ღმერთი

ღმერთი

четверг, 21 сентября 2017 г.

თეთრ სახლში ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფი ჩამოყალიბდა


ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის პირველი მმართველი გუნდია 100 წლის განმავლობაში, რომელმაც თეთრ სახლში ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფი ჩამოაყალიბა.

მას ისტორიაში ყველაზე „ევანგელისტური კაბინეტი” ეწოდა. ესენი არიან ქალები და მამაკაცები, რომლებიც დარწმუნებით საუბრობენ საკუთარ რწმენასა და ბიბლიაზე.

„ესენი არიან ღვთისმოსავი ადამიანები, რომლებსაც ღმერთმა გამოსაჩენ თანამდებობებზე მოუწოდა ჩვენს კულტურაში. ისინი დიდი დაკვირვების შედეგად აარჩიეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა.” – განაცხადა რალფ დროლინგერმა.

დროლინგერი NBA-ის ყოფილი მოთამაშეა, რომელმაც დააფუძნა Capitol Ministries, რომელსაც საფუძვლად უდევს იდეა იმის შესახებ, რომ უნდა შეიცვალოს კანონმდებელთა ხასიათი და გული, რათა ქრისტიანული მსოფლმხედველობის მიხედვით წარმართო პოლიტიკის საქმეები.

მან წამოიწყო ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფები ამერიკის 40 შტატის კაპიტოლიუმში და რამდენიმე უცხოურ კაპიტოლიუმში. ბიბლიის ყოველკვირეული შესწავლა იმართება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში და ახლა უკვე პრეზიდენტ ტრამპის კაბინეტის მრავალი წევრისთვის.

ჯანდაცვის მინისტრი ტომ პრაისი, ენერგეტიკის მინისტრი რიკ პერი, განათლების მინისტრი ბეტსი დევოსი, სოფლის მეურნეობის მინისტრი სანი პერდუ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო – ეს არის იმ ადამიანების მოკლე ჩამონათვალი, რომლებიც ბიბლიის შესწავლას ესწრებიან.

ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან აღმასრულებელი კაბინეტის წევრებისათვის ოფიციალური ბიბლიის შესწავლა არ ჩატარებულა უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში.

ამერიკის გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსიც ესწრება ამ სწავლებას.

„ის იმ დღესვე პრაქტიკულად ახორციელებს იმას, რასაც ბიბლიიდან ვასწავლი და როცა ამას ვხედავ, ვფიქრობ, ღმერთო ჩემო, ესენი არიან ერთგული, მეგობრული და სწავლისათვის მზადმყოფი ადამიანები და ისინი ბიბლიის ყოველკვირეულ შესწავლას ესწრებიან“, – ამბობს დროლინგერი.

პრეზიდენტი ტრამპიც მოწვეულია ბიბლიის სწავლებაზე. ყოველკვირეულად მას დროლინგერის სწავლების ასლს უგზავნიან.

ვიცეპრეზიდენტი პენსიც გეგმავს სწავლებაზე დასწრებას, როგორც დატვირთული სამუშაო გრაფიკი მისცემს მას ამის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ის აფინანსებს ამ სწავლებას.

მაიკ პენსი, დროლინგერის აზრით, ჰგავს ბიბლიურ პერსონაჟებს – დანიელს, მორდექაის, იოსებს… ადამიანებს, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ ისტორიაში.

„მაიკ პენსი სათანადო პატივისცემით ეკიდება საკუთარ თანამდებობას. ის ასევე ყოველთვის სათანადოდაა ჩაცმული, როგორც იოსები, რომელიც საგულდაგულოდ მოემზადა ფარაონის წინაშე წარსადგომად“, – უთხრა დროლინგერმა CBN-ის ახალ ამბებს.

„მაიკ პენსს ახასიათებს უკომპრომისო უდრეკობა და მისი საუბარი ყოველთვის ადამიანების მიმართ სიყვარულს გამოხატავს,“ – განაგრძობს დროლინგერი. „ის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა პრეზიდენტისათვის.“

„ღმერთს მადლობას ვუხდი მათთვის. მადლობას ვუხდი მაიკ პენსისთვის, რადგან მან და პრეზიდენტმა დიდებული ადამიანები აარჩიეს ჩვენი ერის ხელმძღვანელებად.“

სულ ცოტა 100 წელია გასული მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბიბლიის გაკვეთილებს თეთრ სახლში ბოლოს ატარებდა.

jesus.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий