ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 26 января 2014 г.

თუ გსურს, ყოველ შენს სიტყვასა თუ საქმეში ღვთის ნება იყოს,

არ გააკეთო, რაც შენ გინდა, არამედ ის გააკეთე, რაც შენი მამის დასტურით, სიტყვითა და ნებით არის, როგორც დაწერილია: ”ჰკითხე მამასა შენსა, გითხრან შენ და მოხუცებულთა შენთა გაუწყონ შენ“ (2 სჯულ. 32.7), და ასე, ძმაო, მთელი გულითა და ძალისხმევით შეუდექ შენი მამის ბრძანებასა და ნებას, რადგან ასე სურს ღმერთს. თავმდაბლად მიანდე შენი თავი და სული ღვთის მცნებასა და შენი მამის ნებას, ყოველთვის თავი დაიდანაშაულე, რომ უძლური და სნეული ხარ, არაფერში აღასრულო შენი ნება და განზრახვა და ამრიგად შეგეწევა ღმერთი, რადგან მისია დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წმინდა მამა იოანე ოქროპირმა თქვა: შეუძლებელია, ცათა სასუფეველში შევიდეს ვინმე, თუ ჯერ თავი არ უარყო, სრულად არ დაუტევა თავისი ნება და ყოველგვარი დრტვინვის გარეშე თუ უყოყმანოდ არ ასრულებს თავისი მოძღვრის ბრძანებას. როცა კაცი, რაც არ სურს, იმას აკეთებს მოძღვრის სიტყვისამებრ, ეს ჯვარცმად შეერაცხება და იგი აღდგომისა და სამარადისო ცხოვრების შვილი იქნება, რადგან ნეტარია კაცი, ვინც სწავლების განსაცდელს ითმენს. გამოცდილი იქნება იგი, რადგან ღმერთი დამკვიდრდება მასში და სავანე ექნება მასთან, როგორც თავადვე ამბობს.




წმიდა აბბა დოროთე 






Комментариев нет:

Отправить комментарий