ღმერთი

ღმერთი

понедельник, 27 января 2014 г.

აი, რას წერს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი:

"თანდათან ურწმუნო ადამიანად ვიქეც და აღარ მივმართავდი უფალს ბავშვობაში ნასწავლი ვედრებით; თუმცა რომ დავუკვირდი ჩემს წარსულს, აღმოვაჩინე, თურმე მასთან ხშირად მქონია ლოცვის მსგავსი ურთიერთობა. იგი იყო ჩემთან, თუ მე ვიყავი მასთან, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ცხოვრების კრიტიკულ მომენტებში ის მამხნევებდა და სიცოცხლის ძალით მავსებდა, რათა კვლავ შემეგრძნო მისი იდუმალი მყოფობა. მე მას აღვიქვამდი, როგორც დაუშრეტელ წყაროს სიცოცხლისა, სამართლიანობისა, ძლიერებისა, ინსტინქტურად მივმართავდი ძალების დაშრეტისას და იგიც მუდამ მევლინებოდა მხსნელად. ახლა კი ნათლად შევიგრძენი და მივხვდი, რომ უფლისკენ მიმავალი ბილიკის დაკარგვას ჩემთვის არანაირი სიკეთე არ მოუტანია".
ეს სიტყვები შეიძლება მთელი ეპოქის აღსარებად აღვიქვათ.



ილია II





Комментариев нет:

Отправить комментарий