ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 26 января 2014 г.

როგორ უნდა მოიქცნენ ერისკაცები, თუ სასულიერო პირი უღირსად იქცევა?

თუ სასულიერო პირი იქცევა აშკარად მცნებების საწინააღმდეგოდ და მძიმე ცოდვებით ან ცრუსწავლების ქადაგებით მორწმუნეებში საცდურს თესავს, ამის შესახებ უნდა აცნობონ ეპისკოპოსს, ან პატრიარქს, ან სინოდის წევრებს. საეკლესიო კანონების მიხედვით, სასულიერო პირის წინააღმდეგ საეკლესიო საქმეზე ბრალდება არ მიიღება მწვალებლისგან, განხეთქილებაში მყოფისგან, ეკლესიის მიერ ბრალდებულისა და განკანონებულისგან, ვინმესგან ბრალდებულისგან, სანამ არ დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას, უზნეო პიროვნებისგან. (იხ. მოც. კან. 74; 2 მს. კრ. კან. 6; კართაგ. კრ. კან. 8, 20, 128, 129, 130). კართაგენის კრების 129-ე კანონის მიხედვით, სასულიერო პირების წინააღმდეგ ბრალმდებლად არ მიიღებიან ისინი, „რომელნიც ბიწიერნი არიან უპატიოების ლაქით, როგორიც არიან მიმოსები (ჯამბაზები, მსახიობები – რედ. შენ.), უწესოებისა და სიბილწის მოქმედნი, მწვალებლები, წარმართები, ურიანი (იუდეველნი). მაგრამ ამათ, ვისი ბრალმდებლობაც მიუღებლად არის ჩათვლილი, უფლება აქვთ თავის კერძო საქმეებზე იჩივლონ“.

martlmadidebloba.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий