ღმერთი

ღმერთი

понедельник, 27 января 2014 г.

როგორები იყვნენ პირველი ქრისტიანები?

ისინი საკუთარ სამშობლოსა შინა ცხოვრობდნენ, ვითარცა გადამთიელნი: ყოველი უცხო ქვეყანა მიაჩნდათ მათ სამშობლოდ და ყოველი სამშობლო იყო მათთვის უცხო ქვეყანა. ისინი ცხოვრობდნენ ხორციელად, მაგრამ არა ხორცისათვის. მორჩილებდნენ ხალხს, რომელთაც ჰქონდათ ძალაუფლება და გამოსცემდნენ კანონებს, თუმცა თავიანთი ცხოვრებით თავად კანონსაც აღემატებოდნენ. უყვარდათ ყველა და იყვნენ დევნილნი. არ ესმოდათ მათი, მაგრამ ამტყუნებდნენ, ბევრ მათგანს კლავდნენ, მაგრამ მათი რიცხვი უფრო იზრდებოდა. თვითონ ღარიბები იყვნენ, მაგრამ სხვებს ამდიდრებდნენ. სახელს უტეხდნენ მათ, მაგრამ სახელის გატეხა მათთვის დიდებას წარმოადგენდა. ლანძღვადნენ და აუგად იხსენიებდნენ, აწამებდნენ და სჯიდნენ, როგორც ბოროტმოქმედთ, მაგრამ ისინი წარბსაც არ ხრიდნენ და თავიანთ მწვალებელთ სიკეთით პასუხობდნენ. საზოგადოდ, რაც სულია ხორცისათვის, ასეთნი იყვნენ ძველი ქრისტიანები ქვეყნიერებისათვის.



წმ. იუსტინე მარტვილი






Комментариев нет:

Отправить комментарий