ღმერთი

ღმერთი

вторник, 19 сентября 2017 г.

მორწმუნე ჰომოსექსუალები

თანამედროვე კონსერვატულ მორწმუნეებს შეიძლება გაუჩნდეთ ცდუნება, რომ უარყონ ჭეშმარიტებისათვის მოსალოდნელი ტანჯვის გარდაუვალობა  (1პეტრე 3:14-16; 4:12-16).  მათ ძალუძთ იტირონ ბედისწერაზე, დეპრესიაში ჩავარდნენ და იწუწუნონ კულტურული ზემოქმედების გამო რწმენის შერყევაზე.

         კულტურული ზეგავლენა გადაუვალია, რთული წარმოსადგენია, რომ ჩვენ, მიუკერძოებელი ფუნდამენტალისტები, შევძლებთ ოდესმე ჰომოსექსუალი აქტი ცოდვად არ ვაღიაროთ. თუმცა, კიდევ ერთი საფრთხე გვემუქრება ჩვენ – ფუნდამენტალისტ ქრიატიანებს. ეს არის არგუმენტთა მთელი ნუსხა, რომელიც მიმართულია ჰომოსექსუალიზმის გასამართლებლად და ხელს უწყობს "მორწმუნე გეების" არსებობას. არიან მრავალი მათგანნი, რომელნიც თავს აღიქვამენ ერთსადაიმავე დროს ლიბერალებად და ღვთისმეტყველებად, ეყრდნობიან საკმაოდ კონსერვატულ შეხედულებებს და ამავე დროს სურთ იყვნენ ჰომოსექსუალები. ისინი ბედავენ და წმინდა წერილისაც კი იშველიებენ  ამ საკითხში. მათი ამგვარი სურვილი- დარჩნენ გარკვეული გაგებით ქრისტიანები- აყალიბებს შედარებით ახალ მიმდინარეობას გეი აქტივისტებისას. რა თქმა უნდა, იესო გვაფრთხილებდა, რომ გამოჩნდებოდნენ ცრუმასწავლებლები, რომელნიც "ასწავლიან და ცდუნებაში შეიყვანენ ჩემს მსახურებს, რომ იმრუშონ და ჭამონ ნაკერპავი." (გამოცხ.2:20). მაგრამ მე არ მახსოვს, რომ ქრისტიანობის ისტორიის განმავლობაში არსებულიყო რაიმე დაჯგუფება, რომელიც შეეცდებოდა თვალსაჩინოდ გაეერთიანებინა ჰომოსექსუალები და ქრისტიანები.

    "მორწმუნე გეები" თვალსაჩინოდ როდი გმობენ ბიბლიას. თავიანთ ბროშურებში, ბლოგებსა და იუთუბეზე ატვირთულ გულისამაჩუყებელ ვიდეოებში, ისინი ბიბლიის უარყოფის მაგიერ, ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ბიბლიაში წაკითხული ყოველთვის როდი ასახავს ჩვენს ვარაუდსა და მტკიცებულებებს. სწორედ ამ მიზეზმა აღმძრა, დამეწერა ეს სტატია. მათი არგუმენტები შეიძლება დამაჯერებლად ჟღერდეს მათთვის, ვისაც სურს შეინარჩუნოს "ქრისტიანობა" მაგრამ ამავედროს დაიცვას ჰომოსექსუალები, რაიმე სახის გამართლება მოუძებნოს მათ და მათ წრეში ტრიალებდეს. მნიშვნელობა არ აქვს, გაქვთ თუ არა ასეთ ხალხთან ურთიერთობა, ამ არგუმენტებს შეიძლება მაინც წააწყდეთ და კარგი იქნება თუ მზად იქნებით ამისთვის. მზად უნდა ვიყოთ დავიცვათ ის წევრები ეკლესიისა, რომელნიც მიზიდულობას გრძნობენ თავიანთი სქესის წარმომადგენლებისადმი. სწორედ ისინი შეიძლება გახდნენ იოლი მსხვერპლი ე.წ "მორწმუნე გეებისა." ამ უკანასკნელთა არგუმენტებმა შეიძლება დააბნიოს ისინი, გზაკვალი აუბნიოს და საბოლოო ჯამში დაღუპოს.

 არგუმენტი, რომელსაც "მორწმუნე ჰომოსექსუალები" იყენებენ.

   ჩვენ ამ თემაში შევეხებით ბიბლიურ ჰერმენევტიკას-  ბიბლიის განმარტების ხელოვნება და მეცნიერება. ჩვენი კონტრარგუმენტები მიმართულია "მორწმუნე ჰომოსექსუალების წინააღმდეგ" და ისინი ასევე მოიცავენ მნიშვნელოვან ჰერმენევტიკულ პრინციპებს.

იესოს არასოდეს უხსენებია ჰომოსექსუალიზმი (ე.ი არ თვლიდა ამ თემას მნიშვნელოვნად). ეს არგუმენტი, რა თქმა უნდა, ამ თემას ეხება. "წითელი სიტყვები" ბიბლიაში (ბიბლიაში იესოს წარმოთქმული ზოგიერთი სიტყვა წითლად არის დაბეჭდილი) არ არის სხვა სიტყვებზე ნაკლებად ან მეტად შთამაგონებლური. სულაც არ იყო საჭირო იესოს რაიმე ეთქვა ჰომოსექსუალიზმზე იმისათვის, რომ ეს პრაქტიკა გაკიცხულიყო. ეს არასწორი ლოგიკაა. ჰომოსექსუალიზმი გაკიცხული იყო იესომდეც, ძველ აღთქმაში. მთავარი კონტრარგუმენტი აქ შეიძლება იყოს ის, რომ ჰომოსექსუალიზმი ეწინააღმდეგება ბუნების კანონს, რომლის მიხედვითაც ღმერთმა სექსუალი კავშირი დააკანონა ქალსა და მამაკაცს შორის. ამაზე ვკითხულობთ რომაელთა მიმართ წერილში. 1:26-27 მაგალითად, ფრაზა:" ქალური ცხოვრების წესი." სხვა სიტყვებით, ნებისმიერი ჰომოსექსუალური კავშირი არაბუნებრივია. "ბუნებრივი კანონი" აღნიშნა იესომაც, "ერთხორცად" ყოფნაა. "ერთხორცი" კი შესაძლებელია შეიქმნას მხოლოდ მამაკაცი და ქალი (მათე 19:4-5 ).
  მოსე და პავლე განიხილავდნენ ჰომოსექსუალიზმს, როგორც ცოდნის სიმწირისგან გამოწვეულ ცოდვას. ისინი მოისაზრებდნენ ძალადობასა და ექსპულატაციურ ფორმებს ჰომოსექსუალიზმისას, რაც გავრცელებული იყო მათ მაშინდელ კულტურაში. ეს არგუმენტი მნიშვნელოვან ჰერმენევტიკულ შეკითხვას ბადებს: რამდენად მნიშვნელოვანია ანტიკური ისტორიის ცოდნა, ბიბლიის სწორად ინტერპრეტაციისთვის? პასუხი ცხადია: ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუმცა, შეიძლება კი დავეყრდნოთ მხოლოდ გარეგნულ ისტორიულ წყაროებს? ბიბლია ხომ თავად მოიცავს ინფორმაციას წარმართული, ძველი ცივილიზაციის შესახებ. ის ასევე ბევრს საუბრობს სხვადასხვა კულტურულ პრაქტიკაზე, რის გამოც მასზე დაყრდნობა, როგორც ისტორიულ ინფორმაციათა წყაროზე, სავსებით ლოგიკური იქნება. საჭირო იყო თუ არა, რომ ეკლესია, პავლეს სიტყვების სწორად მიჩნევისათვის, "ნუ გაავხორცდება მამაკაცი მამაკაცთან,“ დალოდებოდა არქეოლოგიურ ცნობებს ან მტკიცებულებებს? რატომ უნდა ვიფიქრო მე, დღევანდელ ეპოქაში მცხოვრებმა, რომ ამ საკითხში პავლე მოციქული ჩემზე ცუდად ერკვეოდა? ეპისკოპოსი რაიტი ამბობს: როდესაც მე ვკითხულობ თანამედროვე რომაული იმპერიის ისტორიასა და ჰომოსექსუალიზმის პრაქტიკაზე, გამომაქვს დასკვნა, რომ იმ დროში მათ იცოდნენ ამ საკითხზე იმდენი, რამდენიც ვიცით ჩვენ. მათ იცოდნენ ბევრი ერთსქესიანთა სქესოსბრივ ხანგრძლივ ურთიერთობებზე. ერთსქესიანთა სიყვარული,  თანამედროვე გამოგონება არ არის. ის ცნობილი გახლდათ უკვე პლატონისთვის.
  ძველი აღთქმა განიხილავს მრავალ საკითხს, რომელსაც ქრისტიანები მშვენივრად აპრაქტიკებენ. მაგალითად: სხვადასხვა ქსოვილის გამოყენება სამოსში. ზოგს კი არ  აპრაქტიკებენ. აქედან გამომდინარე, როდესაც ძველი აღთქმიდან რაღაცას ვეთანხმებით და რაღაცას არა,გამოდის, რომ ისე ვუდგებით მას, როგორც მოგვესურვება. ანუ ვასრულებთ იმას, რაც მოგვწონს. ე.ი ვირჩევთ რა შევასრულოთ და რა არა. შესაძლოა მსგავსი არგუმენტით მოგვმართონ. მე ამ კონტრარგუმენტს ვიშველიებ ხშირად შეიძლება მე ვარღვევ ღმერთის მცნებას , როდესაც ეკლესიაში შევდივარ კოტონის ქსოვილის პერანგით, მაგრამ მე ვიცავ მის კანონმდებლობას, რომელშიც ამბობს:"ნუ დაწვება კაცი კაცთან" (ლევიტ18:22). რითი ავხსნი ჩემს ამგვარ მიდგომას? ერთი წინადადებით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. რჯულის შესრულებას რაც შეეხება ამ პრობლემას პირველი ქრიატიანებიც წააწყდნენ, თუმცა ისინი იცავდნენ რჯულს, მაგრამ გარეშეთა ხედვით არა. ამაზე ჩვენ ვკითხულობთ საქმე მოციქულთა წიგნის მეთხუთმეტე თავში, მოქცეულ წარმართებს არ სურდათ მთელი რჯულის დაცვა, მაშინ, როდესაც იესომ პირდაპირ განაცხა, რომ რჯულის გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვიდა (მათრ 5:17). რაც შეეხება ძველ აღთქმაში აღწერილ მსხვერპლშეწირვებს, იესომ გააუქმა ისინი თავისი მოტანილი მსხვერპლით (ებრ. 10:11-18). სხვა სიტყვებით,  ჩვენ აღარ გვიწევს მორალურად ნეიტრალური მცნებების დაცვა, როგორიცაა სხვადასხვა ქსოვილებისგან დამზადებული სამოსის ტარება, რადგან ეს უბრალოდ სისუფთავის სიმბოლო, გამოხატულება გახლდათ. ამავე დროს ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ უფლის მორალური რჯულის ანუ კანონის დაცვა არანაირად არ არის გაუქმებული. ისევ ცოდვად ითვლება კერპთაყვანისმცემლობა,მრუშობა ჰომოსექსუალური კავშირი სწორედ ამ ცოდვის ნაწილად ითვლება. მორალური არსი რჯულისა ქრისტეს არ გააუუქმებია! მან ასევე აღნიშნა, რომ რჯულის დაცვაში მთავარი მნიშვნელობა ადამიანის გულის მოტივებს აქვს და არა ვიზუალურ რიტუალს (მათე5:27-28).
    ამ თემას თავისი სირთულეები აქვს და მოითხოვს ჩაღრმავებას კვლევისას. საჭიროა ვხედავდეთ ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეს და გვქონდეს ცოდნა,რომლითაც წინ აღვუდგებით მას და დავიცავთ შედარებით სუსტ წევრებს ეკლესიისას. ჩვენი მიზანია  გავაკეთოთ ყოველივე, რაც ძალგვიძს, რომ ე.წ "ქრისტიან ჰომოსექსუალთა" არგუმენტებმა ჩიხში არ მოგვიმწყვდიოს.
სინამდვილეში ჩვენ არ  ვიცით რას აღნიშნავს 1კორ. 6:9 და 1ტიმ. 1:10-ში გამოყენებული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია,როგორც „მამათმავალი“.  ამ არგუმენტს ბიბლიის კონსერვატიული სწავლულები პასუხობენ ასე: პავლე ფარისეველი,ებრაელი რაბინი გახლდათ და საუკეთესოდ იცოდა ძვ.აღთქმა, ამიტომაც ის მოისაზრებდა ამ ტერმინში ზუსტად იმავე მნიშვნელობას, რასაც ლევიტელთა წერილში ავტორი. ასეთი არგუმენტირების მაგალითად შეიძლება მოვიშველიოთ რობერტ განონის წიგნი: “ბიბლია და ჰომოსექსუალური პრაქტიკა: ტექსტები და ჰერმენევტიკა“ (Robert Gagnon’s The Bible and Homosexual Practice: Texts and Hermeneutics). ისიც უნდა აღინიშნოს,რომ აბსოლუტური დარწმუნებით არ შეიძლება გავიგოთ იშვიათად შემხვედრი ბერძნული სიტყვების ზუსტი მნიშვნელობა. თუმცაღა, ეს მახვილი ორლესულია და ამარცხებს ორივე მხარეს- ჰომოსექსუალიზმის დამცველთ, არ ძალუძთ დაიცვან ჰომოსექსუალიზმი ზემოთ მოყვანილი არგუმენტიდან გამომდინარე.  ბიბლიის ტექსტების მთლიანი გაგება იძლევა დარწმუნებულობას იმის თაობაზე, რომ ჰომოსექსუალიზმსა და მსგავს პრაქტიკას ბიბლია კრძალავს და უწოდებს ცოდვას. ასევე ბიბლიის ტექსტებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვით, რომ ტერმინი „მამათმავლობა“ არასწორად არის გაგებული მორწმუნეთა და მკვლევართა მიერ.
ეზეკიელი არ ახსენებს ჰომოსექსუალიზმს „სოდომურ“ ცოდვათა ჩამონათვალში (ეზ. 16:49-50).
სინამდვილეა, რომ ეზეკიელი საუბრობს სოდომურ სიბილწეზე ჰომოსექსუალიზმის ხსენების გარეშე. მაგრამ, დაფიქრდით: ებრაელებმა შესანიშნავად იცოდნენ რა ცოდვებს სჩადიოდნენ სოდომელები, სხვა რა შეიძლება მოისაზრებოდეს „სიბილწეში“, თუ არა ის რაც აღწერილია დაბადების წიგნის 19-ე თავში?

დიახ, ეზეკიელი არ მოიხსენიებს „ჰომოსექსუალიზმს“,მაგრამ მას არც სჭირდება ამის გაკეთება. ჰომოსექსუალიზმის საჯარო განკითხვა ბიბლიის მთელი კონტექსტიდან შესანიშნავად მოჩანს, რის გამოც ამ თემაში მოყვანილი ყველა არგუმენტი ჰომოსექსუალიზმის დასაცავად შეუძლებელია იყოს მტკიცე და გამართლებული. მათ არ  გააჩნიათ საფუძველი ბიბლიიდან, რადგან დაფუძნებულნი არიან კონტექსტიდან ამოგლეჯილ რამდენიმე მუხლზე, რომელთაც როგორც ყოველთვის არასწორად განმარტავენ.

     „მორწმუნე გეების“ არგუმენტები ხშირად გამომდინარეობს „მარცხნიდან“- პირველად    მათ   იყენებენ ურწმუნოები, შემდგომ მათ აიტაცებენ ხოლმე ლიბერალი პროტესტანტები და საბოლოოდ „მარცხენა მხარეს გადახრილები“ რომელთა რიცხვშიც ზოგიერთი ევანგელური ქრისტიანიც ურევია.  შეიძლება  ვივარაუდოთ,რომ ამ ხაფანგს ფუნდამენტალური მორწმუნეც წამოეგება?  არ მსურს პერსიმისტის შთაბეჭდილება დავტოვო, მაგრამ სამწუხაროდ რეალობა ასეთია. კულტურა თავისი წნეხის ქვეშ მაინც აქცევს ადამიანს და ნაკვალევს ტოვებს.  აუცილებელია შევიარაღდეთ ბიბლიური სწორი ჰერმენევტიკით, რომ წინ აღვუდგეთ კულტურულ ტალღას. განსაკუთრებით ეს მათთვის არის აუცილებელი, ვინც საკუთარ თავში ჰომოსექსუალურ გადახრებს ებრძვის.

http://qristiani.ge/q/?p=2322
Proclaim And Defend-ის ცნობების მიხედვით

თარგმანი: ია კარგარეთელი
წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий