,,ერთი პატარა ამბავი მინდა მოგიყვეთ.
ეს პატარა ამბავი დიდი ხნის წინათ მოხდა და ეძღვნება ერთ ბარათს, რომელიც დღესასწაულს ულოცავდა ჩემს ნათესავებს. ეს ბარათი სააახლწლო ბარათი იყო. ბევრს არ გავაგრძელებ, ბარათი მე გავუგზავნე ჩემს ახლობლებს_ მამიდას და მის ოჯახს ახალი წელი მივულოცე.
მოხდა ისე , რომ მე ძალიან მალე მათთან სტუმრად აღმოვჩნდი,იმავე წელს, ახალი წლის შემდგომ დღეებში. ბავშვი ვიყავი და მაშინ ამაზე, რასაც ეხლა დავწერ, დიდი რეაქცია არ მქონია. ისიც კი არ მახსოვს პირველად როდის გავიაზრე ჩემთვის მიუღებელი ქმედება.რატომ ვყვები ეხლა ამას ....უბრალოდ მომინდა საჯაროდ გამომეტანა ერთი ბარათის და მისი პატარა ავტორის ამბავი.მინდა გავიგო თქვენგანაც, რა საქციელია, როდესაც ისე მოიქცევი როგორც ჩემი მამიდა მოიქცა. ჰოდა, იმას ვამბობდი , სტუმრად ვიყავი მათთან. სამზარეულოში ვართ მე და მამიდაჩემი. ვხედავ სამზარეულოში ჩემი ბარათია შემოდებული (არ მახსოვს რაზე),ეს შენ რომ მოგვილოცე ახალი წელი ის ბარათია მითხრა მამიდაჩემმა სიყვარულით. ცოტა ხნის შემდეგ მამიდაჩემმა სამზარეულოს ხვეტვა დაიწყო და მოხდა ის, რაც მომავალში არაერთხელ გამხსენებია და მიფიქრია მასზე. ( უფროსო თაობავ რატომ იქცევი ხანდახან ასე?)მამიდაჩემმა ჩემი გამოგზავნილი ბარათი აიღო , მისით მოხვეტილი ნაგავი აიღო და ნაგავიც და ბარათიც სანაგვე ყუთში ჩაუშვა.
მე რომ ვხედავდი ისე მაინც არ გაეკეთებინა ეს.
ნაგვის ასაღებად გამოყენებული ჩემი ბარათი დღესაც იქ აგდია დიდ სანაგვეზე. ჩემი ბავშვობის რამოდენიმე წუთიც მას გაჰყვა.
რატომ დაისაჯა ან ის წუთები, ან ის ბავშვი არ ვიცი.
ნეტა რომელ კლასში ვიყავი, იმ კლასში ხომ არა სამიანიც რომ გამომყვა?
ან იმიტომ ხომ არ დაისაჯა ბავშვი,მისალოცი ბარათების გაგზავნა რომ უფრო უყვარდა ვიდრე მისი ადრესატები?.....
მკითხველმა მაპატიოს ნაგვის სუნი თუ ეცა.
უბრალოდ, ამ ბავშვს მოუნდა, მოძებნოს ეს ბარათი და მოუყვეს მასზე ყველას.
ზოგი იტყვის წვრილმანია ეს ამბავი. ვიღაცა იგრძნობს. ვიღაცას ჩაეღიმება:__ჰმ, გახდება ეხლა ცნობილი.
მე კი მახსოვხარ ჩემო ბარათო, შენ ჩემთვის წვრილმანი არ ხარ , რადგან ეხლა შენზე ვუყვები ადამიანებს. ""
იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევები?

ავტორი .N
Комментариев нет:
Отправить комментарий