გათავდა ყველა... იგი შეიპყრეს...
ურიასტანი მორჩა განსაცდელს!
ძლიერი ტომი ისრაელისა
ხვალ განუცხადებს თავის განაჩენს!
ვერ მოატყუებს პილატე-მსაჯულს,
თვალს ვერ აუხვევ ცრუ ოინებით
და ვერ აიცდენს სასტიკ სატანჯველს,
გადაწყვეტილსა საერთო ნებით.
მაგრამ ის სახე, სათნო და მშვიდი,
და ის თვალები, სხივ-მომფინარე,
ვითა აჩრდილი, კვალდაკვალ დამდევს,
ვერ მიპოვნია გულის სიწყნარე!..
სად დავიმალო? ყოველის მხრიდან
მესმის ყვედრება, კრულვა და წყევლა,
და სამარცხვინო ცოდვისა ქსელი,
ვითა ეკალი, ირგვლივ მერევა!..
თვით ის ფულები, ღალატის ფასი,
ხომ მივუბრუნე ფარისეველებს!
და ეს რაღაა, სისხლით შეღებილ
ვერცხლში რომ ვურევ მთრთოლვარე ხელებს!?
ვინ მატანს ძალას? ჰე, თვალნო ჩემნო,
ნუღარ უყურებთ ნურც ვერცხლს, ნურც აჩრდილს!
დადექით ხელნო, სისხლს ნუ მოიცხებთ
ისრაელთაგან სამართლით დაღვრილს!
სამართლით დაღვრილს?.. ეს რა ხმა მესმის!
ვინ? ვინ მეძახის? – „შე, გამცემელო!“
მე ვარ გამცემი? არა და არა!
მოვინანიე, რითაც შემეძლო!
„მოვინანიე! - რაღას უშველის
აწ სინანული და შეკდემება?
ურწმუნო ერმა სცა მართლის ყვრიმალს,
ნერწყვით შეჰბღალა ქვეყნის დიდება“.
„ნერწყვით შეჰბღალა? დაღვარა სისხლი?
ოჰ, სისხლი, სისხლი თვალთ მეჩვენება!
ნუ ისმენთ, ყურნო, თვალნო, დაბრმავდით,
გამიწყვდიადეთ ზეცის მშვენება!
და ამ ფიქრებით გარემოცული
იგი, დევნილი, ჰგოდებდა, თრთოდა;
სული ცოდვილი და მოღალატე
ღამის წყვდიადში მარტო დაძრწოდა.
(„კვალი“. 1901 წ., # 14)
განდეგილი (დომინიკა ერისთავი-მდივანი).
ურიასტანი მორჩა განსაცდელს!
ძლიერი ტომი ისრაელისა
ხვალ განუცხადებს თავის განაჩენს!
ვერ მოატყუებს პილატე-მსაჯულს,
თვალს ვერ აუხვევ ცრუ ოინებით
და ვერ აიცდენს სასტიკ სატანჯველს,
გადაწყვეტილსა საერთო ნებით.
მაგრამ ის სახე, სათნო და მშვიდი,
და ის თვალები, სხივ-მომფინარე,
ვითა აჩრდილი, კვალდაკვალ დამდევს,
ვერ მიპოვნია გულის სიწყნარე!..
სად დავიმალო? ყოველის მხრიდან
მესმის ყვედრება, კრულვა და წყევლა,
და სამარცხვინო ცოდვისა ქსელი,
ვითა ეკალი, ირგვლივ მერევა!..
თვით ის ფულები, ღალატის ფასი,
ხომ მივუბრუნე ფარისეველებს!
და ეს რაღაა, სისხლით შეღებილ
ვერცხლში რომ ვურევ მთრთოლვარე ხელებს!?
ვინ მატანს ძალას? ჰე, თვალნო ჩემნო,
ნუღარ უყურებთ ნურც ვერცხლს, ნურც აჩრდილს!
დადექით ხელნო, სისხლს ნუ მოიცხებთ
ისრაელთაგან სამართლით დაღვრილს!
სამართლით დაღვრილს?.. ეს რა ხმა მესმის!
ვინ? ვინ მეძახის? – „შე, გამცემელო!“
მე ვარ გამცემი? არა და არა!
მოვინანიე, რითაც შემეძლო!
„მოვინანიე! - რაღას უშველის
აწ სინანული და შეკდემება?
ურწმუნო ერმა სცა მართლის ყვრიმალს,
ნერწყვით შეჰბღალა ქვეყნის დიდება“.
„ნერწყვით შეჰბღალა? დაღვარა სისხლი?
ოჰ, სისხლი, სისხლი თვალთ მეჩვენება!
ნუ ისმენთ, ყურნო, თვალნო, დაბრმავდით,
გამიწყვდიადეთ ზეცის მშვენება!
და ამ ფიქრებით გარემოცული
იგი, დევნილი, ჰგოდებდა, თრთოდა;
სული ცოდვილი და მოღალატე
ღამის წყვდიადში მარტო დაძრწოდა.
(„კვალი“. 1901 წ., # 14)
განდეგილი (დომინიკა ერისთავი-მდივანი).
Комментариев нет:
Отправить комментарий