ღმერთი

ღმერთი

среда, 23 августа 2017 г.

გახსოვს ზედაზენი?

გახსოვს, ზედაზენი?..
მარჯვნივ დარჩა ძველი ჯვარი,
მარცხნივ-წმინდა მცხეთა,
აღმართები,
აღმართები,
აღმართები,
გზა მიხვეულ-მოხვეული,
დახვედრა და გაცილება ხეთა.
შოშიების შეგონება,
კაფე-თესეს ქადაგება,
ჭრელი ჩიტის გადაფენა,
ტყის დაღლილი ქარი,
სიმწვანიდან გვეგებება
წყაროს თეთრი თვალი,
იქ მისვლა და დაჩემება
შენი პეშვით დამელია წყალი...
როგორც იქნა,
შევაკება,
გალავანი,
ეკლესია,
სულ სხვა ქარი...
ძელსკამი და ბინდი,
არაგვის და მტკვრის შეხვედრა,
იქვე მცხეთა ფეხთით,
არსად კაცის ჭაჭანება,
არცა სოფლის დანანება,
მე და შენ და...
სიყვარულის ღმერთი!
ჟამი ჟამობს.
მე არ ვიყო,
შენ არ იყო (ღმერთმა ნუ ქნას) - შეიძლება,
ზედაზენის დავიწყება- არა!
ის ერთი დღე,
ის ერთი დღე
არსებობდა კმარა!
გახსოვს ზედაზენი? ..



Комментариев нет:

Отправить комментарий