ღმერთი

ღმერთი

среда, 23 апреля 2014 г.

წულუკიანმა თანამშრომელს სამუშაო ოთახში საეკლესიო ნივთების შეტანა აუკრძალა?

საინფორმაციო პორტალი „ზონა ნიუსი“ იუსტიციის მინისტრის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის მინისტრმა, უწყების თანამშრომლებს სამუშაო ოთახებში ხატებისა და საეკლესიო ნივთების დადება აუკრძალა.

„არ დავინახო ხატები და პასკები... კვერცხები სახლში აგორონ“, - ციტირებს „ზონა ნიუსი“ იუსტიციის მინისტრის ფრაზას.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება „პრესა.ჯი“-მ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში სცადა.

თუმცა, იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში ამ ინფორმაციის შესახებ ოფიციალურ კომენტარს ვერ აკეთებენ.

„მინისტრი და პრესსამსახურის უფროსი ოფიციალური ვიზიტით ყატარში არიან. ამიტომ ჩვენ ვერაფერს გეტყვით, მოგვმართეთ წერილობით ან დაგვიკავშირდით ხვალ“, - განუცხადეს „პრესა.ჯი“-ს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

„პრესა.ჯი“:„არ დავინახო ხატები და პასკები... კვერცხები სახლში აგორონ“ - ამ სათაურით აქვეყნებს „ზონა ნიუსი“ მასალას, მათი, ინფორმაციით, მინისტრმა ეს დავალება უწყების თანამშრომლებს მისცა...

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი: მინისტრი ამ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, იმიტომ არ იმყოფება საქართველოში.

თეა წულუკიანი ყატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელიც მინისტრთან ერთადაა. ამიტომ, ვერ დაუკავშირდებით...

- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კომპეტენტური არ არის სხვა ვინმე?

- არ ვიცი, ვინ შეიძლება ფიზიკურად... ვინ უნდა ჩაგაწერინოთ ამის თაობაზე არ ვიცი... იქნებ ხვალ შეგვეხმიანოთ ან წერილობით მოგვმართოთ“.

23.04.2014
[ჯაბა დათუაშვილი]

http://presa.ge/new/index.php?m=society&AID=27322

Комментариев нет:

Отправить комментарий