ღმერთი

ღმერთი

суббота, 25 января 2014 г.

ზოგი ვინმე მონაზვნის დაცემის მიზეზად სხვა რამეს ასახელებს,

მე კი ვიტყვი, რომ სხვა ვერაფერი დასცემს მონაზონს, თუ არა თავის მინდობა. თუ ვინმეს დაცემულს ნახავთ, იცოდეთ, რომ თავის თავს მიენდო და თავის ნებას შეუდგა, რადგან არაფერია იმაზე უფრო საშინელი და მონაზვნის სწრაფად დამცემი, ვიდრე საკუთარი თავის ნდობა და ნების შედგომა. ღმერთმა დამიფარა ამგვარი წარმწყმედელი ღელვისგან, რადგან უზომოდ მეშინოდა ამ ბოროტი ვნებისა. მამა სერიდოს მონასტერში ყოფნისას, მამა იოანეს ვეუბნებოდი ყოველ ჩემს ზრახვას და მის ურჩევლად არაფერს ვაკეთებდი. ზოგჯერ გული მეუბნებოდა: ”ბერიც იმავეს გეტყვის, რაც თავად იცი, რატომღა აწუხებ?“ მე კი ჩემსავე აზრს ვპასუხობდი: ”წყეული იყავ შენ, შენი გონიერებაც, შენი მიხვედრილობაცა და შენი სიბრძნეც, რადგან რაც იცი, ეშმაკისგან იცი“.

მივდიოდი და ბერს ვეკითხებოდი. ზოგჯერ იმავეს მპასუხობდა, რასაც ვფიქრობდი. ამ დროს გული მეუბნებოდა: ”განა ბერმა იგივე არ გითხრა, რასაც შენ ფიქრობდი? განა ამაოდ არ გასარჯე ბერი?“ მე კი მივუგებდი: ”ახლა სწორია, რადგან წმინდა მამის სიტყვით არის. რაც შენგან იყო, ყველაფერი ეშმაკებისგან და შენი ვნებულებისგან მომდინარეობდა“. აი, ასე, არაფერს ვუთმობდი ჩემს ზრახვებს, ბერის დაუკითხავად რომ არ აღსრულებულიყო ჩემი ნება, არაფერში ვენდობოდი საკუთარ თავს, თუნდაც მცირე რამ ჩემი გულის კარნახით, ბერის დაუკითხავად გამეკეთებინა.




წმიდა აბბა დოროთე







Комментариев нет:

Отправить комментарий