ღმერთი

ღმერთი

вторник, 28 января 2014 г.

ყველა უბედურება, რაც კი ყოფილა ქვეყანაზე, ვერ შეედრება იმას, რაც

ბოლო ჟამს იქნება. მაშინ დადგება მწუხარების ჟამი მთელ მსოფლიოში, ადამიანები შეიძულებენ ერთმანეთს, ერთმანეთის შიში ექნებათ, ადამიანი ადამიანს აღარ დაუჯერებს. უბედურებები უფრო საშინელი უბედურებებით შეიცვლება, შიში – შიშით, საშიშროება – საშიშროებით, ტკივილი – ტკივილით, მწუხარება – მწუხარებით. მაგრამ ადამიანები გონს ვერ მოეგებიან და არ შეუვრდებიან ღმერთს, რომელსაც ძალუძს მათი გადარჩენა. პირიქით, ამ მწუხარებებს ის მოყვება, რომ ყოველგვარი სულიერი ცხოვრება განქარდება: ადამიანი იმდენად იქნება გაბოროტებული, გაქვავებული, დაბნელებული და შთანთქმული ერთადერთი საზრუნავით – როგორმე იარსებოს, რომ სულიერი ცხოვრებისათვის აღარც ნებისყოფა ექნება, აღარც ადგილი გულში, და აღარც სულიერი ცხოვრების მასწავლებლები იქნებიან, რადგან ისინიც წუთისოფელს აედევნებიან და ღვთის ეკლესიები ზოგი ცარიელი იქნება, ზოგი დანგრეული, ზოგიც სულიერად შებილწული უღირსი მწყემსმთავრებისა და მწყემსების მიერ. უბედურებებისა და ქაოსის ქარ-ცეცხლში ქვეყნად ანტიქრისტე გამოცხადდება. ის მოვა როგორც დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი, კეთილი მმართველი, რომელსაც ძალუძს მსოფლიოს მოწესრიგება. სინამდვილეში ის იქნება ყველაფრის მტერი, ყოველგვარი სიკეთის მოძულე, ტირანი და ბოროტმოქმედი, მისნაირი არც ყოფილა ქვეყანაზე და არც იქნება.

ყოველი ადამიანი აღრიცხული იქნება; არა მხოლოდ ყოველი საქმე და ცხოვრება, არამედ სიტყვაც და თვით სულიერი ცვლილებაც მუდმივი ზედამხედველობისა და სასჯელის ქვეშ იქნება, ისე, რომ ადამიანი შიშისაგან ფიქრსაც კი გადაეჩვევა, რომ მის სახეზე უნებურად არ აისახოს ისეთი რაიმე, რაც მსოფლიო მმართველის, ანუ ანტიქრისტეს ხელმწიფებას არ ეთანხმება. ყოველგვარი შრომა, ყოველი გოჯი მიწა და ხორბლის მარცვალი ანტიქრისტეს ძალაუფლების ქვეშ იქნება.



მეთოთხმეტე საუკუნის ბიზანტიური ხელნაწერი



Комментариев нет:

Отправить комментарий