აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის პროფესორმა მაიკ ადამსმა სტუდენტისგან მიიღო წერილი, რომელშიც იგი წოდებულია, როგორც «უდიდესი სირცხვილი, რომელიც კი ოდესმე უნახავს ამერიკის უმაღლეს განათლებას». ახალგაზრდამ დაკავებული თანამდებობიდან მასწავლებლის გათავისუფლებაც მოითხოვა. ადამსზე თავდასხმა გამოიწვია მისმა მკვეთრმა პოზიციამ ტრადიციულ ფასეულობათა დასაცავად. ამერიკელი ბლოგერები წერენ, რომ პროფესორი უნივერსიტეტიდან კი გააძევეს, მაგრამ მისი საპასუხო წერილი აშშ-ის ინტერნეტ სივრცის ჰიტად უმალვე იქცა. ტექსტი Clashdaily-მ გამოაქვეყნა.
«მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გითხრათ წერილისთვის, _ მიმართავს პროფესორი თავის ოპონენტს, _ თქვენ წერთ, რომ მე გასათავისუფლებელი ვარ ჩემი თანამდებობიდან, რადგან ვარ «ყველაზე დიდი კონფუზი ამერიკის უმაღლესი განათლებისთვის». გმადლობთ ჩემს შეკითხვაზე გაცემული პასუხისთვისაც, თუ რატომ მიხვედით ამ დასკვნამდე. თქვენი პასუხი «იმიტომ, რომ თქვენ თვლით, თითქოს დაქორწინებისთვის საჭიროა ერთი მამაკაცი და ერთი ქალი», აღმოჩნდა სასარგებლოც და ლაკონურიც.
მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემ თქვენს უფლებას, მიწოდოთ ამერიკის უმაღლესი განათლების ყველაზე დიდი კონფუზი, ვფიქრობ, არ ხართ მართალი. უფრო მეტიც, არ ვფიქრობ, რომ მე ყველაზე დიდი კონფუზი ვარ ჩრდილოეთ კაროლინის უმაღლესი განათლებისთვისაც კი. მაგრამ რადგან თქვენ, ვითარცა ლიბერალი, აღიარებთ «არჩევის» უფლებას, შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს. ვაპირებ, აღვწერო ათი პროფესორის, ოფიციალური სტუდენტური ჯგუფების და, აგრეთვე, მოწვეული ლექტორების _ ყველანი ჩრდილოეთ კაროლინიდან არიან _ გამოხდომები. ჰოდა, გადაწყვიტეთ, რა არის ყველაზე დიდი კონფუზი უმაღლესი განათლებისთვის:
1. 2013 წლის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში დასავლეთ კაროლინის უნივერსიტეტის სპეციალისტი ქალთა ფსიქოლოგიაში მოგვევლინა სადომაზოხიზმის ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთ ორგანიზატორად. დისკუსიის მიზანი იყო, ესწავლებინა კოლეჯის სტუდენტებისთვის, როგორ მიეყენებინათ ტკივილი საკუთარი თავისა და სხვებისთვის.
როცა მიწოდეთ ყველაზე დიდი სირცხვილი უმაღლეს განათლებაში, ალბათ, არაფერი იცოდით ამ ჯგუფის შესახებ;
2. ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ ჩაპელ ჰილის უნივერსიტეტში არის პროფესორი-ფემინისტი ქალბატონი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქალებს შეუძლიათ ბედნიერად იცხოვრონ კაცების გარეშე. აქ ახალი არაფერია, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ, მისი აზრით, ქალებს პარტნიორობა შეუძლიათ შეიქმნან ძაღლებთან ურთიერთობით, და რომ ეს ურთიერთობა შეიძლება ჩაენაცვლოს მამაკაცებთან საქორწინო ურთიერთობას. ეს არის რეალური ისტორია და არა ლგბტ ფანტაზია;
3. დიუკის უნივერსიტეტში ფემინისტებმა დაიქირავეს მეძავი იმისთვის, რომ იგი სექსინდუსტრიის თანამშრომელთა შოუში გამოსულიყო. ამის შემდეგ მამაკაცმა-მეძავმა ჩაიხადა შარვალი, ოთხზე დადგა და უკანალში ანთებული ბენგალური ცეცხლი (შუშხუნა) გაირჭო. ამ დროს ის მღეროდა კუპლეტს აშშ ჰიმნიდან «ვარსკვლავური დროშა»;
4. ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში, გრინსბოროში მიიწვიეს პორნომსახიობი ქალი, რომელსაც გადაუხადეს ჰონორარი გამოსვლისთვის თემაზე «უსაფრთხო სოდომია». სიტყვით გამოსვლის შემდეგ პორნოვარსკვლავმა-ფემინისტმა ღონისძიებაზე დამსწრეთ მიჰყიდა ანალური საცობები საკუთარი ავტოგრაფით. არ ვიცი, მელანი გამოიწვევს თუ არა სწორი ნაწლავის კიბოს, მედიცინაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ეს ისტორია დიდი სირცხვილის მიზეზი გახდა მასმედიაში გამოქვეყნების შემდეგ;
5. რამდენიმე წლის წინათ ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში, ჩაპელ ჰილში ფემინისტი ქალების ჯგუფმა სტუდქალაქის ცენტრში გახსნა ვიბრატორების დიდი მუზეუმი. ეს აქცია «ორგაზმის კვირეულის» ნაწილი გახდა. უსირცხვილოებმა ექსპონატად გამოფინეს ჯერ კიდევ 20-იან წლებში ხისგან დამზადებული ვიბრატორი;
6. ფემინისტმა ქალმა, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში, ვილმინგტონში ადმინისტრატორად მუშაობდა, მოაწყო აბორტების მხარდამჭერი ღონისძიება. ამ ღონისძიების მიმდინარეობისას ჰყიდდნენ მაისურებს წარწერით: «მე გავიკეთე აბორტი». ამ მაისურებს მიჰყიდნენ სტუდენტ გოგონებს, რომლებსაც გაკეთებული ჰქონდათ აბორტი. დიახ, გოგონებს მოუწოდებდნენ, ეტრაბახათ იმით, რომ მათ საკუთარი შვილები მოკლეს. აი, როგორ იღვწის ჩრდილოეთ კაროლინის საუნივერსიტეტო სისტემა ჩვენი დიადი შტატის მომავლისთვის;
7. ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის (ვილმინგტონში) ადმინისტრატორმა ქალმა მოაწყო სემინარი, რომელზეც სტუდენტებს საკუთარი ორგაზმის შეფასებას ასწავლიდნენ. მე ვსწავლობდი კოლეჯში, სადაც ხელოვნების შეფასებას ვეუფლებოდი. ამჟამად ბავშვებს კოლეჯში ასწავლიან, როგორ შეაფასონ ორგაზმი. გადაწყვიტეთ, ედ, არცხვენს თუ არა ეს უმაღლეს განათლებას;
8. რამდენიმე წლის წინათ ინგლისური ენის პროფესორმა ქალმა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში (ვილმინგტონში) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოწყობილ «ხელოვნების გამოფენაზე» წარმოადგინა არასრულწლოვანი შიშველი გოგონების ფოტოსურათები. რექტორმა გასცა ბრძანება, მოეშორებინათ ბიბლიოთეკიდან შიშველი გოგონების ფოტოები და უნივერსიტეტის პროფკავშირის ყურადღება ამ ფაქტზე გაამახვილა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში დაიჭირეს რამდენიმე პედოფილი, რომლებიც ინტერნეტიდან იწერდნენ ბავშვთა პორნოებს «გამოფენიდან» სულ რამდენიმე მეტრში.
მაგრამ ინგლისური ენის აღშფოთებულმა პროფესორმა მოითხოვა, რომ ფაკულტეტის სენატს საყვედური გამოეცხადებინა რექტორისთვის «აკადემიური თავისუფლების» დარღვევის მიზეზით. ამ შემთხვევის შემდეგ რექტორი წავიდა უნივერსიტეტიდან მასზე განხორციელებული წნეხის გამო;
9. კიდევ ერთმა პროფესორმა, ფემინისტმა ქალმა იმავე უნივერსიტეტიდან ბრალი დასდო პროფესორ მამაკაცს იმაში, რომ მან მის (ქალბატონის) კაბინეტში ცრემლსადენი გაზი შეუშვა. მოგვიანებით მას წაუსწრეს მაშინ, როცა იგი თავისი ფოსტის დამუშავებას მიკროტალღურ ღუმელში ცდილობდა. ასე იქცეოდა იმიტომ, რომ ეჭვიანობდა, თითქოს მის მოწამვლას ციმბირის წყლულის სპორებით აპირებდნენ, მიკროტალღურ ღუმელში დამუშავება კი ანეიტრალებს სპორებს. იგი არ გაუთავისუფლებიათ ფსიქიატრიული მიზეზების გამო. პირიქით, იგი დანიშნეს «ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უნივერსიტეტის ოფიციალურ ექსპერტად»;
10. და კიდევ არის მაიკ ადამსი. მას მიაჩნია, რომ უნდა დაქორწინდნენ მამაკაცი და ქალი.
აი, ასეთია ასარჩევი ვარიანტები, ედ. თქვენ შეგიძლიათ მომწეროთ პასუხი და მითხრათ, პროფესორებიდან, ჯგუფებიდან ან მოწვეული ლექტორებიდან ვინ არის «ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც კი ოდესმე უნახავს უმაღლეს განათლებას» ჩრდილოეთ კაროლინასა თუ მთელს ამერიკაში, ან, ეგებ, დაგებადოთ აზრი, რომ უმაღლესი განათლების ჩვენი სისტემა თვითონ არის სამარცხვინო, რადგან იგი დაპყრობილია რადიკალური ფემინიზმით».
ცნობისთვის:
მაიკ ადამსი აშშ-ში ცნობილია, როგორც ტრადიციულ ფასეულობათა მომხრე. 2006 წელს არ მიანიჭეს სრული პროფესორის წოდება მისი კონსერვატორული შეხედულებებისა და ფემინისტების მისამართით გამოთქმული შხამიანი გამონათქვამების გამო. საქმე სასამართლო განხილვამდე მივიდა, რომელიც დღემდე არ დამთავრებულა.
odivizion.ru

Комментариев нет:
Отправить комментарий