ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 26 января 2014 г.

სხვაა მოყვასის ძვირის თქმა, სხვაა განკითხვა და სხვა – შეურაცხყოფა.

განკითხვა ისაა, როცა კაცი ამბობს: მავანმა იცრუა, განრისხდა, იმრუშა ან სხვა რამ მსგავსი; აი, ძვირი თქვა, რადგან ცოდვა ვნებულად მოიხსენია. განკითხვა კი ისაა, როცა კაცი ამბობს: ის ვიღაც მატყუარაა, მრისხანეა ან მრუშია. აი, მთელი მისი ცხოვრება განსაჯა და თქვა, ასეთი არისო იგი. აი, ეს არის – მძიმე განკითხვა. სხვაა თქვა: იგი განრისხდა, და სხვაა – იგი მრისხანეა. ყველა სხვა ცოდვასთან შედარებით იგი იმდენად მძიმეა, რომ თავად ქრისტე ამბობს: ”ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მერმე იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა“ (ლუკ. 6.42). მოყვასის ცოდვას ღერო (იგივე წუელი – რედ.) უწოდა, ხოლო განკითხვას – მორი (იგივე დჳრე – რედ.), იმდენად მძიმეა იგი ყველა ცოდვასთან შედარებით.





ხშირად არამარტო განვიკითხავთ, არამედ შეურაცხყოფასაც ვაყენებთ, რადგან სხვაა განკითხვა და სხვა – შეურაცხყოფა, ანუ, როცა კაცს თავისი მოყვასი სძაგს. ეს განკითხვაზე უფრო საშინელია.


წმიდა აბბა დოროთე 






Комментариев нет:

Отправить комментарий