ღმერთი

ღმერთი

понедельник, 28 апреля 2014 г.

ევროკავშირის დიპლომატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ მოილაპარაკეს

28-04-2014

ევროკავშირის 28 ქვეყნის დიპლომატებმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ მოილაპარაკეს. ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
ევროკავშირის სანქციები კიდევ 15 მაღალჩინოსანს შეეხება - მათი ევროპული ანგარიშები გაიყინება და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ევროკავშირის რეაქციას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში დეესკალაციის მხრივ არასაკმარისი ძალისხმევისთვის. პირთა ვინაობა, ვისაც დამატებითი სანქციები შეეხება, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
"მანამდე ევროკავშირის სანქციები უკვე შეეხო რუსეთისა და უკრაინის 55 მოქალაქეს. სანქციების ე.წ. "მესამე ეტაპი", რომელიც რუსეთის იზოლირებას ითვალისწინებს საფინანსო ბაზრებისგან და მის ეკონომიკაზე სერიოზულად იმოქმედებს, ეკონომიკური შედეგების გამო ჯერ არ ამოქმედდება", – წერს გამოცემა ევროპულ სააგენტოებზე დაყრდნობით.



interpressnews.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий