, ანუ ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნემდე, ფართოდ იყო ცნობილი წიგნი მისი სახელწოდებით, რომელიც ბიბლიის კანონში არ შევიდა. ეს წიგნი XVIII საუკუნეში იპოვეს აბისინიაში (ამჟამინდელი ეთიოპია). აღმოჩნდა, რომ ენოქის წინასწარმეტყველება, რომელიც გადმოცემულია წმ. მოციქულ იუდას ეპისტოლეში (იუდ. 14-15) სიტყვასიტყვით არის აღებული ამ წიგნიდან, სადაც ენოქისა და ნოეს პირით ლაპარაკია სამყაროზე, რომელსაც ღმერთი მართავს, მესიის (ქრისტეს) პიროვნებასა და ღვაწლზე, ასევე უკანასკნელ სამსჯავროზე. ეკლესიის მამები თითქმის ერთსულოვნად მიიჩნევენ, რომ ენოქი და ილია არიან სწორედ ის ორი ზეთისხილი და სასანთლე, რომლებზეც ლაპარაკია იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში (გამოცხ. 11:3-12).

ენოქის წიგნს იმოწმებდნენ კლიმენტ ალექსანდრიელი, ორიგენე, ტერტულიანე, ასევე ბარნაბას არაკანონიკური ეპისტოლეს ავტორი; ეს უკანასკნელი ენოქის წიგნს წმიდა წერილის ნაწილადაც კი მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, წმიდა წერილის კანონის ჩამოყალიბების დროს, ენოქის წიგნის ავტორიტეტი ჩაქრა, ტექსტი კი დაიკარგა. ის ხელმეორედ მხოლოდ 1773 წელს იპოვეს ეთიოპიურ (ამხარა) ენაზე, ორმაგი თარგმანით არამეულიდან ანუ ძველებრაულიდან ბერძნულ ენაზე, სამაგიეროდ მთლიანად, რაც უდიდესი იშვიათობაა. ამის შემდეგ ახმიმში (ეგვიპტე) გათხრების დროს იპოვეს ბერძნული ტექსტის ორი დიდი ფრაგმენტი, ხოლო ყუმრანში (პალესტინა) - არამეული ფრაგმენტების უამრავი რაოდენობა. მათი შედარება შესაძლებლობას იძლევა ეთიოპიურ ენაზე არსებული ტექსტი აუთენტიურად მივიჩნიოთ. ენოქის წიგნის რუსული თარგმანი გერმანულიდან შეასრულა და კომენტარები დაურთო დეკანოზმა ალექსანდრე სმირნოვმა. წიგნი გამოქვეყნდა 1888 წ. ყაზანში.

ახალ აღთქმაში ენოქის წიგნზე ირიბად უთითებს წმ. მოციქული პეტრე: "რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად" (2 პეტრე. 2:4). ის, რომ აქ მხედველობაშია ანგელოზთა ის დაცემა, რომელიც კაცობრიობის ისტორიის წარღვნამდელ პერიოდში მოხდა, დასტურდება მოციქულის იმ სიტყვებით, რომლის თანახმადაც "თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას" (2 პეტრე. 2:5)

მოციქული იუდაც ამბობს, რომ "ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი. ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს" (იუდ. 5-6). სწორედ ამგვარ გამონათქვამებშია წარმოდგენილი ეს თემა (ანგელოზთა დაცემა და დასჯა) ენოქის წიგნშიც, რომლის ციტირებისას მოციქული იუდა მომდევნო მუხლებში წერს: "მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით, რათა განსაჯოს ყველანი და ამხილოს უღმერთონი მათივე უღვთო საქმეთა და ღვთისმგმობლურ სიტყვათა გამო, მის მიმართ რომ იტყოდნენ უღვთო ცოდვილნი" (იუდ. 14-15).


"და ასწავლა აზაზელმა ადამიანებს..."

ენოქის წიგნის მიხედვით, დაცემულმა ანგელოზებმა, რომლებიც საკუთარი ამპარტავნებით ისე იქცეოდნენ, "თითქოსდა თანასწორნი ყოფილიყვნენ ღმრთისა" (ენოქი 11:33), ადამიანებს არა მარტო მაგია, ჯადოქრობა და ასტროლოგია ასწავლეს (ანუ ყოველივე ის, რაც ამჯერად არსებობს ინდუიზმში, ბუდიზმში, კრიშნაიზმსა და სხვა "აღმოსავლურ რელიგიებსა და სულიერ პრაქტიკებში", არამედ თეოსოფიაშიც, მასონობასა და სხვა ოკულტური სწავლებებში, რომლებიც "დაფარულ სიბრძნედ", "საიდუმლო ცოდნად" თუ "ტიბეტელი ლამების საიდუმლოებებად" და ა. შ. იწოდება), არამედ სხვა მრავალ "პრაქტიკული გამოგონება" და "ხელოვნებანიც". აი ზოგიერთი მათგანი: "მელნით წერა და ქაღალდის გამოყენება", მეტალების მოპოვება და დამუშავება, იარაღის წარმოება, სამხედრო "ხელოვნება", "ფესვების ამოცნობა" (რომელიც, როგორც ჩანს, მიმართულია არა ჯანმრთელობისკენ, არამედ მაგიასთან შეერთებულ ნარკომანიისკენ), აბორტები, კოსმეტიკა, მორთულობა და მრავალი სხვა.

ენოქის წიგნში მოტანილია დარაჯ-ანგელოზთა სახელებიც (1) და მითითებულია, თუ რა ასწავლა ყოველმა მათგანმა ადამიანებს: "და ასწავლა აზაზელმა ადამიანებს მახვილის, დანების, ფარებისა და მახვილების გამოდნობა (აი, საიდან იღებს თავის დასაბამს ყოველგვარი საომარი იარაღის დამზადების ხელოვნება) და ასწავლა მათ ხედვა იმისა, რაც მათ უკანაა (ახლა ამას - "პარანორმალურ უნარებს" უწოდებენ); ასწავლა აგრეთვე სამაჯურებისა და ათასგვარი მორთულობების ("ბიჟუტერიის") კეთება; ასწავლა ფერ-უმარილის გამოყენება და ყოველგვარი კოსმეტიკა, ძვირფასი და ლამაზი ქვებით მორთვა-მოკაზმვა, ფერად-ფერადი ტანისამოსით თავმოწონება და მიწის მეტალების გამოყენება. ამისგან წარმოიშვა უამრავი უკეთურება და მრავალი უჯერო საქმე, და სცოდავდნენ ადამიანები, და მათი გზები ძლიერ გაირყვნა" (შეად. დაბ.: 6: 5 და 11-12: "დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უსჯულოებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი გულისთქმა. წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო უსამართლობით. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე").

________

შენიშვნა 1: "სემიაზა, მათი მეთაური, ურაკიბარამელი, აკიბეელი, ტამიელი, რამუელი, დანელი, ეზეკეელი, სარაკუიალი, აზაზელი, ბატრაალი, ანანი, ცაკებე, სამსავეელი, სართაელი, ტურიელი (სხვა ვერსიით "ტარიელი" - რედ.), იომიაელი, არაზიაელი ორას ანგელოზთა მეთაურნი, და სხვა ყველანი იყვნენ მათთან ერთად". ენოქი. 2:7).

___________

ამეზარაკმა ადამიანებს ყოველგვარი შეფუცვა და ფესვების ამოცნობა გაანდო, არმაროსმა - წყევლათა განხსნა, ბარაკალმა - ვარსკვლავთმრიცხველობა, კოკაბელმა - ნიშების ამოცნობა; თემელმა ვარსკვლავთა დაკვირვება, ხოლო ასტრადელმა - მთვარის მოძრაობის გაანგარიშება" (ენოქი 2:14-16).

დარაჯმა-ანგელოზმა სახელად კაშდეა (კასდეა) "ადამიანებს აჩვენა სულთა და დემონთა ბოროტი დარტყმები (აი, საიდან მოდის "გათვალვა", "წახდენა", "გაფუჭება", სამხედრო მაგია, აღმოსავლური ორთაბრძოლები და სხვა), და შობის დარტყმები დედის საშოში, რათა განთავისუფლებულიყვნენ მისგან (აქ უკვე ლაპარაკია აბორტებზე, "მშობიარობის ხელოვნურ შეწყვეტაზე", არსებითად კი ყრმათა კვლის უმძიმეს ცოდვაზე), და სულთა დარტყმები, გველთა ნაკბენები (შხამები?), და დარტყმები, რომლებიც შუადღეს აღესრულება".

დარაჯმა პენემემ "ადამიანთა შვილებს მწარისა და ტკბილის გარჩევა ასწავლა და აჩვენა მათ სიბრძნეთა საიდუმლოებანი. მანვე ასწავლა ადამიანებს მელნისა და ქაღალდის გამოყენება, და ამ გზით მრავალმა შესცოდა საუკუნითგან და დღემდე სცოდავს. რადგან ადამიანები შეიქმნენ არა იმისთვის, რათა მათ ამგვარი სახით, საწერ-კალმებითა და მელნით დაადასტურონ მათი ერთგულება (ანუ მართალი სიტყვა)" (ენოქი 11:42-44).

დაცემულ ანგელოზთა სწავლებებმა და უნარებმა ადამიანებს მრავალი უბედურება მოუტანა, "რადგან ადამიანი, ანგელოზთა მსგავსად მოწოდებული იყო შეენარჩუნებინა სიმართლე და უბიწოება, და სიკვდილი არ შეეხებოდა მას ეს მცნება რომ არ დაერღვია; ამჯერად კი ადამიანები თავიანთი ცოდნის მეშვეობით იხოცებიან" (ენოქი 11:45). ამიტომაც: "გამოვიდა პირისაგან ღმრთისა განკარგულება მათ მიმართ ვინც მყარზე ცხოვრობს, რომ უნდა დადგეს მათი აღსასრული (მსოფლიო წარღვნა), რადგან მათ იციან ანგელოზთა ყველა საიდუმლო, ეშმაკთა ყოველგვარი მზაკვარება, და მათი დაფარული ძალა, და ძალა მათი, ვინც იქმს ჯადოქრობას, შეფუცვას და წყევლას; ძალა მათი ვინც მთელი დედამიწისთვის იქმს კერპთა გამოსახულებას; და ასევე უწყის როგორ მოიპოვება ოქრო-ვერცხლი მიწის წიაღიდან, და როგორც წარმოიქმნება თხევადი მეტალი დედამიწაზე" (ენოქი 11:7).

აი ასეთი გამოვიდა წარღვნამდელი კაცობრიობის "ცივილიზაცია": ოკულტიზმი, მეცნიერება, წარმოება, გარყვნილება, ძალადობა, ღმრთისმბრძოლობა... ყველა ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამალებული "განვითარება" თანამედროვე "ცივილიზაციაშიც", რაც გარდაუვალად აახლოვებს მის ტრაგიკულ დასრულებას - სამყაროს აღსასრულს და ღმრთის საშინელ სამსჯავროს, როდესაც ყოველი არსება თავისი ცოდვებისთვის განიკითხება. ხოლო პირველი სამყაროს დასასრული მსოფლიო წარღვნა გახდა, როგორც ეს არის ნათქვამი მოციქულ პეტრესთან, რომ "მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა" და "ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი" (2 პეტრე. 3:5-7).

ძველი და საღვთო წერილები, - წერს ფ. ფ. ზელინსკი თავის ნაშრომში "ჰერმეს სამგზის-დიადი", - ამბობენ, რომ ზოგიერთი ანგელოზები, რომლებიც ადამიანთა ასულებისადმი სურვილით აღიძრნენ, დედამიწაზე ჩამოვიდნენ და მათ ბუნების საიდუმლოებანი ასწავლეს; ამის გამო ისინი განიდევნენ ციდან და მუდმივად ხეტიალობენ ცისქვეშეთში. ამ დანაშაულებრივი კავშირისგან წარმოიქმნენ ბუმბერაზნი. წიგნს, რომლითაც ისინი "ხელოვნებებს" სწავლობდნენ, Chema ეწოდება; ამის გამო Chema უპირატესად აღნიშნავს "ხელოვნებას", განსაკუთრებით კი ქიმიას. ახლა კი გავიხსენოთ, რომ Chema ეგვიპტური სიტყვაა და ნიშნავს "გაშავებას"; ამჯერად კი ვფიქრობ გასაგები იქნება თუ რას ნიშნავს ისიდას სიტყვები, რომ ჰერმეს-კამეფისმა "პატივი მიაგო მას სიშავის სრულყოფილებით", - ეს ნიშნავს, რომ სიყვარულის სანაცვლოდ "მას ქიმია ასწავლა". და მართლაც, განსაკუთრებულად იცოდა ძველმა ეგვიპტემ ქიმია, ფლობდა ოქროსა და ვერცხლის გამოდნობის ხელოვნებას და კიდევ მრავალ სხვა საიდუმლოს ამ მეცნიერებისა" (Зелинский Ф. Ф. Из жизни идей. Т. III. - СПб., 1908).

ენოქის წიგნზე დაფუძნებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის "ფანტასტიკური სამშენებლო ტექნოლოგიები" (თანამედროვე მკვლევართა ტერმინოლოგიით რომ ვისარგებლოთ), რომელთა დახმარებითაც აშენდა წარღვნამდელი პირამიდები, ასევე დაცემულმა ანგელოზებმა ასწავლეს წარღვნამდელ კაცობრიობას.

evpatori.ge

ქეთევანობა - 26 სექტემბერი

26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა.

ქეთევან დედოფალისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას 26 სექტემბერს დღესასწაულობს. წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან ბატონის ასული და კახეთის მეფის, ალექსანდრეს, უფროსი ვაჟის, დავითის მეუღლე იყო.

შაჰ-აბასმა დედოფალს შეუთვალა, რომ თუ ქრისტიანობას განუდგებოდა, შეიწყნარებდა, თუ არა და, აწამებდნენ და მოკლავდნენ. ქეთევანმა ქრისტიანობა არ დათმო.

მამა არჩილ ხაჩიძე, კუკიის წმინდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური: “როგორც ცნობილია, ქეთევან დედოფალი წარმოშობით დიდგვაროვანი. იგი იყო აშოთან მუხრანბატონის ასული, რომელიც დაოჯახდა და გახდა კახეთის მეფის, ალექსანდრეს ძის, დავითის მეუღლე. დავითს ჰყავდა ორი უმცროსი ძმა: გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე ბავშვობიდან შაჰის კარზე იზრდებოდა და მთლიანად შეცვლილი ქონდა ზნე და ბუნება.


მეფე ალექსანდრემ თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უფროსი ვაჟი დავითი, შაჰის ნებართვით კახეთის ტახტზე აიყვანა, თავად კი მონასტერში გაერიდა ამ წუთისოფელს. 1602წ. დავითის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ალექსანდრე იძულებული იყო სამეფოს დაბრუნებოდა. ქვეყანაში არსებული არეულობის გამო ქეთევანმა თავისი ვაჟი თეიმურაზი შაჰ-აბასთან გაგზავნა.

ამ უკანასკნელმა კახეთში გამოგზავნა გამაჰმადიანებული კონსტანტინე-მირზა (ალექსანდრეს ერთ-ერთი ძე), რომელმაც შაჰის მითითებით მოკლა მამა, ღვიძლი ძმა გიორგი და მათი თავები შაჰს გაუგზავნა, როგორც დიდებული და ძვირფასი ძღვენი, ხოლო მათი სხეულები აქლემს აკიდა და ალავერდის გალავანში დასაკრძალად გააგზავნა, სადაც ამ დროს თავს აფარებდა ქეთევან დედოფალი ორ შვილთან (თეიმურა და ელენე) ერთად.

ქეთევან დედოფალმა ისინი ღირსეული პატივით მიაბარა მიწას.

კონტანტინემ, კიდევ უფრო ამაზრზენი რამ შესთავაზა ქეთევან დედოფალს, რომ მისი ცოლი გამხდარიყო, მთლიანად მისი მორჩილი ყოფილიყო და მას პატივისცემა არ მოაკლდებოდა.

მამის და ძმისმკვლელი კონსტანტინე-მირზა ქართველებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, თეიმურაზი კახეთის მეფედ დაემტკიცებინა. არეულობის თავიდან ასაცილებლად.
შაჰ-აბასი დათანხმდა ქეთევანის თხოვნას.

სულ მალე თეიმურაზი იძულებული გახდა შაჰ-აბასის კარზე მძევლად გაეგზავნა თავისი უმცროსი ვაჟი – ალექსანდრე. მას ქეთევანიც გაჰყვა. შაჰმა უფროსი ვაჟი – ლევანიც მოითხოვა. ალექსანდრე და ლევანი დაასაჭურისეს. ალექსანდრე გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა.

ათი წლის განმავლობაში ქეთევან დედოფალი შირაზის მმართველის, გათთათრებული ქართველის იმამ-ყული-ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. მას დიდი პატივით ეპყრობოდნენ, მაგრამ ეს მაინც ტყვეობა იყო, შაჰის მიერ განჩინებული.

შაჰ-აბასმა იმამ-ყული-ხანს შუთვალა, რომ თუ ქეთევანი ქრისტიანობას განუდგებოდა, შეიწყნარებდა, თუ არა და ეწამებინა და მოეკლა. უნდილაძე შეევედრა დედოფალს, ფორმალურად მაინც უარეყო ქრისტე, მაგრამ ქეთევანი წამებისთვის მზად იყო.

ენით აუწერელი იყო სპარსთა სისატიკე. დედოფალს გახურებული რვალის ქვაბი თავზე დაამხეს. მკერდი დააგლიჯეს, გავარვარებული მარწუხები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს კი გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.

წამების მხილველმა ფრანგებმა წმ.დედოფლის ნაწილები დიდი პატივით დაასვენეს კათოლიკურ მონასტერში. შემდგომ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს მოწამის თავი, მკლავი და სხვა ნაწილები.

დედოფალი პატივითა და დიდებით ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.

ქეთი ჭელიძე

http://www.ambioni.ge/qetevanoba