ღმერთი

ღმერთი

суббота, 25 января 2014 г.

რატომ ეწოდება ეშმაკს არა მარტო მტერი, არამედ მოწინააღმდეგეც?

მტერი იმისთვის ეწოდება, რომ კაცთა და სიკეთის მოძულეა, ბოროტის განმზრახველი; სოლო მოწინააღმდეგე იმიტომ ჰქვია, რომ ყოველ კეთილ საქმეს ებრძვის შესაფერხებლად: როცა ლოცვა სურთ, ბოროტი ზრახვებით, გონების გაფანტულობითა და მოწყენილობით აფერხებს; ვისაც მოწყალების გაღება სურს, მას ვერცხლისმოყვარეობით ებრძვის; ვისაც სწადია, იფხიზლოს, მას სისუსტითა და მცონარებით ებრძვის. ასე ეწინააღმდეგება ყოველ საქმეს და ამიტომ ეწოდება არა მარტო მტერი, არამედ მოწინააღმდეგეც. ხოლო თავმდაბლობით მტრისა და მოწინააღმდეგის მთელი ღონე შეიმუსრება. ჭეშმარიტად დიდია თავმდაბლობა. ყველა წმინდანმა თავმდაბლობით იარა და შრომით შეამკო თავისი გზა, როგორც დაწერილია: “იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაჲ ჩემი, და მომიტევვნ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი“ (ფსალმ. 24.18).



წმიდა აბბა დოროთე






Комментариев нет:

Отправить комментарий