ღმერთი

ღმერთი

понедельник, 28 апреля 2014 г.

დავიწყებული თავისუფლება და სიყვარული


დეკანოზი ალექსი უმინსკი

-მამა ალექსი, რას ნიშნავს ცხოვრება ქრისტეში და ცხოვრება ეკლესიაში? რა კითხვები აწუხებთ დღეს ეკლესიურ ადამიანებს?

-დღევანდელი ჩვენი ეკლესიური ცხოვრება ორ პოლუსს -„შეიძლებადა არ შეიძლება“-ს შორის არის მოქცეული. რისი ჭამა შეიძლება მარხვაში, როგორც უნდა მოიქცე ტაძარში-აი კითხვები, რომლებიც ყველაზე ხშირად ისმის. ჩნდება შეგრძნება, თითქოს ქრისტიანის ცხოვრება მხოლოდ აკრძლავისა და დაშვებისაგან შესდგება. გაბედეთ და ხმამაღლა თქვით, რომ ეს ესე არ არის. დაუყოვნებლივ განგაშს ატეხავენ ეკლესიური ადათ-წესების და სისტემური აკრძალვის მიმდევარი ადამიანები. სწორედ ამაში მჟღავნდება ადამიანის თავისუფლად ცხოვრების არ ქონის სურვილი, რადგან უფრო მოსახერხებელია, როცა გარეგნულ წესებზე დაყრდნობით ყოველთვის გაქვს საკუთარი თავის გამართლების საშუალება.

ბევრი ადამიანი შეგეწინააღმდეგება: კი მაგრამ მცნებები? ხალხო, ეს ხომ ქრისტეში ცხოვრებაა! „არა კაც-ჰკლა, არა იპარო“ -ეს სისხლის სამართლის კოდექსია. ნებისმიერი რელიგია და ეთიკური სისტემა იგივეს იტყვის. თქვენ ღმერთის გარეშეც ერთი და იგივე ღირებულებებს იქდაგებთ. მაშინ რა შუაშია აქ ქრისტეს რწმენა? ათი მცნების არსი, რომელიც მოსეს ეუწყა იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანი ცხოველი არ გამხდარიყო და ღორის, მაიმუნის და მგლის დონეზე არ დაეყვანა თავისი ცხოვრება. ადამიანებს შიში ეუფლებათ, როცა მათი წარმოდგენა ეკლესიაზე, როგორც აკრძალვაზე ინგრევა. ჩემი აზრით ჩვენთვის, 21-ე საუკუნის ქრისტიანებისთვის, გამოსავალი ერთია: სახარება ისევ ცხოვრების წიგნი უნდა გახდეს.

-და ამიტომ გადაწყვიტეთ შეგედგინათ წიგნი საუბრები სახარებაზე?" რატომ ფიქრობთ, რომ დღეს ეს მკითხველს დააინტერესებს?

-თვითომ მე, სახარების კითხვა დ მისი განცდა სხვა ადამიანად მაქცევს. მე ეს უბრალოდ ცხოვრების გაგრძელების საშუალებას მაძლევს. სხვანაირად ეს სამყარო მოსაწყენი და არა კომფორტულია. როცა მესმის სახარება მე ვიცი როგორ მოვექცე ჩემს თავს. ამიტომ მინდოდა ჩემი აზრები გამეზიარებინა და ისე მოსაუბრეები მეპოვნა, რომლებიც დამეთანხმებოდნენ ან შემეკამათებოდნენ, მთავარია ერთად გვესმინა სახარებისთვის.

-თუ ადამიანი კითხულობს სახარებას, მაგრამ ის მასში საპასუხო განცდას არ იწვევს?

-ასეც ხდება, რადგან თანამედროვე ეკლესია სახარებაზე, როგორც ცხოვრების წიგნზე არ აკეთებს აქცენტს. სამწუხაროდ დღევანდელი ეკლესია არ არის მიმართული ქრისტეზე, როგორც პიროვნებაზე. იცით, ჩვენი ცხოვრება იმდენად მოწესრიგებულია, იმდენად განპირობებულია გარე რეფლექსით, რომ ადამიანს არსად წასვლა არ სჭირდება, ყველაფერი უკვე განსაზღვრულია ფორმალური წესებით. გარეგანი წესების დაცვა სულიერი კომფორტის განცდას ბადებს. ხოლო თუ კითხვები ჩნდება, მასზე პასუხები დიდი ხანია გამზადებულია. ტყუილად კი არ იბეჭდება ჩვენთან წიგნები-„მოძღვრის პასუხები“, „1500 კითხვაან „1200 პასუხი“. როცა ქრისტიანს არ სჭირდება ფიქრი, განცდა და ქრისტესთან მისვლა, მას გაუცხოების, სულიერი კვდომის მდგომარეობა ეუფლება. ადამიანი თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებს, მაგრამ ცხოვრება არ შესდგა: სულში სიცარიელე, სიმწირე და მოწყენილობაა.

იმიტომ, რომ თუ სახარება შენში კითხვებს არ აჩენს, არ გაიძულებს იფიქრო და პასუხები ეძიო, ტყავს არ გაძრობს და არ გტკენს, .. საქმე ცუდადაა.

 -არის ასეთი აზრი, რომ ეკლესიურ ცხოვრებაში მთავარია შეიგრძნო ქრისტე-როგორც პიროვნება.

-არა მხოლოდ შეიგრძნო, რაღაც მგრძნობიარე სფეროთი... ქრისტესთან შეხვედრისას ადამიანს არ ძალუძს მას თვალი მოსწყვიტოს, ხვდებით? როცა ადამიანი ქრისტეს, როგორც თავის მხსნელს შეხვდება, ის მას გაჰყვება... არ ვიცი სად, მაგრამ სხვა ვერაფერზე ვეღარ შესძლებს ფიქრს. ეკლესია დღეს დახურულ საზოგადოებად იმიტომ გადაიქცა, რომ წესრიგი (ფორმა-შინაარსის გარეშე) პირველ ადგილზე დგას. საშიშროება კი იმაში მდგომარეობს, რომ ეკლესიური წესების ფონზე ჩვენ დავივწყეთ სიტყვები თავისუფლებადა სიყვარული“. მაგრამ თავისუფლებისდა სიყვარულისსიმცირის გამო თვით რწმენის სული ნადგურდება.

-ვფიქრობ, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე ეკლესიას სულიერი მომსახურების კომბინატად აღიქვამს.

-რა თქმა უნდა, უფრო მეტიც, ჩვენ თვითონ ჩამოვაყალიბეთ ამგვარი დამოკიდებულება. ეკლესია მაღაზიებად ვაქციეთ, მივაჩვიეთ ადამიანები, რომ ეკლესია ადგილია, სადაც ყველაფერი რაღაცა ღირს-ანუ ფულადი ექვივალენტი. გვეუბნებიან, რომ ეს შემოწირულობის ფორმაა, მაგრამ ამის არავის არ სჯერა. რადგან როცა ყველაფერს ფასი აწერია, შემოწირულობაზე საუბარი უხერხულია.

ჩვენ კათოლიკეებს ელექტრონული სანთლებისა და ინდულგენციებისთვის ვკიცხავთ. არ ვეთანხმებით აზრს, რომ ეკლესია ბიზნესითაა დაკავებული. მაპატიეთ, მაგრამ აბა ეს რა არის? ადამიანს ტვინში უტიფრად უხრახნიან აზრს, რომ ღმერთთან SMS-ით შეიძლება ურთიერთობა. ადამიანს ეშინია უფალს თავისი სიტყვებით მიმართოს. მაგრამ თუ გადაიხადა, ჩნდება იმედის ნაპერწკალი, რომ ღმერთი მის თხოვნას შეისმენს.


-თქვენ ისეთ რამეებზე საუბრობთ, რის აღიარებასაც ბევრი ვერ ბედავს. არსებობს გამოსავალი?

-გამოსავალი ერთია, სახარება უნდა იყოს ათვლის წერტილი ქრისტესა და ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე. მართლმადიდებელი ქრისტიანის გარეგნული, ტრადიციული მოქმედების წესზე სახარებისეულმა სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს. განახლება არ უნდა ხდებოდეს იქ, სადაც რატომღაც ითვლება, რომ ის საჭიროა. ღვთისმსახურებაში ისევ ძველი ეკლესიური ენა უნდა დარჩეს, დაე ღვთისმსახურება დახურული აღსავლის კარით ჩატარდეს, ამას სულის გადარჩენისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ეკლესია სახარებით უნდა განიმსჭვალოს და მოითხოვოს (ვფიქრობ მოთხოვნა აუცილებელია, ოღონდ სიყვარულით) თავის მრევლისგან, რომ მათ სახარებით იცხოვრონ და განიცადონ, რომ ეს წმინდა წიგნი მათ კბილებს უმტვრევდეს, გულში წვდებოდეს, ახარებდეს და აღონებდეს.

-მაგრამ ადამიანი ხომ თვითონ უნდა განიმსჭვალოს სახარებით...?

 -პირველ რიგში ეკლესიის უმაღლეის იერარქია. პატრიარქს სახარებისეულად უნდა უყვარდეს თავის ძმა-ეპისკოპოსები და მღვდლები, მიმართავდეს სიკეთის, სიყვარულის, ალერსის სიტყვით. მღვდლები ერთმანეთს სიყვარულით უნდა ეკიდებოდნენ. ეპისკოსები მღვდლებს როგორც დაქირავებულ მუშებს კი არ უნდა ექცეოდნენ, რომლებიც ბატონ-ყმობის უფლებით მათ ეკუთვნით, არამედ როგორც ძმებს და შვილებს. ასევე უნდა უყურებდეს მღვდელი მრევლს; არა როგორც შემოსავლის წყაროს, არამედ როგორც თავის თემს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ეკლესია ფარსშია ჩაფლული. მე ხაზს ვუსვამ იმ ტენდენციას, რომელიც დღეს შეინიშნება. -რითი ახსნით იმას, რომ ბევრი ადამიანი ღმერთთან შუამავლის ძიებაში მოძღვართან მიდის? -ბევრს სურს, რომ თავისუფლება წაართვან, წარმოგიდგენიათ? და ისინი ამის შესაძლებლობას ეკლესიაში ხედავენ. სწორედ ეს მანიპულაცია ხდის ეკლესიას (სახარების გარეშე) გარე სამყაროსთვის ასე საშიშს.

ქრისტე კი არ გვართმევს, არამედ გვაძლევს თავისუფლებას! ბევრს კი ამისი ეშინია.

სახარებაში ქრისტე ახალგაზრდას მოუწოდებს: „გამომყევი, გამოყევი თავისუფალი. მომყევი უშიშრად, ისე რომ არაფერი გიჭერდეს, რომ არაფერს ეყრდნობოდე, რომ ჩემს გარდა არაფერი გაგაჩნდეს.“ ეს-სრული თავისუფლებაა. ადამიანს შეიძლება შეეშინდეს აბსოლუტური თავისუფლების, მას საყრდენი სჭირდება (წესები, ნორმები, მორალური პრინციპები და სხვა). სახარება კი მას ყველანაირ საყრდენს აცლის, არანაირ იმედს არ აძლევს-ღმერთის გარდა.

ჩვენ ვამბობთ: ადამიანი უნდა მოვიდეს ეკლესიაში! და განმღრთობისათვის მას ქრისტესთან შეხვედარს კი არ ვთავაზობთ, არამედ ქცევისა და ცხოვრების ფორმებს. ჩვენი განმღრთობა იმაში კი არ უნდა მდგომარეობდეს, რომ ადამიანი სპეციალურად ვაქციოთ ეკლესიის წევრად, არამედ რეალურ მრევლად და პრაქტიკოს ქრისტიანად. ჩვენი ამოცანა არ არის მოვნათლოთ ადამიანი, რომელიც ცოტა ხანში ყოველ კვირას ეზიარება და მერე მისიონერი გახდება. კომკავშირში ხომ არ ვღებულობთ? ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიაში მოსულმა ადამიანმა თავისთვის ქრისტე იპოვოს, სიყვარული დაინახოს. სხვა ამოცანა არ უნდა დავისახოთ. ივლის ადამიანი ტაძარში, თუ იფიქრებს ამაზე, განიცდის თუ სულიერად გაიზრდება-ეს მისი გზა, მისი არჩევანია. ჩვენ ვალდებული ვართ ადამიანი თავისუფალი დავტოვოთ.

-თქვენ მოძღვრის პოზიციიდან ლაპარაკობთ, მაგრამ რა ნაბიჯი უნდა გადადგას საერო ადამიანმა თუ მას უფალთან შეხვედრა სურს?

-პირველი ნაბიჯი, თუ ადამიანს ღმერთან შეხვედრა უნდა, მისი პირადი მიმართვაა უფლისადმი. მან გულის სიღრმიდან უნდა მიმართოს ღმერთს.

-მაშინ რა საჭიროა ეკლესია?

-სწორედ იმისთვის, რომ მას შემდეგ, რაც უფლის ხმას გაიგონებ შენში, გაჰყვე მას.ღმერთი კი ეკლესიაში მიგიყვანს. უფალს უნდა მიენდო. დღევანდელი ეკლესია ხშირად არ ენდობა ადამიანს, ღმერთი პირიქით-ყოველთვის ენდობა. ადამიანი თუ ეძიებს უფალს, ის იპოვის. ღმერთი არასდროს მოგატყუებს, ისიც ეძებს ადამიანს და როცა ადამიანი ღმერთისკენ მიდის, უფალი მორბის მის შესახვედრად.


წყარო:faith.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий