ღმერთი

ღმერთი

пятница, 25 апреля 2014 г.

პირველი არხის ეთერში მღვდლები ანტიდისკრიმინაციულ კანონს აკრიტიკებენ

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, 19 აპრილს, 13:00 საათზე, დაიწყო პირდაპირი ტრანსლაცია იერუსალიმიდან, სადაც მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან შეკრებილნი წინასააღდგომო ცეცხლის გადმოსვლის ტრადიციის აღსანიშნავად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პირდაპირ ტრანსლაციას სასულიერო პირები, სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზები, დავით ლასურაშვილი და გიორგი სადამაშვილი უძღვებოდნენ.

ტრანსლაციის მიმდინარეობისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ანტიდისკრიმინაციულ კანონზეც იმსჯელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს არ მომხარიყო ამ კანონის არსებული სახით მიღება.

დეკანოზის განმარტებით, ამ კანონის მიღებისას, სექსუალური უმცირესობები უთანაბრდებიან ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს და ექნებათ უფლებები დასაქმდნენ ნებისმიერ ადგილას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების ჩათვლით. მისი თქმით, ამ კანონის ამ სახით მიღება მიუღებელია და აუცილებლად გამოიწვევს დაპირისპირებას მოქალაქეთა შორის.

"რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ეკლესია თავის პოზიციას აფიქსირებს, და ჩვენ დღეს, აი აქედან, მაცხოვრის წმინდა საფლავზე ცეცხლის გადმოსვლის მომლოდინე მდგომარეობაში, აქედან, კიდევ ერთხელ, შევახსენებთ და ვთხოვთ ჩვენ ხელისუფლებას, პარლამენტარებს, რომ ამ კანონის ასეთი სახით მიღება არ უდნა მოხდეს. ეს იქნება შეურაცხყოფა იმ სწავლებისა და ტრადიციისა, რომელიც აქვს ამ ეკლესიას და რომელიც აქვს ამ ერს და აუცილებლად ეს გამოიწვევს შეხლაშემოხლას ერში, რომ აღარ შევიდეთ კონკრეტულ პუნქტობრივ და მუხლობრივ განსჯაში" - ნათქვამია კომენტარში.

კომენტატორის აზრით, ეს არ არის უფლებების დაცვა, არამედ ლგბტ პირებისთვის ჭარბი უფლებების მინიჭებაა და რომ იმ პედაგოგებთან და დირექტორებთან ბავშვების მიბარება, რომელნიც იმ ცხოვრების წესით (ლგბტ პირები) ცხოვობენ, რომელზე დიდი სიბილწეც არ არსებობს სამყაროში, მიუღებელია.

კომენტატორმა თხოვნით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის ამ სახით მიღება არ დაეშვათ.

"როგორც ჩვენ ვიცით, ამ ყველაფერს ჰყავს თავისი ინიციატორები და ეს ინიციატორები საქართველოში არ არიან, მის ფარგლებს გარეთ არიან, რომლებიც ფაქტიურად თავს გვახვევენ ამ კანონს. არავითარი ევროკავშირის და არავითარი სხვა რომელიმე ორგანიზაციის პრიცნიპებით საკუთარი სარწმუნოების და საკუთარი ეროვნული ტრადიციების ნიველირება არ უნდა მოხდეს" - აცხადებს ტრანსლაციის მიმდინარეობისას სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი.


http://www.tabula.ge/ge/story/82401-pirveli-arxis-etershi-mghvdlebi-antidiskriminaciul-kanons-akritikeben

Комментариев нет:

Отправить комментарий