ავტორი: იუსტინ ჩელიელი (პოპოვიჩი)
უეჭველია, ღმრთის ხატად და მსგავსად შექმნილი არსებისთვის, ანუ ადამიანისთვის მთელს ადამიანურ სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთადერთი უმთავრესი ღირებულება - ღმერთკაცი უფალი ჩვენი იესუ ქრისტე. ეს კი ნიშნავს მის ეკლესიას, ანუ მის სხეულს, რომლის თავიც თვითონ არის. ამიტომაც, როდესაც ქრისტეს ეკლესიაზე იგივე სამოციქულო ეკლესიაზე ვლაპარაკობთ, ეს ნიშნავს ვილაპარაკოთ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, თვით უფალ იესუ ქრისტეზე - ღმერთკაცზე. ეკლესია ხომ საუკუნეთა განმავლობაში სხვა არაფერი იყო, თუ არა ღმერთკაცი იესუ ქრისტე. აქედან მომდინარეობს ხარების თავისებურებაც და მცნებაც: "იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ" (კოლას. 1:18). ის არის ისტორიული ღმერთკაცი უფალი ქრისტე. ამიტომაც, ყველაფერს, რაც მისია, ანუ ეკლესიურია, წმიდად და ღმრთისმოშიშებით, "რწმენითა და სიყვარულით" უნდა მივეახლოთ. ამასთან, ჩვენი მართლმადიდებლური საყოველთაო და კრებითი გრძნობა, ჩვენი მართლმადიდებლური თვითშეგნება ყოველთვის მისით უნდა იწყებოდეს და მისითვე მთავრდებოდეს, რომელმაც ყველა დროისთვის და მარადიულად გამოგვიცხადა ეს ჭეშმარიტება საკუთარ თავზე: "მე ვარ ანი და ჵ, პირველი და უკუანაჲსკნელი, დასაბამი და დასასრული" (გამოცხ. 22:13).
ამიტომაც ღმერთკაცობა არის ყოველივე და ყველაფერი ეკლესიაში: ის არის მისი სამოციქულობა, ის არის მისი სიწმიდე, ის არის მისი ერთობა, ის არის მისი კრებითობა, ის არის მისი საყოველთაოობა, ის არის მისი უცთომელობა. ამიტომაც ეკლესიაში, სადაც ღმერთკაცობაა ყველაფერი და ყოველივე, არაფრის გადაწყვეტა არ შეიძლება "კაცობრივად", ადამიანის გადმოცემისამებრ, წუთისოფლის სტიქიათამებრ, ვინაიდან, როგორც მოციული ამბობს: "მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით" (გალატ. 1:11) და კიდევ: "ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცთუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით" (იხ.; კოლ. 2:8). რატომ? იმიტომ, რომ სწორედ "მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება" (კოლას. 2:9). და კიდევ იმიტომ, რომ "იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე" (ებრ. 13:8). ამიტომაც, მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა პრობლემა მოციქულთა დროიდან დღემდე და ვიდრე საშინელ სამსჯავრომდე, წყდება მხოლოდ მისით, ანუ იესუ ქრისტეთი. სწორედ ამაშია მართლმადიდებლური ეკლესიის მართლმადიდებლურობა, მისი ერთობა და ყოვლადჭეშმარიტება.
მართლმადიდებლობის თანამედროვე პრობლემები თუ ღმერთკაცის მიერ ღმერთკაცობრივად, მოციქულებრივად, წმიდა მამებისეულად არ წყდება, მაშინ ის შეუძლებელია მართლმადიდებლურად და ღმრთივსათნოდ გადაწყდეს, და ამგვარი გადაწყვეტილება კატასტროფას, განხეთქილებას, მწვალებლობას, ყოველგვარ ჰუმანისტურ ცთომილებას, ნიჰილიზმს და ანარქიას გამოიწვევს. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ახალი მსოფლიო კრების მოწვევასაც, რომლის ფორსირება ჩვენს დროში ყველა მხრიდან სწარმოებს და მართლმადიდებლობას ძალდატანებით თავს ახვევენ. მოლაპარაკებებზე იგზავნებიან ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგატები, კეთდება განცხადებები მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, ასახელებენ კრების მოწვევის ადგილსა და თარიღს და ა. შ.
დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ მსოფლიო კრებისთვის მოწვევის რაიმე აუცილებლობას. ნებისმიერი საქმის წარმატებით დასაგვირგვინებლად ხომ აუცილებელი პირობებია საჭირო. მსოფლიო კრების მოსაწვევად კი აუცილებელი პირობები არ არსებობს. მაგალითად, გავიხსენოთ როდოსის კრება, რომელზეც ღირსეული ელექტორატის მომზადებაც კი ვერ მოახერხეს. მსოფლიო კრებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში კი მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალოა.
არ დავივიწყოთ ისიც, რომ აპოკალიფსურ პერიოდში ვცხოვრობთ. უკვე გვიახლოვდება საცთურის ჟამი, რომელიც მოაწევს მთელს მსოფლიოს (იხ. გამოცხ. 3:10). ამასთანავე ის არც ერთ ჩვენგანს, არც ერთ მართლმადიდებელ სერბს არ დატოვებს. ის, რასაც უფალი აპოკალიფსისში ეუბნება შვიდ ადგილობრივ ეკლესიას, ყველაზე მეტად დღევანდელ დღეებს ეხება, ვიდრე მოციქულთა პერიოდს, რადგან ჩვენ უფრო ახლოს ვართ აპოკალიპტურ და ანტიქრისტეანულ საშინელებებთან (იხ. გამოცხ. 1:11; 3:22). მაცხოვრის მზრუნველი ქადაგებებიდან გრგვინავს მოწოდება ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიისადმი: "შეინანეთ!" (იხ. გამოცხ. 2:5; 16:22; 3:19). მითუმეტეს ეს ეხება თანამედროვე ადგილობრივ ეკლესიებს. და უფალი, რომელსაც ხელში "შვიდი ვარსკვლავი, ანუ შვიდი ეკლესია" უპყრია (იხ. გამოცხ.1:20), ამას ყოვლისმპყრობელური ძალმოსილებით, მიუწვდომელი განგებულებით ბრძანებს.
მართლმადიდებლური ეკლესიის ღმერთკაცობრივ ორგანიზმში ყოველივე ორგანულ ურთიერთკავშირშია. ეკლესიის რომელ პრობლემასაც გინდა შევეხოთ ჩვენ ყოველთვის უფალ იესუ ქრისტეს ღმერთკაცობრივ პიროვნებას შევეხებით. რითი დავამტკიცებთ ამას? შვიდი მსოფლიო კრებით. ყველა მათგანი წყვეტდა ამ პლანეტაზე კაცობრიობის მთელი ცხოვრების ერთ პრობლემას - ღმერთკაც იესუ ქრისტეს საკითხს.
შვიდი მსოფლიო კრების უმთავრესი საზრუნავი გახლდათ უფალ იესუს ღმერთკაცობრივი პიროვნების ხელშეუხებლობისა და ყველა იმ მარადიული და უცვალებელი სიკეთეების დაცვა, რომელიც ქრისტემ ეკლესიაში მოიტანა. მან ხომ თავისი სხეული ყველა დროისა და ჟამისთვის დაამშვენა. ყველა დროის ყველა ადამიანისთვის ცხადი უნდა იყოს შვიდი მსოფლიო კრების უმთავრესი გაკვეთილი - ეს არის იესუ ქრისტეს ღმერთკაცობის პრობლემის გადაწყვეტა, მისი სამოციქულო და მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემის გადაწყვეტა. ყოველი ახალი მსოფლიო კრება შეუძლებელია იყოს წმიდა, ან მსოფლიო, ან მერვე, თუ არ შეიწყნარებს მის წინ არსებულ შვიდ მსოფლიო კრებას, ყველა მათგანის სიწმიდეს, საყოველთაოობას და მათი დადგენილებების უცვალებლობას. უმჯობესი იქნება თუ ვიტყვით, რომ ახალი მსოფლიო კრება შვიდი მსოფლიო კრების გაგრძელებას უნდა წარმოადგენდეს, რათა ის მართლმადიდებლურად და მსოფლიოდ იწოდოს.
აქ მოციქულებივით და წმიდა მამებივით წინდახედული და ღმრთივგანბრძნობილი უნდა იყო. აქ, როგორც არსად, საჭიროა გვახსოვდეს მაცხოვრის კაცთმოყვრული გაფრთხილება: "ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა" (მათე 12:36). ეს არის სიტყვა, რომელიც წარმოითქვა იმ ეკლესიის შესახებ, რომელიც არის ღმერთკაც იესუ ქრისტეს სხეული, ხოლო მარადიული ნათელი თავი ამ ეკლესიისა თვით იესუ ქრისტეა. არადა უკვე რამდენი ამაო სიტყვა და საშიში ქადაგება წარმოსთქვეს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებმა, რამდენი ფუჭი სიტყვა წარმოითქვა სახელმწიფო მოხელეთა პირით. ამის შესახებ უამრავი წიგნი შეიძლება დაიწეროს. მთელი დღევანდელობა შეჰღაღადებს ტკბილ იესუს იმ უსჯულოებათა გამო, რომელსაც ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში ვამჩნევთ. "ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა" (საქმე 5:29). ამ სიტყვებში სამუდამოდ მოგვეცა უცვალებელი საეკლესიო დოგმა, თუ რით უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ დილემების გადაწყვეტისას, რომლებიც წარმოიშვება ეკლესიასა და საერო ხელისუფლებას შორის. უფლის დოგმატები განმაცხოველებელი ძალაა და კრიტერიუმია, რომელიც მსოფლიო კრებათა წმიდა მამებმა გადმოგვცეს და მათი ხელუხლებლად დაცვა გვამცნეს უფლის მეორედ მოსვლამდე და საშინელ სამსჯავრომდე.
ამასთან, ცაში ანგელოზებმაც იციან და მიწაზე კიდევ ადამიანებმაც, განსაკუთრებით კი მართლმადიდებელმა ქრისტეანებმა, რომ ამ აპოკალიპტურ დროში ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მრავალ იერარქს ადამიანური უძლურების გამო არ შეეძლება იმ მომავალ მერვე მსოფლიო კრებაზე აღიაროს წმიდა მამათა მიერ გადმოცემული მართლმადიდებლური დოგმატები და კანონიკური ჭეშმარიტებები.
ბოლოს და ბოლოს, რას შეიძლება ველოდოთ მსოფლიო კრებისგან? მხოლოდ უბედურებას: განხეთქილებებს და მწვალებლობებს, ასევე მრავალგვარ ცთომილებებს. ეს არის ჩემი ღრმა რწმენა და გამახვილებული შეგნება. ამიტომაც ვლოცავ და ვევედრები სამღვდელმთავრო კრებას, რათა სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავი შეიკავოს ამ კრების მომზადებისგან და მასში მონაწილეობის მიღებისგან. ეს უმძიმესი ცოდვა მაინც არ დავაკისროთ ჩვენს ეკლესიასა და ჩვენს მრავალტანჯულ მართლმადიდებელ ერს.
წმიდა გიორგობა. 1971 წელი. ჩელიეს მონასტერი.
წყარო: Посев и Жатва. М. Челие, 2007.
www.pkrest.ru
apocalypse.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий