საქართველო ელინისტურ და რომაულ ხანაში.
ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნა.
საკუთრივ აღმოსავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე მცხოვრებ მოსახლეობაშიც შორს წავიდა ქონებრივი და სოციალური უთანასწორობის გაღრმავების პროცესი. აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე ადგილას არის აღმოჩენილი იმდროინდელ წარჩინებულ პირთა სამარხები. ამ სამარხებში ნაპოვნი ნივთებიდან ჩანს, თუ რა სიმდიდრეს მოუყრია თავი ხალხის მასიდან გამოყოფილი ზედაფენის წარმომადგენელთა ხელში. ქსნის ხეობაში, მაგ. სოფ.საძეგურთან აღმოჩნდა მრავალი ძვირფასი ნივთი, რომლებიც წარჩინებული ქალის სამარხს უნდა ეკუთვნოდნენ. ეს ნივთები მოწმობენ, რომ მიცვალებული ნამდვილად დიდიკაცური ფუფუნებით დაუმრახავთ. მისთვის ჩაუტანებიათ ოქრომჭედლობის მრავალი შესანიშნავი ნაკეთობა - სამკაულები(ოქროს წყვილი სამაჯური,ყელსაბამები, ბეჭდები,საფეთქლის სამკაულები, საყურეები და სხვა), ჭურჭელი, ცხენის აკაზმულობის ნაწილები, სარდიონის, მთის ბროლის, გიშერისა და ქარვის მძივები. ასეთი მდიდრული სამარხების მეზობლად კი არქეოლოგებმა მრავლად ღარიბთა სამარხების ნაშთები.ამ სამარხებში ნივთები თითქმის არ აღმოჩნდა.
სოფელ საძეგურის მდიდრული სამარხის მსგავსი და იმავდროული სამარხები აღმოჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ადგილებშიც, მაგ. სოფელ ყაზბეგში და სოფელ წინწყაროსთან(თეთრიწყაროს რაიონი)
აღმოსავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე ტომთა დიდი გაერთიანებები არსებობდა. მათ ბრძოლა ჰქონდათ როგორც უცხოელ დამპყრობლებთან, ასევე ურთიერთშორისაც. თანდათან ამ მხარეში სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულებას იწყებს მცხეთის რაიონი. იგი სხვადასხვა მხრიდან (დასავლეთ საქართელოდან, მესხეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ჩრდილო კავკასიიდან მდ. არაგვის ჩაყოლებით) მომავალი გზების შესაყარზე მდებარეობდა.
ამას გარდა, მცხეთას და მის მიდამოებს თავდაცვის თვლასაზრისითაც მეტად ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა. ეს იყო ძალიან მოსახერხებელი ადგილი მრავალი, ურთიერთდაკავშირებული ციხე-სიმაგრის ასაგებად.
გადმოცემა ქართლის სამეფოს დამაარსებლად თვლის მცხეთის მკვიდრს ფარნავაზს, რომელსაც ქართლიდან განუდევნია უცხოელი დამპყრობლები და განთავისუფლებული ქართლის მეფე გამხდარა. ამ საქმეში მისთვის დახმარება აღმოუჩენია დასავლეთ საქართველოს მმართველს ქუჯის, კავკასიონის მთიანეთში მცხოვრებ ტომებს და სომეხთა რაზმებს.
ქართლის სამეფო ჩვ.წ.აღ-მდე მე-3 საუკუნეში.
ჩ. წ. აღ-მდე მე-3 საუკუნეში, ფარნავაზისა და მისი მემკვიდრის საურამაგის მეფობაში, ქართლის სამეფო საკმაოდ ძლიერი იყო. ამ დროს იგი არამარტო მთელ თანამედროვე აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავდა, არამედ მის მოსაზღვრე ოლქებსაც ფლობდა. მას ეკუთვნოდა, კერძოდ, ისტორიული ტაოსა და სპერის ოლქები.
ქართლის სამეფომ უშუალოდ შემოიერთა დასავლეთ საქართველოს ერთი ნაწილი. აქ, იმ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს სურამის უღელტეხილის მიმდებარე რაიონში, შეიქმნა ქართლის(იბერიის) ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული - არგვეთის საერისთავო. ქართლის სამეფოს გავლენის ქვეშ მოექცა აგრეთვე საკუთრივ ეგრისის სამეფოც, თუმცა იგი იბერიის სამეფოს ჩვეულებრივ პროვინციად არ გადაქცეულა.
ამან დიდად შეუწყო ხელი საქართველოს მოსახლეობის შემდგომ დაახლოებას და საფუძველი ჩაუყარა ერთი ძირიდან წარმოშობილი ქართველი ტომების სწრაფ შეკავშირებას და ამ გზით ერთიანი ქართველი ხალხის ჩამოყალიბებას.
ქართლის სამეფო იმდენად ძლიერი აღმოჩნდა , რომ გავლენის ქვეშ მოაქცია კავკასიონის მთიანეთის იმ ნაწილის მოსახლეობაც, რომელიც აღმ. საქართველოს ბარს ემეზობლებოდა. საზოგადოებრივი განვითარების მხრივ მთიანეთის მოსახლეობა საგრძნობლად ჩამორჩებოდა ბარის მოსახლეობას. მთაში ჯერ კიდევ პირვეყოფილი თემური წყობილება იყო გაბატონებული.
ქართლის მეზობლად მდებარე ჩრდილო კავკასიის მთიანეთში მცხოვრებ ტომებს ქართველები უმთავრესად ,,ლეკების'', ,,დურძუკთა'' და ,,დიდოელთა'' სახელით იცნობდნენ(დღევანდელ დაღისტნურ და ბაცბურ-ქისტურ ენებზე მოლაპარაკე ხალხთა წინაპრები). მათ დასავლეთით აფხაზურ-ადიღეური ტომები ცხოვრობდნენ.
ქართლის სამეფოსათვის მეზობელ მთიანეთზე გაბატონებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეეძლო მას ჩრდილო კავკასიიდან სამხრეთში გადმომავალი გზების, კერძოდ დარიალის გამაგრება და დაცვა.ამით ქართლის მმართველები დაიცავდნენ თავის სამეფოს მიწა-წყალს ჩრდილო კავკასიაში და სამხრეთ რუსეთის ველებზე მცხოვრები მრავალი მომთაბარე მეომარი ტომების შემოსევისაგან. კიდევ უფრო მეტი, რაკი კავკასიონის გადმოსასვლელები მათ ხელში ექნებოდათ, საშუალება ეძლეოდათ საჭიროების ჟამს შემოეშვათ ჩრდილოეთის ეს მეომარი ტომები და გამოეყენებინათ ისინი თავისი მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. მეზობელმა ძლიერმა სახელმწიფოებმა კარგად იცოდნენ ქართლის მეფეთა ამ იარაღის არსებობა და ანგარიშს უწევდნენ მას.
ქართლის მმართველებს იმიერკავკასიის ტომები ზოგჯერ მარტო დროებით კი არ გადმოჰყავდათ ამა თუ იმ მტრებთან ბრძოლის მიზნით, არამედ გადმოჰყავდათ სამუდამოდ და თავის სამეფოს მიწა-წყალზე ასახლებდნენ.
ქართლის მმართველებმა თავისი გავლენის სფეროში მოაქციეს აგრეთვე მეზობელი ალბანეთის(თანამედროვე აზერბაიჯანი) მოსახლეობის ერთი ნაწილი. აქ ამდროს ის ტომები ცხოვრობდნენ, რომლებიც ენით ყველაზე ახლოს დაღესტნის დღევანდელ მოსახლეობასთან იდგნენ. ისინი მრავალ ტომად იყოფოდნენ და ჯერ კიდევ პირველყოფილი თემური წყობილება ჰქონდათ. ქართლის სამეფომ განსაკუთრებით ენერგიულად შეუტია იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომებს, რომელნიც უშუალოდ ეკვროდნენ ქართლს. უკვე ქართლის სამეფოს წარმოქმნისას ეს მიწა-წყალი ამ სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. აქაური მოსახლეობა თანადთან გაითქვიფა ქართლის დანარჩენ მოსახლეობაში.
საგარეო პოლიტიკის გაუარესება.
საქართველო ჩვ.წ.აღ-მდე მე-2 საუკუნესა და 1-ლი საუკუნის დასაწყისში.
ის ხელსაყრელი საგარეო-პოლიტიკური ვითარება, რომელიც ქართლის სამეფოსათვის მანამდე არსებობდა, ჩვ. წ.აღ-მდე მე-2 საუკუნეში საგრძნობლად შეიცვალა.
საქართველოს მეზობლად ჩამოყალიბდა ორი დამოუკიდებელი სომხური სამეფო. ამ სომხურმა სახელმწიფოებმა ჩრდილოეთის მეზობელს - ქართლის სამეფოს - შემოუტიეს და ქვემო ქართლისა და მესხეთის მიწა-წყლის დიდი ნაწილი ჩამოაცილეს(ეს ის ოლქებია, რომლებთაც ძველი ბერძნები გოგარენეს, ხორძენეს და პარიადრის მთიანეთის სახელწოდებით იცნობდნენ).ქართლის სამეფო სომხეთის მმართველებმა არა მარტო სამხრეთიდან, არამედ არმოსავლეთიდანაც შეავიწროეს: ისინი დაეუფლნენ იბერია-ალბანეთის შესაყარზე მდებარე ოლქს კამბისენეს, ანუ, როგორც ძველად ქართველები უწოდებდნენ - კამბეჩოვას(შემდეგდროინდელი ქიზიყი).
ძლიერ სომხეთთან ბრძოლაში ქართლის მმართელები ზოგჯერ პართიის სამეფოს მხარდაჭერით სარგებლობდნენ. პართიის სამეფო ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე მე-3 საუკუნეში ჩამოყალიბდა კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მიწა-წყალზე. აქ არშაკიანთა დინასტია დამკვიდრდა. ჩვ.წ.აღ-მდე მე-2 საუკუნის მეორე ნახევარში პართია უძლიერესი სახელმწიფო შეიქმნა და სომხეთის მეტად საშიში მოწინააღმდეგ გახდა.
დასავლეთი სომხური სახელმწიფოს - ეგ.წ. ,,მცირე სომხეთის'' - ხელისუფლებმა კი ამავე ხანაში შეძლეს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მცხოვრები ქართველი ტომებით დასახლებული ზოგიერთი ოლქის დაუფლება. ამ ადგილებში, როგორც ზღვის სანაპიროზე მდ. ჰალისის აღმოსავლეთით, ვიდრე ჭოროხის შესართავამდე, ისე ამ ზოლის სამხრეთით გადაჭიმულ ჩრდილო ანატოლიის ანუ პონტოს ქედის კალთებზე ძველთაგანვე მრავალი დასავლურ-ქართული(მეგრულ-ჭანური) მოდგმის ტომი ცხოვრობდა. ძველი ბერძნები მათ ბევრი სხვადასხვა სახელით იხსენიებდნენ. ესენი იყვნენ ტიბარენები, ხალდები( ანუ ხალიბები), მოსინიკები, მაკრონები, სანები(ანუ ჭანები) და ა. შ. ამ მცხოვრები ტომები კოლხეთის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებ დასავლურ-ქართულ მოსახლეობასთან შედარებით ბევრად უფრო ჩამორჩენილები იყვნენ საზოგადოებრივი განვითარების თავლსაზრისით; ისინი ჯერ კიდევ პირვეყოფილი თემური წყობილების პირობებში ცხოვრობდნენ. ზღვის სანაპი-როზე აქ უკვე ძალიან ადრე გაჩნდა ბერძნული ახალშენები(სინოპი, კერასუნტი, ტრაპეზუნტი,კოტიორა). ამ ქალაქების ბერძნულ მოსახლეობას იმთავითვე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობათან, რაც ბოლოს და ბოლოს ბერძნული და ადგილობრივი ელემენტების შერწყმას იწვევდა. შემდგომ ეს ადგილები შევიდა პონტოს სამეფოს შემადგენლობაში, სადაც ელინური(ბერძნული) და ადგილობრივი მოსახლეობის შერევის პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წარიმართა.
შედარებით ხელუხლებლად ინხავდა თავის ტომობრივ თავისთავადობას მთიანეთში მცხოვრები თავისუფალი თემების მოსახლეობა(ჭანები). რაც შეეხება საკუთრივ ახლანდელ დასავლეთ საქართველოს , მისი ერთი ნაწილი უშუალოდ შეიერთა ქართლის ძლიერმა სამეფომ, მეორე ნაწილი (ეგრისის ანუ კოლხეთის ძველი სამეფო) მანვე დაიმორჩილა.კოლხეთის ჩრდილო-მთიან ნაწილში კი მრავალი ტომი ცხოვრობდა, რომლებიც ამ დროსაც ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას. როდესაც ჩვ.წ. აღ-მდე მე-2 საუკუნეში ქართლი დასუსტრდა, დასავლეთ საქართველოზეც მისი ძალაუფლება საგრძნობლად შეირყა. დასავლეთ საქართველოში გავრცელება იწყო მეზობელი პონტოს სამეფოს გავლენამ. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე მე-3საუკუნეში ჩამოყალიბდა შავი ზღვის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპიროების მახლობლად. პონტოს სამეფო დიდ ძალას წარმოადგენდა უკვე ჩვ.წ.აღ-მდე მე-2 საუკუნის შუა ხანებში, ხოლო განსაკუთრებით გაძლიერდა მითრიდატე VI ევპატორის (ძვ.წ. 111-63 წწ.)დროს. ამ უკანასკნელის მეფობის დასწყისშივე კოლხეთი პონტოს სამეფომ დაიმორჩილა. მითრიდატე აქ თავის ნაცვალს აგზავნიდა ხოლმე მმართველად. ძვ.წ.83 წ კოლხებმა ბოსფორელებთან ერთად (ასე უწოდებდნენ ყირიმში ბერძნული ქალაქების მეთაურობით შექმნილ სახელმწიფოს, რომელიც აგრეთვე მითრიდატეს ჰყავდა დამორჩილებული) აჯანყება მოაწყვეს მითრიდატეს წინააღმდეგ, მაგრამ ამ აჯანყებას წარმატება არ მოჰყოლია.
პონტოს მეფისა და მისი ნაცვალის ხელისუფლება არ ვრცელდებოდა მთელ დასავლეთ საქართველოზე და უმთავრესად ქვეყნის ზღვისპირა დაბლობი რაიონებით შემოიფარგლებოდა. ქართლის სამეფო ნაწილობრივ არგვეთში მაინც ინარჩუნებდა თავის პოზიციებს. ჩრდილო კოლხეთის მთიანეთში (დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე) მცხოვრებ პონტოს გავლენა მეტად სუსტი იყო.
საქართველოს ისტორია.თავი II
საქართველო ელინისტურ და რომაულ ხანაში.
საქართველოს ისტორია-დან.
შედგენილი აკად. ს. ჯანაშიასა და აკად. ნ ბერძენიშვილის რედაქციით გამოქვეყნებული სახელმძღვანელოების მიხედვით.
შემდგენელ-რედაქტორი - გიორგი მელიქიშვილი.

Комментариев нет:
Отправить комментарий