ღმერთი

ღმერთი

суббота, 26 апреля 2014 г.

სწავლებანი - წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი).

ღირსების დაკარგვას ძალაუფლების დაკარგვა სჯობია.


შური ყოველთვის არ გამოაჩენს თავის ჭეშმარიტ სახეს.


სიღატაკემ ცოტას თუ დააკარგვინა გონება, სიმდიდრემ კი - მრავალს.


ბრძოლა ძალაუფლებისათვის კაცობრიობის ისტორიაში პათოლოგიური მოვლენაა.


არაფერია ისე გადამდები, როგორც სიკეთისა და ბოროტების მაგალითები.



დაფარო საკუთარი სათნოება და სხვათა ნაკლი, ეს არის სულიერი სიბრძნე.


ძალაუფლება დიდი ცდუნებაა, და მცირედნი არიან, ვისაც შესწევს უნარი, რომ წინ აღუდგნენ მას.


ვინც ეშმაკის გზას დაადგა და იმასთან საკმაო მანძილი განვლო, წრფელ გზას ძნელად უბრუნდება.


სიმართლე რომ ითქვას, ბოროტება ამ სოფლად დედაკაცის მიერ შემოვიდა, მაგრამ ხსნა კაცობრიობას ისევ დედაკაცმა მოუტანა.


გული ბოროტებით სავსე და ენა სიცრუის მეტყველი, თანამედროვე კაცობრიობის უმძიმესი სენია. ბოროტება და სიცრუე კაცთა მოდგმას ხანძარივით მოსდებია.


წუთისოფელმა ბოროტი ჩვევები შემძინა, ყოველი მხრიდან შემკრა და შემბოჭა, იგი თითქოს ობობას ქსელია, მაგრამ რკინის ძალა შესწევს.



სულიერი ადამიანისთვის ყველაზე ძნელი საკუთარი აზრების სიტყვებით გამოთქმაა. ამიტომ მდუმარებას ამჯობინებს.


ურჩიე ადამიანს, თუ რა არის მისთვის უმჯობესი და გაჩუმდი, დაუსრულებელი დავა სანანებელი რომ არ გაგიხდეს.



ჩვენი სარწმუნოება სხვათა ცოდვების გამოძიებას გვიკრძალავს. ულმობელი მსაჯულები ჩვენ საკუთარი თავის მიმართ უნდა ვიყოთ.


ეკლესია ტექნიკურ პროგრესს არ ებრძვის. პირიქით იგი მას ახარებს. ეკლესია მხოლოდ ტექნიკის დესპოტურ მბრძანებლობას ეწინააღმდეგება.



ჩვენ რომ ვიცოდეთ ყოველდღე და ყოველ საათს რამდენს გვპატიობს ღმერთი და ადამიანები, დარცხვენილები ყველას შევუნდობდით.


დღეს ახალგაზრდამ რომ მკითხოს, როგორ უნდა ცხონდეს, მე ვურჩევდი, რომ სხვისთვის იღვაწოს. ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის გარდა საზრუნავი არ გააჩნია, ან დაღუპულია, ან უფსკრულის წინაშე დგას.


თუ ურწმუნო ადამიანი ბრძოლაში გიწვევს, უგუნური შეურაცხგყოფს, გაბოროტებული გდევნის, ჩათვალე, რომ ეს ბოროტისგან არის, რამეთუ ადამიანი ბუნებით ღვთისმოსავია, კეთილი და გონიერი.


ის, ვინც მატერიალურ სიკეთეს ფლობს, შესაძლოა ეგოისტი, ქედმაღალი, უმოწყალო და უღვთო აღმოჩნდეს. ასეთს სულიერი სიმდიდრე არ უნდა ვანდოთ, თუ იგი მცირესა ზედა სარწმუნო არ არის, დიდსა ზედა მით უფრო არასაიმედო იქნება.


ღმერთი მხოლოდ მათთან სუფევს, ვისაც გული აქვს შემუსვრილი და სული დამდაბლებული. მხოლოდ მას გამოუცხადებს სამყაროს საიდუმლოებასა და წმინდა წერილის სულიერ სიღრმეებს, ამისთვის ამქვეყნიურ მოვლინებებსა და კატეგორიებს იყენებს.


თუ სიკეთე არ გაგაჩნია, მაშინ შენში ცოდვაა ჩაბუდებული. ერთჭერქვეშ სიკეთისა და ბოროტების თანაცხოვრება შეუძლებელია. ისევე როგორც ნათელი და ბნელი ერთმანეთთან შეუთავსებელია. თუ სინათლე გაუჩინარდა მის ნაცვლად ბნელი დაისადგურებს. სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ენაცვლებიან, მაგრამ მათი თანაარსებობა შეუძლებელია.



ადამიანი საკუთარ თავს ცოდვას ვერ შეუნდობს, იგი ამას ღმერთს მიანდობს. ის ვინც ცოდვებს საკუთარ თავს თვითონ შეუნდობს, ღვთისგან შენდობას ვერ მიიღებს. მას, ვინც საკუთარი თავის მკაცრი მსაჯული არ იქნება, მსაჯული ღმერთის სახით მოევლინება.


ცოდვილისთვის სიკვდილი კი არ ისურვო, არამედ ცოდვათა მონანიება. ქრისტე ცოდვილთათვის ევნო. მისთვის მიუღებელია როცა ვთხოვთ, რომ უკეთურს სიკვდილი მოუვლინოს და გზიდან ჩამოგვაშოროს.


ადამიანს სძულს ის, ვის მიმართაც სცოდავს. როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ მისი დაფარული ცოდვა ვიღაცისთვის ცნობილია, მას ფარული მოწმის წინაშე თავდაპირველად შიში მოიცავს. შიში მალე სიძულვილში გადადის, სიძულვილი კი გონებას სავსებით აბნელებს.


ნუ გიხარია სხვისი დაცემა, რამეთუ იგი მოყვასია შენი. თუ იგი ცხონების გზას აცდა, ნუ იზეიმებს შენი გული. უფალმა ადამიანი სიცოცხლისთვის შექმნა და მისი წარწყმედა არ უხარია. ნურც შენ გაიხარებ იმით, რის გამოც უფალი დამწუხრებულია.


რა მალე ივიწყებს ადამიანი თავის უკეთურ საქმეებს, და როგორ არ ჩქარობს დაივიწყოს სხვათა ცდომილება. ნუთუ გახარებს ის, როს გამოც ანგელოზები ტირიან?





Комментариев нет:

Отправить комментарий