ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

ვატიკანი და მასონობა.(35)

პაპი იოანე პავლე II ფართომასშტაბიან კამპანიას ეწეოდა ერთიანი მსოფლიო რელიგიის შესაქმნელად, რომელიც შემოიკრებდა არა მარტო ქრისტეანობის ყველა მიმართულებას, არამედ, საერთოდ, ყველა მსოფლიო რელიგიას. იდეა - "ყველა რელიგია ეს მხოლოდ სხვადასხვა გზაა ერთ ღმერთთან მისასვლელად", ყოველმხრივ მუსირებს მსოფლიოში. მას გამუდმებულ პროპაგანდას უწევს მსოფლიო მასმედია. ამ სიმღერას მღერის ყველა მასონი და მათი თანაშემწე; წინააღმდეგ გამოსვლა ნიშნავს მიიღო ბნელი და გაუნათლებელი ადამიანის ზედწოდება. არადა იესუ ქრისტე პირდაპირ ამბობდა: "ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს" (იოანე 10:8-9).

ამრიგად, ღმერთკაცი იესუ ქრისტე ლაპარაკობს ქრისტეანობის უნიკალურობაზე, იმის შესახებ, რომ ცხოვნება მხოლოდ მისი სწავლებისა და მცნებებისადმი მიყოლით შეიძლება: "და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მარკ. 16:15-16). ასე რომ, პაპის იდეა აშკარად ეწინააღმდეგება ქრისტეს სიტყვებს. პაპის ქმედება სრულიად ანგრევს ქრისტეანობას და განსაკუთრებით მართლმადიდებლობას, როგორც კაცობრიობის უკანასკნელ სულიერ საყრდენს, ფორპოსტს, რომელიც ეწინააღმდეგება ანტიქრისტეს მოსვლას. უსჯულოების საიდუმლო ვერ აღსრულდება, სანამ ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა რიცხვი უკიდურეს მინიმუმამდე არ დავა, რომელი მინიმუმი მხოლოდ ღმერთმა უწყის. მასონობა, როგორც ძალა, დაპირისპირებულია ქრისტეანობას და ყველა ღონეს ხმარობს მის გასანადგურებლად. მონაცემები, რომლებიც ქვემოთ მოგვყავს ამისი ნათელი დასტურია. აი, რას წერს ვატიკანზე მასონობის ზეგავლენის შესახებ ცნობილი ამერიკელი მწერალი და პუბლიცისტი ვ. კუპერი:

"ვატიკანში მრავალი წლის განმავლობაში ინერგებოდნენ ილუმინატების აგენტები. ამის დამტკიცება ადვილია თუნდაც ისტორიული ფაქტების მიმოხილვით, კერძოდ, თავიდან ვატიკანი წინააღმდეგი იყო მასონობისა. ასე, მაგალითად, 1738 წ. პაპმა კლიმენტ მეთორმეტემ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც მასონობაში კათოლიკეს გადასვლა მკაცრად ისჯებოდა და ამგვარი კათოლიკე მოიკვეთებოდა ეკლესიიდან. 1884 წელს პაპმა ლეონ მესამემ გამოსცა ენციკლიკა, რომლის თანახმადაც, მასონები ერთ-ერთი საიდუმლო ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობს "წარმართების ტრადიციებისა და ჩვეულებების" აღორძინებას და "სატანის სამეფოს დამყარებას დედამიწაზე". მაგრამ მასონებისადმი ამგვარი დამოკიდებულება დროთა განმავლობაში შეიცვალა.

პიერ კომპტონი თავის წიგნში "გადამტვრეული ჯვარი" გვიჩვენებს ილუმინატების თანდათანობით შეღწევას კათოლიციზმში. მან აღმოაჩინა, რომ კათოლიკურ ეკლესიაში, კათოლიკეთა და იეზუიტთა ლიდერები "სამკუთხედში ჩახატულ ყოვლისმხედველი თვალის" სიმბოლოს ატარებენ. 1976 წელს ეს სიმბოლო აღბეჭდილი იყო ფილადელფიის ევქარისტული კონგრესის ბეჭედზეც. იგივე სიმბოლო "ამშვენებს" ვატიკანის შტამპებს, რომელიც განკუთვნილია 1978 წელს დასტამბულ პუბლიკაციათა გამოსაცემად, რაც მსოფლიოში ილუმინატების გაბატონებაზე მიანიშნებს. მისტერ კომპტონმა განაცხადა, რომ ეს ნიშანი პაპ იოანე მერვის ჯვარზეც არსებობდა.

კომპტონს მტკიცედ სჯერა, რომ ასეულობით წამყვანი კათოლიკე მღვდელი და კარდინალი საიდუმლო საზოგადოებების წევრები არიან. ის იმოწმებს Italian Jornal-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც დასახელებულია ვატიკანის სამოცდაათზე მეტი მოღვაწე, რომელთა შორის არიან თვით პაპ პავლე მეექვსის მდივანი, "ვატიკანის რადიოს" გენერალური დირექტორი, ფლორენციის მღვდელმთავარი, ვატიკანის გაზეთის რედაქტორის თანაშემწე, რამოდენიმე მღვდელი და წმიდა ბენედიქტეს ორდენის აბატები. და ეს აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია. ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ იოანე პავლე II - იულუმინატების წევრი იყო. მე მწამს ამისი, რადგან თვითონაც ჩამიტარებია მსგავსი გამოკვლევა.

ვატიკანში ილუმინატების ჩანერგვის ყველაზე კარგ მაგალითად გამოდგება ის, რომ 1983 წლის 27 ნოემბერს პაპმა გააუქმა ყველა ადრინდელი პაპის განკარგულება თავისუფალ ქვისმთლელთა (კალატოზთა) წინააღმდეგ და, მრავალსაუკუნოვანი აკრძალვის შემდეგ, კათოლიკეებს საიდუმლო საზოგადოებათა წევრობის უფლება მისცა. როგორც მასონობის სხვა მკვლევარი ი. ვ. ჰელზინგი უთითებს: "დღევანდელი პაპი კარგად იცნობს თავისუფალ ქვისმთლელთა საიდუმლო ენას, რაც არა მარტო თვალსაჩინოდ მტკიცდება ხელის ჩამორთმევის მასონური ტრადიციით (სპეციალური ჟესტი, რომლის მეშვეობითაც განდობილი მასონები ცნობენ ერთმანეთს), არამედ მისი სიტყვითაც, რომელიც მან წარმოთქვა ერთ-ერთ გენერალურ აუდიენციაზე 1982 წლის 15 სექტემბერს. აუდიენციის დროს ის ამბობდა ლიბანის პრეზიდენტის ჯემაიელის სიკვდილზე, იერუსალიმზე, როგორც ღმრთის ქალაქზე (ადგილზე, სადაც ქადაგებდა, ჯვარს ეცვა და მკვდრეთით აღსდგა იესუ ქრისტე - ავტ. შენიშვნა), და სიტყვასიტყვით თქვა შემდეგი: "იერუსალემი ამავე დროს შეიძლება "ადამიანის ქალაქიც" (City of man) გახდეს. "ადამიანის ქალაქი" - ილუმინატების ერთ-ერთი საკვანძო განსაზღვრებაა, რომელიც მსოფლიო დიქტატურას ეხება.

1983 წლის 18 აპრილს, პაპმა ლამის სრული შემადგენლობით (დაახლ. 200 კაცი) მიიღო თავის ღია აუდიენციაზე ხსენებული საიდუმლო ორგანიზაცია. როგორც ცნობილია, "კომიტეტი 300" 1973 წლის ივნისში დააფუძნეს დევიდ როკფელერმა და ზბიგნევ ბჟეჟინსკიმ, იმ მიზეზით, რომ მაგალითად, ისეთი სტრუქტურირებული ორგანიზაცია, როგორიცაა გაერო, საკმაოდ ნელა მუშაობს "მსოფლიო მთავრობის" დასამყარებლად. ეს ელიტარული ორგანიზაცია მიზნად ისახავს სამი რეგიონის - აშშ-ს, იაპონიისა და დასავლეთ ევროპის ყველა ეკონომიკური და საწარმოო გიგანტის გაერთიანებას, "ახალი მსოფლიო წესრიგის" საბოლოო ფორსირების მოსახენად.

როგორც ი. ვ. ჰელზინგი მოწმობს, სწორედ "მეორე მსოფლიო ომის დროს განიცადა ძლიერი ინფილტრაცია კათოლიკურმა ეკლესიამ საიდუმლო ლოჟათა მხრიდან. სხვათა შორის, ესენი იყვნენ OSS (ცსს-ს წინამორბედი), МI6 (ინგლისის დაზვერვა), იტალიური "შავი არისტოკრატია", თავისუფალი ქვისმთლელები და ლოჟა "პ-2" (პროპაგანდა - 2). ყველა მათგანს "კომიტეტი 300" მფარველობდა.

ლოჟა "პ-2" თავისუფალ ქვისმთლელთა უძლიერესი იტალიური ლოჟაა. მასშია ინკოპორირებული "ვატიკანის დიადი ლოჟაც", რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული "პ-2"-ის ცნობილი სკანდალი (1976 წ.), რადგან სწორედ ვატიკანში იყო შედგენილი ეკლესიის იმ 121 წევრის სია სახელებითა და ლოჟაში გაწევრიანების თარიღებით, რომელთა შორისაც იყვნენ კურიათა კარდინალები, არქიეპისკოპოსები, ეპისკოპოსები, პრელატები და ერისკაცნი. ეს სია, მოგვიანებით საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. იმის ნაცვლად, პასუხისგებაში მიეცათ მოცემულ სიაში დასახელებული ადამიანები, ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა იმ "ალქაჯებზე", ვინც ეს სია გამოაქვეყნა. როგორც იტყვიან, - კომენტარი ზედმეტია.

სიაში დასახელებული იყვნენ კარდინალი, ვატიკანის სახელმწიფო მდივანი ჯან ვიიო, ვატიკანის საგარეო საქმეტა მინისტრი აგოსტინო კასაროლი. კარდინალი სებასტიანო ბაჯიო, კარდინალი უგო პოლეტტი და ვატიკანის ბანკის მმართველი ეპისკოპოსი პოლ მარცინკუსი.

ილუმინატები, როგორც უკვე ითქვა, ომებში მრავალ ქვეყანას ითრევენ მხარეთა მხარდასაჭერად. მეორე მსოფლიო ომის დროს ეს თვალსაჩინოდ გამოჩნდა. ალენ დალესი (ცსს-ს დირექტორი), მაგალითად, საიდუმლო შეხვედრებს ატარებდა სს-ის ხელმძღვანელ ჰელენთან.

გადაიდგა აუცილებელი ნაბიჯები იმისთვის, რათა სს-ის ოფიცრები, კათოლიკური ეკლესიის მფარველობით შვეიცარიაში გადაეგზავნათ. სს-ის ზოგიერთმა ოფიცერმა მღვდლობაც კი მიიღო და სხვა სახელმწიფოებში გაიგზავნა, უმთავრესად, არგენტინაში, პარაგვაისა და აშშ-ში.

ომის შემდეგ ჰელენმა მიიღო დავალება მოეწესრიგებინა რაიდო "თავისუფალი ევროპის" მუშაობა. სს-ის წევრთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ცსს-მ უშუალოდ თავის რიგებში გააწევრიანა.

"კომიტეტ 300"-ის კიდევ ერთი საინტერესო წევრი იყო ჯოზეფ რეტინგერი (რატცინგერი?). ომის შემდეგ, ცსს-ს მხარდაჭერით, ის ცდილობდა ხელშეკრულება დაედო ვატიკანთან. ამ საქმეში მან შესძლო მიემხრო დ-რი ლუიჯი ჰედა, პაპ პიუს XII-ის სამედიცინო მრჩეველი. მისი დახმარებით მან შესძლო კონტაქტების გამყარება პიუს XII-სთან, რა უკვე მოლაპარაკებული იყო მასსა და სტრატეგიულ სამსახურთა განყოფილებას (OSS) შორის, რომელიც ცსს-ს წინამორბედი ორგანიზაცია გახლდათ.

რეტინგერი ასევე ხვდებოდა პრინც ბერნჰარდ ნიდერლანდელს, იტალიის პრემიერ-მინისტრს, კოლინ გრაბინს, ბრიტანეთის სპეცსამსახურების სპეციალური ოპერაციების განყოფილების დირექტორს და ცსს-ს დირექტორს უოლტერ ბედელს.

პრინცი ბერნჰარდი ომის დაწყებამდე სს-ის წევრი იყო. მოგვიანებით მან ცოლად შეირთოლისტერ-ბისტერფელდის ოჯახის წარმოამდგენელი და დაიკავა შემოთავაზებული პსტი. ბელი ოილის კომპანიაში ეს ჯგუფი წარმოადგენდა იმ ბირთვს, რომელიც 1954 წელს ჰოლანდიაში, ოოსტერბეეკში, სასტუმრე დებილდერბერგში შეიკრიბა და შემდეგ ცნოიბლი გახდა როგორც "ბილდერბერგის" ჯგუფი.

"კომიტეტ 300"-იუს წევრი პრინცი ბერნჰარდ ნიდერლანდელი "ბილდერბერგის" ჯგუფის პირველი ხელმძღვანელი გახდა.

ცსს-ის თანამშრომელი, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა კათოლიკურ ეკლესიაზე, იყო კარდინალი სპელმანი. სხვათა შორის, სწორედ სპელმანმა გაუწია სამსახური ცსს-ს 1954 წელს გვატემალაში დემოკრატიული მთავრობის დამხობაში. ]

სპელმანი იყო სწორედ ის კაცი, რომელმაც გააცნო პაპს ჩიკაგოელი მამა პოლ მარცინკუსი. 1971 წელს მარცინკუსი გახდა არქიეპისკოპოსი და ვატიკანის ბანკის დირექტორი. მარცინკუსს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასონური ლოჟის პ-2-ის წევრებთან - მიშელ სინდონოსთან და რობერტ კალვისთან. კალვი, რომელიც ვატიკანის ბანკ ამბროსიანოს დირექტორი იყო, დაეხმარა ვატიკანს 100 მილიონი დოლარი გადაერიცხა პოლონური მოძრაობის "სოლიდარობის" დასახმარებლად. ცოტა მოგვიანებით ის ბანკ ამბროსიანოსთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა. 1982 წელს კალვის გვამი ლონდონში, ბლკეფრიარიოს ხიდზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. მარჯვენა და მარცხენა ჯიბეებში თითო აგური ჰქონდა, ხოლო ფეხები ისე ჰქონდა შეკრული, რომ კუთხეს გამოხატავდა. სწორედ ასე გამოიყურებოდა თავისუფალ ქვისმთლელთა რიტუალური მკვლელობას. ეს განსაკუთრებული ნიშანი, ცხადია, გაზეთებში არავის აღუნიშნავს. სინდონო ვატიკანის ბანკის მმართველი გახლდათ. იგი მრავალი უხილავი ძაფით იყო დაკავშირებული პ-2-თან, ვატიკანის პერსონალურ პრელატურა "ოპუს დეი"-სთან და ცსს-სთან.

ლოჟა პ-2-ის მრავალ წევრს იტალიის ხელისუფლებაში მაღალი პოსტები ეჭირა.

1966 წლის იანვარში ჟურნალმა "ლუკმა" გამოაქვეყნა სტატია: როგორ უცვლიან ებრაელები აზროვნებას კათოლიკურ ეკლესიას". მასში დეტალურად იყო აღწერილი ებრაული ლოჟის ბ'ნაი ბრიტის საიდუმლო თათბირები კარდინალ ბეასთან, რომელიც კათოლიკურ ეკლესიას წარმოადგენდა. სავარაუდოდა, რომ ვარტიკანი მსოფლიოში უმდიდრეს ორგანიზაციას წარმოადგენს. მისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი როტშილდების ბანკებში ინახება. ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ უკვე მრავალი წლის წინ ძალაუფლება ვატიკანში "კომიტეტ 300"-მა ჩაიგდო ხელთ. ეს ხნის იმ გარემოებას, თუ რატომ მოინახულებენ ხოლმე პაპს ასე ხშირად მსოფლიოს ლიდერები: ბუში, გორბაჩოვი და სხვა.

ეს მცირერიცხოვანი მაგალითები "ვატიკანის აისბერგის" მხოლოდ წვერია. მსგავს მაგალითს წარმოადგენს პაპ იოანე XXIII-ის მკვლელობა. ცნობა მისი სიკვდილის შესახებ გამოქვეყნდა თავისუფალ კალატოზთა დასავლეთ-მექსიკური ლოჟის გაზეთ "ელინფორმაერ"-ში. დაუდევრობის გამო ეს ცნობა ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა (დაიბეჭდა 1963 წლის 3 ივნისს დილით. პაპი იოანე კი გარდაიცვალა 1963 წლის 3 ივნისის საღამო, 7 საათსა და 49 წუთზე). ამის შსახებ დევიდ ა. იალოპმა საკმაოდ საინტერესო წიგნი დაწერა სახელწოდებით: "ღმერთის სახელით".

პაპ იოანე პავლე II-ს მეტად საინტერესო წარსული ჰქონდა, რომელიც, თავისთავად, ცალკე განსჯის საგანია. მასზე წერს უილიამ კუპერი (მან 12 წელი იმსახურა სამხედრ-საზღვაო დაზვერვაში) თავის წიგნში "უფრთხილდით თეთრ ცხენს", სადაც ის მოგვითხრობს, რომ პაპი მუშაობდა გერმანიაში, ი. გ. ფარბენში. მეორე მსოფლიო ომის დროს, სხვებთან ერთად, იგი თანამშრომლობდა გაზის წარმოებაში, იმ გაზისა, რომელიც საჭირო იყო საკონცენტრაციო ბანაკებში გაზის კამერებისთვის. იმის შიშით, პასუხისგებაში არ მიეცათ სამხედრო დამნაშავეებთან თანამშრომლობისთვის, ის პოლონეთში გაიქცა და თავი კათოლიკურ ეკლესიას შეაფარა. ამის შემდეგ დარჩა ამ ქვეყანაში და შექმნა ისეთი თავბრუდამხვევი კარიერა, როგორიც ეიზენჰაუერმა, ოღონდ მისგან განსხვავებით მისი კარიერა დიდხანს გაგრძელდა და ბოლოს, კარდინალ ვოიტილას სახელით ცნობილი პაპი გახდა.

მან არ დააყოვნა და მადლობა გადაუხადა თავის მეგობრებს იმით, რომ 1983 წლის 27 ნოემბერს თავისუფალ კალატოზთა კათოლიკური ეკლესიიდან განკვეთა გააუქმა.



Комментариев нет:

Отправить комментарий