ღმერთი

ღმერთი

четверг, 30 января 2014 г.

მართლ მადიდებლობას უნდა ჰქონდეს უპირატესობა სხვა რელიგიურ მიმდინარეობებთან მიმართებაში

რამდენიმე დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსად მართლმადიდებლური ეკლესიისა, ოთხი რელიგიური ორგანიზაცია დაფინასებას მიიღებდა.
რამდენად მისაღებია მთავრობის ეს პოზიცია მართლმადიდებლური ეკლესიისათვის და არის თუ არა ეს მართლმადიდებლობის დაკნინება, ამაზე კომენტარი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურ მამა პეტრეს (კვარაცხელიას) ვთხოვეთ:

-სამოქალაქო სამართლის მიხედვით, ჩვენ ქვეყანაში ყველა რელიგია არის სახელმწიფოს მიერ დაცული და აქვს არსებობის უფლება. საქართველო სწორედ ამით გამოირჩეოდა საუკუნეების განმავლობაში, რომ იყო ძალიან ტოლერანტული ქვეყანა და რელიგიური მრავალფეროვნება ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის მამოძრავებელი ღერძი, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი.ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება სწამდეს ის, რაც მას სურს და თუ მათ ეს უფლება აქვთ, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს მათზე, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს მართლმადიდებლობის დაკნინების ხარჯზე, რამეთუ ჩვენთვის მართლმადიდებლობა არ ყოფილა მხოლოდ რჯული და რელიგია. ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში მართლმადიდებლობას უნდა ჰქონდეს უპირატესობა და ვიდრე სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს.

- როგორ ფიქრობთ ეს კანონი აკნინებს მართლმადიდებლობას?

- მე მგონი, რომ არა. გახსოვთ ალბათ კანონი რელიგიის შესახებ და ამაზე დაიდო დასკვნა, რომ ეს არ უქმნის საფრთხეს მართლმადიდებლობას, აქედან გამომდინარე, მე ამ ახალ კანონს არ ვთვლი ტრაგედიად და ვფიქრობ, რომ ცრუ განგაში, ცრუ ინფორმაციები, ფსევდოპატრიოტიზმი და ფსევდომართლმადიდებლობა უფრო დაძაბულ ურთიერთობას ჩამოაყალიბებს მართლმადიდებლობას და სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს შორის. ჩვენთან, ჩვენს გვერდით ცხოვრობენ სომხები, აზერბაიჯანელები და სხვ. ამიტომ მათი უფლებები ყოველთვის უნდა იყოს დაცული.

- სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დაფინასება, ხომ არ ზრდის რისკს, რომ სახელმწიფო ჩაერევა ეკლესიის საქმეში?

- ამის შესახებ არის კონკორდატი, სადაც წერია, რომ არცერთი მხარე არ უნდა არღვევდეს ერთმანეთის ინტერესებს, თუმცა ხშირად ირღვევა ეკლესიის უფლებები და პოლიტიკოსები ძალიან უხეშად ერევიან ეკლესიის საქმეებში, მაგრამ ხშირად ეკლესიაც იმაზე მეტად ერევა სამოქალაქო საკითხებში, ვიდრე მას მოეთხოვება. ეს მუხლი ორივე მხრიდან რომ ირღვევა, სწორედ ამიტომაც არის ამდენი პრობლემა ჩვენ ქვეყანაში.

- ზოგიერთმა რელიგიურმა ორგანიზაციამ პროტესტი გამოთქვა, რომ მათ ვერ მიიღეს დაფინასება...

- რელიგიური მიმდინარეობები და კონფესიები შეიძლება ბევრი არსებობდეს, მაგრამ ისინი ფინანსდებიან კერძო სექტორიდან და ამას ვერ ავუკრძალავთ.

- ხომ არ იქნება მართებული, რომ ეკლესია მხოლოდ შესაწირით იღებდეს საზრდოს?

- ეკლესიის საზრდელი არის სახელმწიფო. ეს ჯერ კიდევ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზეც დაკანონდა. მაშინ ერთ საეკლესიო პირს, გიორგი ჭყონდიდელს შეუთავსეს როგორც საეკლესიო ის სახელმწიფო მაღალი თანამდებობა. ეს მოდელი დღეს შეიძლება ვერ განხორციელდეს, რადგან თეოკრატიულ სახელმწიფოს ვერ შევქმნით (პირადად მე ამის წინააღმდეგი ვარ). მართლმადიდებლობა ეს არ იყო მხოლოდ რელიგია, ეს იყო იდეოლოგია და იდეურად უნდა გატარდეს მართლმადიდებლური პრინციპები, რადგან ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ იდეებზეა დაფუძნებული და მართლმადიდებლურ პრინციპების გამოა, რომ დღეს ჩვენ აქამდე მოვედით. დიახ, ეს ჩვენი სარწმუნოების დამსახურებაა. ამას წმინდა ილია მართალიც ბრძანებს, ის ასევე ამბობს, რომ მართლმადიდებლობა იგივე ქართველობა, ეროვნულობა და თვითშეგნებაა, სწორედ ამან გადაგვარჩინა. ასე არ იყო ბიზანტიაში და სწორედ ამიტომ აღიგავა პირისგან მიწისა ეს ქვეყანა და თუ ჭკვიანად არ იქნება იგივე ელის რუსეთსაც.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)


http://www.kvirispalitra.ge/public/20404

Комментариев нет:

Отправить комментарий