1.ენოქის დალოცვა
1.1.ეს არის ენოქის დალოცვის სიტყვა, რომლითაც ის ლოცავდა რჩეულებსა და მართალთ, რომლებიც იცხოვრებენ გლოვის დღეს, როდესაც ყველა ბოროტი და უღირსი განდევნილი იქნება.
1.2.და თქვა ენოქმა, მართალმა კაცმა, რომელსაც აუხილა თვალები ღმერთმა, რომ მას ზეცაში წმინდა ხილვა ჰქონდა: ის მე ანგელოზებმა მანახეს და მათგან გავიგე ყველაფერი, და შევიცან ის, რაც ვიხილე, მაგრამ არა ამ თაობისთვის, არამედ შორეული თაობისთვის, რომელიც მოვა.
1.3.რჩეულთა შესახებ ვამბობდი მე და მათ შესახებ ვსაუბრობდი წმინდა და დიდებულთან, სამყაროს ღმერთთან, რომელიც გამოვა თავის საცხოვრებლიდან.
1.4.და იმ ადგილიდან მარადიული ღმერთი მოვა სინას მთაზე და ის გამოჩნდება თავის სტუმრებით და ზეციდან მოევლინება დიდებული ძალით.
1.5.და ყველას შეეშინდება და მეთვალყურეები შეკრთებიან და ძლიერი შიში და თრთოლა შეიპყრობს მათ დედამიწის ბოლომდე.
1.6.მაღალი მთები რყევას დაიწყებენ და მაღალი გორაკები დაეშვებიან და ჩამოიღვენთებიან, როგორც ფიჭის თაფლი ცეცხლისგან.
1.7.დედამიწა ჩაიძირება და ყველაფერი, რაც მიწაზეა, დაიღუპება და აღსრულდება სამართალი ყველაზე და ყველა მართალზე.
1.8.მაგრამ მართალთ ის მოუმზადებს მშვიდობას და დაიცავს რჩეულებს და წყალობა იქნება მათი მფარველი. ისინი ყველანი ღვთის იქნებიან და იქნებიან აყვავებულნი და ისინი დალოცვილნი იქნებიან და მათ ღვთის სინათლე გაანათებს.
1.9.და აი, ის მოდის ათი ათასი წმინდანით, რომ აღასრულოს სამართალი მათზე და ის ანადგურებს უღირსებს და ყველას, ვისაც გააჩნია სხეული, განსჯის იმისთვის, რაც ცოდვილებმა და უღირსებმა გააკეთეს და ჩაიდინეს მის საწინააღმდეგოდ.
2.ღმერთის კანონები
2.1.მე ვაკვირდებოდი ყველაფერს, რაც ხდება ცაში: თუ როგორ ანათებს სინათლე, რომელიც არ იცვლის მიმართულებას, თუ როგორ ამოდიან და ჩადიან ისინი თანმიმდევრობით, თითოეული თავის დროს და არ არღვევენ თავიანთ კანონებს. 2.2.შეხედეთ მიწას და შეიცანით ის, რაც მასზეა, დასაწყისიდან ბოლომდე და დარწმუნდით, რომ ღმერთის ყოველი ქმნილება სწორად ააშკარავებს საკუთარ თავს.
2.3.შეხედეთ ზაფხულს და ზამთარს, თუ როგორაა მთელი დედამიწა წყლით სავსე და ღრუბლები და ცვარი და წვიმა ეშვება მასზე.
3.1.მე ვაკვირდებოდი და ვხედავდი, თუ როგორ ჩანდა ზამთარში ყველა ხე გამხმარი და ყველა ფოთოლი ჩამოცვივდა მათგან, გარდა თოთხმეტი ხისა, რომლებიც არ შიშვლდებიან, რომლებიც რჩებიან ძველი ფოთლებით მანამდე, სანამ ორ-სამ წელიწადში ახალი არ გაეზრდებათ.
4.1.და კვლავაც ვაკვირდებოდი ზაფხულის დღეებს, თუ როგორ დგას მზე მის ზემოთ, თქვენ კი ეძებთ გრილ ადგილს თავშესაფრად და ჩრდილს მზის მცხუნვარებისგან და მიწაც კი იწვის მხურვალებისგან, თქვენ კი არ შეგიძლიათ, ნაბიჯი გადადგათ არც მიწაზე, არც კლდეზე ამ სიცხის გამო.
5.1.მე ვაკვირდებოდი, თუ როგორ იფარება ხეები მწვანე ფოთლებით და გამოაქვთ ნაყოფი. და თქვენ შეიცნობთ და გაიგებთ, რომ ყოველივე ეს თქვენთვის შექმნა მან, რომელიც მარადიულად ცოცხლობს.
5.2.შეხედეთ, როგორ არსებობენ მისი ქმნილებები მის წინაშე ყოველ ახალ წელს და ყოველი მისი ქმნილება ემსახურება მას და არ იცვლება - როგორებიც შექმნა ღმერთმა, ისეთებად რჩებიან და ასე ხდება ყველაფერი.
5.3.და შეხედეთ, თუ როგორ ასრულებენ თავიანთ საქმეს ზღვები და მდინარეები.
5.4.თქვენ კი ბოლომდე ვერ მოითმინეთ და ვერ აღასრულეთ ღმერთის კანონები, მაგრამ თქვენ გადააბიჯეთ მას და ამოთქვით ამაყი, მკრეხელური სიტყვები თქვენს ბილწ ბაგეთაგან მისი უდიდებულესობის წინააღმდეგ. თქვენ, სასტიკი გულის მქონენო, ვერ მიპოვებთ სიმშვიდეს!
5.5.და ამის გამო თქვენ დაწყევლეთ თქვენი დღეები და წლები თქვენი ცხოვრებისა განადგურდება. მარადიული იქნება წყევლა და ვერ მოიპოვებთ წყალობას.
5.6.იმ დღეს თქვენ მოწყდებით სამყაროს, რომ დაწყევლილნი იყოთ ყოველი მართალთათვის და ისინი მუდამ დაგწყევლიან როგორც ცოდვილებს და თქვენთან ერთად სხვა ცოდვილებსაც.
5.7.რჩეულთათვის დადგება სინათლე და სიხარული და მშვიდობა და ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას, თქვენთვის კი, უღირსნო, წყევლაა განკუთვნილი. 5.8.როდესაც რჩეულებს სიბრძნე მიეცემათ, ისინი იცხოვრებენ და არ შესცოდავენ არც დაუდევრობით, არც ქედმაღლობით, მაგრამ ისინი, ვისაც მიეცემა სიბრძნე, იქნება თავმდაბალი.
5.9.და ისინი აღარ შესცოდავენ და აღარ იქნებიან განკითხულნი მთელი ცხოვრების მანძილზე და არ დაიხოცებიან რისხვითა და ტანჯვით, მაგრამ დაასრულებენ თავიანთი ცხოვრების დღეებს და მოხუცდებიან სიმშვიდით და მათი ბედნიერების წლები იქნება მრავალი. ისინი მარადიულ ტკბობაში და სიმშვიდეში განლევენ თავიანთ ცხოვრებას.
3.აჯანყება მეთვალყურეთა შორის
6.1.და მოხდა ის, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანთა შვილები გამრავლდნენ, იმ დღეებში მათ შეეძინათ ლამაზი და მშვენიერი ქალიშვილები.
6.2.და ანგელოზებმა, ზეცის ვაჟებმა, დაინახეს ისინი და ისურვეს ისინი. უთხრეს ერთმანეთს: მოდით, შევარჩიოთ ცოლები ადამიანთა შვილებს შორის და და ვშვათ ჩვენთვის შვილები!
6.3.და სამიაზამ, მათმა უფროსმა, უთხრა მათ: მე ვშიშობ, რომ თქვენ არ ისურვებთ ამ საქმის აღსრულებას და შემდეგ მე მარტოს მომიწევს ამ დიდი ცოდვის გამოსყიდვა. 6.4.შემდეგ ყველა მათგანმა უპასუხა მას და თქვა: ჩვენ ყველანი ვფიცავთ ფიცით და ერთმანეთს წყევლით ვკრავთ, რომ არათუ მივატოვოთ ეს განზრახვა, არამედ აღვასრულოთ.
6.5.შემდეგ შეჰფიცა ყოველმა ერთად და შეიკრა წყევლით.
6.6.ისინი ორასნი იყვნენ. და ისინი დაეშვნენ არდისზე, რომელიც არის ერმონის მთის მწვერვალი. და მათ დაარქვეს მას ერმონის მთა, რადგან მასზე შეჰფიცეს და შეკრეს ერთმანეთი წყევლით.
6.7.და ეს არის მათ უფროსთა სახელები: სამიაზა მათი უფროსი, ურაკიბარამიელი, აკიბაელი, თამიელი, რამუელი, დანელი, ეზეკეელი, სარაკუიაელი, აზაელი, ბართაელი, ონანი, ცაკებე, სამსავიელი, სართაელი, თურელი, იომიელი, არაზიელი.
6.8.ესენი არიან ორას ანგელოზთა უფროსნი და ყველა სხვა მათთან იყო.
7.1.და მოიყვანეს ცოლები და ყოველმა მათგანმა შეარჩია ერთი და დაიწყეს მათთან სიარული და შეერთება. ასწავლეს მათ ჯადოსნობა და შელოცვები და აჩვენეს მათ ფესვებისა და ხეების გადაჭრა.
7.2.მათ ჩაესახათ და შვეს გოლიათები, რომელთა სიმაღლე იყო სამი ათასი იდაყვის სიგრძე.
7.3.მათ შთანთქეს ადამიანთა მონაპოვარი, ამიტომ ადამიანებს უკვე აღარ შეეძლოთ მათი გამოკვება.
7.4.და გოლიათები ადამიანთა წინააღმდეგ მოექცნენ, რათა შთაენთქათ ისინი.
7.5.და შესცოდეს მათ ფრინველთა და ცხოველთა და ქვეწარმავალთა და თევზთა წინაშე და დაიწყეს ერთმანეთის ხორცის ჭამა და სისხლის სმა.
7.6.და დედამიწა ჩიოდა უღირსთა გამო.
8.1.და აზაელმა ასწავლა ხალხს დამზადება ხმლებისა და დანებისა, და ფარებისა და აბჯრისა, და ასწავლა მათ იმის დანახვა, რაც იყო მათ უკან. და ასწავლა მათ ხელოვნება: სამაჯურებისა და მორთულობისა, და გამათეთრებლისა და ფერუმარილისა, და წარბთა მოკაზმულობისა და ძვირფასი ქვებით მორთვისა, და ყოველგვარი ფერადი საღებავისა. და სამყარო შეიცვალა.
8.2.და გაჩნდა დიდი უღირსობა და მრავალი არასაჭიროება და ადამიანებმა შესცოდეს და მათი ყველა გზა შეირყვნა.
8.3.ამეზარაკელმა ასწავლა ყოველგვარი შელოცვა და ფესვთა ჭრა, არმაროსმა - შელოცვისგან გათავისუფლება, ბარაკაელმა - ვარსკვლავებზე დაკვირვება, კოკაბიელმა - რაიმეს მომასწავებელი ნიშნების გარჩევა, თამიელმა - ასტროლოგიური სწავლება, ასტრადელმა - მთვარის მოძრაობა.
8.4.და შემდეგ ადამიანები დაიღუპნენ, მათი ტირილის ხმა კი ზეცას მისწვდა.
9.1.შემდეგ გადმოიხედეს ზეციდან მიქელმა, გაბრიელმა, სელაფიელმა და ურიელმა და დაინახეს უამრავი სისხლი, რომელიც იღვრებოდა მიწაზე და ქმნიდა ყოველგვარ უსამართლობას, რომელიც დედამიწაზე ხდებოდა.
9.2.და უთხრეს მათ ერთმანეთს: ადამიანთა ხმამ განადგურებული მიწიდან ზეცის კარიბჭემდე მოაღწია.
9.3.და ახლა, ზეცის წმინდანნო, ადამიანთა სულები შეგთხოვენ: დაგვიბრუნე ჩვენი სამართლიანობა უზენაესისგან.
9.4.და მათ უთხრეს თავიანთ უფალს, მეფეს: უფალთა უფალო, ღმერთთა ღმერთო, მეფეთა მეფევ! შენი ბრწყინვალე სამეფო ტახტი არსებობს ყოველ თაობაში, დალოცვილი და ქებულია იგი!
9.5.შენ შექმენი ყოველივე და შენი ძალა ყოველივეზე ვრცელდება. და შენს წინაშე ყველაფერი ცნობილია, გახსნილია და შენ ხედავ ყველაფერს და არაფერია დამალული შენთვის.
9.6.შეხედე, რა ჩაიდინა აზაელმა, როგორ ასწავლა დედამიწაზე ყოველგვარ უღირსს და გაუხსნა სამყაროს ცათა მარადიული საიდუმლოები.
9.7.და სამიაზამ, რომელსაც შენ უბოძე ძალაუფლება, რათა ის მართავდეს თანამზრახველთ, გაუმხილა მათ შელოცვები.
9.8.და ერთად მივიდნენ მეთვალყურენი ადამიანთა ქალიშვილებთან, მათთან დაწვნენ, გახდნენ უწმინდურნი და გავრცელდა მათზე ცოდვა.
9.9.და ქალებმა შვეს გოლიათები და მათ გამო დედამიწა აივსო სისხლითა და უსამართლობით.
9.10.და ახლა განშორებული სულები ტირიან და ჩივიან, და მათი კვნესა აღწევს ზეცის კარიბჭემდე. მათ არ შეუძლიათ გაქცევა უღირსობისგან, რომელიც დედამიწაზე არის ჩადენილი.
9.11.და შენ იცი ყველაფერი, სანამ ეს მოხდებოდა და შენ იცი ის, რაც ეხებათ მათ. მაგრამ შენ არაფერი გვითხარი ჩვენ. რა უნდა გავუკეთოთ ახლა მათ ამის გამო?
4.უმაღლესმა მეთვალყურეებმა ხმა აიმაღლეს
10.1.მაშინ თქვა უმაღლესმა, დიდებულმა და წმინდამ, არსიალალიური წარგზავნა ლამექის ვაჟთან და უთხრა მას:
10.2.გადაეცი მათ ჩემი სახელით: დაიმალეთ! და განუცხადე მას მოსალოდნელი აღსასრულის შესახებ, რადგან მთელი დედამიწა დაიღუპება, წყალდიდობა მოევლინება მიწას და ის, რაც მასზეა, განადგურდება.
10.3.ახლა კი ასწავლე მას, რომ გაიქცეს და მისი თესლი გადარჩეს მთელი დედამიწისთვის.
10.4.და განუცხადა ღმერთმა რაფაელს: შეუკარი აზაზელს ხელ-ფეხი და წყვდიადში წაიყვანე. ხვრელი გახსენი იმ უდაბნოში, რომელიც დუდაელშია და ჩაუშვი ის იქ. 10.5.დაუშვი მასზე უხეში და მახვილი ქვა და დაფარე ის წყვდიადით, რომ იგი სამუდამოდ დარჩეს იქ. დაუფარე სახე, რომ ვერ შეძლოს სინათლის ხილვა.
10.6.და განკითხვის დიდებულ დღეს ის ჩაგდებული იქნება ცეცხლში.
10.7.და აღადგინე დედამიწა, რომელიც ანგელოზებმა დაანგრიეს და აცნობე მათ, რომ მე აღვადგინე დედამიწა და არ დაიღუპება ადამიანთა ყოველი შვილი იმ ცოდნის გამო, რაც მეთვალყურეებმა ასწავლეს თავიანთ შვილებს.
10.8.და მთელი დედამიწა დაინგრა აზაზელის სწავლების გამო და მას მიაწერე ყველა ცოდვა.
10.9.და ღმერთმა უთხრა გაბრიელს: წადი უკანონო შვილთა, უქორწინოდ შობილთა და უწმინდური შეერთების შვილთა წინააღმდეგ და გაანადგურე უქორწინოდ შობილი შვილები და მეთვალურეთა შვილები ადამიანთა შორის. გამოიყვანე ისინი და გაუშვი, რომ მათ თავად გაანადგურონ ერთმანეთი ბრძოლაში, რადგან მათ არ უნდა იცხოვრონ ხანგრძლივი ცხოვრებით.
10.10.და ისინი შეგთხოვენ შენ, მაგრამ მათი მამებისგან პატივისცემას ვერ დაიმსახურებენ. მათ ექნებათ მარადიული ცხოვრების იმედი და იმედი იმისა, რომ ყოველი მათგანი ხუთას წელს იცოცხლებს.
10.11.და ღმერთმა უთხრა მიქელს: აცნობე სამიაზას და მასთან ერთად სხვებს, რომელნიც შეუერთდნენ ქალებს, რათა მათთან წაებილწათ თავი ყოველი უწმინდურობით.
10.12.როდესაც მათი ყველა შვილი ერთმანეთს დახოცავს და როდესაც ისინი დაინახავენ თავიანთი საყვარელი ადამიანების განადგურებას, შეკარი ისინი მიწის მთების ქვეშ სამოცდაათი თაობით იმ დრომდე, სანამ არ დადგება დღე მათი განკითხვისა და განადგურებისა, სანამ არ აღესრულება უკანასკნელი სასამართლო მთელს უწმინდურობაზე.
10.13.და იმ დღეებში მათ ჩაყრიან ცეცხლოვან უფსკრულში ტანჯვისთვის და ისინი მარადიულად იქნებიან საპყრობილეში გამოკეტილნი.
10.14.და შენდეგ სამიაზა დაიწვება და მათთან ერთად დაიღუპება. ისინი დაკავშირებულნი იქნებიან ერთმანეთთან თაობების დასასრულამდე.
10.15.და გაანადგურე ვნების ყოველი სული და შვილები მეთვალყურეთა, რადგან ისინი შეცდნენ ადამიანების წინაშე.
10.16.აღგავე ყოველი ბოროტი პირისაგან მიწისა და ყოველგვარი სიბოროტე შეწყვეტს არსებობას. გამოიღებს ხე სამართლიანობის ნაყოფს და ყველაფერი იქნება დალოცვილი, სამართლიანი და სიმართლე დანერგავს სიხარულს მთელ საუკუნეში.
10.17.და ახლა მართალნი იქნებიან თავმდაბალნი და იცხოვრებენ მანამდე, სანამ არ შობენ ათას შვილს. და ახალგაზრდობის ყოველ დღეს ისინი აღასრულებენ სიმშვიდით. 10.18.ამ დღეებში მთელი მიწა დამუშავებული იქნება მართალთა მიერ და დაირგვება ხეები, და აღივსება მადლით.
10.19.და ყოველგვარ საამურ ხეს დარგავენ და დარგავენ ვაზებს. და მასზე დარგული ვაზი გამოიღებს უხვ ნაყოფს. თითოეული თესლისგან, რომელსაც დათესავენ, ათას მოსავალს მიიღებენ და თითოეული ზეთისხილისგან ათ ჭურჭელ ზეთს მიიღებენ. 10.20.და შენ განწმინდე მიწა ყოველგვარი ბოროტებისა, უსამართლობისა, ცოდვებისა და უწმინდურობისგან, რომელიც მიწაზე ხდება.
10.21.და ადამიანის ყოველი შვილი უნდა იყოს მართალი და ყოველი ერი უნდა მემსახურებოდეს, მადიდებდეს და მეთაყვანებოდეს.
10.22.და დედამიწა განიწმინდება ყოველგვარი ხრწნისა, ცოდვებისა, რისხვისა და ტანჯვისგან და მე სამუდამოდ აღარ მოვუვლენ წყალდიდობას არცერთ თაობას.
11.1.და იმ დღეებში მე გავხსნი ნეტართა საგანძურს, რომელიც ზეცაშია, და გამოვგზავნი მას დედამიწაზე ადამიანთა შვილების მუშაობისთვისა და შრომისთვის.
11.2.მშვიდობა და სიმართლე გაერთიანდება მარადიულობის ყოველი დღისა და მარადიულობის ყოველი თაობისთვის.
5.ენოქი ხვდება წმინდა მეთვალყურეებს
12.1.და შემდეგ ენოქი გაქრა და არცერთმა ადამიანის შვილმა არ იცოდა, სად დაიმალა იგი, სად იყო ან რა მოუვიდა.
12.2.და ყოველი მისი საქმე მისი სიცოცხლის მანძილზე იყო წმინდასთან და მეთვალყურეებთან.
12.3.და მე, ენოქმა, დავლოცე დიდებული ღმერთი და მარადისობის მეუფე. და მიწოდეს მე ზედამხედველებმა ენოქ გადამწერი - და მითხრეს:
12.4.ენოქ, მართალთა გადამწერო. წადი და შეატყობინე ზეციურ ზედამხვედველთ, რომლებმაც დატოვეს მაღალი ზეცა და წმინდა მარადიული ადგილსამყოფელი, შეიბილწნენ ქალებთან და მოიქცნენ, როგორც ადამიანთა შვილები, შეირთეს ცოლები და სრულიად შეირყვნენ მიწაზე.
12.5.ისინი დედამიწაზე ვერ მოიპოვებენ ვერც სიმშვიდეს, ვერც მათი ცოდვების შენდობას, რადგან ისინი ვერ იხარებენ საკუთარი შვილებით.
12.6.საყვარელ ადამიანთა სისხლისღვრას იხილავენ ისინი, მათი შვილების დაღუპვის გამო იტირებენ და მარადიულად ითხოვენ შენდობას. მაგრამ ისინი ვერ მოიპოვებენ ვერც წყალობას და ვერც მშვიდობას.
13.1.და ენოქი მივიდა და უთხრა აზაზელს: შენ ვერ მოიპოვებ სიმშვიდეს. მძიმე განსასჯელი გელოდება, რათა შეგკრას.
13.2.და შენ ვერ მოიპოვებ ვერც სიმშვიდეს, ვერც წყალობას, ვერც შენდობას ყოველი ძალადობის გამო, რაც ასწავლე, ყოველი მკრეხელობის გამო და ყოველი შენი ცოდვის გამო, რაც აჩვენე ადამიანთა შვილებს.
13.3.შემდეგ მე წავედი და ვუთხარი ყველას ერთად და ისინი შეშინდნენ, შიშმა და ძრწოლამ შეიპყრო ისინი.
13.4.და მთხოვეს მათ, დამეწერა მათთვის თხოვნა, რომ მისი საშუალებით მოეპოვებინათ შენდობა და წამეღო ეს თხოვნა მაღალ ღმერთთან.
13.5.რადგან მათ არ შეეძლოთ ღმერთთან საუბარი და ისინი თვალს ვერ უსწორებდნენ ზეცას ცოდვების სირცხვილისგან, რომლის გამოც დაისაჯნენ.
13.6.და შემდეგ მე დავწერე თხოვნა და ვედრება მათი სულებისთვის, მათი ყოველი საქციელისთვის და ყველაფრისთვის, რაც მთხოვეს, რათა მოეპოვებინათ შეწყალება და თავშეკავება.
13.7.და მე გავემგზავრე და დავჯექი დანში დანის წყლის პირას, რომელიც მდებარეობს ერმონის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს. და ვკითხულობდი მათი შეწყალების ჩანაწერს, სანამ არ ჩამეძინა.
13.8.და გამოცხადდა ჩემთან სიზმარი და მქონდა ხილვა, და ვიხილე რისხვა, რომელიც უნდა მეცნობებინა ზეციური შვილებისთვის და დამეგმო ისინი.
13.9.და გავიღვიძე და გავემგზავრე მათთან. ისინი დამწუხრებულნი ისხდნენ ერთად უბელსეიაელში, რომელიც მდებარეობს ლებანონსა და სენირს შორის.
13.10.და ვუამბე მათ ჩემი ხილვის შესახებ, რომელიც ძილში მქონდა და დავიწყე საუბარი მართალი სიტყვებით, რათა დამეგმო ზეციური ზედამხედველნი.
6.წიგნი საყვედურისა
14.1.ეს წიგნი არის სიტყვა სიმართლისა და საყვედურისა მარადიულ მეთვალყურეთათვის, როგორც ბრძანა წმინდა და დიდებულმა ამ ხილვაში.
14.2.მე ძილში ვიხილე ის, რასაც ახლა გამცნობთ ჩემი ხორციელი ენით და ჩემი სუნთქვით, რომელიც დიდებულმა უბოძა ადამიანებს, რათა ესაუბრათ ბაგენით და შეეცნოთ გულით.
14.3.ვითარცა შექმნა მან ადამიანნი და უბოძა მათ სიტყვა ცოდნისა, ასევე შემქმნა მან მე და მიბოძა უფლება, განმეკიცხა მეთვალყურენი, შვილები ზეცისა.
4.4.და მე დავწერე თქვენი თხოვნა და მე მქონდა ხილვა, რომ სწორედ თქვენი თხოვნა არ იქნებოდა შესრულებული არასოდეს, და განსასჯელი აღსრულდა თქვენზე და არაფერი შესრულდება თქვენთვის.
14.5.და აწი თქვენ ვეღარასოდეს მიხვალთ ზეცაში და მარადიულად შეიკვრებით დედამიწაზე.
14.6.მაგრამ მანამდე თქვენ უნდა იხილოთ განადგურება საყვარელი ვაჟიშვილებისა და ვერ შეუერთდებით მათ, მაგრამ ისინი თქვენს წინ ხმლებით დაღუპულნი დაეცემიან. 14.7.თქვენი თხოვნა მათდამი არ იქნება შესრულებული, ისევე, როგორც ჩემი თხოვნა თქვენდამი. ვერ შეძლებთ ქვითინითა და ვედრებით წარმოთქვათ თუნდაც ერთი სიტყვა იმ ჩანაწერიდან, რომელიც მე დავწერე.
14.8.და ხილვა მე ასეთი მქონდა: ღრუბლები მიხმობდნენ ჩემს ხილვაში და ბურუსი მეძახდა. და გზა ვარსკვლავებისა და ნათება ელვისა მაჩქარებდა და მატარებდა. ხილვაში ქარებმა შემაძლებინეს ფრენა და ამწიეს მაღლა ცაში.
14.9.და მე მივუახლოვდი კედელს, რომელიც აშენებული იყო სეტყვისგან და ცეცხლის ენები ჰქონდა შემორტყმული. მან ჩემი შეძრწუნება გამოიწვია.
14.10.და შევედი მე ცეცხლის ენებში და მივუახლოვდი დიდ სახლს, რომელიც აშენებული იყო სეტყვისგან და ამ სახლის კედლები ჰგავდა სეტყვის მოზაიკას და მისი იატაკი იყო თოვლის.
14.11.სხვენი მისი იყო როგორც ბილიკი ვარსკვლავებისა და ელვის ნათებისა, მათ შორის ცეცხლოვანი ქერუბიმი იდგა და მათი ცა იყო როგორც წყალი.
14.12.და ცეცხლი აკრავდა მის კედლებს გარშემო და კარი ცეცხლით იწვოდა.
14.13.და შევედი სახლში და ის იყო მხურვალე, როგორც ცეცხლი და ცივი, როგორც თოვლი. არ იყო მასში არც სიტკბოება, არც სიცოცხლე. შიშმა მომიცვა და კანკალმა შემიპყრო.
14.14.და რადგან ვთრთოდი და ვკანკალებდი, მე სახით დავვარდი.
14.15.და მე ვნახე ხილვაში სხვა სახლი, რომელიც იყო უფრო მაღალი, ვიდრე ეს და მისი ყველა კარი ჩემს წინ ღია იყო და ის აშენებული იყო ცეცხლის ენებისგან.
14.16.და ყველაფრით სჯობდა, დიდებით, ბრწყინვალებითა და ზომით, და მე ვერ აღვწერ მის დიდებას და ზომას.
14.17.და მისი იატაკი იყო ცეცხლის, მის ზემოთ ელვა და ვარსკვლავთა გზა იყო, მისი სხვენი კი ასევე ცეცხლით იწვოდა.
14.18.და მე ვნახე და ვიხილე მასში მაღალი სამეფო ტახტი. გარეგნულად ის იყო ყინულის და მის გარშემო თითქოს მზე ბრწყინავდა და ისმოდა ხმა ქერუბიმისა.
14.19.და მაღალი სამეფო ტახტის ქვემოდან მოედინებოდნენ მდინარეები ცეცხლისა და შეუძლებელი იყო მათთვის თვალის გასწორება.
14.20.და ის, ვინც დიდებული და ბრწყინვალეა, დაჯდა მასზე და მისი სამოსი იყო უფრო ნათელი, ვიდრე მზე და უფრო თეთრი, ვიდრე თოვლი.
14.21.არცერთ ანგელოზს არ შეეძლო იქ შესვლა და არცერთ მოკვდავს არ შეეძლო ყველაზე პატივცემულისთვის და ქებულისთვის თვალის გასწორება.
14.22.ცეცხლის ზღვა აკრავდა გარშემო და დიდებული ცეცხლი იდგა მის წინაშე. არცერთ მათგანს არ შეეძლო მასთან მიახლოება. ათასჯერ და ათასი იდგა მის წინაშე, მაგრამ მას არ სჭირდებოდა წმინდა საბჭო.
14.23.და წმინდანნი, რომლებიც იმყოფებოდნენ მასთან ახლოს, არ შორდებოდნენ არც დღისით, არც ღამით და არასდროს შორდებოდნენ მას.
14.24.და მანამ მე ჩემს სახეს ვფარავდი, რადგან ვკანკალებდი. ღმერთმა მიხმო თავის ბაგეთაგან და მითხრა: მოდი, ენოქ, ჩემი წმინდა სიტყვის წინაშე.
14.25.და მან ამწია მაღლა და მიმიყვანა კართან ახლოს. და მე სახე ქვემოთ დავხარე.
15.1.და მიპასუხა მან და მითხრა თავის ხმით: ისმინე! არ შეშინდე ენოქ, მართალო ადამიანო და გადამწერო მართალთა. მოდი აქ და ისმინე ხმა ჩემი.
15.2.წადი და უთხარი ზეციურ მეთვალყურეებს, რომლებმაც გამოგგზავნეს თხოვნით: თქვენ უნდა ითხოვოთ ადამიანთათვის და არა - ადამიანებმა თქვენთვის.
15.3.რატომ დატოვეთ მაღალი, წმინდა და მარადიული ზეცა და დაიძინეთ ქალებთან, წაიბილწეთ ადამიანთა ქალიშვილებისგან და ცოლად შეირთეთ ისინი, და მოიქეცით ისე, როგორც მიწის შვილები და შობეთ გიგანტი შვილები?
15.4.და თქვენ იყავით სულიერნი, წმინდა, მარადიული სოცოცხლით მცხოვრებნი, მაგრამ გახდით უწმინდურნი ქალებისგან და ხორციელი სისხლით შობეთ შვილნი და ისურვეს შემდეგ ადამიანთა სისხლი და შექმნეს ხორცი და სისხლი, როგორც ჰქმნიან ისინი, ვინც მკვდარი და განადგურებულია.
15.5.ამ მიზეზის გამო მე მამაკაცებს ცოლები მივეცი, რათა გაანაყოფიერონ ისინი და შვან შვილები, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება დედამიწაზე.
15.6.მაგრამ მანამდე თქვენ იყავით სულიერნი, მარადიულად მცხოვრებნი, უკვდავნი სამყაროს ყველა თაობაში.
15.7.ამ მიზეზის გამო არ შევქმენი ცოლები თქვენთვის, რადგან სულიერ არსებებს საცხოვრებელი ზეცაში აქვთ.
15.8.და ამიერიდან გოლიათები, რომლებიც იშვნენ სხეულისა და ხორცისგან, იწოდებიან დედამიწის ბოროტ სულებად და დედამიწაზე დაიდებენ საცხოვრებელს.
15.9.და ბოროტი სულები წარმოიშვნენ მათი ხორცისგან, რადგან ისინი შობილნი არიან და მათი წარმომავლობა მოდის წმინდა მეთვალყურეებისგან. ისინი დედამიწაზე მოევლინებიან ბოროტ სულებად და მათ უწოდებენ ”სულებს ბოროტისას”.
15.10.და ზეციური სულების საცხოვრებელი არის ზეცა და დედამიწის სულები, რომლებიც იშვნენ დედამიწაზე, იცხოვრებენ დედამიწაზე.
15.11.და გოლიათთა სულებმა შესცოდეს, შეირყვნენ, მოიტანეს დედამიწაზე ბრძოლა, განადგურება და გამოიწვიეს წუხილი. და ისინი არ შეჭამენ საჭმელს, მათ არ მოსწყურდებათ და იქნებიან უხილავნი.
15.12.და ეს სულები აღსდგებიან ადამიანთა შვილების და ქალთა წინააღმდეგ, რადგან ისინი მათგან წარმოიშვნენ ხოცვისა და განადგურების დღეებში.
16.1.განკითხვის დღემდე, როდესაც გოლიათები დაიხოცებიან და მათი სულები დატოვებენ სხეულებს, მათი ხორცი განადგურდება. ისინი განადგურდებიან მანამდე, სანამ დადგება დიდი აღსრულების დღე მეთვალყურეებისა და უღირსი ადამიანებისთვის.
16.2.ახლა კი უთხარი მეთვალყურეებს, რომლებმაც გამოგგზავნეს იმისთვის, რათა გეთხოვა მათ მაგივრად და რომლებიც ცხოვრობდნენ ზეცაში:
16.3.თქვენ იყავით ზეცაში და მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლოები თქვენთვის არ იყო გაცხადებული, მაინც შეიცანით უმნიშვნელო საიდუმლო და თქვენი გულქვაობით ქალებს მოუყევით. ამ საიდუმლოს გამო ქალმა და მამაკაცმა დედამიწაზე ბოროტება გაზარდეს.
16.4.გადაეცი მათ: თქვენ ვერ მოიპოვებთ სიმშვიდეს.
7.ენოქი მცირე ხნით რჩება მეთვალყურეებთან
17.1.და მათ წამიყვანეს იმ ადგილას, სადაც ისინი ჰგავდნენ აალებულ ცეცხლს და როდესაც ისინი მოისურვებდნენ, ემსგავსებოდნენ ადამიანებს.
17.2.და მათ მიმიყვანეს ქარიშხლის ადგილას და მთაზე, რომლის წვერიც ზეცას სწვდებოდა.
17.3.და ვიხილე მე ნათელი ადგილი და ელვა მის ნაპირებზე, ცეცხლოვანი მშვილდი და ისრები მის სიღრმეში და თრთოდნენ ისინი, და ვიხილე ცეცხლოვანი ხმალი და ელვის ნათება.
17.4.და მათ წამიყვანეს სიცოცხლის წყალთან, როგორც მას უწოდებდნენ და დასავლეთის ცეცხლთან, რომელიც იღებს მზის ყოველ ჩასვლას.
17.5.და მივედი მე ცეცხლოვან მდინარესთან, რომლის ცეცხლიც მოედინება როგორც წყალი და იღვრება დიდ ზღვაში, რომელიც განთავსებულია დასავლეთ მხარეს.
17.6.და ვიხილე მე დიდი მდინარეები, და მივაღწიე დიდ წყვდიადამდე, სადაც მიემგზავრება ყოველი მოკვდავი.
17.7.და ვიხილე მე ზამთრის მთა წყვდიადისა და ადგილი, სადაც წყალი იღვრება უფსკრულში.
17.8.და ვიხილე ბაგენი ყოველი დედამიწის მდინარისა და ბაგე უფსკრულისა.
18.1.და ვიხილე სადგომი ყოველი ქარისა, ვიხილე, თუ როგორ მორთო მან ყოველი ქმნილება და ვიხილე მისი საფუძველი დედამიწაზე.
18.2.და ვიხილე კუთხოვანი ქვა დედამიწაზე, ვიხილე ოთხი ქარი, რომლებიც ჰქრიან დედამიწაზე და ცაში.
18.3.და ვიხილე, თუ როგორ აფართოვებენ ქარები ზეცის სიმაღლეს, თუ როგორ ჰქრიან ზეცასა და დედამიწას შორის. ისინი არიან სვეტები ზეცისა.
18.4.და ვიხილე ქარები, რომლებიც ატრიალებენ ცას, რომლებიც იწვევენ მზის დისკოს და ვარსკვლავებს ჩასასვლელად.
18.5.და ვიხილე ქარები დედამიწაზე, რომლებსაც მიაქვთ ღრუბლები, ვიხილე ბილიკები ანგელოზთა. მე ვიხილე დედამიწის ბოლომდე და ზეცის მაღლა.
18.6.და გავემგზავრე სამხრეთით და ის იყო მცხუნვარე დღისითაც და ღამითაც, სადაც იყო ძვირფასი ქვების შვიდი მთა, სამი აღმოსავლეთით და სამი სამხრეთით.
18.7.და აღმოსავლეთით იყო ფერადი შეფერილობის ქვის, ერთი იყო მარგალიტის და ერთი სამკურნალო ქვის. და სამხრეთით იყო წითელი ქვის.
18.8.შუა მთა სწვდებოდა ზეცას, როგორც ღმერთის ტახტი და იყო ალიბასტრის და ტახტის წვერი იყო საფირონის.
18.9.და ვიხილე მე აალებული ცეცხლი, რომელიც იყო ყველა მთაზე.
18.10.და ვიხილე ადგილი მიწის მიღმა. იქ წყლები ერთად გროვდებოდნენ.
18.11.და ვიხილე მიწის ღრმა ნაპრალი ზეციური ცეცხლოვანი სვეტებით, ვიხილე მათ შორის ზეციური ცეცხლოვანი სვეტები, რომლებიც არ იყვნენ არც ზემოთ და არც ქვემოთ. 18.12.და ნაპრალის მიღმა ვიხილე ადგილი, რომელსაც არც ცა ჰქონდა ზემოთ და არც მიწა ქვემოთ. არ იყო იქ წყალი, არც ფრინველი და ის იყო უდაბნო.
18.13.და შემაძრწუნებელი რამ ვიხილე იქ: შვიდი ვარსკვლავი, როგორც დიდი ცეცხლოვანი მთები.
18.14.და თითქოს სულმა მკითხა, თქვა ანგელოზმა: ეს არის ადგილი ზეცისა და დედამიწის დასასრულისა. ეს არის საპყრობილე ზეციური ვარსკვლავებისთვის და ზეციური მეომრებისთვის.
18.15.და ვარსკვლავები, რომლებიც ბრუნავენ ცეცხლზე, არიან ისინი, რომლებმაც დაარღვიეს ღმერთის ბრძანება მათი აღდგომის დასაწყისიდან, რადგან ისინი მოვიდნენ არა მათთვის განსაზღვრულ დროს.
18.16.და ის განრისხებული იყო მათზე და შეკრა ისინი მათი ცოდვების დასასრულამდე, საიდუმლოს წელში.
19.1.და ურიელმა მითხრა: ანგელოზთა სულები, რომლებიც შეერთდნენ ქალებთან, დარჩებიან აქ. მათ მიიღეს სხვადასხვა სახე, შებილწეს კაცნი და აცდუნეს ისინი, რათა მათ მსხვერპლი შეეწირათ დემონებისთვის, როგორც ღმერთებისთვის. და ისინი დარჩებიან იმ დღემდე, სანამ არ აღსრულდება დიდი განკითხვის დღე და სანამ არ გადაწყდება მათი ბედი.
19.2.და მათ ცოლებს, რომლებმაც აცდუნეს ანგელოზები, ელით ის, რაც მათ მეგობრებს. 19.3.და მხოლოდ მე, ენოქმა, ვიხილე ყოველივეს აღსასრული და ვერცერთი ადამიანი იხილავს მას, რაც ვნახე მე.
http://okultizmi.blogspot.com/2013/12/blog-post_2.html

Комментариев нет:
Отправить комментарий