ღმერთი

ღმერთი

суббота, 26 апреля 2014 г.

ნათლობა განუმეორებელი მოვლენაა თითოეული

ადამიანის ცხოვრებაში, რადგან ამ საიდუმლოს მეშვეობით მონათლული გამართლდება ღვთის წინაშე, რაც ხდება არა მისი პიროვნული დამსახურებების გამო, არამედ ღმერთთან შერიგებისა და ცხონების იმ შესაძლებლობის წყალობით, რომელიც მაცხოვარმა მოგვიტანა. წყევა, კაცობრიობას რომ აწვა, ხორცშესხმული სიტყვა-ღმერთის მსხვერპლის შედეგად განქარდა. მიიღო ნათლობა, ეს ნიშნავს, გახდე წევრი განახლებული კაცობრიობისა, როგორც სხეულისა, რომლის თავი არის ახალი ადამი - იესო ქრისტე. ქრისტეში ჩვენ, უწინარეს ყოვლისა, ვიძენთ თავისუფლებას ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ესე იგი არჩევნის შესაძლებლობას. ქრისტიანად ხელდასხმისას ჩვენზე გადმოდის ღვთაებრივი მადლი, ხოლო ნაბოძებ ტალანტთა გამრავლება უკვე ჩვენი საქმეა. სახარების იგავი გვასწავლის, რომ, თუკი ამას არ გავაკეთებთ, თავს ღვთის რისხვას დავიტეხავთ. ხოლო ვინც უფლის მცნებებს შევასრულებთ, მოგველის „დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი, რათა ამ ქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისგან განრიდებულნი, საღვთო ბუნების თანამოზიარენი გავხდეთ“ (2პეტრ. 1:4) - ეს ყველა ქრისტიანის საბოლოო მიზანს წარმოადგენს.



ვლადიმერ ლოსკი -
სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება(ნაწყვეტი)






Комментариев нет:

Отправить комментарий