ღმერთი

ღმერთი

вторник, 1 августа 2017 г.

ლიბერალიზმი Liberalism

ლიბერალიზმი  Liberalism თავისუფალი

1. დემოკრატიული თავისუფლებებისა და თავისუფალი მეწარმეობის მომხრეთა პოლიტიკურ-იდეოლოგიური მიმდინარეობა;
2. ზღვარგადასული, ზიანისმომტანი შემწყნარებლობა, მოთმენა, ნებაზე მიშვება;
3. ცენტრისტული იდეოლოგია, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამი ძირითადი პრინციპიდან - თავისუფლება, წესრიგი, თანასწორობა, უპირატესობას თავისუფლებასა და თანასწორობას, ხოლო ამ ორიდან, თანასწორობას ანიჭებს.


1.პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც პრიორიტეტს ინდივიდთა პირადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფას, მმართველობის დემოკრატიულ ფორმებსა და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინსტიტუტების თანმიმდევრულ რეფორმებს ანიჭებს.

2.XX საუკუნის იდეოლოგია,რომელიც ქადაგებს პოლიტიკური ინსტიტუტების თავისუფლებას, ადამიანის ინდივიდაულურ უფლებებს, როგორებიცაა აზრის გამოხატვის უფლება, რელიგიური შემწყნარებლობა. იგი მხარს უჭერს იდეას, რომ მთავრობამ აქტიურად უნდა იღვაწოს კაპიტალიზმის რეგულირებაში, საერთო სიკეთისათვის და კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნისათვის, რომელშიც ღარიბთა მოთხოვნილებები მაქსიმალურად დაკმაყოფილებული იქნება.


3.ერთ–ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული იდეური და სოციალ–პოლიტიკური მოძრაობა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს პიროვნების თავისუფლების დაცვა, ჰუმანიზმი და დემოკრატიზმი, საბაზრო მეურნეობა, მეწარმეობის თავისუფლება, კონკურენცია სახელმწიფოს მინიმალური ჩარევით, ზომიერი რეფორმატორობა, რაციონალიზმი, შემწყნარებლობა, პარლამენტარიზმი, ინდივიდუალიზმი, კოსმოპოლიტიზმი, ტრადიციებისაგან დამოუკიდებლობა და სხვ. ლ–ის იდეები აქტიურად მუშავდებოდა ჯერ კიდევ XVII-XVIII სს–ში, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი, განსაკუთრებული მიმართულება, რომელმაც ფართო გაქანება მიიღო, იგი XIX ს–ის 30–40–იან წლებში ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით კი ლიბერალური პარტიის გაჩენასთან დაკავშირებით. დღეს ბევრი ასეთი პარტია მმართველია ან კოალიციური მთავრობის შემადგენლობაშია. 1947 წელს ამ პარტიათა უმრავლესობა გაერთიანდა და ჩამოაყალიბა ლიბერალური ინტერნაციონალი, რომელმაც მიიღო „ლიბერალების მანიფესტი“. მათ შესამჩნევი წარმომადგენლობა აქვთ ევროპარლამენტში. ლ–სთვის დამახასიათებელია პიროვნების თვითფასეულობების აღიარება და ყველა ადამიანის საწყისი თანასწორობა, მოქალაქეთა თავისუფლების, უფლებებისა და პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისათვის ბრძოლა, ხალხის მმართველობა, კონსტიტუციონალიზმი, კანონიერება და სამართლის დაცვა, ხელისუფლების დანაწილება, სახელმწიფოს აღქმა როგორც ორგანოსი, რომელიც დაფუძნებულია საზოგადოების წევრებთან საერთო კონსესუსზე, პიროვნების თავდაპირველი უფლებების დაცვასა და მის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობაზე. ლ. ცალსახოვანი არ არის. მან სერიოზული ევოლუცია განიცადა კლასიკური ლ–დან XIX-XX სს–ების ნეოლიბერალიზმამდე. თანამედროვე მსოფლიოს სამეცნიერო–ტექნოლოგიური, სოციალურ–პოლიტიკური და სხვ. გლობალური, ძირეული ცვლილებების გავლენით იგი დღესაც განიცდის ევოლუციას. სხვადასხვა ეტაპზე სერიოზულად იცვლებოდა ლ–ის დამოკიდებულება და ურთიერთქმედება ერთი მხრივ, კონსერვატიზმთან და მეორე მხრივ, სოციალ–დემოკრატიზმთან. ისტორიული და თანამედროვე ლ–ის ყველაზე უფრო თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან: ლოკი, მონტესკიე, კანტი, ჯეფერსონი, ა. სმიტი, დიდრო, ბენტამი, სპენსერი, ჯ.ს. მილი, ს.მ. ლიპსეტი, პოპერი, ფ. ჰაიეკი, ჰ. ალბერტი და სხვ.


Комментариев нет:

Отправить комментарий