ავტორი: ლილუ მიროტაძე
30 მარტი, 2014.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ერთი კვირის წინანდელი ამბავი გაიხსენა, როდესაც ის შევიდა სამებაში და მას ერთ-ერთმა ქალბატონმა უთხრა, რომ მის განკითხვაში იყო.
„ერთი კვირის წინ მე მოვედი აქ იმ დროს, როცა წირვა-ლოცვა არ იყო. ხალხი ბევრი იყო და ერთ-ერთი ქალბატონი მეუბნება, უწმინდესო, სულ თქვენს განკითხვაში ვარო. მე ვკითხე მას, რატომ ხარ მეთქი განკითხვაში და ის უკან წავიდა. მართალია, განსაკითხავი ბევრია ჩემში, მაგრამ ასე თქმა, პატრიარქს რომ ეტყვი შენს განკითხვაში ვარო, ისიც უნდა უთხრა, რატომ ხარ. ისიც უნდა უთხრა, რას ხედავ, იქნებ მე ვერ ვხედავ და ის ხედავს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა პატრიარქმა.
ამასთან, მან ის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ერთ-ერთმა ადამიანმა კალისტრატეს, ყოფილ პატრიარქს იუდა უწოდა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, იმის მაგივრად, უწმინდესი აღელვებულიყო, მას უთხრა, რომ ის არ იყო იუდა და ის იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
„შეიძლება მართლა ცოდვილია ადამიანი, შენ ხედავ იმის ნაკლს, მაგრამ იმას ხომ ვერ ხედავ, როგორ ინანიებს, როგორ დასცინის თავის თავს და ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ადამიანი განსაკუთრებით ხედავს სხვის ცოდვებს, განკითხვაშია და თავის ცოდვებს ვერ ხედავს. რომელიც განიკითხავს სხვა ადამიანს, თვითონ ვარდება იმ ცოდვაში", - ბრძანა უწმინდესმა.ამასთან, პატრიარქმა უფალს სთხოვა იმის ძალა, რომ „ჩვენ დავინახოთ ჩვენი ცოდვები და არ განვიკითხოთ ჩვენი მოყვასი".
http://reportiori.ge/?menuid=7&id=21634

Комментариев нет:
Отправить комментарий