ღმერთი

ღმერთი

вторник, 19 сентября 2017 г.

კაცი, რომელმაც ცხოვრება “თვითმკვლელთა ხიდის” პატრულირებას მიუძღვნა და 13 წლის განმავლობაში 321 ადამიანი გადაარჩინა

ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში,  ნანჯინგში, ცხოვრობდა კაცი, რომელიც 13 წლის მანძილზე ყოველ შაბათ-კვირას ატარებდა ერთსა და იმავე ადგილას – მდინარე “იანგტეცის” ხიდზე, რომელიც ცნობილია, როგორც თვითმკველელობის ადგილი.

ყოველ შაბათ-კვირას, დილის 8-დან საღამოს 5 საათამდე, ხიდს პატრულირებს 48 წლის კაცი სახელად ჩენ სი, რათა არავინ ეცადოს იქიდან გადახტომას. ის ამ ხალხს ელაპარაკება და ეხმარება ცხოვრების თავიდან დაწყებაში. ჩენ სი  არა მხოლოდ მსხვერპლს იღებს ამ სასოწარკვეთილი ადამიანების გადასარჩენად, არამედ ფულსაც სწირავს  ამ მისიას.  ამ ხიდთან ახლოს ქირაობს 2 საძინებლიან ბინებს, რომ მის გადარჩენილ ხალხს დასაძინებელი ადგილიც ჰქონდეს.  ის მისი შემოსავლების ნახევარს ამ საქმეში ხარჯავს.

უმეტესობა ამ ადამიანებისა არიან იმიგრანტები, რომლებმაც ვერ აუწყეს ფეხი ნანჯინგის ცხოვრების ტემპს და საუბედუროდ, უკანაც ვეღარ ბრუნდებიან.

"ერთ დროს მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, იმიგრანტი მუშაკი, რომელიც დღეს ლოჯისტიკის კომპანიაში მუშაობს."

 "მეც დამეხმარა ერთი კეთილი გულის მქონე ადამიანი, როდესაც ნანჯინგში  გამყიდველად მუშაობისას რთული პერიოდი დამიგდა."

"როდესაც ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდა, მეც გამიჩნდა სურვილი დავხმარებოდი სხვებს და ჩამენერგა მათში მომავლის იმედი." 
2015 წელს  მან მიიღო ჯილდო სახელწოდებით “ნანჯინგის ანგელოზი”. სიტყვით გამოსვლისას კი განაცხადა, რომ ქვეყნის აყვავება ყველაზე იყო დამოკიდებული და როგორ შეეძლოთ მათ პასუხისმგებლობის თავიდან აცილება.

მან ეს ყველაფერი სერიოზულ საკითხად ჩათვალა. ამ დროის მანძილზე მან წარმატებით შეაცვლევინა აზრი  321 ადამიანს, რომელიც თვითმკვლელობას აპირებდა, ასევე 280 გადარჩენილ ადამიანს სპეციალური ასისტენტები მიუჩინა, რომლებიც შემდგომში ყურადღებას მიაქცევდნენ მათ და დაეხმარებოდნენ.  მან 12,650 საათი გაატარა იმ ადამიანთა ძებნაში, ვინც მას ოდესმე გადაურჩენია.

"როდესაც ოჯახისგან შორს იმყოფები, გიწევს სხვადასხვა პრობლემებთან შეჭიდება და ამ დროს რაც გჭირდება არის უბრალო წახალისება სხვებისგან."

თარგმანი: მარიამ გოგიჩაშვილი
კორექტორი: ნინი გელაშვილი


Комментариев нет:

Отправить комментарий