ღმერთი

ღმერთი

понедельник, 21 апреля 2014 г.

ბრწყინვალე შვიდეული

აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე.

მორწმუნეები ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, მაგრამ ამჯერად ჩვენ მათ ვიხსენებთ არა იმიტომ, რომ განშორება ვიგლოვოთ, არამედ იმიტომ რომ, ვახაროთ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, რომელმაც “თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი და საფლავებსა შინა სიცოცხლე მიანიჭა!” თუ ადამიანს სწამს ღმერთი, სწამს, რომ ის აღდგა და სიკვდილი განაქარვა, მისთვის ამ სადღესასწაულო დღეებში მიცვალებულის დატირება და გლოვა დიდი ცოდვაა. განშორების მწუხარება, რომელიც მარად ჩვენს გულშია, ამ დღეს მეტად თავშეკავებულად უნდა გამოიხატოს, რამეთუ მას ცვლის დიდი სულიერი სიხარული და განცდა კვლავ შეხვედრის უეჭველობისა. ამასთან, საფლავებზე გავდივართ სწორედ ორშაბათს და არა თვით აღდგომას, რაც არ იქნებოდა მართებული.

ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს; წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებშიც; დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება “პასექის ჟამნი”.

ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინ დღესაც კი შეიძლება.

აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას “გამარჯობის” ნაცვლად ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ახარებენ: “ქრისტე აღდგა” – “ჭეშმარიტად!” “ჭეშმარიტად აღდგა!” “ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!”



.ambioni.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий